პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაიტანა 1936 წელს "ენკავედეს" შეფმა განძი ესპანეთიდან - ესპანური ოქროს საოცარი თავგადასავალი რუსეთში
როგორ გაიტანა 1936 წელს "ენკავედეს" შეფმა განძი ესპანეთიდან - ესპანური ოქროს საოცარი თავგადასავალი რუსეთში

კა­ცობ­რი­ო­ბას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი "გა­ტა­ცე­ბა” ჰქო­ნია, მათ შო­რის ერთ-ერთი, რომ­ლის მი­მარ­თაც ინ­ტე­რე­სი დღემ­დე არ ნელ­დე­ბა, ოქ­როა. ადა­მი­ა­ნის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს რა­ო­დე­ნო­ბა რომ ავრწყათ, მისი წონა 166,6 ათას ტო­ნას შე­ად­გენს.

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბი­სათ­ვის ასეც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ: ამ რა­ო­დე­ნო­ბის ოქრო რომ გა­და­ვად­ნოთ და მას კუ­ბის ფორ­მა მივ­ცეთ, კუ­ბის ერთი გვერ­დის სი­მაღ­ლე 20 მეტრს მი­აღ­წევს. დღე­ვან­დე­ლი ფა­სე­ბით მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იქ­ნე­ბო­და.

დღეს ოქ­როს მომ­პო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით ჩი­ნე­თი, აშშ, ავ­სტრა­ლია, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, რუ­სე­თი და კა­ნა­და ლი­დე­რო­ბენ. 2010 წლის მან­ძილ­ზე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ოქრო მო­ი­პო­ვეს - 2652 ტონა. მათ შო­რის ჩი­ნე­თის წილი 344 ტო­ნაა, ავ­სტრა­ლი­ის - 259, აშშ-ის - 234, სამ­ხრეთ აფ­რი­კის - 206, ხოლო რუ­სე­თის - 199 ტონა. ოქ­როს სა­რე­ზერ­ვო მა­რა­გის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ოქ­როს ყვე­ლა­ზე დიდი რე­ზერ­ვი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ცა­ვებ­ში დევს - 8 133 ტონა, შემ­დეგ მო­დი­ან გერ­მა­ნია - 3 401 ტონა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი - 2 814 ტონა, იტა­ლია - 2 451 ტონა, საფ­რან­გე­თი - 2 435 ტონა. რუ­სე­თის წილი კი 836 ტო­ნაა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სა­რე­ზერ­ვო მა­რაგს მეტ­წი­ლად სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­ბა­დო­ებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­რო­თი ავ­სე­ბენ, თუმ­ცა, ის­ტო­რი­ამ ქვე­ყა­ნის ხა­ზი­ნა­ში ოქ­როს მოხ­ვედ­რის სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც შე­მო­ი­ნა­ხა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ორი შემ­თხვე­ვაა და ორი­ვე ეს­პა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა.

კო­ლუმ­ბის მიერ ამე­რი­კის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ეს­პა­ნელ­მა კონ­კის­ტა­დო­რებ­მა ტო­ნო­ბით ოქრო გა­ი­ტა­ნეს ევ­რო­პა­ში, რომ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ეს­პა­ნეთ­ში მოხ­ვდა, ერთი იმ­დე­ნი ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე აწყვია - ამე­რი­კი­დან გა­სუ­ლი გან­ძე­უ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი ხო­მალ­დე­ბის ნა­ხე­ვა­რი თუ აღ­წევ­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ოკე­ა­ნე­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გან­ძე­უ­ლის ძებ­ნას დღე­საც გა­ნაგ­რძო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ოქ­როს­მა­ძი­ებ­ლე­ბი.

მე­ო­რე ის­ტო­რია გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში ეს­პა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს მოხ­და. იმ დროს ეს­პა­ნეთს ოქ­როს მა­რა­გით მე­ო­თხე ად­გი­ლი ეკა­ვა მსოფ­ლი­ო­ში. მის სა­ცა­ვებ­ში 635 ტონა ოქრო ინა­ხე­ბო­და, რაც მა­შინ­დე­ლი 783 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი იყო.

1936 წლის 18 ივ­ლისს ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ეს­პა­ნუ­რი კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა ფრან­კომ ეს­პა­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კუ­რი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აჯან­ყე­ბა წა­მო­ი­წყო. გე­ნე­რალ­მა შეძ­ლო თა­ვი­სი არ­მი­ის ეს­პა­ნეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა და რეს­პუბ­ლი­კელ­თა ძა­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს. ფრან­კოს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს ჰიტ­ლერ­მა და მუ­სო­ლი­ნიმ. რაც შე­ე­ხე­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ლებს, რო­მელ­თა რი­გებ­შიც სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი და კო­მუ­ნის­ტე­ბი სჭარ­ბობ­დნენ, მათ მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ფა­რუ­ლი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის იმე­დი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­დათ. რი­თაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ისარ­გებ­ლა სტა­ლინ­მა და ეს­პა­ნეთ­ში გა­საგ­ზავ­ნი სა­ო­მა­რი ტექ­ნი­კის სა­ნაც­ვლოდ, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ფას­ზე ვე­რა­ნა­ი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტი ვერ შედ­გე­ბო­და, სა­ხელ­მწი­ფოს მთე­ლი ოქ­როს მა­რა­გის მოს­კოვ­ში გა­და­ტა­ნა შეს­თა­ვა­ზა ეს­პა­ნე­ლებს. ასე ვთქვათ - ჩვენ­თან უკე­თე­სად შე­გე­ნა­ხე­ბა­თო. რო­გორც ჩანს, ეს ისე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, რო­მელ­ზეც ფრან­კოს ჯა­რე­ბის მიერ მად­რიდ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი მთავ­რო­ბა უარს ვერ იტყო­და.

გან­ძის ეს­პა­ნე­თი­დან გა­ტა­ნის სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის, ე.წ. "ენ­კა­ვე­დეს” შეფი ეჟო­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ეს­პა­ნუ­რი მხრი­დან საქ­მის კურ­სში მხო­ლოდ ოთხი კაცი იყო - ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი და მთა­ვა­რი ხა­ზი­ნა­და­რი. აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი­სა­გან კარ­ტა­ხე­ნის გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში გა­და­მა­ლუ­ლი ოქ­რო­უ­ლო­ბა, რო­მელ­საც 60 ეს­პა­ნე­ლი მე­ზღვა­უ­რი იცავ­და 7800 ყუთ­ში მო­ა­თავ­სეს, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი 65 კგ-ს იწო­ნი­და. ყუ­თე­ბით 20 სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა დატ­ვირ­თეს. მან­ქა­ნებს ეს­პა­ნურ სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი რუსი ტან­კის­ტე­ბი მარ­თავ­დნენ. კო­ლო­ნას "ენ­კა­ვე­დეს” გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დრე ორ­ლო­ვი მი­უ­ძღო­და, რო­მელ­საც ჯი­ბე­ში ამე­რი­კე­ლი ბან­კი­რის ვინ­მე ბლეკს­ტო­ნის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბი ედო. ძვირ­ფა­სი ტვირ­თი ოთხ საბ­ჭო­თა თბო­მა­ვალ­ზე გა­ნა­თავ­სეს. ორ­ლო­ვის გარ­და ყვე­ლას, ვინც რუ­სე­ბის მხრი­დან ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და, თვით საბ­ჭო­თა ელჩსაც კი ეს­პა­ნეთ­ში, ეგო­ნათ, რომ ყუ­თე­ბი ნი­კე­ლის მად­ნით იყო სავ­სე.

რო­დე­საც დატ­ვირ­თვა დას­რულ­და, ეს­პა­ნე­ლებ­მა ორ­ლოვს ოქ­როს მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბა მო­თხო­ვეს, რა­ზეც მათ უპა­სუ­ხეს, რომ ასე­თი დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბანკს შე­ეძ­ლო მოს­კოვ­ში. სა­მა­გი­ე­როდ ეს­პა­ნე­ლებს შეს­თა­ვა­ზეს მეთ­ვალ­ყუ­რის რან­გში ყო­ველ გემ­ზე თითო კაცი აეყ­ვა­ნათ. გან­ძე­უ­ლო­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ქა­რა­ვა­ნი 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­და კარ­ტა­ხე­ნი­დან და 2 ნო­ემ­ბერს ოდე­სის პორ­ტში მშვი­დო­ბით შე­ვი­და. იქი­დან ყი­რი­მის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ხალ­ხო კო­მის­რი­სა და შავი ზღვის ფლო­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის გე­ნე­რალ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით მოს­კოვ­ში ჩა­ი­ტა­ნეს.

მოს­კოვ­ში ჩა­ტა­ნი­ლი ოქ­როს ფა­სად ეს­პა­ნელ­მა რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ფრან­კოს მარ­წუ­ხებს და­უსხლტნენ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ნა­ხეს თავ­შე­სა­ფა­რი, თუმ­ცა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზის გამო მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ საბ­ჭო­თა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე.

სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა ალექ­სან­დრე ორ­ლო­ვის ცხოვ­რე­ბაც. "ენ­კა­ვე­დეს” გე­ნე­რა­ლი 1938 წელს აშშ-ში გა­იქ­ცა და თან ბარ­სე­ლო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა რე­ზი­დენ­ტუ­რის სე­ი­ფი­დან აღე­ბუ­ლი 60 000 დო­ლა­რი გა­ი­ყო­ლა.

და­ვით შა­ლი­კაშ­ვი­ლი

როგორ გაიტანა 1936 წელს "ენკავედეს" შეფმა განძი ესპანეთიდან - ესპანური ოქროს საოცარი თავგადასავალი რუსეთში

როგორ გაიტანა 1936 წელს "ენკავედეს" შეფმა განძი ესპანეთიდან - ესპანური ოქროს საოცარი თავგადასავალი რუსეთში

კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე უამრავი "გატაცება” ჰქონია, მათ შორის ერთ-ერთი, რომლის მიმართაც ინტერესი დღემდე არ ნელდება, ოქროა. ადამიანის მიერ მოპოვებული ოქროს რაოდენობა რომ ავრწყათ, მისი წონა 166,6 ათას ტონას შეადგენს.

თვალსაჩინოებისათვის ასეც შეიძლება წარმოვიდგინოთ: ამ რაოდენობის ოქრო რომ გადავადნოთ და მას კუბის ფორმა მივცეთ, კუბის ერთი გვერდის სიმაღლე 20 მეტრს მიაღწევს. დღევანდელი ფასებით მისი ღირებულება 7 ტრილიონი დოლარი იქნებოდა.

დღეს ოქროს მომპოვების თვალსაზრისით ჩინეთი, აშშ, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი და კანადა ლიდერობენ. 2010 წლის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი რაოდენობის ოქრო მოიპოვეს - 2652 ტონა. მათ შორის ჩინეთის წილი 344 ტონაა, ავსტრალიის - 259, აშშ-ის - 234, სამხრეთ აფრიკის - 206, ხოლო რუსეთის - 199 ტონა. ოქროს სარეზერვო მარაგის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ხუთეულის სია ასე გამოიყურება: ოქროს ყველაზე დიდი რეზერვი შეერთებული შტატების საცავებში დევს - 8 133 ტონა, შემდეგ მოდიან გერმანია - 3 401 ტონა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 2 814 ტონა, იტალია - 2 451 ტონა, საფრანგეთი - 2 435 ტონა. რუსეთის წილი კი 836 ტონაა.

როგორც ცნობილია სახელმწიფოები სარეზერვო მარაგს მეტწილად საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საბადოებში მოპოვებული ოქროთი ავსებენ, თუმცა, ისტორიამ ქვეყანის ხაზინაში ოქროს მოხვედრის სხვა შემთხვევებიც შემოინახა. მათ შორის ყველაზე ცნობილი ორი შემთხვევაა და ორივე ესპანეთს უკავშირდება.

კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ესპანელმა კონკისტადორებმა ტონობით ოქრო გაიტანეს ევროპაში, რომლის უმეტესი ნაწილი ესპანეთში მოხვდა, ერთი იმდენი ატლანტის ოკეანის ფსკერზე აწყვია - ამერიკიდან გასული განძეულით დატვირთული ხომალდების ნახევარი თუ აღწევდა დანიშნულების ადგილს. საუკუნეების წინ ოკეანეში გაუჩინარებული განძეულის ძებნას დღესაც განაგრძობენ თანამედროვე ოქროსმაძიებლები.

მეორე ისტორია გასული საუკუნის 30-იან წლებში ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს მოხდა. იმ დროს ესპანეთს ოქროს მარაგით მეოთხე ადგილი ეკავა მსოფლიოში. მის საცავებში 635 ტონა ოქრო ინახებოდა, რაც მაშინდელი 783 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო.

1936 წლის 18 ივლისს ჩრდილოეთ აფრიკაში დისლოცირებული ესპანური კოლონიალური არმიის გენერალმა ფრანკომ ესპანეთის რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. გენერალმა შეძლო თავისი არმიის ესპანეთში გადაყვანა და რესპუბლიკელთა ძალების შევიწროება. ევროპის ქვეყნებმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს. ფრანკოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ჰიტლერმა და მუსოლინიმ. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, რომელთა რიგებშიც სოციალისტები და კომუნისტები სჭარბობდნენ, მათ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ფარული, არაოფიციალური დახმარების იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ. რითაც არაჩვეულებრივად ისარგებლა სტალინმა და ესპანეთში გასაგზავნი საომარი ტექნიკის სანაცვლოდ, რომელთა რაოდენობასა და ფასზე ვერანაირი საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი ვერ შედგებოდა, სახელმწიფოს მთელი ოქროს მარაგის მოსკოვში გადატანა შესთავაზა ესპანელებს. ასე ვთქვათ - ჩვენთან უკეთესად შეგენახებათო. როგორც ჩანს, ეს ისეთი შეთავაზება იყო, რომელზეც ფრანკოს ჯარების მიერ მადრიდში გამომწყვდეული რესპუბლიკური მთავრობა უარს ვერ იტყოდა.

განძის ესპანეთიდან გატანის საიდუმლო ოპერაციას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ე.წ. "ენკავედეს” შეფი ეჟოვი ხელმძღვანელობდა. ესპანური მხრიდან საქმის კურსში მხოლოდ ოთხი კაცი იყო - ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და მთავარი ხაზინადარი. აჯანყებულებისაგან კარტახენის გამოქვაბულებში გადამალული ოქროულობა, რომელსაც 60 ესპანელი მეზღვაური იცავდა 7800 ყუთში მოათავსეს, თითოეული მათგანი 65 კგ-ს იწონიდა. ყუთებით 20 სატვირთო მანქანა დატვირთეს. მანქანებს ესპანურ სამხედრო ფორმაში გადაცმული რუსი ტანკისტები მართავდნენ. კოლონას "ენკავედეს” გენერალი ალექსანდრე ორლოვი მიუძღოდა, რომელსაც ჯიბეში ამერიკელი ბანკირის ვინმე ბლეკსტონის სახელზე გაფორმებული ყალბი საბუთები ედო. ძვირფასი ტვირთი ოთხ საბჭოთა თბომავალზე განათავსეს. ორლოვის გარდა ყველას, ვინც რუსების მხრიდან ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა, თვით საბჭოთა ელჩსაც კი ესპანეთში, ეგონათ, რომ ყუთები ნიკელის მადნით იყო სავსე.

როდესაც დატვირთვა დასრულდა, ესპანელებმა ორლოვს ოქროს მიღების შესახებ დოკუმენტის გაფორმება მოთხოვეს, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ასეთი დოკუმენტის გაცემა მხოლოდ სახელმწიფო ბანკს შეეძლო მოსკოვში. სამაგიეროდ ესპანელებს შესთავაზეს მეთვალყურის რანგში ყოველ გემზე თითო კაცი აეყვანათ. განძეულობით დატვირთული ქარავანი 26 ოქტომბერს გავიდა კარტახენიდან და 2 ნოემბერს ოდესის პორტში მშვიდობით შევიდა. იქიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო კომისრისა და შავი ზღვის ფლოტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსის გენერალ ლორთქიფანიძის ზედამხედველობით მოსკოვში ჩაიტანეს.

მოსკოვში ჩატანილი ოქროს ფასად ესპანელმა რესპუბლიკელებმა, რომლებიც ფრანკოს მარწუხებს დაუსხლტნენ, საბჭოთა კავშირში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო მათმა უმრავლესობამ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში დაასრულა სიცოცხლე.

საინტერესოდ წარიმართა ალექსანდრე ორლოვის ცხოვრებაც. "ენკავედეს” გენერალი 1938 წელს აშშ-ში გაიქცა და თან ბარსელონაში არსებული საბჭოთა რეზიდენტურის სეიფიდან აღებული 60 000 დოლარი გაიყოლა.

დავით შალიკაშვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ