მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერაყელი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს
ერაყელი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს

და­სავ­ლურ პრე­სა­ში ფოტო გავ­რცელ­და - ამე­რი­კელ სერ­ჟანტს პა­ტა­რა გო­გო­ნა უჭი­რავს ხელ­ში და მას­თან ერ­თად ჩას­ძი­ნე­ბია. ეს აშშ-ის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძე­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის (Wing Medical Group) ხელ­მძღვა­ნე­ლი და უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი ჯონ გე­ბ­ჰარ­დტია. ბავ­შვი კი ერა­ყე­ლი ობო­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი ჩა­მო­უხვრჩვეს.

სეჟან­ტი ერაყ­ში მდე­ბა­რე ბა­ლა­დის ავი­ა­ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რობ­და. რე­გუ­ლა­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­და კი ხში­რად სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ჰოს­პი­ტალ­ში შეხ­ვდა სერ­ჟან­ტი გე­ბ­ჰარ­დტი პა­ტა­რა ერა­ყელ გო­გო­ნას, რომ­ლის ოჯა­ხიც ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა და­ხო­ცეს, ბავ­შვს ტყვია თავ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის გზა­ზე გო­გო­ნას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ჰოს­პი­ტა­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ ბავ­შვი სერ­ჟან­ტთან თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობ­და. მრა­ვა­ლი ღამე ჯონ გე­ბ­ჰარ­დტს ბავ­შვთან ერ­თად სკამ­ზე ეძი­ნა.

ეს ფოტო ჯონ­მა აშშ-ში, კან­ზა­სის შტატ­ში თა­ვის მე­უღ­ლე მინ­დის გა­უგ­ზავ­ნა. ფო­ტოს მი­ნა­წე­რი ჰქონ­და: "ბავ­შვს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­მო­უხ­რჩეს, მხო­ლოდ მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში. პა­ტა­რა გა­მო­ჯან­მრთელ­და, მაგ­რამ სულ ტი­რის. ის მხო­ლოდ მა­შინ ჩუმ­დე­ბა, როცა მას ხელ­ში ვი­ჭერ... და აი, უკვე მე­ო­თხე ღა­მეა მას­თან ერ­თად ვიღ­ვი­ძებ და ვი­ძი­ნებ".

სერ­ჟანტს თა­ვად დიდი შვი­ლე­ბი ყავს - 25 წლის რა­ი­ა­ნი და 23 წლის ამ­ბე­რი. თა­ვად ოჯა­ხი­დან მო­წყვე­ტი­ლის­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო ობ­ლად დარ­ჩე­ნილ პა­ტა­რა­ზე ზრუნ­ვა.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო ამ ბავ­შვზე ზრუნ­ვა. რო­დე­საც გო­გო­ნა ხელ­ში მე­ჭი­რა, ჩემს ოჯახ­ზე და ცხოვ­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი და მივ­ხვდი, რამ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფილ­ვარ", - ამ­ბობს სერ­ჟან­ტი.

მინ­დის­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. მისი თქმით, იგი ჯონს ცო­ლად სწო­რედ ამ კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გაჰ­ყვა და ეს ფოტო ზუს­ტად ახა­სი­ა­თებს მის მე­უღ­ლეს.

ერა­ყე­ლი გო­გო­ნა ამ­ჟა­მად სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს გა­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ერაყელი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს

ერაყელი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს

დასავლურ პრესაში ფოტო გავრცელდა - ამერიკელ სერჟანტს პატარა გოგონა უჭირავს ხელში და მასთან ერთად ჩასძინებია. ეს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძელების სამედიცინო ჯგუფის (Wing Medical Group) ხელმძღვანელი და უფროსი სერჟანტი ჯონ გებჰარდტია. ბავშვი კი ერაყელი ობოლი გოგონა, რომელსაც მშობლები ჩამოუხვრჩვეს.

სეჟანტი ერაყში მდებარე ბალადის ავიაბაზაზე მსახურობდა. რეგულარული ვალდებულებების გარდა კი ხშირად სამხედრო ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობდა. სწორედ ჰოსპიტალში შეხვდა სერჟანტი გებჰარდტი პატარა ერაყელ გოგონას, რომლის ოჯახიც ამბოხებულებმა დახოცეს, ბავშვს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

გამოჯანმრთელების გზაზე გოგონას პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჰოსპიტალის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ბავშვი სერჟანტთან თავს ყველაზე კარგად გრძნობდა. მრავალი ღამე ჯონ გებჰარდტს ბავშვთან ერთად სკამზე ეძინა.

ეს ფოტო ჯონმა აშშ-ში, კანზასის შტატში თავის მეუღლე მინდის გაუგზავნა. ფოტოს მინაწერი ჰქონდა: "ბავშვს ოჯახის წევრები ჩამოუხრჩეს, მხოლოდ მისი გადარჩენა მოვახერხეთ და გადავიყვანეთ სამხედრო ჰოსპიტალში. პატარა გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულ ტირის. ის მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როცა მას ხელში ვიჭერ... და აი, უკვე მეოთხე ღამეა მასთან ერთად ვიღვიძებ და ვიძინებ".

სერჟანტს თავად დიდი შვილები ყავს - 25 წლის რაიანი და 23 წლის ამბერი. თავად ოჯახიდან მოწყვეტილისთვის დიდი სიამოვნება იყო ობლად დარჩენილ პატარაზე ზრუნვა.

"ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამ ბავშვზე ზრუნვა. როდესაც გოგონა ხელში მეჭირა, ჩემს ოჯახზე და ცხოვრებაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რამდენად ბედნიერი ვყოფილვარ", - ამბობს სერჟანტი.

მინდისთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. მისი თქმით, იგი ჯონს ცოლად სწორედ ამ კაცთმოყვარეობის გამო გაჰყვა და ეს ფოტო ზუსტად ახასიათებს მის მეუღლეს.

ერაყელი გოგონა ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"