პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხამსი საქციელისთვის" გასამართლებული ოსკარ უაილდი
"უხამსი საქციელისთვის" გასამართლებული ოსკარ უაილდი

ოს­კარ უა­ილ­დი ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი და პო­ე­ტი იყო, გვი­ან­დე­ლი ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის დრა­მა­ტურ­გი და თა­ვი­სი დრო­ის გა­მო­ჩე­ნი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ლონ­დო­ნე­ლი დენ­დი, რო­მე­ლიც "უხამ­სი საქ­ცი­ე­ლის­თვის" გა­ა­სა­მარ­თლეს და ორ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ოს­კარ ფინ­გალ ოფ­ლა­ერ­ტი უილს უა­ილ­დი 1854 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და დუბ­ლინ­ში, საკ­მა­ოდ ცნო­ბილ ოჯახ­ში. მა­მა­მი­სი, სერ უი­ლი­ამ უა­ილ­დი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი იყო, მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი. დედა - ელი­ტუ­რი ქალ­ბა­ტო­ნი, ირ­ლან­დი­ის შე­სა­ხებ წერ­და ლექ­სებს და ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ლო­ნებს მას­პინ­ძლობ­და. ახალ­გაზ­რდა უა­ილ­დი პო­ე­ზი­ი­სა და ბო­ჰე­მის გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წელი დუბ­ლი­ნის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ კო­ლე­ჯში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ კი ოქსფორდში ჩა­ა­ბა­რა. იქ ჯონ რეს­კი­ნის ლექ­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნით, რო­მე­ლიც პო­ე­ტი-რო­მან­ტი­კო­სი იყო, უა­ილდს ეს­თე­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­როვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. მისი ამ­ბო­ხე­ბა უფრო ეს­თე­ტი­კურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და არა მხო­ლოდ დახ­ვე­წილ და ლა­მაზ ლექ­სებ­ში, არა­მედ ეპა­ტა­ჟურ ჩაც­მის სტილ­სა და საქ­ცი­ელ­ში - ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი კოს­ტი­უ­მი, მზე­სუმ­ზი­რის ყვა­ვი­ლით ჯი­ბე­ში, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბილ­მა უა­ილ­დი­სე­ულ­მა მწვა­ნე მი­ხაკ­მა შეც­ვა­ლა, ხე­ლოვ­ნუ­რად მა­ნე­რუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი მე­ტყვე­ლე­ბა­ში.

ლექ­სებ­თან ერ­თად უა­ილ­დი დრა­მა­ტურ­გი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, 1890 წელს კი თა­ვი­სი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტი" და­წე­რა, რო­მელ­შიც მთე­ლი თა­ვი­სი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და მისი მო­თხრო­ბე­ბი, თუმ­ცა ეს ძი­რი­თა­დად მკი­თხვე­ლებ­ზე ით­ქმის, ცენ­ზუ­რა და კრი­ტი­კა მას არ­ცთუ და­დე­ბი­თად ეგე­ბე­ბო­და.

უა­ილ­დის შე­მოქ­მე­დე­ბას ხმა­უ­რი­ა­ნი სკან­და­ლე­ბიც ახ­ლდა თან. "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტის" გამო ავ­ტო­რი უზ­ნე­ო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. 1893 წელს ინ­გლი­სის ცენ­ზუ­რამ მისი დრა­მა "სა­ლო­მეა" აკ­რძა­ლა და­სად­გმე­ლად, რო­მე­ლიც ფრან­გულ ენა­ზე იყო და­წე­რი­ლი სარა ბერ­ნა­რის­თვის. თუმ­ცა მთა­ვა­რი სკან­და­ლი, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ მისი დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი კა­რი­ე­რა და­ან­გრია, არა­მედ მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბაც, 1895 წელს მოხ­და. უა­ილდს სა­ჯა­როდ დას­დეს ბრა­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მში, მან კი ბრალ­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მარ­კიზ კვინსბე­რის, თა­ვი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის ალფ­რედ დუ­გ­ლა­სის მა­მას, სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. თუმ­ცა დუ­გ­ლა­სი, რო­მელ­მაც უა­ილ­დი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ოჯახს მო­ა­შო­რა და მის კმა­ყო­ფა­ზე თით­ქმის სამი წელი მე­ფუ­რად ცხოვ­რობ­და, სა­სა­მარ­თლო­ზე მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და. უა­ილ­დი უზ­ნეო საქ­ცი­ე­ლის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს და და­ა­პა­ტიმ­რეს. მისი პი­ე­სე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი მა­შინ­ვე გაქ­რა თე­ატ­რე­ბის აფი­შე­ბი­დან, მის სა­ხელს კი აღარ ახ­სე­ნებ­დნენ. ერ­თა­დერ­თი კო­ლე­გა, რო­მელ­მაც მისი შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა - თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად - ბერ­ნარდ შოუ იყო.

პო­ე­მა "რე­დინ­გის ცი­ხის ბა­ლა­და" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფსევ­დო­ნი­მით, რო­მე­ლიც მისი საკ­ნის ნო­მე­რი იყო - ჩ.3.3.

უა­ილდს მეტი აღა­რა­ფე­რი და­უ­წე­რია. სე­ბას­ტი­ან მელ­მო­ტის სა­ხე­ლით საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. XIX სა­უ­კუ­ნის ინ­გლი­სის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე და დახ­ვე­წილ­მა ფი­გუ­რამ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი სი­ღა­რი­ბე­ში, გან­დე­გი­ლო­ბა­სა და მი­უ­საფ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა და 1900 წლის 30 ნო­ემ­ბერს პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"უხამსი საქციელისთვის" გასამართლებული ოსკარ უაილდი

"უხამსი საქციელისთვის" გასამართლებული ოსკარ უაილდი

ოსკარ უაილდი ირლანდიური წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მწერალი და პოეტი იყო, გვიანდელი ვიქტორიანული ეპოქის დრამატურგი და თავისი დროის გამოჩენილი წარმომადგენელი. ლონდონელი დენდი, რომელიც "უხამსი საქციელისთვის" გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოსკარ ფინგალ ოფლაერტი უილს უაილდი 1854 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა დუბლინში, საკმაოდ ცნობილ ოჯახში. მამამისი, სერ უილიამ უაილდი, სახელგანთქმული ექიმი-ოფთალმოლოგი იყო, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დედა - ელიტური ქალბატონი, ირლანდიის შესახებ წერდა ლექსებს და ლიტერატურულ სალონებს მასპინძლობდა. ახალგაზრდა უაილდი პოეზიისა და ბოჰემის გარემოში იზრდებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი დუბლინის პრივილეგირებულ კოლეჯში გაატარა, შემდეგ კი ოქსფორდში ჩააბარა. იქ ჯონ რესკინის ლექციების გავლენით, რომელიც პოეტი-რომანტიკოსი იყო, უაილდს ესთეტიკური შეხედულებები და ბურჟუაზიული ფასეულობების საწინააღმდეგო აზროვნება ჩამოუყალიბდა. მისი ამბოხება უფრო ესთეტიკურ ხასიათს ატარებდა, რაც გამოიხატებოდა არა მხოლოდ დახვეწილ და ლამაზ ლექსებში, არამედ ეპატაჟურ ჩაცმის სტილსა და საქციელში - ექსტრავაგანტური კოსტიუმი, მზესუმზირის ყვავილით ჯიბეში, რაც მოგვიანებით ცნობილმა უაილდისეულმა მწვანე მიხაკმა შეცვალა, ხელოვნურად მანერული ინტონაციები მეტყველებაში.

ლექსებთან ერთად უაილდი დრამატურგიით იყო გატაცებული, 1890 წელს კი თავისი ყველაზე ცნობილი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაწერა, რომელშიც მთელი თავისი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა. ასევე წარმატებით სარგებლობდა მისი მოთხრობები, თუმცა ეს ძირითადად მკითხველებზე ითქმის, ცენზურა და კრიტიკა მას არცთუ დადებითად ეგებებოდა.

უაილდის შემოქმედებას ხმაურიანი სკანდალებიც ახლდა თან. "დორიან გრეის პორტრეტის" გამო ავტორი უზნეობაში დაადანაშაულეს. 1893 წელს ინგლისის ცენზურამ მისი დრამა "სალომეა" აკრძალა დასადგმელად, რომელიც ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი სარა ბერნარისთვის. თუმცა მთავარი სკანდალი, რომელმაც არა მხოლოდ მისი დრამატურგიული კარიერა დაანგრია, არამედ მთელი მისი ცხოვრებაც, 1895 წელს მოხდა. უაილდს საჯაროდ დასდეს ბრალი ჰომოსექსუალიზმში, მან კი ბრალდების თავიდან ასაცილებლად მარკიზ კვინსბერის, თავისი უახლოესი მეგობრის ალფრედ დუგლასის მამას, სასამართლოში უჩივლა. თუმცა დუგლასი, რომელმაც უაილდი, პრაქტიკულად, ოჯახს მოაშორა და მის კმაყოფაზე თითქმის სამი წელი მეფურად ცხოვრობდა, სასამართლოზე მის წინააღმდეგ გამოვიდა. უაილდი უზნეო საქციელისთვის გაასამართლეს და დააპატიმრეს. მისი პიესების სახელწოდებები მაშინვე გაქრა თეატრების აფიშებიდან, მის სახელს კი აღარ ახსენებდნენ. ერთადერთი კოლეგა, რომელმაც მისი შეწყალება ითხოვა - თუმცა წარუმატებლად - ბერნარდ შოუ იყო.

პოემა "რედინგის ციხის ბალადა" გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა ფსევდონიმით, რომელიც მისი საკნის ნომერი იყო - ჩ.3.3.

უაილდს მეტი აღარაფერი დაუწერია. სებასტიან მელმოტის სახელით საფრანგეთში გაემგზავრა. XIX საუკუნის ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ბრწყინვალე და დახვეწილმა ფიგურამ უკანასკნელი წლები სიღარიბეში, განდეგილობასა და მიუსაფრობაში გაატარა და 1900 წლის 30 ნოემბერს პარიზში გარდაიცვალა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს