მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო რეესტრი - Google-ში საქართველოს ადგილზე ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის
საჯარო რეესტრი - Google-ში საქართველოს ადგილზე ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის

Google-ში სა­ქარ­თვე­ლოს ად­გილ­ზე ე.წ. თეთ­რი ლაქა აღარ არის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სივ­რცობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი უკვე გან­თავ­სდა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამი­ე­რი­დან ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია Google Map-ზე მო­ი­ძი­ოს.

რო­გორც სა­ჯა­რო რე­ესტრში აცხა­დე­ბენ, Google-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებ­და. სა­ჯა­რო რე­ესტრში უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, გე­ოგ­რა­ფი­ულ და სივ­რცობ­რივ მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვებ­დნენ იმის­თვის, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­იტ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო; ინ­ფორ­მა­ცია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის, ქუ­ჩე­ბის, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვებგ­ვერ­დზე უკვე დევს. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი რუ­კის შექ­მნა­ზე სა­ჯა­რო რე­ესტრის GIS - ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­დან Google-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­ეგ­ზავ­ნა ქვეყ­ნის დე­ტა­ლუ­რი რუკა, სა­დაც ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი გზე­ბის, მთე­ბის, მწვერ­ვა­ლე­ბის, ბორ­ნე­ბის, მდი­ნა­რე­ე­ბის, სხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის და სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"სა­ქარ­თვე­ლოს რუკა რომ სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო, სა­ჯა­რო რე­ესტრმა ინ­ფორ­მა­ცია გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან, სტა­ტის­ტი­კი­სა და გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან და სხვა უწყე­ბე­ბი­დან მი­ი­ღო. პო­პუ­ლა­რულ სა­იტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის გან­თავ­სე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის. რუკა ტუ­რის­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ელექტრო­ნუ­ლი რუ­კის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ქუ­ჩე­ბის, სა­ინ­ტე­რე­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის მარ­ტი­ვად და სწრა­ფად მო­ძი­ე­ბა. თი­თო­ე­ულ ობი­ექტს თან ერ­თვის სრულ­ყო­ფი­ლი, სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და სხვა. რუ­კის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სივ­რცი­თი ანა­ლი­ზი, ობი­ექ­ტებს შო­რის მან­ძი­ლის გან­სა­ზღვრა, კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბა ან და­შო­რე­ბა (ზუ­მი­რე­ბა)", - აცხა­დე­ბენ სა­ჯა­რო რე­ესტრში. 

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საჯარო რეესტრი - Google-ში საქართველოს ადგილზე ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის

საჯარო რეესტრი - Google-ში საქართველოს ადგილზე ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის

Google-ში საქართველოს ადგილზე ე.წ. თეთრი ლაქა აღარ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს და განაცხადეს, რომ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები უკვე განთავსდა.

მათივე ცნობით, ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია Google Map-ზე მოიძიოს.

როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში უკვე წელიწადნახევარია, გეოგრაფიულ და სივრცობრივ მონაცემებს აგროვებდნენ იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულიყო; ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ ვებგვერდზე უკვე დევს. ინტერაქტიული რუკის შექმნაზე საჯარო რეესტრის GIS - ჯგუფი აქტიურად მუშაობდა.

საქართველოდან Google-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული გზების, მთების, მწვერვალების, ბორნების, მდინარეების, სხვა ღირსშესანიშნაობების და სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ.

"საქართველოს რუკა რომ სრულყოფილი გამოსულიყო, საჯარო რეესტრმა ინფორმაცია გეოგრაფიის ინსტიტუტიდან, სტატისტიკისა და გზების დეპარტამენტიდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან და სხვა უწყებებიდან მიიღო. პოპულარულ საიტზე საქართველოს რუკის განთავსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის დეპარტამენტისთვის. რუკა ტურისტებს მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის გადაადგილების საშუალებებისა და განთავსების ადგილების შესახებ.

ელექტრონული რუკის მეშვეობით შესაძლებელია ქუჩების, საინტერესო და ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მარტივად და სწრაფად მოძიება. თითოეულ ობიექტს თან ერთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, გეოგრაფიული კოორდინატები და სხვა. რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მოახლოება ან დაშორება (ზუმირება)", - აცხადებენ საჯარო რეესტრში. 

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"