სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის გამათბობელი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილოთ
როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის გამათბობელი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილოთ

ზამ­თრის სე­ზონ­ზე გა­მათ­ბო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დიდ ყუ­რა­დღე­ბას და სიფრ­თხი­ლეს მო­ი­თხოვს. ყო­ველ­წლი­უ­რად ფიქ­სირ­დე­ბა გა­ზის გა­მათ­ბობ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.

რა უნდა ვი­ცო­დეთ და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმის­თვის, რომ ზამ­თრის სე­ზო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოდ გა­ვა­ტა­როთ - შე­კი­თხვებს "ყა­ზტრანსგა­ზი" პა­სუ­ხობს:

მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რა­საც გა­მათ­ბო­ბე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს:

  • კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია გა­ზით მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის გა­მათ­ბო­ბე­ლი­სა და წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბელ ხელ­სა­წყო­თა მონ­ტა­ჟი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, რომ­ლე­ბიც წვი­სათ­ვის სა­ჭი­რო ჰა­ერს სა­თავ­სო­დან იღე­ბენ, წვის პრო­დუქ­ტი კი კვამლსა­დე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არ გა­ი­წო­ვე­ბა. წვის პრო­დუქ­ტე­ბი სა­თავ­სო­ში არ უნდა რჩე­ბო­დეს. გა­მო­ნაკ­ლი­სად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გა­ზ­ქუ­რე­ბი.
  • იკ­რძა­ლე­ბა გა­ზის ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუ მას­ზე არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ჩამ­კე­ტი მო­წყო­ბი­ლო­ბა და სა­თავ­სო­ში არ არის საკ­ვამ­ლე-სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხე­ბი.
  • არ და­ა­მონ­ტა­ჟოთ გა­მათ­ბო­ბე­ლი იმ ოთა­ხებ­ში, რომ­ლე­ბიც გან­კუთ­ვნი­ლია ძი­ლი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის.
გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის მე­ქა­ნიზ­მი

- როცა მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მათ­ბო­ბე­ლი გა­მორ­თუ­ლია, მის გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე რა­ი­მე სა­ხის შე­მოწ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია?

- გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე დიდი ხნით უმოქ­მე­დოდ იყო, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უმოქ­მე­დო­ბის დროს შე­საძ­ლოა ონ­კა­ნის სა­ცხის გაშ­რო­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გა­ზის გა­ჟონ­ვა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

დიდი ხნით ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა მისი სა­ჭი­რო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი შე­კე­თე­ბის გა­რე­შე სა­ხი­ფა­თოა. 15 და მეტი დღით ქა­ლა­ქი­დან გამ­გზავ­რე­ბი­სას, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა აც­ნო­ბონ შე­სა­ბა­მი­სი რა­ი­ო­ნე­ბის გა­ზის ბიზ­ნეს­ცენ­ტრებს თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, რათა მოხ­დეს გაზ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბის გა­მორ­თვა-დახ­შო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტის გა­ფორ­მე­ბა.

- ზოგ­ჯერ გა­სათ­ბო­ბად ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ზ­ქუ­რას ვი­ყე­ნებთ. ეს სა­ხი­ფა­თოა?

- ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია! შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა: ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვლა, გა­გუდ­ვა და ხან­ძა­რი ბი­ნა­ში. წვის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა ნახ­ში­რორ­ჟან­გი, მისი დაგ­რო­ვე­ბა კი ოთა­ხი­დან ჟანგბადს გან­დევ­ნის და ადა­მი­ა­ნი ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბით იგუ­დე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა ბი­ნა­ში ვიგ­რძე­ნით სა­ეჭ­ვო სუნი, ან ვეჭ­ვობ, რომ გა­მათ­ბობ­ლი­დან ან გა­მა­ცხე­ლებ­ლი­დან გაზი ჟო­ნავს. სა­ნამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მოვა და­სახ­მა­რებ­ლად, ჩვენ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ?

- თუ სა­თავ­სო­ში იგ­რძნო­ბა გა­ზის სუნი, სას­წრა­ფოდ შე­წყვი­ტეთ გა­ზის მი­წო­დე­ბა, და­კე­ტეთ ყვე­ლა ონ­კა­ნი, გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეთ სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რი. და­ტო­ვეთ შე­ნო­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ასან­თის ან­თე­ბა, მო­წე­ვა, ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბის ჩარ­თვა-გა­მორ­თვა, ელექტრო­ზა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა; გა­ჟონ­ვის შე­მოწ­მე­ბა ღია ცე­ცხლით.

თუ იგ­რძნო­ბა გა­ზის სუნი სარ­დაფ­ში, სა­დარ­ბა­ზო­ში, ეზო­ში ან ქუ­ჩა­ში, შე­ა­ტყო­ბი­ნეთ გა­ზის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურს. და­ზი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი ხალ­ხმა უნდა და­ტო­ვოს.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა აფეთ­ქდეს ბუ­ნებ­რი­ვი აირი?

- თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, გარ­კვე­უ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა თვი­თა­ა­ლე­ბა მოხ­დეს და თუ ეს არ მოხ­და, საკ­მა­რი­სია ასან­თის ან­თე­ბა ან სი­გა­რე­ტის მო­კი­დე­ბა, რა­საც აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვე­ბა. მსგავს აფეთ­ქე­ბას სა­ში­ნე­ლი ძალა აქვს, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლიც კი და­ან­გრი­ოს. ზოგ­ჯერ წვის პრო­ცე­სის დროს ხდე­ბა ალის შე­წყვე­ტა, ბუ­ნებ­რი­ვი აირი აღარ იწ­ვის და ოთახ­ში გროვ­დე­ბა, რაც ასე­ვე სა­ში­შია.

- უხა­რის­ხო გა­მათ­ბობ­ლის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ როცა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­მათ­ბო­ბე­ლი გიდ­გას, წვის­თვის სა­ჭი­რო ჰა­ე­რიც გა­რე­დან შე­მო­დის და ნამ­წვიც გა­რეთ გა­ე­დი­ნე­ბა, ნამ­დვი­ლად და­ზღვე­უ­ლე­ბი ვართ? რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ და­ზღვე­უ­ლე­ბი ვი­ყოთ?

- თუ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­მათ­ბო­ბე­ლი გაქვთ და მისი და­მონ­ტა­ჟე­ბაც სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მოხ­და, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ მისი შე­მოწ­მე­ბა და გაწ­მენ­და. ესეც სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

ნანა ჩხა­ი­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის გამათბობელი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილოთ

როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის გამათბობელი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილოთ

ზამთრის სეზონზე გამათბობელი საშუალებები მოსახლეობისგან დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ყოველწლიურად ფიქსირდება გაზის გამათბობლებით გამოწვეული უბედური შემთხვევები.

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ზამთრის სეზონი მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავატაროთ - შეკითხვებს "ყაზტრანსგაზი" პასუხობს:

მთავარი კრიტერიუმი, რასაც გამათბობელი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • კატეგორიულად აკრძალულია გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელისა და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს სათავსოდან იღებენ, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება. წვის პროდუქტები სათავსოში არ უნდა რჩებოდეს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს გაზქურები.
  • იკრძალება გაზის ხელსაწყოების გამოყენება, თუ მასზე არ არის დამონტაჟებული ჩამკეტი მოწყობილობა და სათავსოში არ არის საკვამლე-სავენტილაციო არხები.
  • არ დაამონტაჟოთ გამათბობელი იმ ოთახებში, რომლებიც განკუთვნილია ძილისა და დასვენებისთვის.
გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლის მექანიზმი

- როცა მთელი ზაფხულის განმავლობაში გამათბობელი გამორთულია, მის გამოყენებამდე რაიმე სახის შემოწმების ჩატარება აუცილებელია?

- გაზის მოწყობილობა, რომელიც ზაფხულის სეზონზე დიდი ხნით უმოქმედოდ იყო, აუცილებლად საჭიროებს პროფილაქტიკურ მომსახურებას. მოწყობილობების უმოქმედობის დროს შესაძლოა ონკანის საცხის გაშრობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაზის გაჟონვა და უბედური შემთხვევა.

დიდი ხნით ხმარებიდან გამოსული გაზის მოწყობილობებით სარგებლობა მისი საჭირო პროფილაქტიკური შეკეთების გარეშე სახიფათოა. 15 და მეტი დღით ქალაქიდან გამგზავრებისას, მოქალაქეებმა უნდა აცნობონ შესაბამისი რაიონების გაზის ბიზნესცენტრებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რათა მოხდეს გაზზე მიერთებული ხელსაწყოების გამორთვა-დახშობა და შესაბამისი აქტის გაფორმება.

- ზოგჯერ გასათბობად ჩვეულებრივ გაზქურას ვიყენებთ. ეს სახიფათოა?

- ეს კატეგორიულად აკრძალულია! შეიძლება მოჰყვეს უბედური შემთხვევა: ადამიანის მოწამვლა, გაგუდვა და ხანძარი ბინაში. წვის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, მისი დაგროვება კი ოთახიდან ჟანგბადს განდევნის და ადამიანი ჟანგბადის უკმარისობით იგუდება.

- შეიძლება ბინაში ვიგრძენით საეჭვო სუნი, ან ვეჭვობ, რომ გამათბობლიდან ან გამაცხელებლიდან გაზი ჟონავს. სანამ სპეციალური სამსახური მოვა დასახმარებლად, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- თუ სათავსოში იგრძნობა გაზის სუნი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ გაზის მიწოდება, დაკეტეთ ყველა ონკანი, გააღეთ ფანჯრები და შემდეგ გამოიძახეთ საავარიო სამსახური. დატოვეთ შენობა. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ასანთის ანთება, მოწევა, ელექტროხელსაწყოების ჩართვა-გამორთვა, ელექტროზარის გამოყენება; გაჟონვის შემოწმება ღია ცეცხლით.

თუ იგრძნობა გაზის სუნი სარდაფში, სადარბაზოში, ეზოში ან ქუჩაში, შეატყობინეთ გაზის მეურნეობის საავარიო სამსახურს. დაზიანების ადგილი ხალხმა უნდა დატოვოს.

- რა შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეს ბუნებრივი აირი?

- თუ დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირის გაჟონვა მიმდინარეობს, გარკვეული კონცენტრაციის შემდეგ შეიძლება თვითაალება მოხდეს და თუ ეს არ მოხდა, საკმარისია ასანთის ანთება ან სიგარეტის მოკიდება, რასაც აფეთქება მოჰყვება. მსგავს აფეთქებას საშინელი ძალა აქვს, შეიძლება სახლიც კი დაანგრიოს. ზოგჯერ წვის პროცესის დროს ხდება ალის შეწყვეტა, ბუნებრივი აირი აღარ იწვის და ოთახში გროვდება, რაც ასევე საშიშია.

- უხარისხო გამათბობლისგან გამოწვეული უბედური შემთხვევები გასაგებია, მაგრამ როცა ხარისხიანი გამათბობელი გიდგას, წვისთვის საჭირო ჰაერიც გარედან შემოდის და ნამწვიც გარეთ გაედინება, ნამდვილად დაზღვეულები ვართ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ დაზღვეულები ვიყოთ?

- თუ ხარისხიანი გამათბობელი გაქვთ და მისი დამონტაჟებაც სპეციალისტის მიერ ყველა წესის დაცვით მოხდა, რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ მისი შემოწმება და გაწმენდა. ესეც სპეციალისტმა უნდა განახორციელოს.

ნანა ჩხაიძე, AMBEBI.GE

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს „ტოიოტა პლუსის“ პროგრამას სთავაზობს

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია