პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოლკსვაგენ ნილს" - 21-ე საუკუნის სახალხო ელექტრომობილი?
"ფოლკსვაგენ ნილს" - 21-ე საუკუნის სახალხო ელექტრომობილი?

ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით "ფოლკს­ვა­გე­ნი" ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში მო­რიგ რე­ვო­ლუ­ცი­ას ამ­ზა­დებს. ოღონდ, ეს არა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, არა­მედ კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცია იქ­ნე­ბა. ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ავ­ტო­მო­ბილს, რო­მე­ლიც ვოლფსბურ­გე­ლებ­მა ფრან­კფურ­ტის შო­უ­ზე წა­რად­გი­ნეს, სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტის ბიზ­ნეს­ში ნამ­დვი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს.

ეს არის ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი, ალუ­მი­ნის შა­სი­ზე აგე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ალუ­მი­ნის ძა­რით და პო­ლი­კარ­ბო­ნა­ტის შუ­შე­ბით. "ნილს-ის" გა­ბა­რი­ტე­ბია: სიგ­რძე 3.04 მეტ­რი, სი­გა­ნე 1.39 მეტ­რი, სი­მაღ­ლე კი - 1.2 მეტ­რი. ის მხო­ლოდ 460 კი­ლოგ­რამს იწო­ნის.

"ნილ­სი" ელექტრო­მო­ბი­ლია. მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას ის პა­ტა­რა ელექტროძ­რა­ვის­გან ღე­ბუ­ლობს, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 20 ცხე­ნის ძა­ლას და 130 ნი­უ­ტონ­მეტრს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ამას­თან, მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­ძლავ­რე მყი­სი­ე­რად 33.5 ცხე­ნის ძა­ლას აღ­წევს. "ფოლკს­ვა­გე­ნის" გან­ცხა­დე­ბით, "ნილსს" ად­გი­ლი­დან 100 კმ/სთ სიჩ­ქა­რის ასაკ­რე­ფად 11 წამი სჭირდბა, მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე კი 130 კმ/სთ-ს აღ­წევს.

ელექტროძ­რავს ენერ­გი­ით ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი ელე­მენ­ტე­ბის ბლო­კი ამა­რა­გებს, რომ­ლის ტე­ვა­დო­ბაც 5.3 კი­ლო­ვატ­სა­ა­თია. ეს კი საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ ერთი სრუ­ლი და­მუხ­ტვით, ავ­ტო­მო­ბილ­მა 65 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­როს. აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქსე­ლი­დან და­მუხ­ტვის­თვის 2 სა­ა­თია საკ­მა­რი­სი.

"ფოლკს­ვა­გე­ნი" ჯერ არ ამ­ბობს, "ნილ­სის" ან მისი დე­რი­ვა­ტი­ვის წარ­მო­ე­ბას აპი­რებს თუ არა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

"ფოლკსვაგენ ნილს" - 21-ე საუკუნის სახალხო ელექტრომობილი?

"ფოლკსვაგენ ნილს" - 21-ე საუკუნის სახალხო ელექტრომობილი?

ამ ავტომობილით "ფოლკსვაგენი" ავტოინდუსტრიაში მორიგ რევოლუციას ამზადებს. ოღონდ, ეს არა ტექნოლოგიური, არამედ კომერციული რევოლუცია იქნება. ლაპარაკია იმაზე, რომ ავტომობილს, რომელიც ვოლფსბურგელებმა ფრანკფურტის შოუზე წარადგინეს, საქალაქო ტრანსპორტის ბიზნესში ნამდვილი გადატრიალების პოტენციალი აქვს.

ეს არის ძალიან მსუბუქი, ალუმინის შასიზე აგებული ავტომობილი, ალუმინის ძარით და პოლიკარბონატის შუშებით. "ნილს-ის" გაბარიტებია: სიგრძე 3.04 მეტრი, სიგანე 1.39 მეტრი, სიმაღლე კი - 1.2 მეტრი. ის მხოლოდ 460 კილოგრამს იწონის.

"ნილსი" ელექტრომობილია. მამოძრავებელ ძალას ის პატარა ელექტროძრავისგან ღებულობს, რომელიც სულ რაღაც 20 ცხენის ძალას და 130 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიმძლავრე მყისიერად 33.5 ცხენის ძალას აღწევს. "ფოლკსვაგენის" განცხადებით, "ნილსს" ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11 წამი სჭირდბა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს.

ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 5.3 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 65 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვისთვის 2 საათია საკმარისი.

"ფოლკსვაგენი" ჯერ არ ამბობს, "ნილსის" ან მისი დერივატივის წარმოებას აპირებს თუ არა.

იხილეთ ბმული

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)