ჰარი პოტერზე კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა

ჰარი პოტერზე კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა

ჰარი პოტერზე კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა, თუმცა მისი ავტორი ჯოან როულინგი აღარ არის. მწერალმა ბობ მაკკეიბმა ახალ წიგნში, რომლის სახელია "ჰარი პოტერი: გვერდები ეკრანიდან”, ბესტ-სელერის ეკრანიზაციის მთელი ისტორია აღწერა. ბობმა ყველაზე ცნობილი ფილმის გადასაღებ მოედანზე რვა თვე გაატარა. 

"მე ჰარი პოტერის დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ. მახსოვს, როგორ გამოვედი შვილებთან ერთად შუაღამეს მისი უკანასკნელი ნაწილის შესაძენად. ვიცი, რომ გადასაღებ მოედანზე მომხდარი ამბები უინტერესოა, თუმცა ეს სხვა შემთხვევაა. შემოქმედებითი ჯგუფი გენიოსებით იყო დაკომპლექტებული”, - განაცხადა ავტორმა.

წიგნი აღწერს ყველაფერს, რაც ჰარი პოტერის ეკრანიზაციის დროს ხდებოდა. მასში მოთხრობილია, როგორი ტრანსოფრმაცია განიცადა ძველმა ავტომანქანების დამამზადებელმა ქარხანამ, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა და როგორ გადაიქცა ის ჯოან როულინგის წარმოდგენილ ჯადოსნურ სამყაროდ.

წიგნი აღწერს არა მხოლოდ გადასაღებ მოედანს, არამედ ტექნიკას, შემოქმედებითი ჯგუფის ისტორიებს და ფილმში გამოყენებულ დეტალებს.

წიგნი დაკომპლექტებულია ფოტოებით და დიაგრამებით, რათა თითოეული დეტალი მკითხველმა უკეთ აღიქვას.

”Harry Potter: Page to Screen” გაყიდვაში 25 ოქტომბერს გამოვიდა და მისი ფასი 30 აშშ დოლარია.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს