სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი გელბახიანი: "ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება"
ვალერი გელბახიანი: "ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება"

პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მის თა­ო­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნად იქცა. ამ თე­მა­ზე ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შტა­ბის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, ამ­ჟა­მად სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წილ ექ­სპარ­ლა­მენ­ტარ ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ანს ვე­სა­უბ­რეთ:

- ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. მაგ­რამ სჯობ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი წლის მი­წუ­რულს გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ასეთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბის გამო მის­თვის ვერ მო­იც­ლი­და. ნა­ხავთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ცოტა ხან­ში მოვ­ლე­ნე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფი­ნან­სურ შე­მოწ­მე­ბებს და­ი­წყებს და იტყვის, "კრი­მი­ნა­ლუ­რი თან­ხე­ბი" გა­მო­ვავ­ლი­ნეო, ისე­თი­ვე ბინ­ძურ მე­თო­დებს გა­მო­ი­ყე­ნებს, რაც თა­ვის დრო­ზე პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა. ბი­ძი­ნას მხარ­დამ­ჭე­რებ­ზეც ნა­დი­რო­ბა გა­ჩაღ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას ყუ­რებს გა­მო­უ­ჭე­და­ვენ პრო­პა­გან­დით, ივა­ნიშ­ვილ­მა კრი­მი­ნა­ლუ­რი ფული მოს­კოვ­ში იშო­ვა, ის ბან­დი­ტი­აო.

- სარ­კო­ზის ჩა­მოს­ვლას­თან რა კავ­შირ­შია ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- სარ­კო­ზიმ 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კონ­ფლიქ­ტში დიდი როლი შე­ას­რუ­ლა, შე­ა­ჩე­რა ომი და რომ არა საფ­რან­გე­თის აქ­ტი­უ­რო­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ იქ­ნე­ბო­და. მე­ო­რე მხრივ, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან. საფ­რან­გე­თის, რუ­სე­თის, ჩი­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის ფა­რუ­ლი ალი­ან­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ებ­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა. ის­ტო­რი­უ­ლა­დაც საფ­რან­გე­თის, ინ­გლი­სი­სა და ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი არა­სო­დეს ემ­თხვე­ო­და ერ­თმა­ნეთს. ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სე­თის შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, საფ­რან­გეთს სურს ახ­ლა­ვე მი­ი­ღოს პი­რო­ბა და გა­რან­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ყვე­ლამ იცის, ვიდ­რე მი­შას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავს ჩვენს ქვე­ყა­ნას, კავ­კა­სია ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია. ამი­ტომ მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბით, უხ­მა­უ­როდ უნდა მოხ­დეს, მაგ­რამ თუ მი­შამ უარი თქვა თა­მა­შის წე­სებ­ზე, ამ ყვე­ლა­ფერს მის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ცხა­დია, აშშ-ის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის ფრან­გულ-რუ­სულ-გერ­მა­ნუ­ლი თა­მა­ში კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა ამე­რი­კე­ლე­ბი არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას! სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ა­კე­თებ­და ამ გან­ცხა­დე­ბას, ოპო­ზი­ცი­უ­რი წრე­ე­ბი ეჭ­ვობ­დნენ, ხომ არ იყო ბი­ძი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­რი­გე­ბუ­ლი? მისი მეშ­ვე­ო­ბით ხომ არ ცდი­ლობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კავ­კა­სი­უ­რი ბან­ქოს და­ლა­გე­ბას? ეს კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა იმათ, ვი­საც ივა­ნიშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს. ის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ძნე­ლად იც­ვლის აზრს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბი­ძი­ნა მი­შას არა­სო­დეს გა­უ­რიგ­დე­ბა. უფრო მე­ტიც, ისიც ვიცი, რომ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მი­შა­ზე კარ­გის თქმას ყვე­ლა ერი­დე­ბო­და ბი­ძი­ნას მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცი­ის გამო.

- ყო­ველ­თვის აცხა­დებ­და, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი იყო.

- გახ­სოვთ, ალ­ბათ, ბი­ძი­ნას აღ­შფო­თე­ბა, როცა შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­მა თქვა, ივა­ნიშ­ვი­ლი იმ ძა­ლას აფი­ნან­სებ­და, ვინც აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს არ­ბევ­დაო. შალ­ვას სა­პა­სუ­ხოდ ივა­ნიშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც უარ­ყო­ფი­თი კონ­ტექ­სტით მო­იხ­სე­ნია, თუმ­ცა დას­ძი­ნა, აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარო. ვფიქ­რობ, ეს მისი ტაქ­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იყო. მა­შინ ბრძო­ლა ნა­ად­რე­ვი იქ­ნე­ბო­და.

სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­დენს ხარ­ჯავს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის­თვის, შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე არ და­ფიქ­რდეს. ფუ­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კის­კენ უბიძ­გებს, ეს უკვე და­უ­წე­რე­ლი ფორ­მუ­ლაა.

- თქვენ თუ შეხ­ვედ­რი­ხართ ივა­ნიშ­ვილს?

- სა­მი­ო­დე­ჯერ შევ­ხვდი. ჯერ იყო და, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მი­ვუ­სამ­ძიმ­რე, მერე ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე შევ­ხვდი, მე­სა­მედ ჭორ­ვი­ლას სკო­ლა­ში. საკ­მა­ოდ სი­ტყვა­ძუნ­წი და ზედ­მე­ტად თავ­და­ჭე­რი­ლი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. თა­ვის დრო­ზე, როცა სა­ჩხე­რე­ში კენ­ჭს ვიყ­რი­დი, ჩემი კონ­კუ­რენ­ტი ერთი კაცი იყო, რო­მე­ლიც მგო­ნი ახლა იქ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სია. ხმა და­დი­ო­და, ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტი­აო. შე­ვე­ცა­დე ბი­ძი­ნას­თვის ხმა მი­მეწვდი­ნა, ეს თუ შენი კან­დი­და­ტია, კენ­ჭს აღარ ვიყ­რი-მეთ­ქი. მის­გან ასე­თი პა­სუ­ხი გად­მომ­ცეს, შე­გიძ­ლია კენ­ჭი იყა­რო და ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოს, ის ჩემი კან­დი­და­ტი არ არი­სო.

- თა­ვის დრო­ზე ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­მა "მე-9 არ­ხის" და­ხურ­ვის მი­ზეზ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ტე­ლე­ვი­ზია პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად შექ­მნა და შემ­დეგ იმი­ტომ და­ხუ­რა, რომ ბად­რის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ბა­ლან­სე­ბა აღარ სჭირ­დე­ბო­დაო.

- როცა პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა, ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და ივა­ნიშ­ვილ­მა გახ­სნეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, მა­შინ­ვე ვთქვი, რომ ეს პრო­ექ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კი­სა­კენ ერთი ნა­ბი­ჯის წინ გა­და­სად­გმე­ლად სჭირ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ მა­შინ, რო­გორც ჩანს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ არ იყო მომ­წი­ფე­ბუ­ლი ის დრო, როცა თვი­თონ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე. ნა­თე­ლაშ­ვილს კი სწყდე­ბა გული, მაგ­რამ მე საძ­რა­ხი­სად არ მი­მაჩ­ნია ის, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ჯა­რის­კა­ცებსფორ­მე­ბი უყი­და, პატ­რულს კი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი. ის ამ­გვა­რად, დიდი თმე­ნის ხარ­ჯზე ცდი­ლობ­და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გზის გავ­ლას, რისი ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ფუ­ლის მი­ცე­მა იყო. თა­ვის დრო­ზე არც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი აკ­ლებ­და და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პრო­ექ­ტებს, მაგ­რამ რო­გორც კი გა­და­იკ­ვე­თა მისი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, მტე­რი გახ­და. ახლა ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­დე­ბა "მტე­რი".

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ ყვე­ლა­ფერ­ზე წავა, ცხა­დია. ეს ძალა, რო­მე­ლიც ახლა პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდა, მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ თუ სხვის შეც­დო­მებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, იმა­ზე უა­რე­სი და­ე­მარ­თე­ბა, რაც პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­სა და მის მხარ­დამ­ჭე­რებს დაგ­ვე­მარ­თა.

- ცოტა ხნის წინ მინ­დია გუ­ლუა გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, რო­მელ­მაც უკვე და­ა­ფუძნა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. ახლა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი.

- მინ­დია გუ­ლუა მე­წარ­მეა, არ­ყის ქარ­ხნის მე­პატ­რო­ნე. ის ნამ­დვი­ლად არ არის ის, ვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მე­ო­რე სა­კი­თხიც: რუ­სეთ­ში 50-ზე მეტი ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რია. ზო­გი­ერ­თის სა­ხე­ლი ახ­ლა­ხან გა­ი­გეთ, მა­გა­ლი­თად, ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძის, რო­მე­ლიც "ფორბსმა" მსოფ­ლი­ოს მი­ლი­არ­დერ­თა შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. მდიდ­რე­ბი სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან, მაგ­რამ არ ესი­ა­მოვ­ნე­ბათ, თუკი მათ და­ვა­სა­ხე­ლებ. ამი­ტო­მაც ერთს გე­ტყვით: მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თუ მათ კრემ­ლის ნე­ბარ­თვა არ ექ­ნათ, ერთ თეთ­რსაც არ და­ხარ­ჯა­ვენ პო­ლი­ტი­კის­თვის. არ ვიცი, მინ­დია გუ­ლუ­ას თუ აქვს მი­ცე­მუ­ლი ამ­გვა­რი მან­და­ტი, შე­საძ­ლოა ის ამ პრო­ცეს­ში ერთ-ერთი სა­ტე­ლი­ტია. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ისევ მო­დის პუ­ტი­ნი, რომ­ლის­თვი­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­ვლა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა.

ეკა ასა­თი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ვალერი გელბახიანი: "ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება"

ვალერი გელბახიანი: "ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება"

პოლიტიკაში ჩაბმის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება სკანდალურ მოვლენად იქცა. ამ თემაზე ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ამჟამად სამშობლოდან გადახვეწილ ექსპარლამენტარ ვალერი გელბახიანს ვესაუბრეთ:

- ივანიშვილის გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მაგრამ სჯობდა, პოლიტიკური განაცხადი წლის მიწურულს გაეკეთებინა. ასეთ დროს ხელისუფლებაც საზეიმო განწყობის გამო მისთვის ვერ მოიცლიდა. ნახავთ, როგორ განვითარდება ცოტა ხანში მოვლენები, ხელისუფლება ფინანსურ შემოწმებებს დაიწყებს და იტყვის, "კრიმინალური თანხები" გამოვავლინეო, ისეთივე ბინძურ მეთოდებს გამოიყენებს, რაც თავის დროზე პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. ბიძინას მხარდამჭერებზეც ნადირობა გაჩაღდება, მოსახლეობას ყურებს გამოუჭედავენ პროპაგანდით, ივანიშვილმა კრიმინალური ფული მოსკოვში იშოვა, ის ბანდიტიაო.

- სარკოზის ჩამოსვლასთან რა კავშირშია ეს ყველაფერი?

- სარკოზიმ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტში დიდი როლი შეასრულა, შეაჩერა ომი და რომ არა საფრანგეთის აქტიურობა, სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოში აღარ იქნებოდა. მეორე მხრივ, საფრანგეთი და რუსეთი პოლიტიკური პარტნიორები არიან. საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის ფარული ალიანსი საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებში ყოველთვის იგრძნობა. ისტორიულადაც საფრანგეთის, ინგლისისა და ამერიკის ინტერესები არასოდეს ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩემი აზრით, პოლიტიკური პროექტი, რომელზეც ბატონმა ივანიშვილმა ისაუბრა, საფრანგეთისა და რუსეთის შეთანხმების შედეგია.

სავარაუდოდ, საფრანგეთს სურს ახლავე მიიღოს პირობა და გარანტია, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება. ყველამ იცის, ვიდრე მიშას ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას, კავკასია ფეთქებადსაშიშია. ამიტომ მისი ჩანაცვლება პოლიტიკური მეთოდებით, უხმაუროდ უნდა მოხდეს, მაგრამ თუ მიშამ უარი თქვა თამაშის წესებზე, ამ ყველაფერს მის წინააღმდეგ სანქციები მოჰყვება. ცხადია, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ფრანგულ-რუსულ-გერმანული თამაში კავკასიის რეგიონში, თუმცა ამერიკელები არ შეეწინააღმდეგებიან საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას! სხვათა შორის, ვიდრე ივანიშვილი გააკეთებდა ამ განცხადებას, ოპოზიციური წრეები ეჭვობდნენ, ხომ არ იყო ბიძინა ხელისუფლებასთან გარიგებული? მისი მეშვეობით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება კავკასიური ბანქოს დალაგებას? ეს კითხვები გაუჩნდა იმათ, ვისაც ივანიშვილის პიროვნებაზე წარმოდგენა არა აქვს. ის ძალიან პრინციპული ადამიანია, ძნელად იცვლის აზრს. დარწმუნებული ვარ, ბიძინა მიშას არასოდეს გაურიგდება. უფრო მეტიც, ისიც ვიცი, რომ წელიწად-ნახევრის წინ ივანიშვილების ოჯახში მიშაზე კარგის თქმას ყველა ერიდებოდა ბიძინას მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო.

- ყოველთვის აცხადებდა, რომ აპოლიტიკური იყო.

- გახსოვთ, ალბათ, ბიძინას აღშფოთება, როცა შალვა ნათელაშვილმა თქვა, ივანიშვილი იმ ძალას აფინანსებდა, ვინც აქციების მონაწილეებს არბევდაო. შალვას საპასუხოდ ივანიშვილმა ხელისუფლებაც უარყოფითი კონტექსტით მოიხსენია, თუმცა დასძინა, აპოლიტიკური ვარო. ვფიქრობ, ეს მისი ტაქტიკური ნაბიჯი იყო. მაშინ ბრძოლა ნაადრევი იქნებოდა.

საერთოდ, როდესაც ადამიანი ამდენს ხარჯავს საკუთარი ხალხისთვის, შეუძლებელია პოლიტიკაში მოსვლაზე არ დაფიქრდეს. ფულისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა ადამიანს პოლიტიკისკენ უბიძგებს, ეს უკვე დაუწერელი ფორმულაა.

- თქვენ თუ შეხვედრიხართ ივანიშვილს?

- სამიოდეჯერ შევხვდი. ჯერ იყო და, მამის გარდაცვალება მივუსამძიმრე, მერე ახლობლის დაკრძალვაზე შევხვდი, მესამედ ჭორვილას სკოლაში. საკმაოდ სიტყვაძუნწი და ზედმეტად თავდაჭერილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. თავის დროზე, როცა საჩხერეში კენჭს ვიყრიდი, ჩემი კონკურენტი ერთი კაცი იყო, რომელიც მგონი ახლა იქ პოლიციის უფროსია. ხმა დადიოდა, ივანიშვილის კანდიდატიაო. შევეცადე ბიძინასთვის ხმა მიმეწვდინა, ეს თუ შენი კანდიდატია, კენჭს აღარ ვიყრი-მეთქი. მისგან ასეთი პასუხი გადმომცეს, შეგიძლია კენჭი იყარო და ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ის ჩემი კანდიდატი არ არისო.

- თავის დროზე ეროსი კიწმარიშვილმა "მე-9 არხის" დახურვის მიზეზზე ისაუბრა და განაცხადა, ივანიშვილმა ეს ტელევიზია პატარკაციშვილის დასაბალანსებლად შექმნა და შემდეგ იმიტომ დახურა, რომ ბადრის პოლიტიკური დაბალანსება აღარ სჭირდებოდაო.

- როცა პატარკაციშვილმა, ვანო ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა გახსნეს ტელევიზიები, მაშინვე ვთქვი, რომ ეს პროექტები პოლიტიკისაკენ ერთი ნაბიჯის წინ გადასადგმელად სჭირდებოდათ, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არ იყო მომწიფებული ის დრო, როცა თვითონ უნდა გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე. ნათელაშვილს კი სწყდება გული, მაგრამ მე საძრახისად არ მიმაჩნია ის, რომ ივანიშვილმა ჯარისკაცებსფორმები უყიდა, პატრულს კი ავტომანქანები. ის ამგვარად, დიდი თმენის ხარჯზე ცდილობდა უმტკივნეულოდ გზის გავლას, რისი ერთადერთი საშუალებაც ხელისუფლებისთვის ფულის მიცემა იყო. თავის დროზე არც პატარკაციშვილი აკლებდა დაფინანსებას სახელისუფლებო პროექტებს, მაგრამ როგორც კი გადაიკვეთა მისი და ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესები, მტერი გახდა. ახლა ივანიშვილი გახდება "მტერი".

ხელისუფლება რომ ყველაფერზე წავა, ცხადია. ეს ძალა, რომელიც ახლა პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, მართლაც სერიოზულია, მაგრამ თუ სხვის შეცდომებს არ გაითვალისწინებს, იმაზე უარესი დაემართება, რაც პატარკაციშვილსა და მის მხარდამჭერებს დაგვემართა.

- ცოტა ხნის წინ მინდია გულუა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელმაც უკვე დააფუძნა პოლიტიკური პარტია. ახლა ივანიშვილმა გააკეთა პოლიტიკური განაცხადი.

- მინდია გულუა მეწარმეა, არყის ქარხნის მეპატრონე. ის ნამდვილად არ არის ის, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის პოლიტიკური ამბიცია შეიძლება ჰქონდეს. გაითვალისწინეთ მეორე საკითხიც: რუსეთში 50-ზე მეტი ქართველი მილიარდერია. ზოგიერთის სახელი ახლახან გაიგეთ, მაგალითად, ალექსანდრე ჯაფარიძის, რომელიც "ფორბსმა" მსოფლიოს მილიარდერთა შორის დაასახელა. მდიდრები სხვა ქართველებიც არიან, მაგრამ არ ესიამოვნებათ, თუკი მათ დავასახელებ. ამიტომაც ერთს გეტყვით: მრჩება შთაბეჭდილება, რომ თუ მათ კრემლის ნებართვა არ ექნათ, ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ პოლიტიკისთვის. არ ვიცი, მინდია გულუას თუ აქვს მიცემული ამგვარი მანდატი, შესაძლოა ის ამ პროცესში ერთ-ერთი სატელიტია. რუსეთის ხელისუფლების სათავეში ისევ მოდის პუტინი, რომლისთვისაც სააკაშვილის შეცვლა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ეკა ასათიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა