პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბათუ საღინაძე ვარაუდობს, რომ ლევან კალაძე სვანეთშია დასაფლავებული, მარიამ გოგინაშვილი კი ცოცხალია"
 "ბათუ საღინაძე ვარაუდობს, რომ ლევან კალაძე სვანეთშია დასაფლავებული, მარიამ გოგინაშვილი კი ცოცხალია"

2010 წლის მა­ის­ში შსს-ს ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ბა­თალ­ბი (ბათუ) სა­ღი­ნა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე მო­უ­გო.

სტრას­ბუ­რის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­კის­რა სა­ღი­ნა­ძის­თვის მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა 15.000 ევ­როს ოდე­ნო­ბით, ასე­ვე, 90.000 ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი მისი კუთ­ვნი­ლი კო­ტე­ჯის დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ი­და­ნაც სა­ღი­ნა­ძე 2005 წელს გა­მო­ა­სახ­ლეს.

გარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მი­სა, სტრას­ბურ­ში სა­ღი­ნა­ძემ მის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა ამ საქ­მე­ზე ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბათუ სა­ღი­ნა­ძეს ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­სა და გა­მო­ძი­ე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რის­თვი­საც მას 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

სა­ღი­ნა­ძის ად­ვო­კა­ტის, გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის თქმით, 75 წლის ბათუ სა­ღი­ნა­ძე თავს მხნედ გრძნობს და გვპირ­დე­ბა, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბას მოჰ­ფენს ნა­თელს. მა­ნამ­დე კი ბა­ტო­ნი გელა ბათუ სა­ღი­ნა­ძის საქ­მის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს მიერ 2010 წლის მა­ის­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ღი­ნა­ძეს და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხა დათ­ქმულ სამ­თვი­ან ვა­და­ში გა­და­უ­ხა­და, მაგ­რამ ავ­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე კო­ტე­ჯის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და იმ მო­ტი­ვით, რომ კო­ტე­ჯ­მა შე­იც­ვა­ლა მფლო­ბე­ლი. კო­ტე­ჯი გა­და­ვი­და შსს-ს სა­კუთ­რე­ბა­ში და ამის გამო სა­ღი­ნა­ძეს შეს­თა­ვა­ზეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თო­ბი. სა­ღი­ნა­ძეს ევაჭ­რე­ბოდ­ნენ, რომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­დან გა­მო­ე­ტა­ნა მე­ო­რე სა­ჩი­ვა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. სა­ღი­ნა­ძე კი პა­რა­ლე­ლუ­რად ითხოვ­და, მის­თვის დარ­ჩე­ნი­ლი სას­ჯე­ლის ვადა შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ - წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი დარ­ჩა მო­სახ­დე­ლი.

- რა­ტომ არ შე­ე­ხო სა­ღი­ნა­ძეს ე.წ. უდო, ანუ ვა­დამ­დე პი­რო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ნო­ნით ეკუთ­ვნო­და?

- მას კა­ნო­ნით ეკუთ­ვნო­და ვა­დამ­დე პი­რო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან სას­ჯე­ლის არა­თუ 2/3, არა­მედ 4/5-იც კი აქვს მოხ­დი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლის ნა­ხევ­რის მოხ­დის შემ­დეგ, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი­სა და 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუ ის სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბა. ბათუ არის 75 წლის და მას ერთი შე­ღა­ვა­თიც არ შე­ხე­ბია. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ მის­გან მო­ი­თხოვ­დნენ სტრას­ბუ­რი­დან გა­მო­ე­ტა­ნა მთა­ვა­რი სა­ჩი­ვა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. ამ საქ­მე­ში სა­ღი­ნა­ძის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტი მეც ვი­ყა­ვი და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ღი­ნა­ძეს სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ შე­უ­ფარ­დეს 7 წელი.

- სა­ღი­ნა­ძის კო­ტეჯს რა ბედი ეწია?

- კო­ტე­ჯი ძვე­ლი რი­ცხვით გა­და­ი­ტა­ნეს შსს-ს ბა­ლანსზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში, 1997 წლის შემ­დეგ ის ეკუთ­ვნის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, მის ბა­ლანსზეა. შსს-მ ამ კო­ტე­ჯში გახ­სნა სპეც­რაზ­მელ­თა ბაზა. და­ზა­რა­ლე­ბულს კი ხო­ბის რა­ი­ონ­ში დან­გრე­უ­ლი სახ­ლი შეს­თა­ვა­ზეს, რო­მე­ლიც 2-3 ათას ლარ­ზე მე­ტად არ შე­ფას­დე­ბა. რო­გორც სჩ­ვე­ვი­ათ, სახ­ლი გა­რე­დან შე­ღე­ბეს, შე­ა­ლა­მა­ზეს და ფო­ტო­ე­ბი მი­უ­ტა­ნეს. არა­და, სა­ღი­ნა­ძის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კო­ტე­ჯი 90 ათას ევ­როდ იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თო ზა­რა­ლი კი ლა­მის ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარ­ზე ადი­ო­და - ბა­თუს მსხვილ­ფე­ხა სა­ქო­ნე­ლი და დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და. სა­ღი­ნა­ძე ამ­ბობს, ფე­ხი­თაც რომ ჩა­მომ­კი­დონ, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარს გავძლებ, გა­მო­ვალ და სი­მარ­თლეს მა­ინც და­ვამ­ტკი­ცებ, ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია იმ ბნე­ლით მო­ცულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებს ეხე­ბაო. ის სა­კან­შიც არ წყვეტს მუ­შა­ო­ბას. რო­გორც იცით, სა­ღი­ნა­ძე 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შსს-ში მსა­ხუ­რობ­და, ურ­თუ­ლე­სი საქ­მე­ე­ბი აქვს გახ­სნი­ლი და პოლ­კოვ­ნი­კის ჩი­ნამ­დე იყო მი­სუ­ლი...

- ვიდ­რე მისი და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გზე­ბი არ გა­და­იკ­ვე­თა?

- პენ­სი­ა­ზე იყო, როცა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი თხოვ­ნის შემ­დეგ და­აბ­რუ­ნა კახა კა­ლა­ძის ძმის გა­ტა­ცე­ბის საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. იმ­ხა­ნად კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი იყო ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ, რო­დე­საც კახა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჯერ კი­დევ და­ფა­სე­ბუ­ლი იყო, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვის მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა, თუმ­ცა ცოტა ხნის შემ­დეგ ეს კაცი სის­ტე­მამ ვერ იგუა და არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს, და­უ­წყეს დევ­ნა. და­პა­ტიმ­რე­ბას უპი­რებ­დნენ, მაგ­რამ მო­ას­წრო სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვა და გერ­მა­ნი­ა­ში მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ დგე­ბუ­ა­ძე ჩა­ერ­თო ბათუ სა­ღი­ნა­ძის დაც­ვის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც სტრას­ბუ­რის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ სა­ღი­ნა­ძემ ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­შიფ­რა და ისი­ნი სა­ჯა­როდ ამ­ხი­ლა.

- ბათუ სა­ღი­ნა­ძე დღე­საც ამ­ტკი­ცებს, რომ მას გა­მო­ძი­ე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლეს. ამით, პირ­ველ რიგ­ში, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც აიღო საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვალ­ზე რომ არა­ვინ გა­სუ­ლი­ყო. შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ რო­გორც უშუ­ა­ლოდ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი, ასე­ვე შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბა­დაც გა­და­იქ­ცნენ და სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყეს სა­ღი­ნა­ძის დევ­ნა. იმის გამო, რომ დღეს ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა, არ სურთ, ეს კვა­ლი მათ­თან მი­ვი­დეს, თო­რემ ისი­ნი თა­ნახ­მა იქ­ნე­ბოდ­ნენ, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ბა­თუს ჩვე­ნე­ბე­ბი. სა­ღი­ნა­ძე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალ­ზე არ ლა­პა­რა­კობს, რად­გან საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ აქვს. თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ ამ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ფენს ნა­თელს.

- ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ პი­რებ­ზე რას ამ­ბობს?

- ამ­ბობს, რომ ისი­ნი, ვინც და­ა­პა­ტიმ­რეს, შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, მაგ­რამ დამ­კვე­თე­ბის ვი­ნა­ო­ბა რომ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, საქ­მეს ჩა­მო­მა­ცი­ლე­სო. როცა ბა­თუმ აქ­ტი­უ­რო­ბა და­ი­წყო, შე­ე­ცა­და ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას, და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც. რო­გორც ბათუ სა­ღი­ნა­ძე ამ­ბობს, კა­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი დგე­ბუ­ა­ძე აფრ­თხი­ლებ­და მას, რომ მო­ეს­წრო და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო, რად­გან მის და­ჭე­რას აპი­რებ­დნენ.

- ხომ არ ფიქ­რობს სა­ღი­ნა­ძე, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე ცო­ცხა­ლია?

- არა. იგი ამას გა­მო­რი­ცხავს. თუმ­ცა სა­ღი­ნა­ძე პა­რა­ლე­ლუ­რად იძი­ებ­და მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­საც და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მა­რი­ა­მი ცო­ცხა­ლია. ბათუ ამ­ბობს, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე თბი­ლის­ში არ მო­უკ­ლავთ, ის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში წა­იყ­ვა­ნეს და იქ გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. საფ­ლა­ვიც შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე რა­ი­ონ­ში იყოს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ რა­ი­ონს გუ­ლის­ხმობს?

- ზო­გა­დად სვა­ნეთს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბა აფ­რა­სი­ძე­ებს.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ბათუ საღინაძე ვარაუდობს, რომ ლევან კალაძე სვანეთშია დასაფლავებული, მარიამ გოგინაშვილი კი ცოცხალია"

 "ბათუ საღინაძე ვარაუდობს, რომ ლევან კალაძე სვანეთშია დასაფლავებული, მარიამ გოგინაშვილი კი ცოცხალია"

2010 წლის  მაისში შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბათალბი (ბათუ) საღინაძემ საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში საქმე მოუგო.

სტრასბურის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა საღინაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15.000 ევროს ოდენობით, ასევე, 90.000 ევროდ შეფასებული მისი კუთვნილი კოტეჯის დაბრუნება, საიდანაც საღინაძე 2005 წელს გამოასახლეს.

გარდა სამოქალაქო საქმისა, სტრასბურში საღინაძემ მის მიმართ საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეც გაასაჩივრა, თუმცა ამ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ ბათუ საღინაძეს ლევან კალაძის მკვლელობის საქმის დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში ადანაშაულებდნენ, რისთვისაც მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საღინაძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, 75 წლის ბათუ საღინაძე თავს მხნედ გრძნობს და გვპირდება, რომ გათავისუფლების შემდეგ არაერთ გახმაურებულ მკვლელობას მოჰფენს ნათელს. მანამდე კი ბატონი გელა ბათუ საღინაძის საქმის რამდენიმე საინტერესო დეტალზე გვესაუბრება:

- ევროსასამართლოს მიერ 2010 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებამ  საღინაძეს დაკისრებული თანხა დათქმულ სამთვიან ვადაში გადაუხადა, მაგრამ ავჭალაში მდებარე კოტეჯის დაბრუნებაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ კოტეჯმა შეიცვალა მფლობელი. კოტეჯი გადავიდა შსს-ს საკუთრებაში და ამის გამო საღინაძეს შესთავაზეს ალტერნატიული ფართობი. საღინაძეს ევაჭრებოდნენ, რომ ევროსასამართლოდან გამოეტანა მეორე საჩივარი სისხლის სამართლის საქმეზე. საღინაძე კი პარალელურად ითხოვდა, მისთვის დარჩენილი სასჯელის ვადა შეემცირებინათ - წელიწად-ნახევარი დარჩა მოსახდელი.

- რატომ არ შეეხო საღინაძეს ე.წ. უდო, ანუ ვადამდე პირობით გათავისუფლება, რომელიც კანონით ეკუთვნოდა?

-  მას კანონით ეკუთვნოდა ვადამდე პირობით გათავისუფლება, რადგან სასჯელის არათუ 2/3, არამედ 4/5-იც კი აქვს მოხდილი. ამასთანავე, კანონი ითვალისწინებს სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, 70 წელს გადაცილებული მსჯავრდებული მამაკაცისა და 65 წელს გადაცილებული ქალის გათავისუფლებას, თუ ის სასჯელის მოხდის პერიოდში დადებითად ხასიათდება. ბათუ არის 75 წლის და მას ერთი შეღავათიც არ შეხებია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისგან მოითხოვდნენ სტრასბურიდან გამოეტანა მთავარი საჩივარი სისხლის სამართლის საქმეზე. ამ საქმეში საღინაძის ერთ-ერთი ადვოკატი მეც ვიყავი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საღინაძეს სრულიად უსაფუძვლოდ შეუფარდეს 7 წელი.

- საღინაძის კოტეჯს რა ბედი ეწია?

- კოტეჯი ძველი  რიცხვით გადაიტანეს შსს-ს ბალანსზე, სინამდვილეში, 1997 წლის შემდეგ ის ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, მის ბალანსზეა. შსს-მ ამ კოტეჯში გახსნა სპეცრაზმელთა ბაზა. დაზარალებულს კი ხობის რაიონში დანგრეული სახლი შესთავაზეს, რომელიც 2-3 ათას ლარზე მეტად არ შეფასდება. როგორც სჩვევიათ, სახლი გარედან შეღებეს, შეალამაზეს და ფოტოები მიუტანეს. არადა, საღინაძის ორსართულიანი კოტეჯი 90 ათას ევროდ იყო შეფასებული, მისთვის მიყენებული საერთო ზარალი კი ლამის ნახევარ მილიონ ლარზე ადიოდა - ბათუს მსხვილფეხა საქონელი და დიდი მეურნეობა ჰქონდა. საღინაძე ამბობს, ფეხითაც რომ ჩამომკიდონ, წელიწად-ნახევარს გავძლებ, გამოვალ და სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, ბევრის გაკეთება შემიძლია იმ ბნელით მოცულ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც გახმაურებულ მკვლელობებს ეხებაო. ის საკანშიც არ წყვეტს მუშაობას. როგორც იცით, საღინაძე 45 წლის განმავლობაში შსს-ში მსახურობდა, ურთულესი საქმეები აქვს გახსნილი და პოლკოვნიკის ჩინამდე იყო მისული...

- ვიდრე მისი და ოქრუაშვილის გზები არ გადაიკვეთა?

- პენსიაზე იყო, როცა ამ ხელისუფლებამ დიდი თხოვნის შემდეგ დააბრუნა კახა კალაძის ძმის გატაცების საქმის გამოსაძიებლად. იმხანად კალაძეების ოჯახის ადვოკატი იყო ზურაბ დგებუაძე, რომელიც მაშინ, როდესაც კახა ამ ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ დაფასებული იყო, ვანო მერაბიშვილმა თავის მრჩევლად დანიშნა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ეს კაცი სისტემამ ვერ იგუა და არა მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს, დაუწყეს დევნა. დაპატიმრებას უპირებდნენ, მაგრამ მოასწრო საქართველოდან გაქცევა და გერმანიაში მიიღო პოლიტიკური დევნილის სტატუსი. რამდენიმე თვის წინ დგებუაძე ჩაერთო ბათუ საღინაძის დაცვის საქმეში, რომელიც სტრასბურის სასამართლოში განიხილება.

- ცნობილია, რომ საღინაძემ ლევან კალაძის გატაცების საქმეში შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა გაშიფრა და ისინი საჯაროდ ამხილა.

- ბათუ საღინაძე დღესაც ამტკიცებს, რომ მას გამოძიებაში ხელი შეუშალეს. ამით, პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილი იყო დაინტერესებული, რომელმაც აიღო საკმაოდ დიდი თანხა, დამნაშავეების კვალზე რომ არავინ გასულიყო. შეთანხმებულად მოქმედებდნენ როგორც უშუალოდ გამტაცებლები, ასევე შსს-ს მაღალჩინოსნები, რომლებიც შემდეგ ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებადაც გადაიქცნენ და სწორედ ოქრუაშვილის ინიციატივით დაიწყეს საღინაძის დევნა. იმის გამო, რომ დღეს ბევრი მაღალჩინოსანი ისევ თანამდებობაზეა, არ სურთ, ეს კვალი მათთან მივიდეს, თორემ ისინი თანახმა იქნებოდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ბათუს ჩვენებები. საღინაძე ბევრ საინტერესო დეტალზე არ ლაპარაკობს, რადგან საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება ჯერ არ აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ამ საქმეს აუცილებლად მოჰფენს ნათელს.

- ლევან კალაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებზე რას ამბობს?

- ამბობს, რომ ისინი, ვინც დააპატიმრეს, შეიძლება იყვნენ მკვლელობის შემსრულებლები, მაგრამ დამკვეთების ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო, საქმეს ჩამომაცილესო. როცა ბათუმ აქტიურობა დაიწყო, შეეცადა ფაქტების გახმაურებას, დააპატიმრეს კიდეც. როგორც ბათუ საღინაძე ამბობს, კალაძეების ადვოკატი დგებუაძე აფრთხილებდა მას, რომ მოესწრო და დაეტოვებინა საქართველო, რადგან მის დაჭერას აპირებდნენ.

- ხომ არ ფიქრობს საღინაძე, რომ ლევან კალაძე ცოცხალია?

- არა. იგი ამას გამორიცხავს. თუმცა საღინაძე პარალელურად იძიებდა მარიამ გოგინაშვილის გატაცების საქმესაც და არ გამორიცხავს, რომ მარიამი ცოცხალია. ბათუ ამბობს, რომ ლევან კალაძე თბილისში არ მოუკლავთ, ის ერთ-ერთ რაიონში წაიყვანეს და იქ გამოასალმეს სიცოცხლეს. საფლავიც შეიძლება იმავე რაიონში იყოს.

- კონკრეტულად რომელ რაიონს გულისხმობს?

- ზოგადად სვანეთს ასახელებს, თუმცა ეს არ ეხება აფრასიძეებს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ