მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება
დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი დი­ა­ნა ღურწკა­ია მზა­დაა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას შე­უ­ერ­თდეს და "დიდ მთავ­რო­ბა­ში" შე­ვი­დეს. მომ­ღე­რალ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­ზე უკვე შექ­მნა სა­კუ­თა­რი აქა­უნ­თი.

"თუ მი­მიწ­ვე­ვენ, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა "დიდ მთავ­რო­ბა­ში" შეს­ვლა. სა­იტ­ზე უკვე დავ­რე­გის­ტრირ­დი", - აცხა­დებს ღურწკა­ია და მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექტს უნდა შე­უ­ერ­თდეს ყვე­ლა, ვინც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შეძ­ლო.

რაც შე­ე­ხე­ბა "დიდ მთავ­რო­ბას", ის რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და მისი გაპ­რე­მი­ერ­მი­ნის­ტრე­ბის შემ­დეგ უნდა ამოქ­მედ­დეს. მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გარ­და, იმუ­შა­ვებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, "დიდი მთავ­რო­ბა", რო­მე­ლიც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­თა და მთავ­რო­ბის მომ­ხრე სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დიც მუ­შა­ობს, სა­დაც და­რე­გის­ტრი­რე­ბა, წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარ­დგე­ნა და დის­კუ­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

პრო­ექტს ჰყავს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. მათ შო­რის არი­ან რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თიკა კან­დე­ლა­კი, სოფო შე­ვარ­დნა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­კო­ლოზ სვა­ნა­ძე და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ან­ტონ სი­ხა­რუ­ლი­ძე.

რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ღურწკა­ი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბის მო­ტი­ვით მი­ი­ღო, თუ მედ­ვე­დე­ვის მი­მართ პი­რა­დი სიმ­პა­თი­ე­ბით. ცოტა ხნის წინ მედ­ვე­დევ­მა ღურწკა­ი­ას მე­გობ­რო­ბის ორ­დე­ნი გა­დას­ცა და ის სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­აბ­ნია მომ­ღე­რალს გულ­ზე. პრე­ზი­დენ­ტმა გო­გო­ნა თბი­ლი სი­ტყვე­ბი­თაც გა­ამ­ხნე­ვა, რის შე­დე­გა­დაც აღელ­ვე­ბულ­მა მომ­ღე­რალ­მა სცე­ნა­ზე ხმის ამო­ღე­ბაც ვერ შეძ­ლო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პრე­ზი­დენ­ტმა ბან­კეტ­ზეც მი­უ­ლო­ცა წარ­მა­ტე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის­გან ასეთ­მა ყუ­რა­დღე­ბამ დი­ა­ნა სა­ერ­თოდ გა­მო­იყ­ვა­ნა წო­ნას­წო­რო­ბი­დან - უხერ­ხუ­ლი მოძ­რა­ო­ბით მას პრე­ზი­დენ­ტის ბო­კალ­ზე ხელი მო­უხ­ვდა და მედ­ვე­დევს შამ­პა­ნუ­რი გა­და­ას­ხა.

პრე­ზი­დენ­ტმა უხერ­ხუ­ლო­ბა არ შე­იმ­ჩნია, უბ­რა­ლოდ გა­ი­ღი­მა და მომ­ღე­რალს "კი­დევ მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბა უსურ­ვა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლი ria.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

დიანა ღურწკაია მედვედევის მთავრობაში ადგილს ელოდება

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია მზადაა რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ინიციატივას შეუერთდეს და "დიდ მთავრობაში" შევიდეს. მომღერალმა საპრეზიდენტო პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერზე უკვე შექმნა საკუთარი აქაუნთი.

"თუ მიმიწვევენ, ჩემთვის დიდი პატივი იქნება "დიდ მთავრობაში" შესვლა. საიტზე უკვე დავრეგისტრირდი", - აცხადებს ღურწკაია და მიიჩნევს, რომ პროექტს უნდა შეუერთდეს ყველა, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად წარმატების მიღწევა შეძლო.

რაც შეეხება "დიდ მთავრობას", ის რუსეთის პირველი პირის ახალი ინიციატივაა და მისი გაპრემიერმინისტრების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. მედვედევის განცხადებით, ჩვეულებრივი მინისტრთა კაბინეტის გარდა, იმუშავებს ალტერნატიული, "დიდი მთავრობა", რომელიც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებითა და მთავრობის მომხრე საზოგადო მოღვაწეებით იქნება დაკომპლექტებული. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ვებ-გვერდიც მუშაობს, სადაც დარეგისტრირება, წინადადებების წარდგენა და დისკუსიებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროექტს ჰყავს საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არიან რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტები თიკა კანდელაკი, სოფო შევარდნაძე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ სვანაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში ანტონ სიხარულიძე.

რთული სათქმელია, ღურწკაიამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აქტივობის მოტივით მიიღო, თუ მედვედევის მიმართ პირადი სიმპათიებით. ცოტა ხნის წინ მედვედევმა ღურწკაიას მეგობრობის ორდენი გადასცა და ის საკუთარი ხელით დააბნია მომღერალს გულზე. პრეზიდენტმა გოგონა თბილი სიტყვებითაც გაამხნევა, რის შედეგადაც აღელვებულმა მომღერალმა სცენაზე ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ბანკეტზეც მიულოცა წარმატება. სახელმწიფოს მეთაურისგან ასეთმა ყურადღებამ დიანა საერთოდ გამოიყვანა წონასწორობიდან - უხერხული მოძრაობით მას პრეზიდენტის ბოკალზე ხელი მოუხვდა და მედვედევს შამპანური გადაასხა.

პრეზიდენტმა უხერხულობა არ შეიმჩნია, უბრალოდ გაიღიმა და მომღერალს "კიდევ მრავალი ჯილდოს მიღება უსურვა".

მომზადებული ria.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება