პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა
მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რის, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვილ ნა­დია მი­ხალ­კო­ვა­ზე იქორ­წი­ნა. წყვილ­მა ჯვა­რი 29 ოქ­ტომ­ბერს, ბოდ­ბის მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რა, ქორ­წი­ლი კი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ორი წლის წინ და­ი­წყო. რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­სა და ნა­დია მი­ხალ­კო­ვას 4 თვის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ. რეზო 28 წლი­საა, ნა­დეჟ­და - 25-ის. ცნო­ბი­ლია, რომ პა­ტარ­ძლის მამა თა­ვის დრო­ზე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამ ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა, ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი მი­ე­ღო. რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბოლო სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­შია. ის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ფილ­მს იღებს, რომ­ლის სა­მუ­შაო სა­თა­უ­რია "სიყ­ვა­რუ­ლი აქ­ცენ­ტით". გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და და გვა­რი­ა­ნა­დაც მო­ილ­ხი­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და პრე­ზი­დენ­ტის სუ­რა­თი, გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ეს ფოტო სწო­რედ ქორ­წილ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ი­მარ­თა მსჯე­ლო­ბა იმის თა­ო­ბა­ზეც, უნდა მო­ელ­ხი­ნა თუ არა სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თვე­ლე­ბის არ­ცთუ მოყ­ვა­რულ მი­ხალ­კოვ­თან ერ­თად...

გვე­სა­უბ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო და­რა­სე­ლი, რო­მე­ლიც სხვა ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და ამ ქორ­წილ­ში:

- ნინო, ქორ­წილ­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- სი­ძის მხრი­დან (იცი­ნის). რე­ზი­კოს კარ­გად ვიც­ნობ. დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობთ. ნა­დია კი ქორ­წილ­ში გა­ვი­ცა­ნი და ჩემ­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა - ძა­ლი­ან თბი­ლი და თავ­მდა­ბა­ლია. ქორ­წი­ლი კი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი იყო თა­ვი­სი დიდი კონ­ცერ­ტით, ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დახ­ვე­ვე­ბის გა­რე­შე.

- ამ­ბო­ბენ, რუ­სე­თი­დან ქორ­წილ­ში 60-კა­ცი­ა­ნი მაყ­რი­ო­ნი ჩა­მო­ვი­დაო. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვინ იყო სტუმ­რებს შო­რის?

- რე­ჟი­სო­რი ფი­ო­დორ ბონ­დარ­ჩუ­კი მე­უღ­ლი­თურთ, მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ფი­ლიპ იან­კოვ­სკი, რა თქმა უნდა, ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი. კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ­ლებ­საც არ ვიც­ნობ.

- თქვეს, მომ­ღე­რა­ლი ვლა­დი­მირ პრეს­ნი­ა­კო­ვიც იყოო...

- პრეს­ნი­ა­კო­ვი არ ყო­ფი­ლა, არც ნანი ბრეგ­ვა­ძე. ეკა მა­მა­ლა­ძე კი ნამ­დვი­ლად იყო.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც...

- დიახ. თუმ­ცა ისე­თი ში­ნა­უ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო იყო, რომ პრე­ზი­დენ­ტის იქ ყოფ­ნის გამო არ დავ­ძა­ბულ­ვართ. ისე, პრე­ზი­დენ­ტი კარ­გად არც მი­ნა­ხავს. რო­დის მი­ვი­და, ვერ შე­ვამ­ჩნიე, ისე­თი მხი­ა­რუ­ლე­ბა იყო...

- ცნო­ბი­ლია ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ან­ტი­პა­თია არა­რუ­სი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, კერ­ძოდ, კავ­კა­სი­ე­ლე­ბი­სად­მი. არა­და, მისი სიძე ქარ­თვე­ლია... თუ იგ­რძნო­ბო­და ქორ­წილ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ქორ­წილ­ში ბა­ტო­ნი ნი­კი­ტას მხრი­დან ასე­თი რამ არ მიგ­რძნია. ასე რომ, სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა. სიყ­ვა­რუ­ლი ხომ ქსე­ბო­ფო­ბი­ა­საც ამარ­ცხებს (იცი­ნის).

ანა გი­ორ­გა­ძე და ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა

მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში მოილხინა

რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ცნობილი რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილ ნადია მიხალკოვაზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი 29 ოქტომბერს, ბოდბის მონასტერში დაიწერა, ქორწილი კი წინანდალში გადაიხადა. მათი სიყვარულის ისტორია ორი წლის წინ დაიწყო. რეზო გიგინეიშვილსა და ნადია მიხალკოვას 4 თვის ქალიშვილი ჰყავთ. რეზო 28 წლისაა, ნადეჟდა - 25-ის. ცნობილია, რომ პატარძლის მამა თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას, თუმცა, ბოლოს იძულებული შეიქნა შვილის არჩევანი მიეღო. რეზო გიგინეიშვილი მეუღლესთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოშია. ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ფილმს იღებს, რომლის სამუშაო სათაურია "სიყვარული აქცენტით". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა და გვარიანადაც მოილხინა. სოციალურ ქსელში გავრცელდა პრეზიდენტის სურათი, გამავრცელებლების მტკიცებით, ეს ფოტო სწორედ ქორწილშია გადაღებული. სოციალურ ქსელებში გაიმართა მსჯელობა იმის თაობაზეც, უნდა მოელხინა თუ არა სააკაშვილს ქართველების არცთუ მოყვარულ მიხალკოვთან ერთად...

გვესაუბრება ჟურნალისტი ნინო დარასელი, რომელიც სხვა ცნობილ ქართველებთან ერთან იმყოფებოდა ამ ქორწილში:

- ნინო, ქორწილში როგორ მოხვდი?

- სიძის მხრიდან (იცინის). რეზიკოს კარგად ვიცნობ. დიდი ხანია ვმეგობრობთ. ნადია კი ქორწილში გავიცანი და ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა - ძალიან თბილი და თავმდაბალია. ქორწილი კი დიდი დღესასწაული იყო თავისი დიდი კონცერტით, ყოველგვარი პოლიტიკური გადახვევების გარეშე.

- ამბობენ, რუსეთიდან ქორწილში 60-კაციანი მაყრიონი ჩამოვიდაო. ცნობილი ადამიანებიდან ვინ იყო სტუმრებს შორის?

- რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი მეუღლითურთ, მსახიობი და რეჟისორი ფილიპ იანკოვსკი, რა თქმა უნდა, ნიკიტა მიხალკოვი. კიდევ უამრავი ადამიანი იყო, რომლებსაც არ ვიცნობ.

- თქვეს, მომღერალი ვლადიმირ პრესნიაკოვიც იყოო...

- პრესნიაკოვი არ ყოფილა, არც ნანი ბრეგვაძე. ეკა მამალაძე კი ნამდვილად იყო.

- მიხეილ სააკაშვილიც...

- დიახ. თუმცა ისეთი შინაურული ატმოსფერო იყო, რომ პრეზიდენტის იქ ყოფნის გამო არ დავძაბულვართ. ისე, პრეზიდენტი კარგად არც მინახავს. როდის მივიდა, ვერ შევამჩნიე, ისეთი მხიარულება იყო...

- ცნობილია ნიკიტა მიხალკოვის ანტიპათია არარუსი ეროვნების ადამიანებისადმი, კერძოდ, კავკასიელებისადმი. არადა, მისი სიძე ქართველია... თუ იგრძნობოდა ქორწილში ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულება?

- ქორწილში ბატონი ნიკიტას მხრიდან ასეთი რამ არ მიგრძნია. ასე რომ, სიყვარულმა გაიმარჯვა. სიყვარული ხომ ქსებოფობიასაც ამარცხებს (იცინის).

ანა გიორგაძე და ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება