Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლის სავანე" - კუნძული სოკორტა, რომელიც მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს
"მადლის სავანე" - კუნძული სოკორტა, რომელიც მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს

ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში, იე­მე­ნის რეს­პუბ­ლი­კას­თან მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლი სო­კოტ­რა, რომ­ლის სიგ­რძე 120 კმ-ია, სი­გა­ნე 40 კმ, და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი წლის წინ მოს­წყდა აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტს. მი­ლი­ო­ნო­ბით წლით იზო­ლი­რე­ბის გამო ღრმა მა­რადმწვა­ნე ხე­ო­ბე­ბით და­სე­რი­ლი გა­უ­დაბ­ნო­ე­ბუ­ლი ფერ­დო­ბე­ბი სა­ო­ცა­რი რე­ლიქ­ტუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, სო­კოტ­რა უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მსოფ­ლი­ოს საკ­მევ­ლით ამა­რა­გებს.

ერთი ვერ­სი­ით, სო­კოტ­რა სანსკრიტ­ზე "მად­ლის სა­ვა­ნეს" ნიშ­ნავს. კუნ­ძუ­ლი ძველ­თა­გან­ვე ამა­რა­გებ­და სამ­ყა­როს საკ­მევ­ლი­თა და მუ­რის სურ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­სით - კუნ­ძუ­ლი ძვე­ლი სა­ზღვაო გზე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც სპარ­სე­თის ყუ­რი­სა და ინ­დო­ე­თის ნავ­სად­გუ­რებს აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კას­თან აკავ­ში­რებ­და. გარ­და ამი­სა, მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნე სწო­რედ აქე­დან გაჰ­ქონ­დათ "დრა­კო­ნის სის­ხლი" - აქა­უ­რი ენ­დე­მუ­რი ე.წ. დრა­კო­ნის ხის კაშ­კა­შა წი­თე­ლი ფისი (შე­ი­ცავს მდგრად წი­თელ პიგმენ­ტებს და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­გან მზად­დე­ბო­და სამ­ხატ­ვრო სა­ღე­ბა­ვე­ბი თუ ფე­რა­დი ლაქი, ასე­ვე მრა­ვალ­ნა­ი­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი). ამი­ტომ კუნ­ძუ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბის მე­ო­რე ვერ­სი­ით, ის არა­ბუ­ლად "დრა­კო­ნის სის­ხლის ბაზ­რო­ბა­საც" ნიშ­ნავს...

1880 წლის და­სა­წყის­ში სო­კოტ­რას პრო­ფე­სორ ისა­აკ ბალ­ფო­უ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ბრი­ტა­ნელ მკვლე­ვარ­თა პირ­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცია ეწ­ვია. ბო­ტა­ნი­კუ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­სა­ო­ცა­რი აღ­მოჩ­ნდა - 48 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­კოტ­რა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი 200-ზე მეტი მცე­ნა­რე აღ­მო­ა­ჩი­ნეს! მას შემ­დეგ კუნ­ძულს "ბო­ტა­ნი­კურ სა­მო­თხე­საც" უწო­დე­ბენ. სულ სო­კოტ­რა­ზე 850 სა­ხის მცე­ნა­რე ხა­რობს, მათ­გან ენ­დე­მუ­რი 270-ია. ის­ტო­რი­უ­ლად მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის დო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში კუნ­ძუ­ლი არას­დროს დატ­ბო­რი­ლა და მისი მცე­ნა­რე­უ­ლო­ბა სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ფლო­რაა, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­კებ­ზე აღარ არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბი მათ რე­ლიქ­ტურ, ანუ პა­ლე­ო­ენ­დე­მურ მცე­ნა­რე­ებს უწო­დე­ბენ.

სო­კოტ­რის პა­ლე­ო­ენ­დე­მუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი დრა­კო­ნის ხე, ანუ დრა­ცე­ნაა (Dracena drako), რო­მე­ლიც 20 მლნ წლის წინ დე­და­მი­წის ვრცელ არე­ებს ფა­რავ­და, ამ­ჟა­მად კი სო­კოტ­რის მთებ­ზე ზღვის დო­ნი­დან 300 მ და მეტ სი­მაღ­ლე­ზე იზ­რდე­ბა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კუნ­ძულ­ზე ძვე­ლად სის­ხლის­მსმე­ლი დრა­კო­ნი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც სპი­ლო­ებს ეს­ხმო­და თავს.

ერთხელ, ბე­ბე­რი ძლი­ე­რი სპი­ლო დრა­კონს და­ე­ცა, გა­ჭყლი­ტა და მათი სის­ხლი შე­ე­რია ერ­თმა­ნეთს - ამ სის­ხლი­დან გა­ი­ზარ­და ხე­ე­ბი, რო­მელ­თაც დრა­ცე­ნა უწო­დეს (ბერ­ძნუ­ლად Dracaina "ძუ დრა­კონს" ნიშ­ნავს). ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დრა­კო­ნის ხე­ებს თვა­ლის­ჩი­ნი­ვით უფრთხილ­დე­ბა და სხვას არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, მო­ი­პო­ვოს "დრა­კო­ნის" სის­ხლი.

სო­კოტ­რის უამ­რავ ეგ­ზო­ტი­კურ მცე­ნა­რეს შო­რის არის ერთი თით­ქოს არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი მუ­სო­ნე­ბის­გან მთე­ბით და­ცულ მა­რადმწვა­ნე ხე­ო­ბებ­ში იზ­რდე­ბა. ეს არის საკ­მევ­ლის ხე, ანუ ბოს­ვე­ლია (Boswellia sakra), რო­მელ­მაც კუნ­ძულს მთელ ძველ სამ­ყა­რო­ში ფარ­თოდ გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი - ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტი­სა და ბა­ბი­ლო­ნის ქუ­რუ­მე­ბი მისი ფი­სის­გან გუნ­დრუკს ამ­ზა­დებ­დნენ, ძველ რომ­ში კი სო­კოტ­რის საკ­მევ­ლის ფისი ოქ­რო­ზე ძვი­რად ფა­სობ­და.

ამ ხე­ო­ბე­ბის აბო­რი­გე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ძველ ენა­ზე ლა­პა­რა­კობს, არა­ბუ­ლი არ იცის და რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ქრის­ტი­ა­ნულ და არაქ­რის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­როს საკ­მევ­ლით კვლავ ამა­რა­გებს... აქვე იზ­რდე­ბა ძვე­ლი სამ­ყა­როს­თვის ასე­ვე კარ­გად ცნო­ბი­ლი სურ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­სის - მუ­რის ხის, ანუ კო­მი­ფო­რას 3-4 სა­ხე­ო­ბა. მური ადრე მიც­ვა­ლე­ბულ­თა ტრა­დი­ცი­ულ სურ­ნე­ლო­ვან სა­ცხე­ბად და ასე­ვე მი­რო­ნის ხარ­შვი­სას იხ­მა­რე­ბო­და (ამ­ჟა­მად, მი­რო­ნის ხარ­შვი­სას სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად საკ­მევ­ლის ფისი იხ­მა­რე­ბა).

კუნ­ძულ­ზე უამ­რა­ვი უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რეა. მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა ტე­ნი­ან ტრო­პი­კულ ტყე­ებ­ში იზ­რდე­ბა, ხოლო უდა­ბურ ად­გი­ლებ­ში მრავ­ლა­დაა ე.წ. სუ­კუ­ლენ­ტი, ანუ ხორ­ცი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წყალს მსხვილ ღე­რო­ებ­ში აგ­რო­ვე­ბენ. ამის მა­გა­ლი­თია "მსუ­ქა­ნი ადე­ნი­უ­მის", ანუ "უდაბ­ნოს ვარ­დის" ბოთ­ლი­სებ­რი ღერო, რომ­ლის დი­ა­მეტ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 2 მ-ია, მა­შინ, როცა სი­მაღ­ლე 3,5 მ-ს არ აღე­მა­ტე­ბა. ყვა­ვი­ლო­ბის დროს "უდაბ­ნოს ვარ­დის" ღერო და მისი უც­ნა­უ­რი კო­ტი­ტა ტო­ტე­ბი ნაზი მო­წი­თა­ლო ყვა­ვი­ლე­ბით იფა­რე­ბა...

ასე­ვე უც­ნა­უ­რი ფორ­მი­საა კვა­ხი­სებრთა ოჯა­ხის ხე ბი­ლიმ­ბი (Averrhoa bilimbi), რო­მელ­საც სო­კოტ­რა­ზე "კიტ­რის ხეს" უწო­დე­ბენ. 5-7 მ სი­მაღ­ლის ხე. ნა­ყოფს პირ­და­პირ ღე­რო­ზე ის­ხამს - 10 სმ სიგ­რძის "კიტ­რე­ბი" მას­ზე მტევ­ნე­ბა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ნა­ყო­ფი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კუ­ლი­ნა­რი­ა­სა და მე­დი­ცი­ნა­ში.

ცხა­დია, აქა­უ­რი ფლო­რის მი­ახ­ლო­ე­ბი­თი აღ­წე­რაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ რად­გან კუნ­ძულ­ზე არას­დროს ცხოვ­რობ­დნენ მსხვილ­ფე­ხა ბა­ლა­ხისმჭა­მე­ლე­ბი, აქა­უ­რი ბუჩ­ქე­ბიც და ბა­ლა­ხე­ბიც თა­ვის და­სა­ცა­ვად არ შე­ი­ცა­ვენ შხა­მი­ან ნივ­თი­ე­რე­ბებს და არა აქვთ ეკ­ლე­ბი. ვი­რე­ბი, თხე­ბი და აქ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­იყ­ვა­ნეს. სო­კოტ­რის ფა­უ­ნა­შიც ასე­ვე ბევ­რი ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბაა. კუნ­ძუ­ლის სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი იზო­ლა­ცი­ის გამო მწე­რე­ბი­სა და რეპ­ტი­ლი­ე­ბის 90% მხო­ლოდ აქ გვხვდე­ბა. სო­კოტ­რა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე მცი­რე ზო­მის ძუ­ძუმ­წო­ვა­რი ცხო­ვე­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 1967 წლი­დან, როცა იე­მენ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, სო­კოტ­რა­ზე "მოძ­მე" საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბაზა გან­ლაგ­და, რის გა­მოც სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის მიერ მისი კვლე­ვა შე­წყდა. სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ 1982 წლი­დან გა­ნახ­ლდა და მეც­ნი­ე­რე­ბი დღე­საც პო­უ­ლო­ბენ ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის ახალ ენ­დე­მურ სა­ხე­ო­ბებს. ბი­ო­ლო­გე­ბი სო­კოტ­რის გარ­შე­მო ზღვი­სა და კუნ­ძულ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი 7 კმ-იანი მღვი­მის გა­მოკ­ვლე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ დიდი ხა­ნია კარ­გად გა­ი­თა­ვი­სა, რომ მათი კე­თილ­დღე­ო­ბა მშობ­ლი­უ­რი ბუ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნეა სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლია ხე­ე­ბი­სა და ბუჩ­ქე­ბის გა­ჩე­ხა, სა­ქო­ნელ­საც კი სა­ძო­ვარს სის­ტე­მა­ტუ­რად უც­ვლი­ან ნი­ა­და­გის გა­მო­ფიტ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. აკ­რძალ­ვე­ბი, რო­მელ­საც ტო­მე­ბის ბე­ლა­დე­ბი მკაც­რად იცავ­დნენ, ფოლკ­ლორ­შიც კი აი­სა­ხა - ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი სწო­რედ იმის გა­რან­ტი­აა, რომ "მად­ლის სა­ვა­ნე" მად­ლის და­კარ­გვას არ აპი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მადლის სავანე" - კუნძული სოკორტა, რომელიც მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს

"მადლის სავანე" - კუნძული სოკორტა, რომელიც მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს

ინდოეთის ოკეანეში, იემენის რესპუბლიკასთან მდებარე კუნძული სოკოტრა, რომლის სიგრძე 120 კმ-ია, სიგანე 40 კმ, დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ მოსწყდა აფრიკის კონტინენტს. მილიონობით წლით იზოლირების გამო ღრმა მარადმწვანე ხეობებით დასერილი გაუდაბნოებული ფერდობები საოცარი რელიქტური მცენარეებითაა დაფარული. რაც მთავარია, სოკოტრა უძველესი დროიდან მსოფლიოს საკმევლით ამარაგებს.

ერთი ვერსიით, სოკოტრა სანსკრიტზე "მადლის სავანეს" ნიშნავს. კუნძული ძველთაგანვე ამარაგებდა სამყაროს საკმევლითა და მურის სურნელოვანი ფისით - კუნძული ძველი საზღვაო გზების გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ნავსადგურებს აღმოსავლეთ აფრიკასთან აკავშირებდა. გარდა ამისა, მრავალი საუკუნე სწორედ აქედან გაჰქონდათ "დრაკონის სისხლი" - აქაური ენდემური ე.წ. დრაკონის ხის კაშკაშა წითელი ფისი (შეიცავს მდგრად წითელ პიგმენტებს და საუკუნეების განმავლობაში მისგან მზადდებოდა სამხატვრო საღებავები თუ ფერადი ლაქი, ასევე მრავალნაირი სამკურნალო საშუალებები). ამიტომ კუნძულის სახელწოდების მეორე ვერსიით, ის არაბულად "დრაკონის სისხლის ბაზრობასაც" ნიშნავს...

1880 წლის დასაწყისში სოკოტრას პროფესორ ისააკ ბალფოურის ხელმძღვანელობით ბრიტანელ მკვლევართა პირველი ექსპედიცია ეწვია. ბოტანიკური კვლევის შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა - 48 დღის განმავლობაში სოკოტრაზე მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი 200-ზე მეტი მცენარე აღმოაჩინეს! მას შემდეგ კუნძულს "ბოტანიკურ სამოთხესაც" უწოდებენ. სულ სოკოტრაზე 850 სახის მცენარე ხარობს, მათგან ენდემური 270-ია. ისტორიულად მსოფლიო ოკეანის დონის ცვლილებების პერიოდში კუნძული არასდროს დატბორილა და მისი მცენარეულობა სასწაულით გადარჩენილი უძველესი ფლორაა, რომელიც მატერიკებზე აღარ არსებობს. მეცნიერები მათ რელიქტურ, ანუ პალეოენდემურ მცენარეებს უწოდებენ.

სოკოტრის პალეოენდემური მცენარეებიდან ყველაზე ცნობილი დრაკონის ხე, ანუ დრაცენაა (Dracena drako), რომელიც 20 მლნ წლის წინ დედამიწის ვრცელ არეებს ფარავდა, ამჟამად კი სოკოტრის მთებზე ზღვის დონიდან 300 მ და მეტ სიმაღლეზე იზრდება. ლეგენდის თანახმად, კუნძულზე ძველად სისხლისმსმელი დრაკონი ცხოვრობდა, რომელიც სპილოებს ესხმოდა თავს.

ერთხელ, ბებერი ძლიერი სპილო დრაკონს დაეცა, გაჭყლიტა და მათი სისხლი შეერია ერთმანეთს - ამ სისხლიდან გაიზარდა ხეები, რომელთაც დრაცენა უწოდეს (ბერძნულად Dracaina "ძუ დრაკონს" ნიშნავს). ადგილობრივი მოსახლეობა დრაკონის ხეებს თვალისჩინივით უფრთხილდება და სხვას არავის აქვს უფლება, მოიპოვოს "დრაკონის" სისხლი.

სოკოტრის უამრავ ეგზოტიკურ მცენარეს შორის არის ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული მცენარე, რომელიც ზაფხულის ცხელი მუსონებისგან მთებით დაცულ მარადმწვანე ხეობებში იზრდება. ეს არის საკმევლის ხე, ანუ ბოსველია (Boswellia sakra), რომელმაც კუნძულს მთელ ძველ სამყაროში ფართოდ გაუთქვა სახელი - ძველი ეგვიპტისა და ბაბილონის ქურუმები მისი ფისისგან გუნდრუკს ამზადებდნენ, ძველ რომში კი სოკოტრის საკმევლის ფისი ოქროზე ძვირად ფასობდა.

ამ ხეობების აბორიგენი მოსახლეობა ძველ ენაზე ლაპარაკობს, არაბული არ იცის და როგორც საუკუნეების წინ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ სამყაროს საკმევლით კვლავ ამარაგებს... აქვე იზრდება ძველი სამყაროსთვის ასევე კარგად ცნობილი სურნელოვანი ფისის - მურის ხის, ანუ კომიფორას 3-4 სახეობა. მური ადრე მიცვალებულთა ტრადიციულ სურნელოვან საცხებად და ასევე მირონის ხარშვისას იხმარებოდა (ამჟამად, მირონის ხარშვისას სხვა კომპონენტებთან ერთად საკმევლის ფისი იხმარება).

კუნძულზე უამრავი უცნაური მცენარეა. მათგან უმრავლესობა ტენიან ტროპიკულ ტყეებში იზრდება, ხოლო უდაბურ ადგილებში მრავლადაა ე.წ. სუკულენტი, ანუ ხორციანი მცენარეები, რომლებიც წყალს მსხვილ ღეროებში აგროვებენ. ამის მაგალითია "მსუქანი ადენიუმის", ანუ "უდაბნოს ვარდის" ბოთლისებრი ღერო, რომლის დიამეტრი დაახლოებით 2 მ-ია, მაშინ, როცა სიმაღლე 3,5 მ-ს არ აღემატება. ყვავილობის დროს "უდაბნოს ვარდის" ღერო და მისი უცნაური კოტიტა ტოტები ნაზი მოწითალო ყვავილებით იფარება...

ასევე უცნაური ფორმისაა კვახისებრთა ოჯახის ხე ბილიმბი (Averrhoa bilimbi), რომელსაც სოკოტრაზე "კიტრის ხეს" უწოდებენ. 5-7 მ სიმაღლის ხე. ნაყოფს პირდაპირ ღეროზე ისხამს - 10 სმ სიგრძის "კიტრები" მასზე მტევნებადაა განლაგებული. ნაყოფი ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში.

ცხადია, აქაური ფლორის მიახლოებითი აღწერაც კი შეუძლებელია. საინტერესოა ისიც, რომ რადგან კუნძულზე არასდროს ცხოვრობდნენ მსხვილფეხა ბალახისმჭამელები, აქაური ბუჩქებიც და ბალახებიც თავის დასაცავად არ შეიცავენ შხამიან ნივთიერებებს და არა აქვთ ეკლები. ვირები, თხები და აქლემები მხოლოდ მოგვიანებით შემოიყვანეს. სოკოტრის ფაუნაშიც ასევე ბევრი ენდემური სახეობაა. კუნძულის საუკუნეობრივი იზოლაციის გამო მწერებისა და რეპტილიების 90% მხოლოდ აქ გვხვდება. სოკოტრაზე სულ რამდენიმე მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველია.

საინტერესოა, რომ 1967 წლიდან, როცა იემენმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, სოკოტრაზე "მოძმე" საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ბაზა განლაგდა, რის გამოც სამეცნიერო ექსპედიციების მიერ მისი კვლევა შეწყდა. სამეცნიერო მუშაობა მხოლოდ 1982 წლიდან განახლდა და მეცნიერები დღესაც პოულობენ ფლორისა და ფაუნის ახალ ენდემურ სახეობებს. ბიოლოგები სოკოტრის გარშემო ზღვისა და კუნძულზე აღმოჩენილი 7 კმ-იანი მღვიმის გამოკვლევისთვის ემზადებიან.

საბედნიეროდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი ხანია კარგად გაითავისა, რომ მათი კეთილდღეობა მშობლიური ბუნების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. მრავალი საუკუნეა სასტიკად აკრძალულია ხეებისა და ბუჩქების გაჩეხა, საქონელსაც კი საძოვარს სისტემატურად უცვლიან ნიადაგის გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. აკრძალვები, რომელსაც ტომების ბელადები მკაცრად იცავდნენ, ფოლკლორშიც კი აისახა - ასეთი დამოკიდებულება კი სწორედ იმის გარანტიაა, რომ "მადლის სავანე" მადლის დაკარგვას არ აპირებს.

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"