გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მხარი დაუჭირა სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეას, რომელიც ისრაელთან მშვიდობიანად იარსებებს. "ის მრავალი წლის წინ უნდა შექმნილიყო", - განაცხადა პან გი მუნმა ავტრალიის ქალაქ კანბერაში პრესკონფერენციაზე.
ამასთან, გაერო-ს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.
"გეგმა, რომელიც ორი სახელმწიფოს - ისრაელისა და პალესტინის დამოუკიდებლად და მშვიდობიან თანაარსებობას ითვალისწინებს, ჯერ ისევ აქტუალურია და მე მას მხარს ვუჭერ", - აღნიშნა პან გი მუნმა.
როგორც მოსალოდნელია, სექტემბრის ბოლოს პალესტინელები გაერო-ში მათი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს დააყენებენ.
მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით.