ბიონსეს მამა მეთიუ ნოულზი ცოლს, თინა ნოულზს, საყვარლის - ალექსანდრა რაიტის დაორსულების გამო დაშორდა.
რამდენიმე დღის წინ ალექსანდრამ ჟურნალ star-ს განუცხადა, რომ ორსულობის დროს მეთიუ მასთან მივიდა და სთხოვა, რომ ბავშვი ბიონსესა და მისი მეუღლისთვის გადაეცა, რათა მათ ის საკუთარი შვილივით გაეზარდათ.
"როდესაც ეს მთხოვა, გავოცდი - ვერანაირი ფული დედამიწის ზურგზე ვერ მაიძულებს საკუთარ შვილზე უარი ვთქვა. ვუთხარი, რომ ბავშვს ჩემგან ვერ იყიდდნენ", - განაცხადა ალექსანდრამ.
გარდა ამისა, ჟურნალი star-ი ამ ინფორმაციას ვიდეოჩანაწერით ადასტურებს, რომელიც ალექსანდრა რაიტმა ჟურნალს თავად გადასცა.
ახლა რაიტისა და ბიონსეს მამის "უკანონო ვაჟი", ნიქსონი უკვე 4 წლისაა.
მომზადებულია star magazine-ის მიხედვით.