პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თათია სულუაშვილი თეთრი და შავი ზვიგენების გარემოცვაში
თათია სულუაშვილი თეთრი და შავი ზვიგენების გარემოცვაში

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე - ცის­მა­რი იმ­დე­ნად მო­უც­ლე­ლია, რომ მე­გობ­რე­ბის­თვი­საც არ რჩე­ბა დრო, რის გა­მოც ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ. ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ცდი­ლობს, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი წუთი შვილს და­უთ­მოს. უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი, მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბი და უბ­რა­ლო, არა­ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი.

- არ მინ­და, ვინ­მემ იფიქ­როს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბამ ამ­ბი­ცი­უ­რი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი გამ­ხა­და. ისევ ის თა­თია ვარ, ვინც ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, ახლა ხალ­ხი მცნობს.

- და რო­გო­რია ისევ ის თა­თია?

- ძა­ლი­ან ჩუმი და წყნა­რი. არ მიყ­ვარს ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა გოგო პირ­ვე­ლად ვცე­მე. ის ჩემი კლა­სე­ლი გახ­ლდათ და ჩაგ­რავ­და ბავ­შვს, რო­მელ­საც ცუ­დად ეცვა და პუტ­კუ­ნა იყო.

- ე.ი. შენი ფრა­ზა - "რა იყო, ბი­ჭო­ოო" - შენს ხა­სი­ათს შე­ე­სა­ბა­მე­ბა?

- ქა­ლა­ბი­ჭა არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ბი­ჭებ­თან უფრო ვმე­გობ­რობ­დი. ორი და­ქა­ლი მყავ­და, რომ­ლებ­საც ყვე­ლა ჩემს სა­ი­დუმ­ლოს ვუმ­ხელ­დი, მაგ­რამ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან უფრო მი­ად­ვილ­დე­ბო­და. შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, მათ­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თსაც კი ვთა­მა­შობ­დი... მე­გობ­რე­ბის წრე­ში შე­იძ­ლე­ბა, "შუტ­კა" ისე "გა­მეხ­სნას", ვერ გავ­ჩერ­დე და ყვე­ლა სი­ცი­ლით დავ­ხო­ცო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე ისე გა­ვი­დეს, ხმაც არ ამო­ვი­ღო. არ მიყ­ვარს ხმა­უ­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი, ვერ ვერ­თო­ბი დის­კო­თე­კა­ზე. მირ­ჩევ­ნია, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სახ­ლში გა­ვერ­თო.

- და­სას­ვე­ნებ­ლად სი­ო­ნი ამი­ტო­მაც შე­არ­ჩიე?

- ასე ბავ­შვის გამო გა­დავ­წყვი­ტეთ; როცა შვი­ლი გყავს, უკვე იმას ფიქ­რობ, მის­თვის რა ჯობს. ქეთა წლის და ოთხი თვი­საა და მას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით... ქე­თას ძა­ლი­ან უყ­ვარს რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, კომ­პი­უ­ტერ­თან ჯდო­მა და ჭამა. ახლა ბა­გა­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ. იქ ყო­ველ­დღე ტი­რი­ლით ვტო­ვებ და მეც ტი­რი­ლით მოვ­დი­ვარ, რად­გან მე­ცო­დე­ბა. ბავ­შვის გაზ­რდა­ში მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბა და მგო­ნი, ქე­თას ჩემ­ზე მე­ტად, მამა უყ­ვარს, მთე­ლი დღე "მა­მას" გა­ი­ძა­ხის. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლად "პაპა" თქვა, მერე - "დედა", შემ­დეგ - "მამა". ჰოდა, ფუ­ლა­დი ჯილ­დოც კი და­იმ­სა­ხუ­რა.

- ალ­ბათ პა­პის­გან, ხომ?

- რა თქმა უნდა და მერე ბე­ბია ჩა­მო­დი­ო­და ფსო­ნებს: თუ "ბე­ბი­ას" იტყვის, უფრო მეტ თან­ხას მივ­ცე­მო. ხან იქი­დან ვჩ­ქმი­ტე შვილს, ხან აქე­დან, - "ბე­ბია" თქვი-მეთ­ქი. ბო­ლოს, რო­გორც იქნა, თქვაA და და­ნა­პი­რე­ბიც მი­ი­ღო (იცი­ნის). მოკ­ლედ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა მო­ვაგ­რო­ვეთ და შინ დავ­ბრუნ­დით.

- რას ერჩი, ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი გყო­ლია.

- ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, მაგ­რამ ჯერ ცო­ტას ლა­პა­რა­კობს.

- მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვი?

- ჩემი მე­უღ­ლე - ვა­სი­კო შა­დუ­რიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. ის მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. 12 წელი ვე­ნა­ში ცხოვ­რობ­და და აქ ცოტა ხნით იყო ჩა­მო­სუ­ლი. უკან დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და, როცა ერ­თმა­ნე­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და კაცს ვე­ნა­ში წას­ვლა გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნე. ასე დარ­ჩა თბი­ლის­ში, გლ­დან­ში...

- ეს რა გიქ­ნია...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) აბა, დავ­ღუ­პე კაცი! რომ სცოდ­ნო­და, რაც ელო­და, აქ ჩა­მო­ვი­დო­და? ახლა ვე­ნა­ში წას­ვლა რომ გა­და­წყვი­ტოს, მეც გავ­ყვე­ბი. ალ­ბათ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მე­უღ­ლი­სა და ბავ­შვის გა­რე­შე ერთ კვი­რა­საც ვერ გავძლებ. ისე კი, ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია, ოჯახ­თან ერ­თად ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ტკბი­ლად ვი­ცხოვ­რო.

- დე­დო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რამ ყო­ფი­ლაო, - მი­თხა­რი. ალ­ბათ კი­დევ ბევრ შვილს გა­ა­ჩენ...

- ქეთა რომ მე­ყო­ლა, პირ­ვე­ლად ვუ­თხა­რი: შენ გე­ნაც­ვა­ლოს დე­ი­და-მეთ­ქი ანუ გა­აზ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რა იყო დე­დო­ბა. პი­რა­დად მე, ორი და და ერთი ძმა მყავს და ვიცი, რა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და კომ­ფორ­ტია, როცა ჭირ­სა თუ ლხინ­ში ამ­დე­ნი და-ძმა გიდ­გას გვერ­დით. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, თა­ვა­დაც ოთხი შვი­ლი მყო­ლო­და, მაგ­რამ მას მერე, რაც ქეთო გაჩ­ნდა, გა­და­ვი­ფიქ­რე - შვი­ლებს გაზ­რდით რო­გორ ვერ გავზრდი, მათ ღა­მე­ებ­საც გა­ვუ­თე­ნებ, სით­ბოს არც ერთს არ მო­ვაკ­ლებ, მაგ­რამ თურ­მე ბავ­შვს უფრო მეტი რამ სჭირ­დე­ბა. ჰოდა, ამი­ტო­მაც, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ორი შვი­ლის ყოლა მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თის ნე­ბაა, ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა.

- ზოგ­ჯერ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა მი­ჭირ­სო, - მი­თხა­რი. მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ხარ?

- მე­უღ­ლის მი­მართ - არა, უფრო ქე­თას მი­მართ მი­ჭირ­და გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა, მაგ­რამ მერე დე­დო­ბას შე­ვეჩ­ვიე...

- ვიდ­რე "კო­მე­დი შო­უ­ში" და­ი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ, მსა­ხი­ო­ბი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და იძუ­ლე­ბით ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს ეკო­ნო­მი­კურ-ინ­ფორ­მა­ცი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. მა­თე­მა­ტი­კის­გან ძა­ლი­ან შორს ვი­ყა­ვი და ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ლექ­ცი­ებ­ზე არც კი დავ­დი­ო­დი. გა­დავ­წყვი­ტე, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც მე­ცა­და ბედი. გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე და როცა ეს ამ­ბა­ვი ჩე­მებს შე­ვა­ტყო­ბი­ნე, თე­ატ­რა­ლუ­რი­დან სულ თრე­ვა-თრე­ვით წა­მო­მიყ­ვა­ნეს, თან მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ: და­ი­ცა­დე, ჯერ სახ­ლში მი­გიყ­ვა­ნოთ, მერე ნა­ხავ რაც მო­გი­ვაო!.. მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა არ შე­მი­წყვე­ტია. ახლა მარ­თა­ლია, თე­ატ­რში არ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ოც­ნე­ბა "კო­მე­დი შოუს" წყა­ლო­ბით ავიხ­დი­ნე - მსა­ხი­ო­ბი ვარ!.. ბი­ჭებ­თან სკო­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე ვმე­გობ­რობ­დი. ერთხე­ლაც, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და კას­ტინგზე მის­ვლა მთხო­ვა. ჰოდა, მას შემ­დეგ ერ­თად ვართ.

- ცის­მა­რი რო­გორ გახ­დი?

- ცის­მა­რი და ნი­კო­ლო­ზი შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ერთ-ერთ სკეტჩში, რო­მელ­შიც მე ჩემი "შუტ­კე­ბი" მქონ­და და ნი­კას - თა­ვი­სი, რა­ტომ­ღაც მო­მინ­და, ნი­კას გა­ვარ­ში­ყე­ბო­დი, მან კი მი­თხრა: გადი, ქალო, აქე­დან, ნუ მა­წუ­ხე­ბო. ნი­კო­ლო­ო­ოზ, - რა­ტომ­ღაც სა­ხე­ლით მივ­მარ­თე. ჰოდა, ასე და­უ­გეგ­მა­ვად გაჩ­ნდა ეს ორი ტი­პა­ჟი. რაც შე­ე­ხე­ბა თეთრ ზვი­გენს, ამა­ზე უკვე "შუტ­კე­ბი" და­ი­წე­რა.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თა­დერ­თი ქალი ხარ, ვი­საც ერ­თდრო­უ­ლად, ორი ქმა­რი ჰყავს...

- რა მეთ­ქმის, ასეა... უახ­ლო­ეს "კო­მე­დი შო­უ­ში" ნა­ხავთ, ცის­მა­რი ნი­კო­ლოზს რა დღე­შიც ჩა­აგ­დებს...

- ჩა­წე­რი­სას ალ­ბათ, ბევ­რი სა­ხა­ლი­სო რამ ხდე­ბა, არა?

- ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვი, ვი­თხო­ვე, - დიდი ზო­მის კაბა მო­მი­ტა­ნეთ, მუ­ცელ­ზე რომ შე­მეკ­რას-მეთ­ქი. მო­მი­ტა­ნეს ხუთი ზო­მით დიდი კაბა, რო­მე­ლიც ქინ­ძის­თა­ვით და­ვი­მაგ­რე. შუა გა­და­ღე­ბის დროს, კაბა თურ­მე, ნელ-ნელა ჩამძვრა. ნიკა რა­ღა­ცას კი მა­ნიშ­ნებ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მივ­ხვდი და ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი: რა გინ­და, ნი­კო­ლოზ, თავი და­მა­ნე­ბე-მეთ­ქი. კი­დევ კარ­გი, კაბა შარ­ვალ­ზე მქონ­და გა­დაც­მუ­ლი, თო­რემ ხალ­ხის წი­ნა­შე მო­მეჭ­რე­ბო­და თავი (იცი­ნის)...

- რო­გო­რი დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი გყავს?

- მა­მამ­თი­ლი არ მყავს, დე­დამ­თი­ლი კი ახალ­გაზ­რდა და ძა­ლი­ან კარ­გი ქა­ლია. ჩვენ ერ­თად ვცხოვ­რობთ და ბავ­შვის გაზ­რდა­შიც მეხ­მა­რე­ბა.

- მე­უღ­ლეს შენი სამ­სა­ხუ­რი მოს­წონს?

- მან იცო­და, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი ანუ გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ ცო­ლად მსა­ხი­ო­ბი მოჰ­ყავ­და. ეჭ­ვი­ა­ნი არ არის და მას­ზე არც მე ვეჭ­ვი­ა­ნობ. სხვა­თა შო­რის, გაც­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფერ­ში გა­მოვ­ცა­დე. ქალ­მა უნდა იცო­დეს, მის მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს რო­გო­რი ხა­სი­ა­თი აქვს სიმ­თვრა­ლე­ში, ეჭ­ვი­ა­ნია თუ არა და ა.შ.

- რო­გორ გა­მო­ცა­დე?

- რამ­დენ­ჯერ­მე, როცა ჩემს ოჯახ­ში მო­ვი­და, მა­მა­ჩემ­თან ერ­თად და­ლია. თა­ვი­დან ორი ჭიქა შე­ვა­პა­რე, მერე - მე­სა­მე, მე­ო­თხე, მე­ხუ­თე. მოკ­ლედ, აღ­მოჩ­ნდა, რომ სიმ­თვრა­ლე­შიც კარ­გი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და...

- მოკ­ლედ, აი­ტა­ნა სას­მე­ლი და გა­მოც­დაც ჩა­ა­ბა­რა, არა?

- ჩა­ა­ბა­რა და თა­ნაც, ფრი­ად­ზე... მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე, - ეს კაცი ნამ­დვი­ლად გა­მო­მად­გე­ბა-მეთ­ქი. ზოგი სიმ­თვრა­ლე­ში ძა­ლი­ან "ჭე­დავს" და ამას ვერ ავი­ტან­დი. მას რომ ჰკი­თხო, კარ­გი ცოლი ვარ, რად­გან ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ - სახ­ლის და­ლა­გე­ბას, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას. გურ­მა­ნი ვარ და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი მიყ­ვარს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ გხვდე­ბი­ან?

- და­მი­ნა­ხა­ვენ თუ არა, ცის­მა­რის ფრა­ზებს იმე­ო­რე­ბენ, ხში­რად კი იმა­საც მე­კი­თხე­ბი­ან, - ნი­კო­ლო­ზი სად გყავს, შენი თეთ­რი ზვი­გე­ნი სად არი­სო? - მე სად უნდა მყავ­დეს? მას თა­ვის მე­უღ­ლეს ჰყავს, ჩემ­თან რა უნდა-მეთ­ქი? მერე ვა­სი­კო­ზე მე­კი­თხე­ბი­ან, - შენი შავი ზვი­გე­ნი სად არი­სო? ხალ­ხი ჩემ მი­მართ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს, რის­თვი­საც მათ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ერთხელ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით, როცა ერთი კა­ხე­ლი კაცი მო­ვი­და და ვა­სი­კოს უთხრა: თქვე­ნი მე­უღ­ლე ისე მიყ­ვარს, ისე მიყ­ვარს... იქ­ნებ ჩემ­თან, კა­ხეთ­ში გა­მო­უშ­ვათ, პა­ტი­ვი მინ­და ვცე. ოღონდ გა­მო­უშ­ვით და ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე იყო­სო. ვა­სი­კომ სი­ცი­ლით უპა­სუ­ხა, - თქვენ მარ­ტო დრო მი­თხა­რით, რო­დის გა­მო­ვუშ­ვაო...

- კა­ხეთ­შიც და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ და აბა, შენ იცი, არ გა­ა­ნა­წყე­ნო ჩე­მე­ბუ­რე­ბი...

ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

თათია სულუაშვილი თეთრი და შავი ზვიგენების გარემოცვაში

თათია სულუაშვილი თეთრი და შავი ზვიგენების გარემოცვაში

"კომედი შოუს" მსახიობი თათია სულუაშვილი, იგივე - ცისმარი იმდენად მოუცლელია, რომ მეგობრებისთვისაც არ რჩება დრო, რის გამოც ხშირად საყვედურობენ. ბავშვის გაჩენის შემდეგ ცდილობს, თითოეული თავისუფალი წუთი შვილს დაუთმოს. უყვარს სიურპრიზები, მინდვრის ყვავილები და უბრალო, არაამბიციური ადამიანები.

- არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ პოპულარობამ ამბიციური და ამპარტავანი გამხადა. ისევ ის თათია ვარ, ვინც ვიყავი, უბრალოდ, ახლა ხალხი მცნობს.

- და როგორია ისევ ის თათია?

- ძალიან ჩუმი და წყნარი. არ მიყვარს ამბიციური ადამიანები. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა გოგო პირველად ვცემე. ის ჩემი კლასელი გახლდათ და ჩაგრავდა ბავშვს, რომელსაც ცუდად ეცვა და პუტკუნა იყო.

- ე.ი. შენი ფრაზა - "რა იყო, ბიჭოოო" - შენს ხასიათს შეესაბამება?

- ქალაბიჭა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბიჭებთან უფრო ვმეგობრობდი. ორი დაქალი მყავდა, რომლებსაც ყველა ჩემს საიდუმლოს ვუმხელდი, მაგრამ საერთო ენის გამონახვა საპირისპირო სქესთან უფრო მიადვილდებოდა. შენ წარმოიდგინე, მათთან ერთად ფეხბურთსაც კი ვთამაშობდი... მეგობრების წრეში შეიძლება, "შუტკა" ისე "გამეხსნას", ვერ გავჩერდე და ყველა სიცილით დავხოცო, მაგრამ ზოგჯერ, შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, ხმაც არ ამოვიღო. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები, ვერ ვერთობი დისკოთეკაზე. მირჩევნია, მეგობრებთან ერთად, სახლში გავერთო.

- დასასვენებლად სიონი ამიტომაც შეარჩიე?

- ასე ბავშვის გამო გადავწყვიტეთ; როცა შვილი გყავს, უკვე იმას ფიქრობ, მისთვის რა ჯობს. ქეთა წლის და ოთხი თვისაა და მასთან ერთად დასასვენებლად პირველად ვიყავით... ქეთას ძალიან უყვარს რუსული სიმღერები, კომპიუტერთან ჯდომა და ჭამა. ახლა ბაგაში მივიყვანეთ. იქ ყოველდღე ტირილით ვტოვებ და მეც ტირილით მოვდივარ, რადგან მეცოდება. ბავშვის გაზრდაში მეუღლე მეხმარება და მგონი, ქეთას ჩემზე მეტად, მამა უყვარს, მთელი დღე "მამას" გაიძახის. სხვათა შორის, პირველად "პაპა" თქვა, მერე - "დედა", შემდეგ - "მამა". ჰოდა, ფულადი ჯილდოც კი დაიმსახურა.

- ალბათ პაპისგან, ხომ?

- რა თქმა უნდა და მერე ბებია ჩამოდიოდა ფსონებს: თუ "ბებიას" იტყვის, უფრო მეტ თანხას მივცემო. ხან იქიდან ვჩქმიტე შვილს, ხან აქედან, - "ბებია" თქვი-მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, თქვაA და დანაპირებიც მიიღო (იცინის). მოკლედ, გარკვეული თანხა მოვაგროვეთ და შინ დავბრუნდით.

- რას ერჩი, ჭკვიანი ბავშვი გყოლია.

- ყველაფერი ესმის, მაგრამ ჯერ ცოტას ლაპარაკობს.

- მეუღლეზე რას გვეტყვი?

- ჩემი მეუღლე - ვასიკო შადურიშვილი პროფესიით ეკონომისტია. ის მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. 12 წელი ვენაში ცხოვრობდა და აქ ცოტა ხნით იყო ჩამოსული. უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და კაცს ვენაში წასვლა გადავაფიქრებინე. ასე დარჩა თბილისში, გლდანში...

- ეს რა გიქნია...

- (მაწყვეტინებს) აბა, დავღუპე კაცი! რომ სცოდნოდა, რაც ელოდა, აქ ჩამოვიდოდა? ახლა ვენაში წასვლა რომ გადაწყვიტოს, მეც გავყვები. ალბათ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მეუღლისა და ბავშვის გარეშე ერთ კვირასაც ვერ გავძლებ. ისე კი, ყველაფერს მირჩევნია, ოჯახთან ერთად ჩემს ქვეყანაში, ტკბილად ვიცხოვრო.

- დედობა არაჩვეულებრივი რამ ყოფილაო, - მითხარი. ალბათ კიდევ ბევრ შვილს გააჩენ...

- ქეთა რომ მეყოლა, პირველად ვუთხარი: შენ გენაცვალოს დეიდა-მეთქი ანუ გააზრებული არ მქონდა, რა იყო დედობა. პირადად მე, ორი და და ერთი ძმა მყავს და ვიცი, რა დიდი ბედნიერება და კომფორტია, როცა ჭირსა თუ ლხინში ამდენი და-ძმა გიდგას გვერდით. ყოველთვის მინდოდა, თავადაც ოთხი შვილი მყოლოდა, მაგრამ მას მერე, რაც ქეთო გაჩნდა, გადავიფიქრე - შვილებს გაზრდით როგორ ვერ გავზრდი, მათ ღამეებსაც გავუთენებ, სითბოს არც ერთს არ მოვაკლებ, მაგრამ თურმე ბავშვს უფრო მეტი რამ სჭირდება. ჰოდა, ამიტომაც, ჯერჯერობით მხოლოდ ორი შვილის ყოლა მაქვს გადაწყვეტილი. ყველაფერი ღმერთის ნებაა, ვნახოთ, რა მოხდება.

- ზოგჯერ ემოციების გამოხატვა მიჭირსო, - მითხარი. მეუღლესთან ურთიერთობაშიც თავშეკავებული ხარ?

- მეუღლის მიმართ - არა, უფრო ქეთას მიმართ მიჭირდა გრძნობების გამოხატვა, მაგრამ მერე დედობას შევეჩვიე...

- ვიდრე "კომედი შოუში" დაიწყებდი მუშაობას, რას საქმიანობდი?

- მშობლებს არ უნდოდათ, მსახიობი გამოვსულიყავი და იძულებით ჩამაბარებინეს ეკონომიკურ-ინფორმაციულ ფაკულტეტზე. მათემატიკისგან ძალიან შორს ვიყავი და ვიტანჯებოდი, ლექციებზე არც კი დავდიოდი. გადავწყვიტე, მშობლებისგან მალულად, თეატრალურ უნივერსიტეტშიც მეცადა ბედი. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და როცა ეს ამბავი ჩემებს შევატყობინე, თეატრალურიდან სულ თრევა-თრევით წამომიყვანეს, თან მემუქრებოდნენ: დაიცადე, ჯერ სახლში მიგიყვანოთ, მერე ნახავ რაც მოგივაო!.. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა არ შემიწყვეტია. ახლა მართალია, თეატრში არ ვმუშაობ, მაგრამ ოცნება "კომედი შოუს" წყალობით ავიხდინე - მსახიობი ვარ!.. ბიჭებთან სკოლის პერიოდშივე ვმეგობრობდი. ერთხელაც, ვანო ჯავახიშვილმა დამირეკა და კასტინგზე მისვლა მთხოვა. ჰოდა, მას შემდეგ ერთად ვართ.

- ცისმარი როგორ გახდი?

- ცისმარი და ნიკოლოზი შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთ სკეტჩში, რომელშიც მე ჩემი "შუტკები" მქონდა და ნიკას - თავისი, რატომღაც მომინდა, ნიკას გავარშიყებოდი, მან კი მითხრა: გადი, ქალო, აქედან, ნუ მაწუხებო. ნიკოლოოოზ, - რატომღაც სახელით მივმართე. ჰოდა, ასე დაუგეგმავად გაჩნდა ეს ორი ტიპაჟი. რაც შეეხება თეთრ ზვიგენს, ამაზე უკვე "შუტკები" დაიწერა.

- შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც ერთდროულად, ორი ქმარი ჰყავს...

- რა მეთქმის, ასეა... უახლოეს "კომედი შოუში" ნახავთ, ცისმარი ნიკოლოზს რა დღეშიც ჩააგდებს...

- ჩაწერისას ალბათ, ბევრი სახალისო რამ ხდება, არა?

- ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ვითხოვე, - დიდი ზომის კაბა მომიტანეთ, მუცელზე რომ შემეკრას-მეთქი. მომიტანეს ხუთი ზომით დიდი კაბა, რომელიც ქინძისთავით დავიმაგრე. შუა გადაღების დროს, კაბა თურმე, ნელ-ნელა ჩამძვრა. ნიკა რაღაცას კი მანიშნებდა, მაგრამ ვერაფერს მივხვდი და ვეჩხუბებოდი: რა გინდა, ნიკოლოზ, თავი დამანებე-მეთქი. კიდევ კარგი, კაბა შარვალზე მქონდა გადაცმული, თორემ ხალხის წინაშე მომეჭრებოდა თავი (იცინის)...

- როგორი დედამთილ-მამამთილი გყავს?

- მამამთილი არ მყავს, დედამთილი კი ახალგაზრდა და ძალიან კარგი ქალია. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ბავშვის გაზრდაშიც მეხმარება.

- მეუღლეს შენი სამსახური მოსწონს?

- მან იცოდა, სადაც ვმუშაობდი ანუ გააზრებული ჰქონდა, რომ ცოლად მსახიობი მოჰყავდა. ეჭვიანი არ არის და მასზე არც მე ვეჭვიანობ. სხვათა შორის, გაცნობის პერიოდში ყველაფერში გამოვცადე. ქალმა უნდა იცოდეს, მის მომავალ მეორე ნახევარს როგორი ხასიათი აქვს სიმთვრალეში, ეჭვიანია თუ არა და ა.შ.

- როგორ გამოცადე?

- რამდენჯერმე, როცა ჩემს ოჯახში მოვიდა, მამაჩემთან ერთად დალია. თავიდან ორი ჭიქა შევაპარე, მერე - მესამე, მეოთხე, მეხუთე. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ სიმთვრალეშიც კარგი ხასიათი ჰქონდა...

- მოკლედ, აიტანა სასმელი და გამოცდაც ჩააბარა, არა?

- ჩააბარა და თანაც, ფრიადზე... მაშინ გავიფიქრე, - ეს კაცი ნამდვილად გამომადგება-მეთქი. ზოგი სიმთვრალეში ძალიან "ჭედავს" და ამას ვერ ავიტანდი. მას რომ ჰკითხო, კარგი ცოლი ვარ, რადგან ყველაფერს ვასწრებ - სახლის დალაგებას, სადილების მომზადებას. გურმანი ვარ და სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს.

- საინტერესოა, უცნობი ადამიანები როგორ გხვდებიან?

- დამინახავენ თუ არა, ცისმარის ფრაზებს იმეორებენ, ხშირად კი იმასაც მეკითხებიან, - ნიკოლოზი სად გყავს, შენი თეთრი ზვიგენი სად არისო? - მე სად უნდა მყავდეს? მას თავის მეუღლეს ჰყავს, ჩემთან რა უნდა-მეთქი? მერე ვასიკოზე მეკითხებიან, - შენი შავი ზვიგენი სად არისო? ხალხი ჩემ მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ერთხელ რესტორანში ვიყავით, როცა ერთი კახელი კაცი მოვიდა და ვასიკოს უთხრა: თქვენი მეუღლე ისე მიყვარს, ისე მიყვარს... იქნებ ჩემთან, კახეთში გამოუშვათ, პატივი მინდა ვცე. ოღონდ გამოუშვით და ყველაფერი ჩემზე იყოსო. ვასიკომ სიცილით უპასუხა, - თქვენ მარტო დრო მითხარით, როდის გამოვუშვაო...

- კახეთშიც დაპატიჟებული ყოფილხარ და აბა, შენ იცი, არ გაანაწყენო ჩემებურები...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება