პარტნიორები:

    სპეციალური და საგანგებო ნომრები შეიცვალა

    სპეციალური და საგანგებო ნომრები შეიცვალა

    საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის ახალი დებულების შესაბამისად, დღეიდან ქვეყნის ფიქსირებულ ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში 1XX(XXX) ფორმატის სპეციალური და საგანგებო მოკლე ნომრების (კოდების) დანერგვის სამუშაოები დაიწყო.

    კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ცვლილების პირველ ეტაპზე საგანგებო სამსახურების 0X(X) ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრები შეიცვალა 1XX ფორმატის მოკლე სპეციალური ნომრებით. კერძოდ, სახანძრო - სამაშველო სამსახურის ნომრები - 01 და 011 შეიცვალა ნომრით - 111; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომრები 03 და 033, შეიცვალა ნომრით - 113; გაზის საავარიო სამსახურის ნომერი - 04 შეიცვალა ნომრით -114; საპატრულო პოლიციის ნომერი - 022 შეიცვალა ნომრით - 122; დაცვის პოლიციის ნომერი - 025 შეიცვალა ნომრით - 125.

    გარდამავალ ეტაპზე, დღეიდან 30 ნოემბრამდე ძველი 0X(X) ფორმატის და ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრების ერთდროული მოქმედება იქნება შესაძლებელი, დეკემბრიდან კი, საგანგებო სამსახურების მხოლოდ ახალი 1XX ფორმატის მოკლე ნომრები იმუშავებს.

    შეიცვლება ყველა სხვა ორგანიზაციების და სამსახურების ტელეფონების მოკლე ნომრები, რომლებიც ციფრი "0"-ით ან ციფრი "8"-ით იწყება. მაგალითისთვის, საინფორმაციო საცნობარო სამსახურები "08" და "09" გახდება - 118 08 და 118 09.

    ასევე, 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის პერიოდში შეიცვლება პრეფიქსი "8" ეროვნული პრეფიქსებით "0" (ქვეყნის შიდა ზარებზე) და საერთაშორისო პრეფიქსით "00" (საერთაშორისო ზარებზე).

    გარდა ამისა, შეიცვლება ოპერატორების არჩევის 8XX (მაგალითად: 8-07, 8-16, 8-10 და ასე შემდეგ, საერათაშორის ოპერატორების კოდები) 10XX ფორმატის პრეფიქსული კოდებით. მაგალითად, საერთაშორისო ოპერატორი 8-07 გახდება 10-07; საერთაშორისო ოპერატორი 8-16 გახდება 10-16; საერთაშორისო ოპერატორი 8-10 გახდება 10-10 და ასე შემდეგ.

    "ინტერპრესნიუსი"

    ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"