რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი

რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასთან ერთად, საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა მისი ვაჟის, უტა ივანიშვილის მიმართ.

"ambebi.ge"-მ ბიზნესმენის ვაჟი რუსეთის უმდიდრესი მემკვიდრეების ბოლო რეიტინგში აღმოაჩინა, რომელსაც ყოველკვირეული საქმიანი ჟურნალი "ფინანსი" ყოველ წელს აქვეყნებს. რეიტინგში უტა 1,225 მლრდ დოლარით 71-ე ადგილზეა. სიაში რუს მილიარდელთა ის შვილები ხვდებიან, რომელთა წილზეც სულ მცირე 1 მლრდ დოლარის ოდენობის ქონება მოდის.

თუ 2009 წლის რეტინგში ჯგუფ "უნიკორის" მფლობელის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი 1,08 მლრდ დოლარით 49-ე ადგილზე იყო, 2010 წლის ანალოგიურ რეიტინგში უტამ 1,225 მლრდ დოლარით 71-ე ადგილზე გადაინაცვლა. მას მოსდევენ მისი და-ძმები, რომლებიც იმავე ოდენობის ქონებასა და ადგილს ინაწილებენ. 2007 წლის რეიტინგში, რომელიც სულ 70 მემკვიდრეს აერთიანებდა, უტა ივანიშვილს 1,12 მლრდ დოლარით მე-60 ადგილი ეკავა, 2008 წლის 55 მემკვიდრისგან შედგენილ რეიტინგში კი უტას სახელი საერთოდ არ არის ნახსენები.

2011 წლის რეიტინგი ჟურნალს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

"რუს მილიარდერ მემკვიდრეთა საერთო ქონება ტრილიონი დოლარის მეოთხედს შეადგენს. გაიზარდა მათი რაოდენობაც - თუ ისინი შარშან 54-ნი იყვნენ, წელს მათი რაოდენობა 85-ს აღწევს", - წერს ჟურნალი 2010 წლის რეიტინგის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სიაში ბიძინა ივანიშვილის ვაჟის სახელი არასწორად არის მითითებული - რეიტინგის ავტორს "უტა" ქალის სახელი ჰგონია. "Иванишвили Ута Борисовна" - აღნიშნულია რეიტინგში.

ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში, რომლითაც ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, ამბობდა: "ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო... უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა."

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძეს აზიარებს

გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - რა კომენტარს აკეთებენ თუქრი ექიმები