პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის უტა ივანიშვილი?
ვინ არის უტა ივანიშვილი?

"ჩვენ უკვე გა­მო­ვა­ცხა­დეთ, რომ 25 ნო­ემ­ბერს ვა­ყა­ლი­ბებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას, თუნ­დაც, რო­გორც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს, მე ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს. რამ­დე­ნი­მე დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და იმა­ვე რე­ჟიმ­ში კი, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ოღონდ უკვე უჩე­მოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნა­თე­სა­ვი ან სუ­ლაც ჩემი ვაჟი, უტა გა­მოჩ­ნდე­ბა ჯგუფ­თან ერ­თად; შე­სა­ბა­მი­სად, გახ­მი­ან­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გვა­რიც... უტა მო­ი­აზ­რე­ბა ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში, მაგ­რამ არ მინ­და, იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს პო­ლი­ტი­კა­ში, რომ სწავ­ლას მოს­წყდეს. ის გუ­ლუბ­რყვი­ლოდ უყუ­რებს ბევრ სა­კითხს, რა­საც მე ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის წყა­ლო­ბით დავძლევ. უტა შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კა­ში, რათა მო­ხერ­ხდეს და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა და გვა­რი - ივა­ნიშ­ვი­ლი ჟღერ­დეს, მაგ­რამ მე და ჩემი მე­უღ­ლე წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ, რომ მან სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბოს და ვფიქ­რობ, ამის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ იქ­ნე­ბა", - ეს გან­ცხა­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა, რა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­ა­ჩი­ნა მისი უფ­რო­სი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ.

პირ­ვე­ლი­ვე წე­რილ­ში, რო­მელ­შიც ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მი­ზე­ზებ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, წერ­და: "არ დავ­მა­ლავ, სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას გა­დავ­წყვეტ­დი, ორ­ჯერ და­ვა­პი­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა. ვი­საც არ სჯე­რა, შე­უძ­ლია გა­და­ა­მოწ­მოს და ნა­ხოს, რო­გორ და­ვაბ­რუ­ნე უკან შეკ­ვე­თი­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ბო­ლოს საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ჩემ­მა მე­უღ­ლემ და ჩემ­მა ვა­ჟებ­მა, მი­თხრეს - შენ შე­გიძ­ლია წახ­ვი­დე, ეს შენი ნე­ბაა, მაგ­რამ ჩვენ აქ ვრჩე­ბი­თო".

სწო­რედ ამა­ვე წე­რილ­ში ახ­სე­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უფ­რო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი: "ჩემ­მა უფ­როს­მა ვაჟ­მა, უტამ მი­თხრა, თუ შენ არ წახ­ვალ პო­ლი­ტი­კა­ში, მა­შინ მე წა­ვა­ლო. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ზარ­დნენ, ჩვენ­ზე უფრო დიდი პატ­რი­ო­ტე­ბი და ჩვენ­ზე კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. უტას სი­ტყვე­ბი ბოლო წვე­თი იყო, რა­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა." იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რამ­ხე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძვრე­ბი მოჰ­ყვა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უტამ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

ჟურ­ნა­ლისტ ია ან­თა­ძის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს: "შვი­ლე­ბი სწორ ადა­მი­ა­ნე­ბად გავ­ზარ­დე. არც ერთი მათ­გა­ნი არ იკად­რებს, რომ სხვი­სი უბე­დუ­რე­ბით იო­ტი­სო­დე­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბას წა­ე­ტა­ნოს. შეძ­ლე­ბენ თუ არა, რომ თა­ვი­სი ნი­ჭით მხარ­ში ამო­უდ­გნენ ვინ­მე სხვას - ეს ცალ­კე სა­კი­თხია". იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ჩემს შვი­ლებს, ოთხი­ვეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა აქვს და სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენტზე უკ­რა­ვენ. უტა მყავს 19 წლის, ბერა - 16-ის, 14 წლის მყავს გვან­ცა და 6 წლის - ცოტ­ნე. უტას კი შე­ეძ­ლო მუ­სი­კო­სო­ბა, მაგ­რამ არ მო­ინ­დო­მა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს საფ­რან­გეთ­ში." რო­გორც ამ­ბო­ბენ, უტა გა­მორ­ჩე­უ­ლად ზრდი­ლი, გო­ნი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია.

და­ვით აბე­სა­ძე, ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევ­რი: - მარ­თა­ლია, უტას­თან არას­დროს მი­სა­უბ­რია მის გა­ტა­ცე­ბებ­სა და ჩვე­ვებ­ზე - იგი ჩემს შვი­ლებ­ზე უმ­ცრო­სია, მაგ­რამ შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­უბ­რე და ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია. ბევ­რს კი­თხუ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წიგ­ნე­ბი მოს­წონს. ძა­ლი­ან ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ობს და კარ­გი მე­გო­ბა­რია. სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად თუ ვარ­ჯი­შობს, არ ვიცი, მაგ­რამ მი­ნა­ხავს, სი­ა­მოვ­ნე­ბით რომ უყუ­რებს ფეხ­ბურთს, რაგ­ბის და ძა­ლი­ან კარ­გად ცუ­რავს. უტა გუ­ლა­დი ბიჭი და კარ­გი სა­მე­გობ­რო კა­ცია!

და­ვინ­ტე­რეს­დით, 25 ნო­ემ­ბერს და­გეგ­მილ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ფუძ­ნე­ბას უტა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ და­ეს­წრე­ბა და ამის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ ნონა ყან­დი­აშ­ვილს:

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი, ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის და­ფუძ­ნე­ბას და­ეს­წრე­ბა თუ არა უტა. ისე, ინ­ტერ­ვი­უ­შიც არ ყო­ფი­ლა და­ბე­ჯი­თე­ბით ნათ­ქვა­მი, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ პარ­ტი­ა­ში, ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ თქვა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი­აო.

- ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია?

- რო­გორც ვიცი, არა, საფ­რან­გეთ­შია, იქ სწავ­ლობს.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვინ არის უტა ივანიშვილი?

ვინ არის უტა ივანიშვილი?

"ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამის სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში კი, ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიას, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან სულაც ჩემი ვაჟი, უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად; შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც... უტა მოიაზრება ამ პოლიტიკურ ძალაში, მაგრამ არ მინდა, იმდენად აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, რომ სწავლას მოსწყდეს. ის გულუბრყვილოდ უყურებს ბევრ საკითხს, რასაც მე ჩემი გამოცდილების წყალობით დავძლევ. უტა შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რათა მოხერხდეს დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა და გვარი - ივანიშვილი ჟღერდეს, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე წინააღმდეგი ვართ, რომ მან სწავლას თავი დაანებოს და ვფიქრობ, ამის საჭიროებაც არ იქნება", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა მისი უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მიმართ.

პირველივე წერილში, რომელშიც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ლაპარაკობდა, წერდა: "არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორ დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა, მითხრეს - შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო".

სწორედ ამავე წერილში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა უფროსი ვაჟიშვილი: "ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა." იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პოლიტიკური ძვრები მოჰყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას, შეიძლება ითქვას, რომ უტამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობს: "შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას - ეს ცალკე საკითხია". იმავე ინტერვიუში ვკითხულობთ: "ჩემს შვილებს, ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. უტა მყავს 19 წლის, ბერა - 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის - ცოტნე. უტას კი შეეძლო მუსიკოსობა, მაგრამ არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში." როგორც ამბობენ, უტა გამორჩეულად ზრდილი, გონიერი და განათლებული ბიჭია.

დავით აბესაძე, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი: - მართალია, უტასთან არასდროს მისაუბრია მის გატაცებებსა და ჩვევებზე - იგი ჩემს შვილებზე უმცროსია, მაგრამ შემიმჩნევია, რომ ძალიან კარგი მოსაუბრე და ძალიან განათლებული ბიჭია. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით კი ფილოსოფიური წიგნები მოსწონს. ძალიან ბევრს მეცადინეობს და კარგი მეგობარია. სპორტის რომელიმე სახეობაში სერიოზულად თუ ვარჯიშობს, არ ვიცი, მაგრამ მინახავს, სიამოვნებით რომ უყურებს ფეხბურთს, რაგბის და ძალიან კარგად ცურავს. უტა გულადი ბიჭი და კარგი სამეგობრო კაცია!

დავინტერესდით, 25 ნოემბერს დაგეგმილ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნებას უტა ივანიშვილი თუ დაესწრება და ამის გასარკვევად დავუკავშირდით ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნონა ყანდიაშვილს:

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას დაესწრება თუ არა უტა. ისე, ინტერვიუშიც არ ყოფილა დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის აუცილებლად იქნება მომავალ პარტიაში, ბატონმა ბიძინამ თქვა, ეს შესაძლებელიაო.

- ახლა საქართველოშია?

- როგორც ვიცი, არა, საფრანგეთშია, იქ სწავლობს.

ირმა ხარშილაძე

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის გზა არის ის, რაც აპრილში გავაკეთეთ - მოკლე კარანტინები ჯაჭვს ვერ გაწყვეტს" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"