სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე პუშკინის ცხოვრება გადასახლებებში
ალექსანდრე პუშკინის ცხოვრება გადასახლებებში

რუსი პო­ე­ტი და მწე­რა­ლი ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი და ახა­ლი რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ფუ­ძემ­დებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას დიდ რუს პო­ეტს უწო­დე­ბენ, არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი და ფა­სე­უ­ლია მისი პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და მისი მო­თხრო­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­დნენ.

ალექ­სან­დრე პუშ­კი­ნი 1799 წლის 6 ივ­ნისს და­ი­ბა­და მოს­კოვ­ში. მა­მა­მი­სი, გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი აზ­ნა­უ­რი სერ­გეი პუშ­კი­ნი ძვე­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო; დედა - პეტ­რე I აღ­ზრდი­ლის, აბ­რამ ჰა­ნი­ბა­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი.

პუშ­კი­ნი ბავ­შვო­ბი­დან ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და. მა­მა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის დამ­ფა­სე­ბე­ლი იყო, დიდი ბიბ­ლი­ო­თე­კა ჰქონ­და. ბიძა კი პო­ე­ტი იყო. პუშ­კი­ნის ოჯახ­ში იმ დრო­ის მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­დი­ო­და.

1811 წლი­დან ცარ­სკოე სე­ლოს ლი­ცე­უმ­ში და­ი­წყო სწავ­ლა, რა­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლა პუშ­კი­ნის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ლი­ცე­უ­მის მე­გობ­რე­ბი სა­მუ­და­მოდ მის ერ­თგულ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ლი­ცე­უმ­ში­ვე და­ი­წყო ლექ­სე­ბის წერა, პირ­ვე­ლი ლექ­სი 1814 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

1817 წელს პე­ტერ­ბურ­გში გა­და­ვი­და და სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ა­ში და­ი­წყო მსა­ხუ­რი. ელი­ტურ სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­რე­მო­ში, მე­ჯლი­სებს, თე­ატ­რებს სტუმ­რობ­და. 1820 წელს და­ას­რუ­ლა პო­ე­მა "რუს­ლან და ლუდ­მი­ლა" - პირ­ვე­ლი დიდი ნა­წარ­მო­ე­ბი.

მე­ტის­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი ეპიგ­რა­მე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ხელ­ნა­წე­რე­ბად ვრცელ­დე­ბო­და, 1820 წელს სამ­ხრეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. ცხოვ­რობ­და ეკა­ტე­რი­ნოს­ლავ­ში, კი­ში­ნი­ოვ­ში, ოდე­სა­ში. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­საც, რო­მელ­მაც მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში და­წე­რა რო­მან­ტი­კუ­ლი სამ­ხრე­თუ­ლი პო­ე­მე­ბი "კავ­კა­სი­ე­ლი ტყვე", "ძმე­ბი ყა­ჩა­ღე­ბი" და სხვე­ბი. მარ­თა­ლია, კრი­ტი­კამ მისი სტი­ლი "მდა­ბი­უ­რად" მი­იჩ­ნია, მკი­თხვე­ლი აღ­ტა­ცე­ბით შეხ­ვდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი ახა­ლი რუ­სუ­ლი ენის ფუ­ძემ­დებ­ლა­დაც მი­იჩ­ნი­ეს.

1823 წელს და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა რო­მან-პო­ე­მა­ზე "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი". 1824 წელს ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს, მშობ­ლე­ბის მა­მულ­ში - მი­ხა­ი­ლოვ­სკო­ე­ში. იქვე შე­ი­ტყო დე­კაბ­რის­ტე­ბის აჯან­ყე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც პო­ე­ტის ბევ­რი მე­გო­ბა­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. ამ ფაქ­ტმა მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ორ წე­ლი­წად­ში ნი­კო­ლოზ I გა­მო­ი­ძა­ხა მოს­კოვ­ში და მფარ­ვე­ლო­ბა აღუთ­ქვა. თუმ­ცა მე­ფის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მცი­რეხ­ნი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა - 1828 წლი­დან მას მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა მი­უ­ჩი­ნეს, რო­გორც დე­კაბ­რის­ტე­ბის მე­გო­ბარს.

1830 წელს ნა­ტა­ლია გონ­ჩა­რო­ვა­ზე და­ი­ნიშ­ნა, რო­მელ­ზეც ერთ წე­ლი­წად­ში იქორ­წი­ნა. 1837 წლის 8 თე­ბერ­ვალს თა­ვი­სი ცო­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ ოფი­ცერ დან­ტეს­თან დუ­ელ­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა და ორ დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად არც ისე ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბი­სა, პუშ­კინ­მა მდი­და­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­ტო­ვა. მისი პო­ე­მე­ბი, ლექ­სე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი თუ ზღაპ­რე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ალექსანდრე პუშკინის ცხოვრება გადასახლებებში

ალექსანდრე პუშკინის ცხოვრება გადასახლებებში

რუსი პოეტი და მწერალი ალექსანდრე პუშკინი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსად არის აღიარებული და ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდ რუს პოეტს უწოდებენ, არანაკლებ პოპულარული და ფასეულია მისი პროზაული ნაწარმოებები და მისი მოთხრობები, რომლებზეც თაობები გაიზარდნენ.

ალექსანდრე პუშკინი 1799 წლის 6 ივნისს დაიბადა მოსკოვში. მამამისი, გაღარიბებული აზნაური სერგეი პუშკინი ძველი წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - პეტრე I აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.

პუშკინი ბავშვობიდან ლიტერატურულ გარემოში იზრდებოდა. მამამისი ლიტერატურის დამფასებელი იყო, დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ბიძა კი პოეტი იყო. პუშკინის ოჯახში იმ დროის მაღალი საზოგადოება დადიოდა.

1811 წლიდან ცარსკოე სელოს ლიცეუმში დაიწყო სწავლა, რამაც დიდი როლი შეასრულა პუშკინის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ლიცეუმის მეგობრები სამუდამოდ მის ერთგულ მეგობრებად დარჩნენ. ლიცეუმშივე დაიწყო ლექსების წერა, პირველი ლექსი 1814 წელს გამოაქვეყნა.

1817 წელს პეტერბურგში გადავიდა და საგარეო საქმეთა კოლეგიაში დაიწყო მსახური. ელიტურ საზოგადეობაში ტრიალებდა, ლიტერატურულ გარემოში, მეჯლისებს, თეატრებს სტუმრობდა. 1820 წელს დაასრულა პოემა "რუსლან და ლუდმილა" - პირველი დიდი ნაწარმოები.

მეტისმეტად თავისუფალი ეპიგრამებისთვის, რომლებიც ხელნაწერებად ვრცელდებოდა, 1820 წელს სამხრეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა ეკატერინოსლავში, კიშინიოვში, ოდესაში. ამ მოგზაურობების დროს ეწვია საქართველოსაც, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ პერიოდში დაწერა რომანტიკული სამხრეთული პოემები "კავკასიელი ტყვე", "ძმები ყაჩაღები" და სხვები. მართალია, კრიტიკამ მისი სტილი "მდაბიურად" მიიჩნია, მკითხველი აღტაცებით შეხვდა და მოგვიანებით იგი ახალი რუსული ენის ფუძემდებლადაც მიიჩნიეს.

1823 წელს დაიწყო მუშაობა რომან-პოემაზე "ევგენი ონეგინი". 1824 წელს ჩრდილოეთში გადაასახლეს, მშობლების მამულში - მიხაილოვსკოეში. იქვე შეიტყო დეკაბრისტების აჯანყების შესახებ, რომელშიც პოეტის ბევრი მეგობარი მონაწილეობდა და მოგვიანებით ისინი სიკვდილით დასაჯეს. ამ ფაქტმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ორ წელიწადში ნიკოლოზ I გამოიძახა მოსკოვში და მფარველობა აღუთქვა. თუმცა მეფის მიერ მინიჭებული თავისუფლება მცირეხნიანი აღმოჩნდა - 1828 წლიდან მას მუდმივი მეთვალყურეობა მიუჩინეს, როგორც დეკაბრისტების მეგობარს.

1830 წელს ნატალია გონჩაროვაზე დაინიშნა, რომელზეც ერთ წელიწადში იქორწინა. 1837 წლის 8 თებერვალს თავისი ცოლის თაყვანისმცემელ ოფიცერ დანტესთან დუელში სასიკვდილოდ დაიჭრა და ორ დღეში გარდაიცვალა.

მიუხედავად არც ისე ხანგრძლივი ცხოვრებისა, პუშკინმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი პოემები, ლექსები, მოთხრობები თუ ზღაპრები მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს