პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გზა უკეთესი ვერ ვნახე"
"გზა უკეთესი ვერ ვნახე"

12 წლის იყო, როცა ბორ­ჯო­მის კომ­პო­ზი­ტორ­თა სახ­ლში გა­ვი­ცა­ნი - სუს­ტი, თმა­ხუ­ჭუ­ჭა საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი. იმ­ხა­ნად რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი და მახ­სოვს, ინ­ტერ­ვი­უც კი ჩავ­წე­რე. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რედ მო­მი­წია გაც­ნო­ბამ - ამ­ჯე­რად სვა­ნეთ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ ერ­თად. უკვე ლექ­სებს წერ­და. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დრო­დად­რო ვი­გებ­დი მისი წარ­მა­ტე­ბე­ბის ამ­ბავს. მერე შე­ვი­ტყვე, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მიც ჰქო­ნია - მე­ბა­ღე; რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი გა­მო­უ­ცია და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­აც გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია... თუმ­ცა აჯო­ბებს, თა­ვად გვი­ამ­ბოს ყვე­ლა­ფე­რი. "გზა" ახალ­გაზ­რდა პო­ეტს, მი­ხე­ილ ტყე­ბუ­ჩა­ვას, იმა­ვე მე­ბა­ღეს წარ­მო­გიდ­გენთ.

- 27 წლის ვარ და უკვე 9 კრე­ბუ­ლი გა­მო­ვე­ცი. ამ ბოლო დროს 4 წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია მქონ­და. ორ წიგნ­ში ლექ­სებს მო­ვუ­ყა­რე თავი, მე­სა­მე­ში - სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე და­წე­რილ 7 პო­ე­მას, მე­ო­თხე­ში კი 1000-სტრო­ფი­ა­ნი პო­ე­მა - "წა­მის ათას­წლე­უ­ლი" დავ­ბეჭ­დე. ამ პო­ე­მას 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწერ­დი: ფაქ­ტობ­რი­ვად, არც დღე მე­ძი­ნა, არც ღამე. წიგ­ნებ­თან ერ­თად დის­კიც წარ­მო­ვად­გი­ნე, სა­დაც მურ­მან ჯი­ნო­რი­ას, გუ­რამ სა­ღა­რა­ძი­სა და მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძის მიერ წა­კი­თხუ­ლი ჩემი ლექ­სე­ბია ჩა­წე­რი­ლი. ბა­ტო­ნი გუ­რა­მი­სა და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას წა­კი­თხუ­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბულს "პო­ე­ზი­ის ტა­ძა­რი" ჰქვია და ფო­ნად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სა­გა­ლობ­ლე­ბი გას­დევს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პატ­რი­არ­ქი­სა­ვე კურ­თხე­ვით.

- ძა­ლი­ან მა­ხა­რებს შენი წარ­მა­ტე­ბა. შენი შე­მოქ­მე­დე­ბით მარ­თლა მო­ახ­დი­ნე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გა­ვოც­დი, რო­დე­საც შე­ვი­ტყვე - სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში წმინ­და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სამ­ლოც­ვე­ლო გახ­სნა და ბიბ­ლი­ო­თე­კაც მო­ა­წყოო. უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხარ: თით­ქოს რამ­დე­ნი­მე სუ­ლი­ე­რი "ფორ­მა­ცია" გა­მო­იც­ვა­ლე, თა­ვის ძი­ე­ბა­ში, პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­რე და, მგო­ნი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­საც მი­ა­გე­ნი. მოდი, გვი­ამ­ბე შენს ცხოვ­რე­ბა­ზე - მი­შოს თავ­გა­და­სა­ვალ­სა და მე­ბა­ღე­ზე, რომ­ლის პო­ე­ზი­ა­საც უკვე ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს.

- შენ რომ ლექ­სე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი პა­ტა­რა ბიჭი გა­ი­ცა­ნი, ის ბიჭი მერე ძა­ლი­ან გა­ცელ­ქდა: ვსვამ­დი, რეპს ვუს­მენ­დი, ბევრ დროს ქუ­ჩა­ში ვა­ტა­რებ­დი, ხან­და­ხან კი­დეც ვჩხუ­ბობ­დი. მოკ­ლედ, "ამო­ვარ­დნის" პე­რი­ო­დი მქონ­და. მერე კი, 22 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლი ლექ­სი დავ­წე­რე და მას შემ­დეგ პო­ე­ზი­ამ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა... მაგ­რამ მა­ნამ­დე ბევ­რი რამ მოხ­და. ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას ავუ­რიე. არა­ფერს ვსწავ­ლობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო სად იყო რუ­კა­ზე, მგო­ნი, ისიც არ ვი­ცო­დი. ძა­ლი­ან უვი­ცი ვი­ყა­ვი. მე­თერ­თმე­ტე კლას­ში მივ­ხვდი, რომ უაზ­როდ ვცხოვ­რობ­დი. ძველ მე­გობ­რებს ჩა­მოვ­ცილ­დი და 4 სა­გან­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვა­უ­ღებ­ლად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბო­ბა ან რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მა­მას და­ვუ­ჯე­რე და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

მერე კვლავ ავუ­რიე, "ამო­ვარ­დნის" ახა­ლი ტალ­ღა და­მე­წყო და სტუ­დენ­ტო­ბი­სას ქე­ი­ფი­სა და დროს ტა­რე­ბის მეტი აღა­რა­ფე­რი მი­კე­თე­ბია. რაც უნდა სა­სა­ცი­ლო მო­გეჩ­ვე­ნოს, პირ­ვე­ლი კურ­სი რომ დავ­ხუ­რე, სტი­პენ­დი­ა­საც კი ვი­ღებ­დი... "ბუ­რა­ში" მო­გე­ბუ­ლი ხუ­თი­ა­ნე­ბით, თო­რემ არა­ფე­რი მის­წავ­ლია. ზღვა ენერ­გია მქონ­და, მინ­დო­და, სა­დღაც და­მე­ხარ­ჯა და ამი­ტო­მაც ჰო­ლი­ვუ­დის და­პყრო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ვარ­სკვლა­ვო­ბა მო­ვინ­დო­მე და ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე. მე­გო­ნა, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი შე­მო­მე­გე­ბე­ბოდ­ნენ და მიშა ტყე­ბუ­ჩა­ვას "და­ი­ტა­ცებ­დნენ". 31 შტატ­ში მარ­ტომ ვი­მოგ­ზა­უ­რე, თუმ­ცა ყველ­გან მხვდე­ბოდ­ნენ ხან მა­მის მე­გობ­რე­ბი, ხან ჩემი მე­გობ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი. მახ­სოვს, ატ­ლან­ტიკ-სი­ტის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ორ ხან­ში შე­სულ კა­ხელს შევ­ხვდი, თურ­მე 40 წლის წინ წა­სუ­ლან სა­ქარ­თვე­ლო­დან. რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­კი­თხეს, შე­ი­ტყვეს, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში ჩას­ვლა­სა და მსა­ხი­ო­ბო­ბას ვა­პი­რებ­დი და დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, - კარ­გი ბიჭი ხარ, ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წე­ვო, - და­მა­ი­მე­დეს, ბო­ლოს კი კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით მო­მა­ძა­ხეს, - "გუდ ლაქი" გქონ­დე­სო! (იცი­ნის).

- მერე, გქონ­და "გუდ ლაქი"?

- "გუდ ლაქი" მქონ­და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ამე­რი­კა­ში, მაგ­რამ ამ იღ­ბალს მუდ­მი­ვად დაჰ­ყვე­ბო­და სე­რი­ო­ზუ­ლი ნოს­ტალ­გია. ბო­ლოს, ჰო­ლი­ვუდ­ში რომ ჩა­ვე­დი, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­მე­წყო: თით­ქოს ყველ­გან ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი მეს­მო­და... მოკ­ლედ, ვე­ღარ გავ­ძე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. ვერ გად­მოვ­ცემ იმ ემო­ცი­ას, თბი­ლის­ში ტრაპ­ზე ფეხი რომ დავ­დგი, რა ვიგ­რძე­ნი. უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- იცო­დი, რას გა­ა­კე­თებ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა გინ­დო­და?

- არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და - მთა­ვა­რი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. იმა­ვე სა­ღა­მოს მა­მამ, სოსო ტყე­ბუ­ჩა­ვამ, სა­პატ­რი­არ­ქო­ში (იქ მუ­შა­ობს) უწ­მინ­დეს­თან მი­მიყ­ვა­ნა... მის უწ­მინ­დე­სო­ბას ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბის წი­ნაც ვეს­ტუმ­რე. მა­შინ გა­მაფრ­თხი­ლა, - იქ ბევ­რი კარ­გი და ბევ­რი ცუ­დია, ცუდს არ მი­ე­კა­როო. ჩა­მო­სუ­ლი რომ მნა­ხა, ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა... უწ­მინ­დესს პირ­ვე­ლად 1989 წელს შევ­ხვდი: 5 წლის ვი­ყა­ვი, ლურ­სმა­ნი გა­დავყლა­პე და უკვე ოპე­რა­ცია უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, წინა სა­ღა­მოს მა­მამ პატ­რი­არ­ქთან რომ წა­მიყ­ვა­ნა. მახ­სოვს, "მრწამ­სი" და "ათი მცნე­ბა" ზე­პი­რად ვუ­თხა­რი და არ მა­ვი­წყდე­ბა მისი აც­რემ­ლე­ბუ­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი სახე, - ეს ხომ დი­დებ­მაც არ იცი­ა­ნო!.. მერე მა­ჩუ­ქა ოქ­როს წყალ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი ღვთის­მშობ­ლის მე­და­ლი­ო­ნი და ახა­ლი აღ­თქმა, რო­მელ­საც წა­ა­წე­რა: "ღმერ­თმა და­ლო­ცოს მი­ხე­ილ ტყე­ბუ­ჩა­ვა!" - და შინ გა­მო­მის­ტუმ­რა. იცი, რომ ოპე­რა­ცია აღარ დამ­ჭირ­და?! სას­წა­უ­ლი მოხ­და და ვიდ­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვან­დნენ, ლურ­სმნის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და.

სწო­რედ იმ ასა­კი­დან ვიც­ნობ­დი პატ­რი­არ­ქს და ხან­და­ხან მა­მას­თან ერ­თად ვხვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და გა­უ­ხარ­და, ამე­რი­კი­დან მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რომ მნა­ხა. მოკ­ლედ, ნელ-ნელა "დავ­ლაგ­დი", დავ­წყნარ­დი და ამ დროს გა­ვი­გე მა­მის­გან, ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულთმოქ­მე­დი ხა­ტის ასლს (დღეს რომ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი) სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში რომ და­აბ­რძა­ნებ­დნენ. მეც გა­ვემ­გზავ­რე ვერ­ტმფრე­ნით და ხატი წა­ვაბ­რძა­ნეთ მთა­თუ­შეთ­ში. ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, შინ რა­ღა­ცე­ბის ძებ­ნი­სას გა­ლა­კტი­ო­ნის პა­ტა­რა ფო­ტოს რომ წა­ვა­წყდი, სა­დაც პო­ეტს კალ­თა­ში პა­ტა­რა გო­გო­ნა უზის - ჩვე­ნი შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი (სხვა­თა შო­რის, ამ ამ­ბავს ასე სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად ვყვე­ბი). რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, მარ­თლა გა­ლა­კტი­ო­ნი იყო, დე­დას­თან მე­ო­რე ოთახ­ში გამ­ქონ­და ფოტო, და უნებ­ლი­ეთ "წა­მო­ვი­და" გა­რით­მუ­ლი სტრი­ქო­ნი: "ეს ჩა­მი­ჩუ­მი უსას­რუ­ლო­ბის ძლი­ერ მი­ზი­დავს"... და იმ ღა­მეს პირ­ვე­ლი ლექ­სიც და­ი­წე­რა.

ამის შემ­დეგ და­ვი­წყე კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, ოპე­რა­ში სი­ა­რუ­ლი. ასე ნელ-ნელა "შევ­ძვე­რი პო­ე­ზი­ის სულ­ში" და მთე­ლი სამ­ყა­რო შე­მიყ­ვარ­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­წე­რილ ჩემს ერთ-ერთ ლექსს "საით წა­ვი­დე, უფა­ლო?" და­ვარ­ქვი: "საით წა­ვი­დე უფა­ლო? დაბ­ნე­უ­ლი ვარ ძა­ლი­ან./ იქ მის­ვლა მინ­და, სა­და­ცა სათ­ნო­ნი მრავ­ლად არი­ან./ გულ­ში ჩა­ვიკ­რა სამ­ყა­რო, თბი­ლი და ტკბი­ლი ალერ­სით,/ მსურს, მაგ­რამ ჩემი სურ­ვი­ლი სხვებს მცი­რე­დი­დაც არ ეს­მით./ რო­გორ მო­ვიქ­ცე, მი­თხა­რი, დრო რომ სი­კე­თეს აფ­რქვევ­დეს,/ გარ­შე­მო მყოფ­თა გული კი სა­ხელ­სა შენ­სა აქებ­დეს?/ შენ­თან მოვ­დი­ვარ, უფა­ლო, მო­წა­ფე შენი, ცოდ­ვი­ლი,/ გზა უკე­თე­სი ვერ ვნა­ხე, დე­და­მი­წა მაქვს მოვ­ლი­ლი./"

- კარ­გი ბიჭი ხარ! მოდი, სა­დარ­ბა­ზოს სამ­ლოც­ვე­ლო­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზეც გვი­ამ­ბე. ამის გა­კე­თე­ბა შენს წარ­სულს უკავ­შირ­დე­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. მე რომ ასეთ სა­დარ­ბა­ზო­ში გავზრდი­ლი­ყა­ვი და ასე­თი ლა­მა­ზი გა­რე­მო მქო­ნო­და, იმ­დენ შეც­დო­მას აღარ და­ვუშ­ვებ­დი, რამ­დე­ნიც და­ვუშ­ვი, გა­ცი­ლე­ბით მეტ წიგნს წა­ვი­კი­თხავ­დი, მა­ნამ­დე მივ­ხვდე­ბო­დი, რომ სა­სარ­გებ­ლო არა­ფე­რი მო­აქვს ქუ­ჩას, ძველ­ბი­ჭო­ბას და ა.შ. უნდა ნა­ხოთ, რო­გორ მე­მად­ლი­ე­რე­ბი­ან მშობ­ლე­ბი, რად­გან დიდ დი­ღომ­ში ჩვე­ნი კორ­პუ­სის ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ, რომ სა­დარ­ბა­ზოს გა­ლა­მა­ზე­ბა­ში მათი წვლი­ლი­ცაა. უბ­ნე­ლებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, ხალ­ხი სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც კი მი­რე­კავს მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ამე­რი­კა­ში წას­ვლის წი­ნაც და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დე­გაც გა­რე­მოს შეც­ვლა­ზე ვფიქ­რობ­დი.

უბან­ში ჩვე­ნი კორ­პუ­სი ყვე­ლა­ზე ცუდი იყო. ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, სულ რა­ღა­ცას აფუ­ჭებ­დნენ, იპა­რავ­დნენ, ტეხ­დნენ, ძარ­ცვავ­დნენ. ჩვე­ნი ლიფ­ტის სარ­კე წამ­და­უ­წუმ ტყდე­ბო­და; რა გან­ცხა­დე­ბაც უნდა გა­ეკ­რათ, ხევ­დნენ. ერთხელ ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რე: სარ­კის ად­გი­ლას "ათი მცნე­ბა" ჩა­მოვ­კი­დე. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რას იზამ­დნენ. გა­ვი­და ერთი კვი­რა, ათი დღე, ერთი თვე და ხელი არა­ვინ ახლო. მერე სარ­კის გვერ­დით დავ­კი­დე ამო­ნა­რი­დე­ბი გე­ნი­ო­სე­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­დან. არც ის ჩა­მო­ხი­ეს. მერე სხვა მხა­რეს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გე­ნე­ა­ლო­გია დავ­კი­დე და ასე იქცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლიფ­ტი შე­მეც­ნე­ბით ლიფ­ტად.

- იცო­დი, მა­ნამ­დე ვინ ამ­სხვრევ­და სარ­კეს და ვინ ხევ­და გან­ცხა­დე­ბებს?

- რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი: ჩემი კორ­პუ­სის ბავ­შვე­ბი - ჩემს ხელ­ში და ჩემს მა­გა­ლით­ზე გაზ­რდი­ლე­ბი. მოკ­ლედ, ჩემს კვალ­ზე ხტუ­ნავ­დნენ (იცი­ნის). მერე კი... ყვე­ლა ონა­ვა­რი ბავ­შვი შევ­კრი­ბე და სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თე­ბი­ნე ის სა­დარ­ბა­ზო. თან­ხე­ბი, რა თქმა უნდა, მე მო­ვი­ძიე, ში­ნი­და­ნაც კი გა­ვი­ტა­ნე ნივ­თე­ბი და და­ვა­ლომ­ბარ­დე; იმ ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ, თით­ქმის ყვე­ლა მო­ზარ­დი და­ვა­საქ­მე. ფო­ტო­ე­ბი თვი­თონ გა­აკ­რეს, სამ­ლოც­ვე­ლოს შე­ნე­ბის დრო­საც ყვე­ლა­ნი რიგ­ში ჩა­ვა­ყე­ნე და თითო აგუ­რი "მი­ვაკ­ვრე­ვი­ნე" სა­დარ­ბა­ზოს კე­დელ­ზე. ეს გა­ვა­კე­თეთ სა­დარ­ბა­ზო­ში, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ღიაა... ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წიგ­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აწყვია და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია გა­ტა­ნა. იქვე წარ­წე­რა­ცაა: "გი­ცხა­დებთ სრულ ნდო­ბას".

ძა­ლი­ან ხში­რად შე­მო­დი­ან ბავ­შვე­ბი, ირ­ჩე­ვენ წიგ­ნებს, მი­აქვთ ისე, რომ არა­ვინ არა­ფერს ინიშ­ნავს და მერე უკან აბ­რუ­ნე­ბენ. სა­დარ­ბა­ზო­ში შე­მოხ­ვალ თუ არა, ერთ მხა­რეს სამ­ლოც­ვე­ლოა, მე­ო­რე მხა­რეს - ბიბ­ლი­ო­თე­კა, შუ­ა­ში - პო­ე­ზი­ის კუ­თხე. ერ­თა­დერ­თი ცუდი რაც მოხ­და, ცოტა ხნის წინ შე­სა­წი­რი ყუთი გა­ტე­ხეს. ასე, 15 ლარი იქ­ნე­ბო­და მოგ­რო­ვე­ბუ­ლი. არა­და, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ვინ­მე ხელს ახ­ლებ­და. გა­დავ­წყვი­ტე, კარ­გი სა­კე­ტი გა­ვუ­კე­თო ყუთს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ისიც გა­ტე­ხონ. მთა­ვა­რია, უბ­ნის ბავ­შვე­ბის­თვის ეს ად­გი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის წიგ­ნიც გვაქვს. უკვე გა­ივ­სო და ალ­ბათ ახ­ლის და­დე­ბა მოგ­ვი­წევს.

- რო­გორც ვიცი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც სტუმ­რო­ბენ ხოლ­მე შენს სამ­ლოც­ვე­ლო­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კას.

- პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე იყო, გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გუ­რან­და გა­ბუ­ნია, ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, ან­სამ­ბლე­ბის - "გორ­დე­ლა­სა" და "შვიდ­კა­ცას" წევ­რე­ბი, ეთერ კა­კუ­ლია... ყვე­ლამ გად­მოს­ცა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის წიგნ­ში თა­ვი­სი ემო­ცია:

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი რა­მის მომსწრე გავ­ხდი. ასე­თი რამ არ­სად არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში და არც მსოფ­ლი­ო­ში, მარ­ტო ქარ­თველს თუ შე­ეძ­ლო ეს მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა და ასე ლა­მა­ზად და კარ­გად გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ნამ­დვი­ლად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მივ­დი­ვარ აქე­დან. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე".

"დღეს რაც ვნა­ხე, ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლია. ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, რომ ტა­ძარ­ში ვარ. ეს არის ახა­ლი ტრა­დი­ცი­ის და­სა­წყი­სი. იმე­დი მაქვს, ამას აი­ტა­ცე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი და სხვა სა­დარ­ბა­ზო­ებ­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა ასე­თი რამ. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი თბი­ლი­სე­ლი მე­გო­ნა ჩემი თავი და ჩემ­ზე მაგ­რე­ბიც ყო­ფი­ლან. გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძე".

- მი­ში­კო, "მე­ბა­ღე" რა­ტომ და­ირ­ქვი?

- მთე­ლი სამ­ყა­რო ერთი დიდი ბაღი მგო­ნია, სა­დაც პა­ტა­რა, რი­გი­თი მე­ბა­ღე ვარ. მიყ­ვარს ეს ბაღი ძა­ლი­ან და ყო­ველ­დღე წყალს ვუს­ხამ, ვე­ფე­რე­ბი: "უცა­ბე­დად რომ ვიგ­რძე­ნი ჩემი სული,/ მა­შინ მივ­ხვდი: არ არ­სე­ბობს და­სას­რუ­ლი./ ბევ­რს ვცდი­ლობ­დი, რომ და­მე­დო მად­ლი ქვა­ზე,/ ხელს ვუწ­ვდი­დი წა­მოც­მუ­ლებს ხა­რის რქა­ზე./ აქ სი­კე­თე თუ და­თე­სე, თბი­ლად რჩე­ბი,/ მა­რა­დი­ულ წვა­ლე­ბის­გან გა­დარ­ჩე­ბი./ დიდ სიყ­ვა­რულს მო­აქვს მხო­ლოდ სულ­თა შვე­ბა,/ და ამ გრძნო­ბით ბო­რო­ტე­ბა შო­რით ქრე­ბა./ თბი­ლი ჰან­გი მსურს მე ჩემი სა­მო­თხი­სა/ და გა­ვი­გო უფრო ახ­ლოს იმ ზე ხმი­სა,/ რა­მაც მი­თხრა: არ არ­სე­ბობს და­სას­რუ­ლი,/ მაგ­რძნო­ბი­ნა ეს უკ­ვდა­ვი ჩემი სული./"

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"გზა უკეთესი ვერ ვნახე"

"გზა უკეთესი ვერ ვნახე"

12 წლის იყო, როცა ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში გავიცანი - სუსტი, თმახუჭუჭა საყვარელი ბავშვი. იმხანად რადიოში ვმუშაობდი და მახსოვს, ინტერვიუც კი ჩავწერე. მას შემდეგ წლები გავიდა და, ფაქტობრივად, მეორედ მომიწია გაცნობამ - ამჯერად სვანეთში ვიმოგზაურეთ ერთად. უკვე ლექსებს წერდა. იქიდან მოყოლებული, დროდადრო ვიგებდი მისი წარმატებების ამბავს. მერე შევიტყვე, ლიტერატურული ფსევდონიმიც ჰქონია - მებაღე; რამდენიმე კრებული გამოუცია და ბევრი საინტერესო იდეაც განუხორციელებია... თუმცა აჯობებს, თავად გვიამბოს ყველაფერი. "გზა" ახალგაზრდა პოეტს, მიხეილ ტყებუჩავას, იმავე მებაღეს წარმოგიდგენთ.

- 27 წლის ვარ და უკვე 9 კრებული გამოვეცი. ამ ბოლო დროს 4 წიგნის პრეზენტაცია მქონდა. ორ წიგნში ლექსებს მოვუყარე თავი, მესამეში - სხვადასხვა თემაზე დაწერილ 7 პოემას, მეოთხეში კი 1000-სტროფიანი პოემა - "წამის ათასწლეული" დავბეჭდე. ამ პოემას 2 თვის განმავლობაში ვწერდი: ფაქტობრივად, არც დღე მეძინა, არც ღამე. წიგნებთან ერთად დისკიც წარმოვადგინე, სადაც მურმან ჯინორიას, გურამ საღარაძისა და მარინა საღარაძის მიერ წაკითხული ჩემი ლექსებია ჩაწერილი. ბატონი გურამისა და ქალბატონი მარინას წაკითხული ლექსების კრებულს "პოეზიის ტაძარი" ჰქვია და ფონად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საგალობლები გასდევს, რასაკვირველია, პატრიარქისავე კურთხევით.

- ძალიან მახარებს შენი წარმატება. შენი შემოქმედებით მართლა მოახდინე შთაბეჭდილება, მაგრამ გულწრფელად გავოცდი, როდესაც შევიტყვე - საკუთარ სადარბაზოში წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სამლოცველო გახსნა და ბიბლიოთეკაც მოაწყოო. უცნაური ადამიანი ხარ: თითქოს რამდენიმე სულიერი "ფორმაცია" გამოიცვალე, თავის ძიებაში, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით, ბევრი იმოგზაურე და, მგონი, ჭეშმარიტებასაც მიაგენი. მოდი, გვიამბე შენს ცხოვრებაზე - მიშოს თავგადასავალსა და მებაღეზე, რომლის პოეზიასაც უკვე ბევრი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს.

- შენ რომ ლექსების მოყვარული პატარა ბიჭი გაიცანი, ის ბიჭი მერე ძალიან გაცელქდა: ვსვამდი, რეპს ვუსმენდი, ბევრ დროს ქუჩაში ვატარებდი, ხანდახან კიდეც ვჩხუბობდი. მოკლედ, "ამოვარდნის" პერიოდი მქონდა. მერე კი, 22 წლის ასაკში პირველი ლექსი დავწერე და მას შემდეგ პოეზიამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება... მაგრამ მანამდე ბევრი რამ მოხდა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ავურიე. არაფერს ვსწავლობდი, საქართველო სად იყო რუკაზე, მგონი, ისიც არ ვიცოდი. ძალიან უვიცი ვიყავი. მეთერთმეტე კლასში მივხვდი, რომ უაზროდ ვცხოვრობდი. ძველ მეგობრებს ჩამოვცილდი და 4 საგანში ვემზადებოდი, ერთი წლის განმავლობაში თავაუღებლად ვმეცადინეობდი. მართალია, მსახიობობა ან რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მამას დავუჯერე და სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

მერე კვლავ ავურიე, "ამოვარდნის" ახალი ტალღა დამეწყო და სტუდენტობისას ქეიფისა და დროს ტარების მეტი აღარაფერი მიკეთებია. რაც უნდა სასაცილო მოგეჩვენოს, პირველი კურსი რომ დავხურე, სტიპენდიასაც კი ვიღებდი... "ბურაში" მოგებული ხუთიანებით, თორემ არაფერი მისწავლია. ზღვა ენერგია მქონდა, მინდოდა, სადღაც დამეხარჯა და ამიტომაც ჰოლივუდის დაპყრობა გადავწყვიტე. ვარსკვლავობა მოვინდომე და ამერიკაში გავემგზავრე. მეგონა, კვენტინ ტარანტინო და სხვა ვარსკვლავები შემომეგებებოდნენ და მიშა ტყებუჩავას "დაიტაცებდნენ". 31 შტატში მარტომ ვიმოგზაურე, თუმცა ყველგან მხვდებოდნენ ხან მამის მეგობრები, ხან ჩემი მეგობრების ახლობლები. მახსოვს, ატლანტიკ-სიტის ერთ-ერთ მაღაზიაში ორ ხანში შესულ კახელს შევხვდი, თურმე 40 წლის წინ წასულან საქართველოდან. რაღაცები გამომკითხეს, შეიტყვეს, რომ ჰოლივუდში ჩასვლასა და მსახიობობას ვაპირებდი და დამშვიდობებისას, - კარგი ბიჭი ხარ, ყველაფერს მიაღწევო, - დამაიმედეს, ბოლოს კი კახური აქცენტით მომაძახეს, - "გუდ ლაქი" გქონდესო! (იცინის).

- მერე, გქონდა "გუდ ლაქი"?

- "გუდ ლაქი" მქონდა ყოველ ნაბიჯზე ამერიკაში, მაგრამ ამ იღბალს მუდმივად დაჰყვებოდა სერიოზული ნოსტალგია. ბოლოს, ჰოლივუდში რომ ჩავედი, ჰალუცინაციები დამეწყო: თითქოს ყველგან ქართული ლაპარაკი მესმოდა... მოკლედ, ვეღარ გავძელი და საქართველოში დავბრუნდი. ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, თბილისში ტრაპზე ფეხი რომ დავდგი, რა ვიგრძენი. უბედნიერესი ვიყავი.

- იცოდი, რას გააკეთებდი საქართველოში, რა გინდოდა?

- არ მაინტერესებდა - მთავარი იყო, საქართველოში ვყოფილიყავი. იმავე საღამოს მამამ, სოსო ტყებუჩავამ, საპატრიარქოში (იქ მუშაობს) უწმინდესთან მიმიყვანა... მის უწმინდესობას ამერიკაში გამგზავრების წინაც ვესტუმრე. მაშინ გამაფრთხილა, - იქ ბევრი კარგი და ბევრი ცუდია, ცუდს არ მიეკაროო. ჩამოსული რომ მნახა, ძალიან გაიხარა... უწმინდესს პირველად 1989 წელს შევხვდი: 5 წლის ვიყავი, ლურსმანი გადავყლაპე და უკვე ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, წინა საღამოს მამამ პატრიარქთან რომ წამიყვანა. მახსოვს, "მრწამსი" და "ათი მცნება" ზეპირად ვუთხარი და არ მავიწყდება მისი აცრემლებული და ღიმილიანი სახე, - ეს ხომ დიდებმაც არ იციანო!.. მერე მაჩუქა ოქროს წყალში ამოვლებული ღვთისმშობლის მედალიონი და ახალი აღთქმა, რომელსაც წააწერა: "ღმერთმა დალოცოს მიხეილ ტყებუჩავა!" - და შინ გამომისტუმრა. იცი, რომ ოპერაცია აღარ დამჭირდა?! სასწაული მოხდა და ვიდრე საავადმყოფოში წამიყვანდნენ, ლურსმნის პრობლემა მოგვარდა.

სწორედ იმ ასაკიდან ვიცნობდი პატრიარქს და ხანდახან მამასთან ერთად ვხვდებოდი. ძალიან ვუყვარდი და გაუხარდა, ამერიკიდან მშვიდობით დაბრუნებული რომ მნახა. მოკლედ, ნელ-ნელა "დავლაგდი", დავწყნარდი და ამ დროს გავიგე მამისგან, ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლს (დღეს რომ სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რომ დააბრძანებდნენ. მეც გავემგზავრე ვერტმფრენით და ხატი წავაბრძანეთ მთათუშეთში. ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ეს მოგზაურობა. ახალი ჩამოსული ვიყავი, შინ რაღაცების ძებნისას გალაკტიონის პატარა ფოტოს რომ წავაწყდი, სადაც პოეტს კალთაში პატარა გოგონა უზის - ჩვენი შორეული ნათესავი (სხვათა შორის, ამ ამბავს ასე საჯაროდ პირველად ვყვები). რომ დავრწმუნებულიყავი, მართლა გალაკტიონი იყო, დედასთან მეორე ოთახში გამქონდა ფოტო, და უნებლიეთ "წამოვიდა" გარითმული სტრიქონი: "ეს ჩამიჩუმი უსასრულობის ძლიერ მიზიდავს"... და იმ ღამეს პირველი ლექსიც დაიწერა.

ამის შემდეგ დავიწყე კლასიკური მუსიკის მოსმენა, ოპერაში სიარული. ასე ნელ-ნელა "შევძვერი პოეზიის სულში" და მთელი სამყარო შემიყვარდა. იმ პერიოდში დაწერილ ჩემს ერთ-ერთ ლექსს "საით წავიდე, უფალო?" დავარქვი: "საით წავიდე უფალო? დაბნეული ვარ ძალიან./ იქ მისვლა მინდა, სადაცა სათნონი მრავლად არიან./ გულში ჩავიკრა სამყარო, თბილი და ტკბილი ალერსით,/ მსურს, მაგრამ ჩემი სურვილი სხვებს მცირედიდაც არ ესმით./ როგორ მოვიქცე, მითხარი, დრო რომ სიკეთეს აფრქვევდეს,/ გარშემო მყოფთა გული კი სახელსა შენსა აქებდეს?/ შენთან მოვდივარ, უფალო, მოწაფე შენი, ცოდვილი,/ გზა უკეთესი ვერ ვნახე, დედამიწა მაქვს მოვლილი./"

- კარგი ბიჭი ხარ! მოდი, სადარბაზოს სამლოცველოსა და ბიბლიოთეკაზეც გვიამბე. ამის გაკეთება შენს წარსულს უკავშირდება?

- რასაკვირველია. მე რომ ასეთ სადარბაზოში გავზრდილიყავი და ასეთი ლამაზი გარემო მქონოდა, იმდენ შეცდომას აღარ დავუშვებდი, რამდენიც დავუშვი, გაცილებით მეტ წიგნს წავიკითხავდი, მანამდე მივხვდებოდი, რომ სასარგებლო არაფერი მოაქვს ქუჩას, ძველბიჭობას და ა.შ. უნდა ნახოთ, როგორ მემადლიერებიან მშობლები, რადგან დიდ დიღომში ჩვენი კორპუსის ბავშვები ძალიან ამაყობენ, რომ სადარბაზოს გალამაზებაში მათი წვლილიცაა. უბნელებზე არაფერს ვამბობ, ხალხი საზღვარგარეთიდანაც კი მირეკავს მადლობის სათქმელად. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ამერიკაში წასვლის წინაც და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც გარემოს შეცვლაზე ვფიქრობდი.

უბანში ჩვენი კორპუსი ყველაზე ცუდი იყო. ძალიან ცელქი ბავშვები ცხოვრობდნენ, სულ რაღაცას აფუჭებდნენ, იპარავდნენ, ტეხდნენ, ძარცვავდნენ. ჩვენი ლიფტის სარკე წამდაუწუმ ტყდებოდა; რა განცხადებაც უნდა გაეკრათ, ხევდნენ. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე: სარკის ადგილას "ათი მცნება" ჩამოვკიდე. მაინტერესებდა, რას იზამდნენ. გავიდა ერთი კვირა, ათი დღე, ერთი თვე და ხელი არავინ ახლო. მერე სარკის გვერდით დავკიდე ამონარიდები გენიოსების გამონათქვამებიდან. არც ის ჩამოხიეს. მერე სხვა მხარეს ბაგრატიონების გენეალოგია დავკიდე და ასე იქცა ჩვეულებრივი ლიფტი შემეცნებით ლიფტად.

- იცოდი, მანამდე ვინ ამსხვრევდა სარკეს და ვინ ხევდა განცხადებებს?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი: ჩემი კორპუსის ბავშვები - ჩემს ხელში და ჩემს მაგალითზე გაზრდილები. მოკლედ, ჩემს კვალზე ხტუნავდნენ (იცინის). მერე კი... ყველა ონავარი ბავშვი შევკრიბე და საკუთარი ხელით გავაკეთებინე ის სადარბაზო. თანხები, რა თქმა უნდა, მე მოვიძიე, შინიდანაც კი გავიტანე ნივთები და დავალომბარდე; იმ ბავშვების მშობლებიც დაგვეხმარნენ, თითქმის ყველა მოზარდი დავასაქმე. ფოტოები თვითონ გააკრეს, სამლოცველოს შენების დროსაც ყველანი რიგში ჩავაყენე და თითო აგური "მივაკვრევინე" სადარბაზოს კედელზე. ეს გავაკეთეთ სადარბაზოში, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა... ბიბლიოთეკაში წიგნები ჩვეულებრივად აწყვია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გატანა. იქვე წარწერაცაა: "გიცხადებთ სრულ ნდობას".

ძალიან ხშირად შემოდიან ბავშვები, ირჩევენ წიგნებს, მიაქვთ ისე, რომ არავინ არაფერს ინიშნავს და მერე უკან აბრუნებენ. სადარბაზოში შემოხვალ თუ არა, ერთ მხარეს სამლოცველოა, მეორე მხარეს - ბიბლიოთეკა, შუაში - პოეზიის კუთხე. ერთადერთი ცუდი რაც მოხდა, ცოტა ხნის წინ შესაწირი ყუთი გატეხეს. ასე, 15 ლარი იქნებოდა მოგროვებული. არადა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ვინმე ხელს ახლებდა. გადავწყვიტე, კარგი საკეტი გავუკეთო ყუთს, მაგრამ შეიძლება ისიც გატეხონ. მთავარია, უბნის ბავშვებისთვის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. შთაბეჭდილებების წიგნიც გვაქვს. უკვე გაივსო და ალბათ ახლის დადება მოგვიწევს.

- როგორც ვიცი, ცნობილი ადამიანებიც სტუმრობენ ხოლმე შენს სამლოცველოსა და ბიბლიოთეკას.

- პაატა ბურჭულაძე იყო, გიზო ნიშნიანიძე, მერაბ სეფაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ჯემალ ჭკუასელი, თემურ წიკლაური, ანსამბლების - "გორდელასა" და "შვიდკაცას" წევრები, ეთერ კაკულია... ყველამ გადმოსცა შთაბეჭდილებების წიგნში თავისი ემოცია:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამის მომსწრე გავხდი. ასეთი რამ არსად არასოდეს მინახავს, არც საქართველოში და არც მსოფლიოში, მარტო ქართველს თუ შეეძლო ეს მოეფიქრებინა და ასე ლამაზად და კარგად გაეკეთებინა. ნამდვილად აღფრთოვანებული მივდივარ აქედან. პაატა ბურჭულაძე".

"დღეს რაც ვნახე, ნამდვილი სასწაულია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ტაძარში ვარ. ეს არის ახალი ტრადიციის დასაწყისი. იმედი მაქვს, ამას აიტაცებენ თბილისელები და სხვა სადარბაზოებშიც გამოჩნდება ასეთი რამ. ყველაზე მაგარი თბილისელი მეგონა ჩემი თავი და ჩემზე მაგრებიც ყოფილან. გიზო ნიშნიანიძე".

- მიშიკო, "მებაღე" რატომ დაირქვი?

- მთელი სამყარო ერთი დიდი ბაღი მგონია, სადაც პატარა, რიგითი მებაღე ვარ. მიყვარს ეს ბაღი ძალიან და ყოველდღე წყალს ვუსხამ, ვეფერები: "უცაბედად რომ ვიგრძენი ჩემი სული,/ მაშინ მივხვდი: არ არსებობს დასასრული./ ბევრს ვცდილობდი, რომ დამედო მადლი ქვაზე,/ ხელს ვუწვდიდი წამოცმულებს ხარის რქაზე./ აქ სიკეთე თუ დათესე, თბილად რჩები,/ მარადიულ წვალებისგან გადარჩები./ დიდ სიყვარულს მოაქვს მხოლოდ სულთა შვება,/ და ამ გრძნობით ბოროტება შორით ქრება./ თბილი ჰანგი მსურს მე ჩემი სამოთხისა/ და გავიგო უფრო ახლოს იმ ზე ხმისა,/ რამაც მითხრა: არ არსებობს დასასრული,/ მაგრძნობინა ეს უკვდავი ჩემი სული./"

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს