მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილამდე სამი საათის განმავლობაში კადაფის აწამებდნენ
სიკვდილამდე სამი საათის განმავლობაში კადაფის აწამებდნენ

გა­მო­ცე­მა Global Post-მა ლი­ბი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რის მუ­ა­მარ კა­და­ფის სიკ­ვდი­ლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ახა­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

კად­რებ­ში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა ამ­ბო­ხე­ბუ­ლი მის­კენ ზურ­გით მდგომ კა­და­ფის სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. პოლ­კოვ­ნიკს, რო­მე­ლიც იმ დროს სის­ხლის­გან იც­ლე­ბა, ბრბო­ში მი­ათ­რე­ვენ.

ალ­ჟი­რუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Algeria-ISP გე­ნე­რალ აბუ ბაკრ ჯა­ბერ იუ­ნი­სის ვაჟ­ზე (კა­და­ფის თა­ნა­მებ­რძო­ლი) დაყ­რდნო­ბით აცხა­დებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად კა­და­ფის მხო­ლოდ სცემ­დნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, შემ­დეგ კი ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ პოლ­კოვ­ნი­კი სიკ­ვდი­ლამ­დე ეწა­მე­ბი­ნათ. ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა კა­და­ფის და­ნით წა­მე­ბა და­ი­წყეს, ტყვეს და­ნარ­ჩე­ნი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი აკა­ვებ­დნენ. შემ­დეგ მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი მო­ზარ­დებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს. პოლ­კოვ­ნიკს სა­ხე­ში სცემ­დნენ და ჭრი­ლო­ბებ­ში ქვი­შას აყ­რიდ­ნენ. წა­მე­ბა დი­ლის 9 სა­ა­თი­დან 12 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. კა­და­ფის 100-მდე ადა­მი­ა­ნი აწა­მებ­და.

სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კა­და­ფი მშობ­ლი­უ­რი სირ­ტის ქუ­ჩებ­ში, სა­დაც ის ბოლო წუ­თამ­დე იბ­რძო­და, ფე­ხე­ბით ათ­რი­ეს. ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლას, ვი­საც სირ­ტში წა­ა­წყდე­ბოდ­ნენ.

გარ­დაც­ვლილ­თა გვა­მე­ბი ქა­ლა­ქის სი­ახ­ლო­ვეს სა­ხელ­და­ხე­ლოდ ამო­თხრილ ორ­მო­ში ჩა­ყა­რეს. თვითმხილ­ველ­თა თქმით, ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი სირ­ტის მკვიდრთ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე აწა­მებ­დნენ და აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ.

კა­და­ფის წა­მე­ბამ ის ლი­ბი­ე­ლე­ბიც კი შე­აშ­ფო­თა, რომ­ლე­ბიც მის სიკ­ვდილს ნატ­რობ­დნენ.

რო­გორც გა­ზე­თი Daily Mail წერს, მუ­ა­მარ კა­და­ფი და მისი 34 წლის ვაჟი მუ­ტა­სი­მი მი­სუ­რატ­თან ახ­ლოს დაკ­რძა­ლეს. კა­და­ფის მო­ძღვარ­მა გვა­მე­ბის გან­ბან­ვის შემ­დეგ ლოც­ვე­ბი წა­ი­კი­თხა. ზო­გი­ერ­თი ვერ­სი­ით კი, კა­და­ფი სუ­ლაც არ და­უ­მარ­ხავთ. Algeria ISP ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ მუ­ა­მა­რი­სა და მუ­ტა­სი­მის სხე­უ­ლე­ბი ღუ­მელ­ში დაწ­ვეს, რათა მათ საფ­ლა­ვებ­თან მომ­ლოც­ველ­თა რი­გე­ბი თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ.

მუ­ა­მარ კა­და­ფის ნა­თე­სა­ვებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა გა­და­წყვი­ტეს, მათ კა­და­ფის მკვლე­ო­ბა სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

ტე­ლე­არხ NBC-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ი­წო­ნა ნა­ტოს მხარ­და­ჭე­რით ლი­ბი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

"თქვენ არას­დროს მო­გინ­დე­ბათ ისე­თი სიკ­ვდი­ლის ნახ­ვა, რო­გო­რი სიკ­ვდი­ლი­თაც კა­და­ფი მოკ­ვდა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეს ვი­დეო მთე­ლი მსოფ­ლი­ოს დიქ­ტა­ტო­რე­ბის­თვის თვალ­სა­ჩი­ნო გზავ­ნი­ლი და იმის მოწ­მო­ბაა, რომ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რე­ბა სურთ", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Global Post-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სიკვდილამდე სამი საათის განმავლობაში კადაფის აწამებდნენ

სიკვდილამდე სამი საათის განმავლობაში კადაფის აწამებდნენ

გამოცემა Global Post-მა ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სიკვდილის წინ გადაღებული ახალი შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბოხებული მისკენ ზურგით მდგომ კადაფის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. პოლკოვნიკს, რომელიც იმ დროს სისხლისგან იცლება, ბრბოში მიათრევენ.

ალჟირული საინფორმაციო სააგენტო Algeria-ISP გენერალ აბუ ბაკრ ჯაბერ იუნისის ვაჟზე (კადაფის თანამებრძოლი) დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდაპირველად კადაფის მხოლოდ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ამბოხებულებმა მოითხოვეს, რომ პოლკოვნიკი სიკვდილამდე ეწამებინათ. ამბოხებულებმა კადაფის დანით წამება დაიწყეს, ტყვეს დანარჩენი ამბოხებულები აკავებდნენ. შემდეგ მეამბოხეები მოზარდებმა ჩაანაცვლეს. პოლკოვნიკს სახეში სცემდნენ და ჭრილობებში ქვიშას აყრიდნენ. წამება დილის 9 საათიდან 12 საათამდე გაგრძელდა. კადაფის 100-მდე ადამიანი აწამებდა.

სიკვდილის შემდეგ კადაფი მშობლიური სირტის ქუჩებში, სადაც ის ბოლო წუთამდე იბრძოდა, ფეხებით ათრიეს. ამბოხებულები სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც სირტში წააწყდებოდნენ.

გარდაცვლილთა გვამები ქალაქის სიახლოვეს სახელდახელოდ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს. თვითმხილველთა თქმით, ამბოხებულები სირტის მკვიდრთ გარდაცვალებამდე აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

კადაფის წამებამ ის ლიბიელებიც კი შეაშფოთა, რომლებიც მის სიკვდილს ნატრობდნენ.

როგორც გაზეთი Daily Mail წერს, მუამარ კადაფი და მისი 34 წლის ვაჟი მუტასიმი მისურატთან ახლოს დაკრძალეს. კადაფის მოძღვარმა გვამების განბანვის შემდეგ ლოცვები წაიკითხა. ზოგიერთი ვერსიით კი, კადაფი სულაც არ დაუმარხავთ. Algeria ISP ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მუამარისა და მუტასიმის სხეულები ღუმელში დაწვეს, რათა მათ საფლავებთან მომლოცველთა რიგები თავიდან აერიდებინათ.

მუამარ კადაფის ნათესავებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს, მათ კადაფის მკვლეობა სამხედრო დანაშაულად მიაჩნიათ.

ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ფაქტობრივად, მოიწონა ნატოს მხარდაჭერით ლიბიაში განვითარებული მოვლენები.

"თქვენ არასდროს მოგინდებათ ისეთი სიკვდილის ნახვა, როგორი სიკვდილითაც კადაფი მოკვდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ვიდეო მთელი მსოფლიოს დიქტატორებისთვის თვალსაჩინო გზავნილი და იმის მოწმობაა, რომ ადამიანებს თავისუფლად ცხოვრება სურთ", - განაცხადა ობამამ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Global Post-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა