მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს
ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუ­თა­ი­სის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა "ჰერ­კუ­ლე­სი­დან" და­თხოვ­ნილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ქუ­თა­ი­სი­დან იუ­წყე­ბა. ამ დრო­ის­თვის 100-მდე მე­ტა­ლურ­გი ქარ­ხნის შე­სას­ვლელ­შია შეკ­რე­ბი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­წარ­მო­დან და­თხოვ­ნილ 17 თა­ნამ­შრო­მელს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" შე­ე­ცა­და, და­კავ­ში­რე­ბო­და ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, თუმ­ცა რო­გორც ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა, რო­მან ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჟურ­ნა­ლის­ტი რომ და­უშ­ვან სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან მი­ი­ღოს რა­ი­მე კო­მენ­ტა­რი, სამი დღით ადრე უნდა გა­აფრ­თხი­ლოს ქარ­ხნის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ქუ­თა­ი­სის მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა "ჰერ­კუ­ლეს­ში" 100-მდე მუ­შამ გა­ფიც­ვა გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც ქუ­თა­ი­სი­დან "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ისი­ნი დი­ლის 08.00 სა­ა­თი­დან ქარ­ხნის შე­სას­ვლელ­თან არი­ან შეკ­რე­ბი­ლი და სა­წარ­მოს სხვა მუ­შებ­საც გა­ფიც­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ამ მო­წო­დე­ბას კი, ქარ­ხნის ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ­სა და გა­ფი­ცუ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

გა­ფი­ცულ­თა მო­თხოვ­ნე­ბია: შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და პროფ­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გამო შე­წყდეს ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა; სამ­სა­ხურ­ში აღად­გი­ნონ უკა­ნო­ნოდ და­თხოვ­ნი­ლი 17 თა­ნამ­შრო­მე­ლი; პა­ტი­ვი სცენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და კა­ნო­ნებს, აღი­ა­რონ მშრო­მელ­თა პროფ­კავ­ში­რი და შრო­მის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­გა­ფიც­ვო კო­მი­ტეტ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყონ; და­უბ­რუ­ნონ მშრო­მე­ლებს წარ­თმე­უ­ლი ხელ­ფა­სე­ბი და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მათი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გა­და­ი­ხე­დოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესიდან" დათხოვნილმა თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება. ამ დროისთვის 100-მდე მეტალურგი ქარხნის შესასვლელშია შეკრებილი, რომლებიც საწარმოდან დათხოვნილ 17 თანამშრომელს სოლიდარობას უცხადებენ.

"ინტერპრესნიუსი" შეეცადა, დაკავშირებოდა ქარხნის ხელმძღვანელობას, თუმცა როგორც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომან ლებანიძემ განაცხადა, ჟურნალისტი რომ დაუშვან საწარმოს ტერიტორიაზე ან მიიღოს რაიმე კომენტარი, სამი დღით ადრე უნდა გააფრთხილოს ქარხნის ადმინისტრაცია.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა "ჰერკულესში" 100-მდე მუშამ გაფიცვა გამოაცხადა. როგორც ქუთაისიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი დილის 08.00 საათიდან ქარხნის შესასვლელთან არიან შეკრებილი და საწარმოს სხვა მუშებსაც გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ამ მოწოდებას კი, ქარხნის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და გაფიცულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გაფიცულთა მოთხოვნებია: შრომითი უფლებების დაცვისა და პროფკავშირში გაწევრიანების გამო შეწყდეს ქარხნის თანამშრომლების გათავისუფლება; სამსახურში აღადგინონ უკანონოდ დათხოვნილი 17 თანამშრომელი; პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, აღიარონ მშრომელთა პროფკავშირი და შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე საგაფიცვო კომიტეტთან მოლაპარაკება დაიწყონ; დაუბრუნონ მშრომელებს წართმეული ხელფასები და ბოლო წლების განმავლობაში არსებული ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით მათი შრომის ანაზღაურება გადაიხედოს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"