სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეუკერა თეთრი ჩოხა დავით ბაგრატიონს
ვინ შეუკერა თეთრი ჩოხა დავით ბაგრატიონს

ამ ადა­მი­ა­ნის ნა­მუ­შე­ვარს სად არ შეხ­ვდე­ბით - თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში, უცხო­ეთ­ში (რუ­სე­თი, ამე­რი­კა, სა­ბერ­ძნე­თი)... მას­თან ძი­რი­თა­დად ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ("სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი", "მარ­თვე", "რუს­თა­ვი", სა­ბავ­შვო ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რე­გი­ო­ნუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი). მას­თან ჩო­ხოს­ნე­ბიც მე­გობ­რო­ბენ - და­სის წევრთა სა­მო­სი დალი სე­თუ­რი­ძის შე­კე­რი­ლია.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­საც ჩოხა-ახა­ლუ­ხი მან შე­უ­კე­რა... და­უ­ზა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია ქალ­ბა­ტო­ნი დალი, ერთ წუთს ვერ ნა­ხავთ გა­ჩე­რე­ბულს, სულ საქ­მე­შია ჩაფ­ლუ­ლი... კი­დევ იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ სა­ოც­რად უყ­ვარს ის კუ­თხე, სა­დაც გა­ი­ზარ­და. ჰოდა, ინ­ტერ­ვი­უც სწო­რედ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ მთა­ში, სო­ფელ სე­თუ­რებ­ში, გუ­და­უ­რის მახ­ლობ­ლად გა­ვი­ზარ­დე. რო­გორც კი დად­გე­ბო­და 25 მა­ი­სი და სკო­ლი­დან და­მი­თხოვ­დნენ, უკვე სე­თუ­რებ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც 31 აგ­ვის­ტომ­დე ვრჩე­ბო­დი.

- თქვენს ბავ­შვო­ბა­ში რო­გო­რი იყო კუ­რორ­ტი გუ­და­უ­რი?

- ად­რე­ულ წლებ­ში, გუ­და­ურ­ში ერ­თა­დერ­თი სახ­ლის გარ­და არა­ფე­რი იყო, სა­დაც კა­ი­შა­უ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. იქვე პა­ტა­რა მა­ღა­ზია ჰქონ­დათ, რო­მელ­შიც ნავ­თი, ასან­თი, სან­თე­ლი და სხვა პირ­ვე­ლა­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის ნივ­თე­ბი იყი­დე­ბო­და... თუ რამ დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, ჩვე­ნი სოფ­ლი­დან იმ მა­ღა­ზი­ა­ში მივ­დი­ო­დით.

- რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რით, მთა თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს... რა არის ამის მი­ზე­ზი?

- იქა­უ­რო­ბამ სიყ­ვა­რუ­ლი, კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა მას­წავ­ლა... სა­ო­ცა­რი ბე­ბი­ე­ბი მყავ­და, რომ­ლებ­მაც ბევ­რი კარ­გი რამ ჩა­მი­ნერ­გეს. მოკ­ლედ, ბავ­შვო­ბა­ში იქ გან­ვლი­ლი წლე­ბი თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ვამ­ბობ, რომ მთა ჩემ­თვის მარ­თლაც უდი­დე­სი სიწ­მინ­დეა!

- კერ­ვა ბავ­შვო­ბი­დან გიყ­ვარ­დათ?

- დიახ. VI-VII კლას­ში ვიქ­ნე­ბო­დი, რომ ჩემს მე­გობ­რებს რა­ღა­ცებს ვუ­კე­რავ­დი, ჩე­მე­ბუ­რად რა­ღა­ცებს "ვჯღა­ნავ­დი". ბე­ბი­ა­ჩემს სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნა ჰქონ­და, რო­მელ­საც მი­ვუჯ­დე­ბო­დი და გა­უ­თა­ვებ­ლად ვკე­რავ­დი. ჩემი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ყვე­ლას უკ­ვირ­და, რად­გა­ნაც ასე­თი გა­ტა­ცე­ბის­თვის საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ამას­თან, კარ­გად ვქარ­გავ­დი. დე­დას კა­ბებს "ვემ­ტე­რე­ბო­დი", თუ რო­მე­ლი­მეს ხელ­ში ჩა­ვიგ­დებ­დი, დავ­ჭრი­დი და გა­და­ვა­კე­თებ­დი ხოლ­მე.

ერთხე­ლაც, ჩე­მე­ბი სა­თიბ­ში იყ­ვნენ წა­სუ­ლი და დე­დას ექ­ვსმეტ­რი­ა­ნი, "კლო­ში" კაბა გად­მო­ვი­ღე, დავ­ჭე­რი და ჩემ­თვის კაბა შე­ვი­კე­რე, რომ­ლი­თაც შემ­დეგ ახ­ლობ­ლის ქორ­წილ­ში წა­ვე­დი. ასე­თი იდეა ხში­რად მომ­დი­ო­და, მაგ­რამ სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ მო­მა­ვალ­ში ამ საქ­მეს გავ­ყვე­ბო­დი. მა­შინ სპორ­ტსმე­ნი გახ­ლდით, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი, თან - მა­მის­გან მა­ლუ­ლად (იღი­მე­ბა). რომ გა­ე­გო, ტრუ­სე­ბით მო­ე­დან­ზე დავ­რბო­დი, გა­გიჟ­დე­ბო­და. მთი­უ­ლი კაცი იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა­საც იტყო­და... ისე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­ბურ­თე­ლი კი ვი­ყა­ვი.

- სპორ­ტს რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვით?

- სპორ­ტულ კლუბ "გან­თი­ად­ში", მწვრთნელ­მა, ვოვა არა­ქე­ლოვ­მა ამიყ­ვა­ნა და პირ­და­პირ ნაკ­რებ­ში ჩამ­რი­ცხა. ძლი­ე­რი თავ­დამ­სხმე­ლი გახ­ლდით. მთე­ლი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი შე­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სპორ­ტს თავი და­ვა­ნე­ბე, რად­გან მა­მამ მა­ინც გა­ი­გო ჩემი სპორ­ტსმე­ნო­ბის ამ­ბა­ვი და აღარ გა­მიშ­ვა. არ სი­ა­მოვ­ნებ­და და რა­ტომ უნდა გა­მე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა? სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მა­შინ ასე­თი კა­ნო­ნი იყო: თუ სას­წავ­ლე­ბელ­ში არ ჩა­ა­ბა­რებ­დი, სად­მე მუ­შა­ო­ბა უნდა და­გე­წყო. ჩემი მე­ზო­ბე­ლი სა­ბავ­შვო ატე­ლი­ეს დი­რექ­ტო­რი იყო. ავ­დე­ქი და 17 წლის ასაკ­ში სა­მუ­შა­ოდ მას­თან მი­ვე­დი.

- თა­ვი­დან რას კე­რავ­დით?

- წლე­ბის მან­ძილ­ზე იქ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სკო­ლის ფორ­მებს ვკე­რავ­დი. კლი­ენ­ტე­ბი ჩემ­თან ჩა­წე­რით ხვდე­ბოდ­ნენ, რიგი იყო ხოლ­მე. ტრა­ბახ­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ბავ­შვებს - მი­ნის­ტრე­ბის შვი­ლებს ვუ­კე­რავ­დი, შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვი­საც ვკე­რავ­დი, თვი­თონ მო­დი­ოდ­ნენ. მოკ­ლედ, ცნო­ბი­ლი მკე­რა­ვის სა­ხე­ლი მქონ­და. იმ ატე­ლი­ე­ში 28 წელი ვი­მუ­შა­ვე. სულ 40 წლის სტა­ჟი მაქვს.

- დღეს­დღე­ო­ბით კი ეროვ­ნულ სა­მოს­ზე მუ­შა­ობთ...

- დიახ, სხვას არა­ფერს ვკე­რავთ მე და ჩემი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი.

- სად და რო­გორ შე­ის­წავ­ლეთ ამ სა­მო­სის კერ­ვა?

- ჩვენ­თან, იმ ატე­ლი­ე­ში, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნე, მუ­შა­ობ­და ჩო­ხის მკე­რა­ვი - მიშა ფან­ჩუ­ლი­ძე. უამ­რა­ვი კლი­ენ­ტი ჰყავ­და. ერთხელ, ან­სამ­ბლ "ორე­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ - "კინ­ტა­უ­რის" ფორ­მე­ბის შე­კერ­ვა უნ­დო­დათ. დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ­ღაც მი­შას კი არა, მე და­მი­ძა­ხა და მთხო­ვა, იქ­ნებ მო­ა­ხერ­ხო და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ფორ­მე­ბი შე­კე­როო. ხატ­ვა მე­ხერ­ხე­ბო­და, თარ­გებს ვა­კე­თებ­დი და ვი­ფიქ­რე, რომ შევ­ძლებ­დი, - ოღონდ ნი­მუ­ში მო­მი­ტა­ნეთ-მეთ­ქი, - ვთხო­ვე. მო­მი­ტა­ნეს.

5 არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კოს­ტი­უ­მი შევ­კე­რე. მიშა ფან­ჩუ­ლი­ძე გა­გიჟ­და. ისე გა­მო­ვი­და, რომ პა­ტა­რა გო­გომ გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლისტს კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წიე... რად­გან პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­მი­ვი­და, მას მერე სა­ხე­ლიც გა­ვით­ქვი და ჩემ­თან შეკ­ვე­თე­ბით მო­დი­ოდ­ნენ ან­სამ­ბლე­ბი, ჯგუ­ფე­ბი, გუნ­დე­ბი... "მზი­უ­რე­ლე­ბის" ფორ­მებ­საც მე ვკე­რავ­დი.

- ყვე­ლა კუ­თხის სა­მოსს თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­ტა­ლი აქვს. რთუ­ლი არ არის თი­თო­ე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბა?

- რო­მე­ლი კუ­თხის სა­მოსს რა სჭირ­დე­ბა, ზე­პი­რად ვიცი, რად­გა­ნაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მაქვს შეს­წავ­ლი­ლი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხის კოს­ტი­უ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხე­ბი და ელე­მენ­ტე­ბი...

- ვიცი, რომ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­თვი­საც კე­რავთ სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მებს...

- კი, "სუ­ხიშ­ვი­ლებ­მაც" გა­მიც­ნეს და ბოლო 5 წე­ლია, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად კონ­ტაქ­ტობს ჩემ­თან. მათ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ. აი, ახ­ლაც 20 ახა­ლუხ­სა და 12 "კინ­ტა­უ­რის" ფორ­მას ვუ­კე­რავ. ცოტა ხნის წინ, "ჯე­ი­რა­ნის", "ხევ­სუ­რუ­ლის" კოს­ტი­უ­მე­ბი შევ­კე­რე. ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვეს ვიც­ნობ. ძა­ლი­ან მომ­წონს მათ­თან მუ­შა­ო­ბა.

- დღე­ში რამ­დენ კოს­ტი­უმს კე­რავთ?

- ჩემ­თან 7 მკე­რა­ვი მუ­შა­ობს. მთა­ვა­რია, და­ვუ­ხა­ზო, და­ვუჭ­რა და "პრი­მერ­კე­ბი" გა­ვუ­კე­თო. და­ნარ­ჩენს ისი­ნი აკე­თე­ბენ.

- ვიცი, რომ სა­მე­ფო გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლის - და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ქორ­წი­ნო ჩოხა თქვე­ნი ნა­ხე­ლა­ვია...

- კი, ასეა. თვი­თონ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მო­ვი­და და - ჩოხა შე­მი­კე­რე­თო, მი­თხრა... ჩო­ხა­ზე ქი­ლე­ბის 5 ჩა­სა­წყო­ბი გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნა. არა­და, სა­ჭი­როა 7 ან 9. და­ვითს ამის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რით კი­დეც, მაგ­რამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. შემ­დგომ, რო­გორც ჩანს, შე­ნიშ­ვნა სხვებ­მაც მის­ცეს. მერე მო­ვი­და და გვთხო­ვა, იქ­ნებ და­ვა­მა­ტო­თო, მაგ­რამ ეს უკვე აღარ შე­იძ­ლე­ბო­და...

- ჩოხა ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე შე­უ­კე­რეთ, არა?

- დიახ, 3 თვით ადრე, რო­გორც "ჩო­ხო­სანს"... მერე იმ სა­მო­სით და­ი­წე­რა ჯვა­რი. სხვა­თა შო­რის, ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს მისი მე­უღ­ლის დი­ზა­ი­ნე­რი, ვინც სა­დე­დოფ­ლო კაბა შე­კე­რა. ბევ­რი ილა­პა­რა­კა, რო­გორ მუ­შა­ობ­და კა­ბა­ზე. მე­ფის კოს­ტი­უმ­ზე რას გვე­ტყვი­თო? - ჰკი­თხა ჟურ­ნა­ლის­ტმა. იცით, მისი ჩოხა-ახა­ლუ­ხი აქ არ შე­უ­კე­რავთ, მა­მა­პა­პუ­რია და ევ­რო­პი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნე­სო. გული დამ­წყდა...

- რა თან­ხა სჭირ­დე­ბა მა­მა­კაცს, ეროვ­ნულ სა­მოს­ში რომ გა­მო­ე­წყოს?

- ყვე­ლა­ზე მცი­რე - 1.500 ლარი. მარ­თა­ლია, ჩო­ხის შე­კერ­ვა მოზ­რდი­ლი მა­მა­კა­ცის­თვის 70 ლარი ჯდე­ბა, მაგ­რამ ქა­მა­რი, ხან­ჯა­ლი, ქი­ლე­ბი (თითო 10-ლა­რი­ა­ნიც არის და 200-დო­ლა­რი­ა­ნიც) ხომ უნდა? ეს ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ია­ფია...

- ქა­ლის სა­მოს­ზე უფრო ად­ვი­ლია მუ­შა­ო­ბა?

- მა­მა­კა­ცის სა­მო­სი უფრო ად­ვი­ლი შე­სა­კე­რია, ვიდ­რე - ქა­ლის. ქა­ლის კოს­ტი­უმს ჯერ ერთი, ბევ­რი ქსო­ვი­ლი სჭირ­დე­ბა. მერე ის ზონ­რე­ბი­თა და მძი­ვე­ბით უნდა გა­ფორმ­დეს. ეს კი მეტ დრო­სა და შრო­მას მო­ი­თხოვს.

- თა­ვად თუ გაქვთ ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი?

- კი, ზამ­თარ­ში ვიც­ვამ ხოლ­მე. შინ­დის­ფე­რი შა­ლის ქსო­ვი­ლის­გან ხევ­სუ­რუ­ლი ქუ­ლა­ჯა (შე­მო­საც­მე­ლი) მაქვს შე­კე­რი­ლი. უთ­ბი­ლე­სია.

- მა­მა­კა­ცის ჩო­ხას, ქარ­თულ, რა­ინ­დულ სა­მოსს ქალი რომ კე­რავთ, ამა­ზე რას მე­ტყვით?

- სა­ერ­თოდ, ჩო­ხას მა­მა­კა­ცე­ბი კე­რა­ვენ, მაგ­რამ რაკი ერთხელ და­ვინ­ტე­რეს­დი ამ საქ­მით და გა­მო­მი­ვი­და, "და­ვა­ვად­დი" კი­დეც და მგო­ნია, რომ ვე­რას­დროს და­ვეხ­სნე­ბი.

- არა­ვის ას­წავ­ლით თქვენს ხე­ლო­ბას?

- მყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, მინ­და, რომ ვას­წავ­ლო, მაგ­რამ ბევ­რი ვერ უდებს გულს. თუმ­ცა არი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც უკვე თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს. ერთ-ერთი ასე­თი კარ­გი მოს­წავ­ლე დის­შვილ­საც გა­ვუ­რი­გე და მშვე­ნი­ე­რი ოჯა­ხი შექ­მნეს. ჩემი ძმის­შვი­ლიც აქ მუ­შა­ობს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კი აქვს, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რი თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით ვერ იშო­ვა და ეს საქ­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვად აით­ვი­სა. მოკ­ლედ, არ ვემ­დუ­რი ჩემს ხე­ლოს­ნებს. ყო­ჩა­ღი, თავ­და­დე­ბუ­ლი და მშრო­მე­ლე­ბი არი­ან.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ვინ შეუკერა თეთრი ჩოხა დავით ბაგრატიონს

ვინ შეუკერა თეთრი ჩოხა დავით ბაგრატიონს

ამ ადამიანის ნამუშევარს სად არ შეხვდებით - თბილისში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, უცხოეთში (რუსეთი, ამერიკა, საბერძნეთი)... მასთან ძირითადად ქართული ფოლკლორული ჯგუფები თანამშრომლობენ ("სუხიშვილები", "მართვე", "რუსთავი", საბავშვო ქორეოგრაფიული ჯგუფები, რეგიონული ანსამბლები). მასთან ჩოხოსნებიც მეგობრობენ - დასის წევრთა სამოსი დალი სეთურიძის შეკერილია.

დავით ბაგრატიონსაც ჩოხა-ახალუხი მან შეუკერა... დაუზარელი ადამიანია ქალბატონი დალი, ერთ წუთს ვერ ნახავთ გაჩერებულს, სულ საქმეშია ჩაფლული... კიდევ იმით გამოირჩევა, რომ საოცრად უყვარს ის კუთხე, სადაც გაიზარდა. ჰოდა, ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- თბილისში დავიბადე, მაგრამ მთაში, სოფელ სეთურებში, გუდაურის მახლობლად გავიზარდე. როგორც კი დადგებოდა 25 მაისი და სკოლიდან დამითხოვდნენ, უკვე სეთურებში ვიყავი, სადაც 31 აგვისტომდე ვრჩებოდი.

- თქვენს ბავშვობაში როგორი იყო კურორტი გუდაური?

- ადრეულ წლებში, გუდაურში ერთადერთი სახლის გარდა არაფერი იყო, სადაც კაიშაურები ცხოვრობდნენ. იქვე პატარა მაღაზია ჰქონდათ, რომელშიც ნავთი, ასანთი, სანთელი და სხვა პირველადი მოთხოვნილების ნივთები იყიდებოდა... თუ რამ დაგვჭირდებოდა, ჩვენი სოფლიდან იმ მაღაზიაში მივდიოდით.

- როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, მთა თქვენთვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს... რა არის ამის მიზეზი?

- იქაურობამ სიყვარული, კაცთმოყვარეობა მასწავლა... საოცარი ბებიები მყავდა, რომლებმაც ბევრი კარგი რამ ჩამინერგეს. მოკლედ, ბავშვობაში იქ განვლილი წლები თბილად მახსენდება, რის შემდეგაც ვამბობ, რომ მთა ჩემთვის მართლაც უდიდესი სიწმინდეა!

- კერვა ბავშვობიდან გიყვარდათ?

- დიახ. VI-VII კლასში ვიქნებოდი, რომ ჩემს მეგობრებს რაღაცებს ვუკერავდი, ჩემებურად რაღაცებს "ვჯღანავდი". ბებიაჩემს საკერავი მანქანა ჰქონდა, რომელსაც მივუჯდებოდი და გაუთავებლად ვკერავდი. ჩემი ასეთი საქციელი ყველას უკვირდა, რადგანაც ასეთი გატაცებისთვის საკმაოდ პატარა ვიყავი. ამასთან, კარგად ვქარგავდი. დედას კაბებს "ვემტერებოდი", თუ რომელიმეს ხელში ჩავიგდებდი, დავჭრიდი და გადავაკეთებდი ხოლმე.

ერთხელაც, ჩემები სათიბში იყვნენ წასული და დედას ექვსმეტრიანი, "კლოში" კაბა გადმოვიღე, დავჭერი და ჩემთვის კაბა შევიკერე, რომლითაც შემდეგ ახლობლის ქორწილში წავედი. ასეთი იდეა ხშირად მომდიოდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ მომავალში ამ საქმეს გავყვებოდი. მაშინ სპორტსმენი გახლდით, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებში ვთამაშობდი, თან - მამისგან მალულად (იღიმება). რომ გაეგო, ტრუსებით მოედანზე დავრბოდი, გაგიჟდებოდა. მთიული კაცი იყო და მოგეხსენებათ, რასაც იტყოდა... ისე, წარმატებული ხელბურთელი კი ვიყავი.

- სპორტს რატომ არ გაჰყევით?

- სპორტულ კლუბ "განთიადში", მწვრთნელმა, ვოვა არაქელოვმა ამიყვანა და პირდაპირ ნაკრებში ჩამრიცხა. ძლიერი თავდამსხმელი გახლდით. მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი შემოვიარე, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, სპორტს თავი დავანებე, რადგან მამამ მაინც გაიგო ჩემი სპორტსმენობის ამბავი და აღარ გამიშვა. არ სიამოვნებდა და რატომ უნდა გამეღიზიანებინა? სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ ასეთი კანონი იყო: თუ სასწავლებელში არ ჩააბარებდი, სადმე მუშაობა უნდა დაგეწყო. ჩემი მეზობელი საბავშვო ატელიეს დირექტორი იყო. ავდექი და 17 წლის ასაკში სამუშაოდ მასთან მივედი.

- თავიდან რას კერავდით?

- წლების მანძილზე იქ მოსწავლეებისთვის სკოლის ფორმებს ვკერავდი. კლიენტები ჩემთან ჩაწერით ხვდებოდნენ, რიგი იყო ხოლმე. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და მთავრობის წევრების ბავშვებს - მინისტრების შვილებს ვუკერავდი, შევარდნაძის შვილიშვილებისთვისაც ვკერავდი, თვითონ მოდიოდნენ. მოკლედ, ცნობილი მკერავის სახელი მქონდა. იმ ატელიეში 28 წელი ვიმუშავე. სულ 40 წლის სტაჟი მაქვს.

- დღესდღეობით კი ეროვნულ სამოსზე მუშაობთ...

- დიახ, სხვას არაფერს ვკერავთ მე და ჩემი ჯგუფის წევრები.

- სად და როგორ შეისწავლეთ ამ სამოსის კერვა?

- ჩვენთან, იმ ატელიეში, რომელიც ვახსენე, მუშაობდა ჩოხის მკერავი - მიშა ფანჩულიძე. უამრავი კლიენტი ჰყავდა. ერთხელ, ანსამბლ "ორერის" წარმომადგენლები მოვიდნენ - "კინტაურის" ფორმების შეკერვა უნდოდათ. დირექტორმა რატომღაც მიშას კი არა, მე დამიძახა და მთხოვა, იქნებ მოახერხო და ამ ადამიანებისთვის ფორმები შეკეროო. ხატვა მეხერხებოდა, თარგებს ვაკეთებდი და ვიფიქრე, რომ შევძლებდი, - ოღონდ ნიმუში მომიტანეთ-მეთქი, - ვთხოვე. მომიტანეს.

5 არაჩვეულებრივი კოსტიუმი შევკერე. მიშა ფანჩულიძე გაგიჟდა. ისე გამოვიდა, რომ პატარა გოგომ გამოცდილ სპეციალისტს კონკურენცია გავუწიე... რადგან პირველი ნამუშევარი გამომივიდა, მას მერე სახელიც გავითქვი და ჩემთან შეკვეთებით მოდიოდნენ ანსამბლები, ჯგუფები, გუნდები... "მზიურელების" ფორმებსაც მე ვკერავდი.

- ყველა კუთხის სამოსს თავისი დამახასიათებელი დეტალი აქვს. რთული არ არის თითოეულზე მუშაობა?

- რომელი კუთხის სამოსს რა სჭირდება, ზეპირად ვიცი, რადგანაც საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი თითოეული კუთხის კოსტიუმისთვის დამახასიათებელი შტრიხები და ელემენტები...

- ვიცი, რომ "სუხიშვილების" ანსამბლის მოცეკვავეებისთვისაც კერავთ სასცენო კოსტიუმებს...

- კი, "სუხიშვილებმაც" გამიცნეს და ბოლო 5 წელია, ნინო სუხიშვილი მუდმივად კონტაქტობს ჩემთან. მათთან ძალიან ახლოს ვარ. აი, ახლაც 20 ახალუხსა და 12 "კინტაურის" ფორმას ვუკერავ. ცოტა ხნის წინ, "ჯეირანის", "ხევსურულის" კოსტიუმები შევკერე. ყველა მოცეკვავეს ვიცნობ. ძალიან მომწონს მათთან მუშაობა.

- დღეში რამდენ კოსტიუმს კერავთ?

- ჩემთან 7 მკერავი მუშაობს. მთავარია, დავუხაზო, დავუჭრა და "პრიმერკები" გავუკეთო. დანარჩენს ისინი აკეთებენ.

- ვიცი, რომ სამეფო გვარის წარმომადგენლის - დავით ბაგრატიონის საქორწინო ჩოხა თქვენი ნახელავია...

- კი, ასეა. თვითონ დავით ბაგრატიონი მოვიდა და - ჩოხა შემიკერეთო, მითხრა... ჩოხაზე ქილების 5 ჩასაწყობი გაგვაკეთებინა. არადა, საჭიროა 7 ან 9. დავითს ამის შესახებ ვუთხარით კიდეც, მაგრამ არ გაითვალისწინა. შემდგომ, როგორც ჩანს, შენიშვნა სხვებმაც მისცეს. მერე მოვიდა და გვთხოვა, იქნებ დავამატოთო, მაგრამ ეს უკვე აღარ შეიძლებოდა...

- ჩოხა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე შეუკერეთ, არა?

- დიახ, 3 თვით ადრე, როგორც "ჩოხოსანს"... მერე იმ სამოსით დაიწერა ჯვარი. სხვათა შორის, ტელევიზიით აჩვენეს მისი მეუღლის დიზაინერი, ვინც სადედოფლო კაბა შეკერა. ბევრი ილაპარაკა, როგორ მუშაობდა კაბაზე. მეფის კოსტიუმზე რას გვეტყვითო? - ჰკითხა ჟურნალისტმა. იცით, მისი ჩოხა-ახალუხი აქ არ შეუკერავთ, მამაპაპურია და ევროპიდან ჩამოიტანესო. გული დამწყდა...

- რა თანხა სჭირდება მამაკაცს, ეროვნულ სამოსში რომ გამოეწყოს?

- ყველაზე მცირე - 1.500 ლარი. მართალია, ჩოხის შეკერვა მოზრდილი მამაკაცისთვის 70 ლარი ჯდება, მაგრამ ქამარი, ხანჯალი, ქილები (თითო 10-ლარიანიც არის და 200-დოლარიანიც) ხომ უნდა? ეს ყველაფერი არც ისე იაფია...

- ქალის სამოსზე უფრო ადვილია მუშაობა?

- მამაკაცის სამოსი უფრო ადვილი შესაკერია, ვიდრე - ქალის. ქალის კოსტიუმს ჯერ ერთი, ბევრი ქსოვილი სჭირდება. მერე ის ზონრებითა და მძივებით უნდა გაფორმდეს. ეს კი მეტ დროსა და შრომას მოითხოვს.

- თავად თუ გაქვთ ეროვნული სამოსი?

- კი, ზამთარში ვიცვამ ხოლმე. შინდისფერი შალის ქსოვილისგან ხევსურული ქულაჯა (შემოსაცმელი) მაქვს შეკერილი. უთბილესია.

- მამაკაცის ჩოხას, ქართულ, რაინდულ სამოსს ქალი რომ კერავთ, ამაზე რას მეტყვით?

- საერთოდ, ჩოხას მამაკაცები კერავენ, მაგრამ რაკი ერთხელ დავინტერესდი ამ საქმით და გამომივიდა, "დავავადდი" კიდეც და მგონია, რომ ვერასდროს დავეხსნები.

- არავის ასწავლით თქვენს ხელობას?

- მყავს მოსწავლეები, მინდა, რომ ვასწავლო, მაგრამ ბევრი ვერ უდებს გულს. თუმცა არიან მონდომებულებიც, რომლებმაც უკვე თავი გამოიჩინეს. ერთ-ერთი ასეთი კარგი მოსწავლე დისშვილსაც გავურიგე და მშვენიერი ოჯახი შექმნეს. ჩემი ძმისშვილიც აქ მუშაობს. უმაღლესი განათლება კი აქვს, მაგრამ სამსახური თავისი სპეციალობით ვერ იშოვა და ეს საქმე შესანიშნავად აითვისა. მოკლედ, არ ვემდური ჩემს ხელოსნებს. ყოჩაღი, თავდადებული და მშრომელები არიან.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"