კომპანიებმა "მატელმა" და "ტოკიდოკიმ" მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თოჯინის - "ბარბის" ახლებური ვერსია გამოუშვეს.
ახალ "ბარბის" ვარდისფერი თმა აქვს, საკმაოდ სექსუალურად აცვია და სხეული მოსვირინგებული აქვს. ტატუირებული "ბარბი" უკვე ისე პოპულარულია, რომ მის შეძენას მხოლოდ შეკვეთით თუ მოახერხებთ.
აღსანიშნავია, რომ მშობლები "ბარბის" ახალი იმიჯით კმაყოფილები არ არიან. მათი აზრით, ასეთი თოჯინა ბავშვებს არასწორ აღქმას უყალიბებს. თავის მხრივ, მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს თოჯინა "ბარბის" თინეიჯერი კოლექციონერებისთვის გამოუშვეს.
მომზადებულია popcornnews-ის მიხედვით.