საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აპირებს რობერტ სტურუასთვის ბრძოლას რუსთაველის თეატრის დასი
როგორ აპირებს რობერტ სტურუასთვის ბრძოლას რუსთაველის თეატრის დასი

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის და­სის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი აქ­ცია, პი­რო­ბი­თი სა­ხელ­წო­დე­ბით "პა­ე­მა­ნი რუს­თა­ველ­ზე", 31 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს თე­ატ­რის შე­ნო­ბის წინ გა­ი­მარ­თა. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ამ დღეს მათ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მსა­ხი­ო­ბებს რე­ჟი­სო­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი ეც­ვათ, ზურ­გზე კი რო­ბერტ სტუ­რუ­ას სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა იყო და­ტა­ნი­ლი, რო­მელ­საც კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი ნი­კო­ლოზ რუ­რუა აწერს ხელს. კედ­ლებ­ზე გაკ­რუ­ლი იყო რე­ჟი­სო­რის ფო­ტო­ე­ბი წარ­წე­რით "მომხსნეს", ერ­თგან გა­კე­თე­ბუ­ლი იყო იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის სა­თა­უ­რე­ბის კო­ლა­ჟი, რო­მე­ლიც მან დად­გა: "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "ხა­ნუ­მა", "სტიქ­სი", "მაკ­ბე­ტი", "მერე რა, რომ სვე­ლია, სვე­ლი ია­სა­მა­ნი", "ჰამ­ლე­ტი" "შო­ბის მე­თორ­მე­ტე ღამე", "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" და სხვა. იქვე "იჯდა" თავ­დახ­რი­ლი თო­ჯი­ნაც - კე­პით, ველ­ვე­ტის ქურ­თუ­კი­თა და ჯინ­სის შარ­ვლით შე­მო­სი­ლი...

თე­ატ­რის შე­ნო­ბას­თან რამ­დე­ნი­მე დაფა იდგა და თი­თო­ე­ულ­ზე ეწე­რა: "შეც­დო­მაა, რო­ბერტ სტუ­რუა აღარ არის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, სწო­რია: რო­ბერტ სტუ­რუა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია!" ვინც ამ პო­ზი­ცი­ას ეთან­ხმე­ბო­და, მათ თა­ვი­ან­თი თან­ხმო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა ხელ­მო­წე­რე­ბით შე­ეძ­ლოთ. თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­ზო­გა­დო­ე­ბას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა ლელა ალი­ბე­გაშ­ვილ­მა მი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვეს რეზო ამა­შუ­კელ­მა, გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა, რეზო ესა­ძემ, იური მე­ჩი­თოვ­მა, ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ და სხვებ­მა. იქვე დიმა ჯა­ი­ან­მა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მი­მარ­თვა წა­ი­კი­თხა: "რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს, მთელ მის დასს, რო­ბერტ სტუ­რუ­ას, გე­ნი­ოსს, მხარ­ში უდ­გას მამა და­ვი­თი, ქარ­თვე­ლე­ბო, ფხიზ­ლად! ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი". დიმა ჯა­ი­ანს და­უ­კავ­შირ­დნენ გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გია ბურ­ჯა­ნა­ძე, მე­დეა კუ­ჭუ­ხი­ძე, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დასს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დეს.

როცა გა­მომ­სვლე­ლე­ბი თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას ტრი­ბუ­ნი­დან ახ­მო­ვა­ნებ­დნენ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის წინ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბამ რამ­დე­ნი­მე წუ­თით გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. თე­ატ­რა­ლებ­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, შეკ­რე­ბილ­თა შო­რის თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც მრავ­ლად იყ­ვნენ. თუმ­ცა რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია.

გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია (რე­ჟი­სო­რი):

- ის, რაც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოხ­და, ჩემი ღრმა რწმე­ნით, არის ჩვე­ნი მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის ბო­რო­ტე­ბის, ბრა­ზის, უსა­მარ­თლო­ბის ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. ის, რის­თვი­საც ჩვენ დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ, მარ­ტო რუს­თა­ვე­ლის თე­ატრსა და რო­ბი­კო სტუ­რუ­ას არ ეხე­ბა, არა­მედ მთელ სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბას, რო­მელ­შიც კულ­ტუ­რას ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვა. ჩვენ გვიც­ნო­ბენ ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლე­ბით, წიგ­ნე­ბით, ფილ­მე­ბით. ქარ­თვე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბა ნი­ჭია და ახლა აქ დაგ­ვარ­ტყეს, მაგ­რამ ბო­დიშს ვიხ­დი და ჩემს ფე­ხებს მი­ი­ღე­ბენ! მათ არა­ფე­რი სჭირ­დე­ბათ: არც ფილ­მე­ბი, არც წიგ­ნე­ბი და არც თე­ატ­რი. ხომ ხე­დავთ, რას აკე­თე­ბენ?! აი­ღეთ "ქეთო და კოტე", ან მათ მიერ პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი არ­ხე­ბი რას გად­მოს­ცე­მენ. ეს ჩვენ არ შეგ­ვე­ხე­ბა, რად­გან მათ­ზე მეტი ვი­ცით, ვერ გა­დაგ­ვივ­ლი­ან და გზი­დან ვერ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნენ, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან. გა­მოთ­ქმაა ასე­თი: გიჟი ქორ­წილ­ში მი­ვი­და, ჩემს სახ­ლს ესა სჯო­ბი­აო. ჩვენ ზუს­ტად ასე­თი მთავ­რო­ბა გვყავს... რად­გან ჩვენს ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვარ კულ­ტუ­რას შე­ეხ­ნენ, მი­ვიჩ­ნევ, რომ აქე­დან უნდა და­ი­წყოს დიდი პრო­ტეს­ტი.

მარ­ლენ ეგუ­ტია (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი).

- რას ნიშ­ნავს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა?

- ეს ნიშ­ნავს უმაღ­ლე­სი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას, ე.ი. დახ­ვრე­ტას. თე­ატ­რი­დან სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს რომ გა­უშ­ვებ, ეს დახ­ვრე­ტის ტოლ­ფა­სია. ამას ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი არ გა­ა­კე­თებს. სა­ხელ­მწი­ფო უნდა ამა­ყობ­დეს, რომ ასე­თი შვი­ლი ჰყავს.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­თან თუ გი­სა­უბ­რი­ათ ამ თე­მა­ზე?

- რო­გორ არა, ყვე­ლა აღ­შფო­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ რა ვქნათ?! თოფს ვერ ვეს­ვრით. ასე გა­მო­ვალთ და აქ­ცი­ებს ჩა­ვა­ტა­რებთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სტუ­რუ­ას მხარ­დამ­ჭე­რი ყო­ველ­თვის ეყო­ლე­ბა. ღმერ­თმა დიდ­ხანს აცო­ცხლოს და მისი სა­ხე­ლი სა­უ­კუ­ნოდ დარ­ჩე­ბა.

ნუკ­რი ქან­თა­რია (რე­ჟი­სო­რი):

- მე, რო­გორც თე­ატ­რა­ლუ­რი კავ­ში­რის პრე­ზი­დი­უ­მი­სა და "ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის" წა­მო­მად­გე­ნელ­მა, მინ­და, რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს მად­ლო­ბა ვუ­თხრა. დღეს რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გა­მო­ი­ჩი­ნა სა­ერ­თოდ თე­ატ­რის­თვის და ბოლო ხანს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­ცთუ ისე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მე მი­ხა­რია, რომ მათ შო­რის არი­ან ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი. მინ­და მო­ვუ­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ვუ­თხრა, რომ ახლა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს სხვა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც თუ შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, შე­უძ­ლი­ათ შეც­ვა­ლონ ვი­თა­რე­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­ში. მე ვიცი ამა­თი ხრი­კე­ბი. აქ არა­ვის და­ნიშ­ნა­ვენ, გავა რამ­დე­ნი­მე თვე, მო­იწ­ვე­ვენ გარ­კვე­ულ რე­ჟი­სო­რებს და მხო­ლოდ მერე შე­ეც­დე­ბი­ან, თა­ვი­ანთ უსინ­დი­სო­ბას თავი და­ად­გან. ამი­ტომ თე­ატ­რის დასს სიმ­ტკი­ცი­სა­კენ მო­ვუ­წო­დებ. ახლა და­ი­წყე­ბა მოს­ყიდ­ვე­ბი, მუ­ქა­რაც, მაგ­რამ ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ. ცოტა ხა­ნიც გა­ვუძ­ლოთ და მათ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­უ­ერ­თდე­ბა. მო­ვუ­წო­დებ თე­ატ­რებს, გა­აკ­რან აბრა წარ­წე­რით: "სპექ­ტაკ­ლე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია უსა­მარ­თლო­ბის გამო" და ყო­ველ სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან მო­ვი­დეს.

ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია (ლინგვის­ტი):

- "ქსე­ნო­ფო­ბია" უცხოს მი­მართ ში­შია. სტუ­რუ­ას არ უთ­ქვამს, რომ სომ­ხე­ბის ეში­ნია. მას არ აქვს სომ­ხო­ფო­ბია, არა­ნა­ი­რი ეთ­ნო­ფო­ბია მას არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ძაღ­ლის თავი იქ არის და­მარ­ხუ­ლი, როცა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა და­არ­ღვია კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა­ში არ ჩა­წე­რა სტუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია. ეს რომ ჩა­ე­წე­რა, ნე­ბის­მი­ერ სა­სა­მარ­თლო­ში ბრძა­ნე­ბა გა­სა­უქ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, იმი­ტომ რომ ქსე­ნო­ფო­ბია არ და­დას­ტურ­დე­ბო­და. მეტ­საც გე­ტყვით, უფრო სა­ში­ში მგო­ნია ის, რაც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ჩა­ი­დი­ნა. 15 რი­ცხვში მას ჰკი­თხეს, მარ­თა­ლია თუ არა, რომ სტუ­რუა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­თო. არა, ბა­ტო­ნო, მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო და თურ­მე მას 9-ში ბრძა­ნე­ბა­ზე უკვე ხელი ჰქონ­და მო­წე­რი­ლი. ეს სიც­რუ­ეა ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა და არა სტუ­რუ­ას მოხ­სნა. სტუ­რუ­ას ვერ­სა­ი­დან მოხ­სნი, განა შე­იძ­ლე­ბა, შოთა რუს­თა­ვე­ლი ან გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე პო­ე­ზი­ი­დან მოხ­სნა?!

ლე­ვან ხურ­ცია (რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი):

- ეს არ არის მარ­ტო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და და­სის საქ­მე, ეს არის თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის პრობ­ლე­მა, ვინც ხე­ლოვ­ნე­ბას­თან რამე კავ­შირ­შია და არა­მარ­ტო მათი. ეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მეა, იმი­ტომ რომ, როცა იწყე­ბა კულ­ტუ­რის და­სა­მა­რე­ბა, მა­შინ იწყე­ბა ერის გა­დაგ­ვა­რე­ბა. თუ გვინ­და, შევ­ქმნათ მო­მა­ვა­ლი, წარ­სუ­ლი არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ. თუ ჩვენს წარ­სულს და­ვი­ვი­წყებთ, არც აწ­მყო გვექ­ნე­ბა და არც მო­მა­ვა­ლი.

- თე­ატ­რის სე­ზო­ნი რომ გა­იხ­სნე­ბა, სპექ­ტაკ­ლებს ითა­მა­შებთ?

- ახლა ამა­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ მე ზუს­ტად ვიცი, რომ მინ­და, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა არ მოკ­ვდეს. ვფიქ­რობ, ეს ხალ­ხი, ვინც დღეს აქ დგას, გა­ათ­მაგ­დე­ბა, გა­ას­მაგ­დე­ბა, გა­ა­თას­მაგ­დე­ბა და ყვე­ლა ერ­თად ვი­ტყვით: თა­ვი­სუფ­ლე­ბა კულ­ტუ­რა­სა და სი­ტყვას.

- თქვე­ნი პრო­ტეს­ტი აქ­ცი­ე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა?

- სი­ტყვა "აქ­ცია" უკვე მე­ზი­ზღე­ბა, ალ­ბათ ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თველს. მე ვი­ტყვი იმ სი­ტყვას, რაც რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს ეკად­რე­ბა. ეს არის ბრძო­ლა სცე­ნი­დან, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ბრძო­ლა და მე ამ ყვე­ლა­ფერს უფრო და­ვარ­ქმევ­დი სპექ­ტაკლს, რო­მელ­საც "კულ­ტუ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ჰქვია.

ზურა ინ­გო­როყ­ვა (რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი):

- რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. რო­ბი­კოს გა­რე­შე ყოფ­ნა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის მძი­მეა. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და ბა­ტო­ნი რო­ბი­კო ჩვენ­თან დარ­ჩე­ბა. თუ სა­ჭი­რო გახ­და, სის­ტე­მა­ტუ­რად შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ამ­გვა­რი აქ­ცი­ე­ბით მის თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბას მო­ვი­თხოვთ. ვნა­ხოთ...

ქეთი ხი­ტი­რი (რუს­თა­ვე­ლის თატ­რის მსა­ხი­ო­ბი):

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სე­ზო­ნი ჯერ არ გახ­სნი­ლა და სპექ­ტაკ­ლებს ვი­თა­მა­შებთ თუ არა, ამა­ზე ჯერ არ გვი­სა­უბ­რია. თუმ­ცა ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­დე­ბა, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ამ­გვარ აქ­ცი­ებ­საც მო­ვა­წყობთ, მთა­ვა­რია, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი რო­ბერტ სტუ­რუ­ას გა­რე­შე არ დარ­ჩეს.

ნიკა ქა­ცა­რი­ძე (რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი):

- არ ვიცი, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი თე­ატ­რში, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მგო­ნია, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მა, შე­მოქ­მედ­მა ხალ­ხმა: მწერ­ლებ­მა, მუ­სი­კო­სებ­მა, მხატ­ვრებ­მა და ყვე­ლამ ხმა უნდა ავი­მაღ­ლოთ. ასე ცხოვ­რე­ბა უკვე მარ­თლა აღარ შე­იძ­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა აკე­თო მხო­ლოდ ის, რაც გინ­და და ხალ­ხს არა­ფე­რი ჰკი­თხო. მე, მა­გა­ლი­თად, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რო­გორც მა­შინ, როცა მამა გარ­და­მეც­ვა­ლა (ტი­რის, - ავტ). გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ ამ სი­თავ­ხე­დით, ამ უვი­ცო­ბით, ამ უნი­ჭო­ბით, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლო­ბი­თა და ერზე გა­და­ბი­ჯე­ბით. რად უნ­დათ ასე­თი ხალ­ხი, ვი­საც გა­და­უვ­ლი­ან, ან რად უნ­დათ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, არ მეს­მის.

დიმა ჯა­ი­ა­ნი (მსა­ხი­ო­ბი, სო­ხუ­მის თე­ატ­რის ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი).

- ბა­ტო­ნო დიმა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის თე­ატ­რე­ბი...

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის და­სის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მთე­ლი დასი - გოგი თა­ვა­ძის მმარ­თვე­ლო­ბით; ოზურ­გე­თის ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი; სე­ნა­კის აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მთე­ლი დასი; თე­ლა­ვის ვაჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი - ივა­ნე იანტბე­ლი­ძი­სა და გოგი ჩაკ­ვე­ტა­ძის სა­ხით. ზო­გი­ერ­თი თე­ატ­რი არ გა­მოგ­ვხმა­უ­რე­ბია, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ თე­ატ­რე­ბი შვე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან და ჯერ არ შეკ­რე­ბი­ლან.

- თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე გოგი ქავ­თა­რა­ძე მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა...

- დიახ, გოგი ქავ­თა­რა­ძე სა­ზღვარ­გა­რეთ სპექ­ტაკლს დგამს. ის ყო­ველ­დღე უკავ­შირ­დე­ბა ბა­ტონ რო­ბერტს და რუს­თა­ვე­ლის და­სის მო­თხოვ­ნას უერ­თდე­ბა. თე­ატ­რა­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე ორ­ჯერ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ რო­ბერტ სტუ­რუა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი უნდა იყოს.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

როგორ აპირებს რობერტ სტურუასთვის ბრძოლას რუსთაველის თეატრის დასი

როგორ აპირებს რობერტ სტურუასთვის ბრძოლას რუსთაველის თეატრის დასი

რუსთაველის თეატრის დასის მიერ ორგანიზებული თეატრალური აქცია, პირობითი სახელწოდებით "პაემანი რუსთაველზე", 31 აგვისტოს საღამოს თეატრის შენობის წინ გაიმართა. რუსთაველის თეატრის მსახიობების ინიციატივით, ამ დღეს მათ სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მსახიობებს რეჟისორის გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ, ზურგზე კი რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება იყო დატანილი, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა აწერს ხელს. კედლებზე გაკრული იყო რეჟისორის ფოტოები წარწერით "მომხსნეს", ერთგან გაკეთებული იყო იმ სპექტაკლების სათაურების კოლაჟი, რომელიც მან დადგა: "კავკასიური ცარცის წრე", "ხანუმა", "სტიქსი", "მაკბეტი", "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი", "ჰამლეტი" "შობის მეთორმეტე ღამე", "ნადირობის სეზონი" და სხვა. იქვე "იჯდა" თავდახრილი თოჯინაც - კეპით, ველვეტის ქურთუკითა და ჯინსის შარვლით შემოსილი...

თეატრის შენობასთან რამდენიმე დაფა იდგა და თითოეულზე ეწერა: "შეცდომაა, რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სწორია: რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!" ვინც ამ პოზიციას ეთანხმებოდა, მათ თავიანთი თანხმობის დაფიქსირება ხელმოწერებით შეეძლოთ. თავდაპირველად ამ ინფორმაციით საზოგადოებას რუსთაველის თეატრის მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა მიმართა, რის შემდეგაც შექმნილ ვითარებაზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს რეზო ამაშუკელმა, გიორგი შენგელაიამ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რეზო ესაძემ, იური მეჩითოვმა, ნუკრი ქანთარიამ და სხვებმა. იქვე დიმა ჯაიანმა ჭაბუა ამირეჯიბის მიმართვა წაიკითხა: "რუსთაველის თეატრს, მთელ მის დასს, რობერტ სტურუას, გენიოსს, მხარში უდგას მამა დავითი, ქართველებო, ფხიზლად! ჭაბუა ამირეჯიბი". დიმა ჯაიანს დაუკავშირდნენ გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გია ბურჯანაძე, მედეა კუჭუხიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და რუსთაველის თეატრის დასს თანადგომა გამოუცხადეს.

როცა გამომსვლელები თავიანთ პოზიციას ტრიბუნიდან ახმოვანებდნენ, რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილი ხალხის რაოდენობამ რამდენიმე წუთით გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. თეატრალებსა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შეკრებილთა შორის თეატრის მოყვარულები და გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ. თუმცა რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

გიორგი შენგელაია (რეჟისორი):

- ის, რაც რუსთაველის თეატრში მოხდა, ჩემი ღრმა რწმენით, არის ჩვენი მმართველი რეჟიმის ბოროტების, ბრაზის, უსამართლობის ერთ-ერთი უკანასკნელი გამოხატულება. ის, რისთვისაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, მარტო რუსთაველის თეატრსა და რობიკო სტურუას არ ეხება, არამედ მთელ სახელმწიფო წყობას, რომელშიც კულტურას ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ჩვენ გვიცნობენ ჩვენი სპექტაკლებით, წიგნებით, ფილმებით. ქართველების ძირითადი თვისება ნიჭია და ახლა აქ დაგვარტყეს, მაგრამ ბოდიშს ვიხდი და ჩემს ფეხებს მიიღებენ! მათ არაფერი სჭირდებათ: არც ფილმები, არც წიგნები და არც თეატრი. ხომ ხედავთ, რას აკეთებენ?! აიღეთ "ქეთო და კოტე", ან მათ მიერ პრივატიზებული არხები რას გადმოსცემენ. ეს ჩვენ არ შეგვეხება, რადგან მათზე მეტი ვიცით, ვერ გადაგვივლიან და გზიდან ვერ გადაგვიყვანენ, მაგრამ ახალგაზრდები მეცოდებიან. გამოთქმაა ასეთი: გიჟი ქორწილში მივიდა, ჩემს სახლს ესა სჯობიაო. ჩვენ ზუსტად ასეთი მთავრობა გვყავს... რადგან ჩვენს ყველაზე სანუკვარ კულტურას შეეხნენ, მივიჩნევ, რომ აქედან უნდა დაიწყოს დიდი პროტესტი.

მარლენ ეგუტია (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი).

- რას ნიშნავს რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის პოს­ტიდან გათავისუფლება?

- ეს ნიშნავს უმაღლესი განაჩენის გამოტანას, ე.ი. დახვრეტას. თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელს რომ გაუშვებ, ეს დახვრეტის ტოლფასია. ამას ჭკუათმყოფელი არ გააკეთებს. სახელმწიფო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი შვილი ჰყავს.

- მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?

- როგორ არა, ყველა აღშფოთებულია, მაგრამ რა ვქნათ?! თოფს ვერ ვესვრით. ასე გამოვალთ და აქციებს ჩავატარებთ. საბედნიეროდ, სტურუას მხარდამჭერი ყოველთვის ეყოლება. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და მისი სახელი საუკუნოდ დარჩება.

ნუკრი ქანთარია (რეჟისორი):

- მე, როგორც თეატრალური კავშირის პრეზიდიუმისა და "ქართული აკადემიის" წამომადგენელმა, მინდა, რუსთაველის თეატრს მადლობა ვუთხრა. დღეს რუსთაველის თეატრმა გამოიჩინა საერთოდ თეატრისთვის და ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე დამახასიათებელი ერთსულოვნება. ეს მისასალმებელია. მე მიხარია, რომ მათ შორის არიან ჩემი სტუდენტები. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას და ვუთხრა, რომ ახლა რუსთაველის თეატრს სხვა ქართული თეატრების წარმომადგენლებიც თუ შეუერთდებიან, შეუძლიათ შეცვალონ ვითარება მთელ ქვეყანაში. მე ვიცი ამათი ხრიკები. აქ არავის დანიშნავენ, გავა რამდენიმე თვე, მოიწვევენ გარკვეულ რეჟისორებს და მხოლოდ მერე შეეცდებიან, თავიანთ უსინდისობას თავი დაადგან. ამიტომ თეატრის დასს სიმტკიცისაკენ მოვუწოდებ. ახლა დაიწყება მოსყიდვები, მუქარაც, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ცოტა ხანიც გავუძლოთ და მათ მთელი საზოგადოება შეუერთდება. მოვუწოდებ თეატრებს, გააკრან აბრა წარწერით: "სპექტაკლები შეჩერებულია უსამართლობის გამო" და ყოველ საღამოს 8 საათზე მაყურებელი რუსთაველის თეატრთან მოვიდეს.

ლევან ღვინჯილია (ლინგვისტი):

- "ქსენოფობია" უცხოს მიმართ შიშია. სტურუას არ უთქვამს, რომ სომხების ეშინია. მას არ აქვს სომხოფობია, არანაირი ეთნოფობია მას არ შეიძლება ჰქონდეს. ძაღლის თავი იქ არის დამარხული, როცა კულტურის მინისტრმა დაარღვია კანონის მოთხოვნა და გათავისუფლების ბრძანებაში არ ჩაწერა სტურუას გათავისუფლების მოტივაცია. ეს რომ ჩაეწერა, ნებისმიერ სასამართლოში ბრძანება გასაუქმებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ქსენოფობია არ დადასტურდებოდა. მეტსაც გეტყვით, უფრო საშიში მგონია ის, რაც კულტურის მინისტრმა ჩაიდინა. 15 რიცხვში მას ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ სტურუა გაათავისუფლეთო. არა, ბატონო, მსგავსი არაფერი მომხდარაო და თურმე მას 9-ში ბრძანებაზე უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს სიცრუეა ჩვენი უბედურება და არა სტურუას მოხსნა. სტურუას ვერსაიდან მოხსნი, განა შეიძლება, შოთა რუსთაველი ან გალაკტიონ ტაბიძე პოეზიიდან მოხსნა?!

ლევან ხურცია (რუსთაველის თეატრის მსახიობი):

- ეს არ არის მარტო რუსთაველის თეატრისა და დასის საქმე, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პრობლემა, ვინც ხელოვნებასთან რამე კავშირშია და არამარტო მათი. ეს სრულიად საქართველოს საქმეა, იმიტომ რომ, როცა იწყება კულტურის დასამარება, მაშინ იწყება ერის გადაგვარება. თუ გვინდა, შევქმნათ მომავალი, წარსული არ უნდა დავივიწყოთ. თუ ჩვენს წარსულს დავივიწყებთ, არც აწმყო გვექნება და არც მომავალი.

- თეატრის სეზონი რომ გაიხსნება, სპექტაკლებს ითამაშებთ?

- ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ მინდა, ბოლომდე ვიბრძოლო იმისთვის, რომ საქართველოში კულტურა და თავისუფალი სიტყვა არ მოკვდეს. ვფიქრობ, ეს ხალხი, ვინც დღეს აქ დგას, გაათმაგდება, გაასმაგდება, გაათასმაგდება და ყველა ერთად ვიტყვით: თავისუფლება კულტურასა და სიტყვას.

- თქვენი პროტესტი აქციებით გაგრძელდება?

- სიტყვა "აქცია" უკვე მეზიზღება, ალბათ ისევე, როგორც ყველა ქართველს. მე ვიტყვი იმ სიტყვას, რაც რუსთაველის თეატრს ეკადრება. ეს არის ბრძოლა სცენიდან, ხელოვანების ბრძოლა და მე ამ ყველაფერს უფრო დავარქმევდი სპექტაკლს, რომელსაც "კულტურის თავისუფლება" ჰქვია.

ზურა ინგოროყვა (რუსთაველის თეატრის მსახიობი):

- რთულ მდგომარეობაში ვართ. რობიკოს გარეშე ყოფნა თითოეული ჩვენგანისთვის მძიმეა. ალბათ ყველაფერი კარგად იქნება და ბატონი რობიკო ჩვენთან დარჩება. თუ საჭირო გახდა, სისტემატურად შევიკრიბებით და ამგვარი აქციებით მის თეატრში დაბრუნებას მოვითხოვთ. ვნახოთ...

ქეთი ხიტირი (რუსთაველის თატრის მსახიობი):

- რუსთაველის თეატრის სეზონი ჯერ არ გახსნილა და სპექტაკლებს ვითამაშებთ თუ არა, ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. თუმცა ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, თუ საჭირო იქნება, ამგვარ აქციებსაც მოვაწყობთ, მთავარია, რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე არ დარჩეს.

ნიკა ქაცარიძე (რუსთაველის თეატრის მსახიობი):

- არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა ბატონი რობერტი თეატრში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობებმა, შემოქმედმა ხალხმა: მწერლებმა, მუსიკოსებმა, მხატვრებმა და ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ. ასე ცხოვრება უკვე მართლა აღარ შეიძლება. არ შეიძლება აკეთო მხოლოდ ის, რაც გინდა და ხალხს არაფერი ჰკითხო. მე, მაგალითად, ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც მაშინ, როცა მამა გარდამეცვალა (ტირის, - ავტ). განადგურებული ვარ ამ სითავხედით, ამ უვიცობით, ამ უნიჭობით, ამ ყველაფერზე წამსვლელობითა და ერზე გადაბიჯებით. რად უნდათ ასეთი ხალხი, ვისაც გადაუვლიან, ან რად უნდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არ მესმის.

დიმა ჯაიანი (მსახიობი, სოხუმის თეატრის ყოფილი მმართველი).

- ბატონო დიმა, საინტერესოა, რა პოზიციაზე არიან თბილისისა და რეგიონების თეატრები...

- რუსთაველის თეატრის დასის პოზიციას იზიარებენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთელი დასი - გოგი თავაძის მმართველობით; ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრი; სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის მთელი დასი; თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გარკვეული ნაწილი - ივანე იანტბელიძისა და გოგი ჩაკვეტაძის სახით. ზოგიერთი თეატრი არ გამოგვხმაურებია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თეატრები შვებულებაში არიან და ჯერ არ შეკრებილან.

- თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი ქავთარაძე მგონი საქართველოში არ იმყოფება...

- დიახ, გოგი ქავთარაძე საზღვარგარეთ სპექტაკლს დგამს. ის ყოველდღე უკავშირდება ბატონ რობერტს და რუსთაველის დასის მოთხოვნას უერთდება. თეატრალურმა საზოგადოებამ უკვე ორჯერ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"