სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს
რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს

დღეს დი­ლით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ტე­ხა­სის შტატს ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი "ჰარ­ვი"და­ა­ტყდა თავს, რა­მაც სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, და­შა­ვე­ბუ­ლია ათზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ქა­რიშ­ხალ­მა წყალ­დი­დო­ბა და ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია. შტა­ტის 50 ოლ­ქში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. 350 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ დან­გრე­უ­ლის აღ­დგე­ნას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

ნგრე­ვა და უბე­დუ­რე­ბა ქა­რიშ­ხლის ბუ­ნებ­რი­ვი შე­დე­გია, უც­ნა­უ­რი მხო­ლოდ ის არის, რა­ტომ ნათ­ლა­ვენ ოკე­ა­ნი­დან მო­ვარ­დნილ ამ "მონ­სტრებს" კა­ცობ­რი­ო­ბის ნაზი და მშვე­ნი­ე­რი არ­სე­ბე­ბის სა­ხე­ლე­ბით.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს ტრა­დი­ცია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან იღებს სა­თა­ვეს. ომამ­დე კი გრი­გა­ლებ­საც ისე არ­ქმევ­დნენ სა­ხე­ლებს, რო­გორც ქა­ლა­ქებ­სა და კონ­ტი­ნენ­ტებს. მა­გა­ლი­თად, 1825 წლის 26 ივ­ლისს წმინ­და ან­ნას ხსე­ნე­ბის დღეს პუ­ერ­ტო-რი­კოს გრი­გალ­მა გა­და­უ­ა­რა, რო­მელ­საც წმინ­და­ნის სა­ხე­ლი "სან­ტა ანნა"და­არ­ქვეს, ხოლო 1828 წლის 13 სექ­ტემ­ბერს მო­სულ გრი­გალს, იმა­ვე სა­ბა­ბით - "სან ხოსე" უწო­დეს. სხვა­თა შო­რის, 48 წლის შემ­დეგ, ისევ 13 სექ­ტემ­ბერს "სან ხოსე" კვლავ მობ­რუნ­და და ერთხელ კი­დევ და­აქ­ცია პუ­ერ­ტო-რი­კოს სა­ნა­პი­რო.

მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დღი­დან პრაქ­ტი­კა­ში შე­მო­ვი­და ტა­ი­ფუ­ნე­ბი­სა და გრი­გა­ლე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნომ­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბა. ეს წესი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მე­ტე­ო­რო­ლო­გებ­მა მცი­რედ შეც­ვა­ლეს და გრი­გა­ლე­ბის­თვის თა­ვი­ან­თი ცო­ლე­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბულ­თა სა­ხე­ლე­ბის დარ­ქმე­ვა და­ი­წყეს. ამ ტრა­დი­ცი­ამ ისე მო­ი­კი­და ფეხი, რომ 1960 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მიერ ლა­თი­ნუ­რი ალ­ფა­ვი­ტის მი­ხედ­ვით ჩა­მო­წე­რი­ლი ქალ­თა სა­ხე­ლე­ბის სიაც შედ­გა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მო­ვარ­დნილ გრი­გა­ლებს სა­ხელს თან­მიმ­დევ­რო­ბით და­არ­ქმევ­დნენ.

სი­ა­ში სულ ალ­ფა­ვი­ტის 21 ასო და­ტო­ვეს, და­ნარ­ჩე­ნი ამო­ი­ღეს, ვი­ნა­ი­დან მათ­ზე იშ­ვი­ა­თად იწყე­ბა ქალ­თა სა­ხე­ლე­ბი. და­წეს­და ექ­ვსწლი­ა­ნი ციკ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი წლი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ხე­ლე­ბის კომ­პლექ­ტით. ყო­ვე­ლი 6 წლის თავ­ზე ათ­ვლა თა­ვი­დან იწყე­ბა. 1979 წელს მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამე­რი­კის მე­ტე­ო­სამ­სა­ხურ­თან შე­თან­ხმე­ბით, სა­ხელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლე­ბიც ჩარ­თო.

თუმ­ცა, სა­ხელ­თა შერ­ქმე­ვის პრინ­ცი­პი ვერ აღ­მოჩ­ნდა სრულ­ყო­ფი­ლი. მა­გა­ლი­თად, 2005 წელს მო­ვარ­დნი­ლი გრი­გა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 21-ს გა­და­ა­ჭარ­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ბერ­ძნუ­ლი ალ­ფა­ვი­ტის­თვის მი­ე­მარ­თათ. ასე ამო­ვარ­და ტა­ი­ფუ­ნე­ბი - "ალფა" და "ბეტა."

წელს ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტს 20 გრი­გა­ლი უკვე და­ა­ტყდა თავს, შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩე­ნი­ლია ერ­თა­დერ­თი სა­ხე­ლი - ვილ­მა. იყო ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რო­დე­საც კო­მი­სი­ამ ესა თუ ის სა­ხე­ლი სი­ი­დან სა­მუ­და­მოდ ამო­შა­ლა, ვი­ნა­ი­დან მათი ხსე­ნე­ბა ძალ­ზე უარ­ყო­ფით ასო­ცი­ა­ცი­ებს აღუძ­რავ­და ადა­მი­ა­ნებს. ასე­თი ბედი ერგო "კატ­რი­ნას"(შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ გრი­გალს). სწო­რედ ამ სა­ხელ­წო­დე­ბის გრი­გალ­მა 2005 წელს მი­წის პი­რი­დან აღ­გა­ვა ახა­ლი ორ­ლე­ა­ნი. 2007 წელს სი­ი­დან ამო­ვარ­დნენ ასე­ვე დინი, ფე­ლიქ­სი და ნო­ე­ლი. დღემ­დე "შე­რის­ხულ­თა" რი­ცხვში სულ 70 სა­ხე­ლია.

მსოფ­ლი­ო­ში გრი­გა­ლე­ბი­სათ­ვის სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვის სხვა მე­თო­დე­ბიც არის ცნო­ბი­ლი. ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი კლე­მენტ როგი გრი­გა­ლებს ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის იმ დე­პუ­ტატ­თა სა­ხე­ლებს არ­ქმევ­და, რომ­ლე­ბიც მე­ტე­რო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და პარ­ლა­მენ­ტში.

ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბით ცნო­ბილ ია­პო­ნი­ა­ში კი კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლეს გრი­გა­ლე­ბი­სათ­ვის ქალ­თა სა­ხე­ლის შერ­ქმე­ვა. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა - მათ­თვის ქალი სი­ნა­ზი­სა და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა.

და­ვით შა­ლი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს

რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს

დღეს დილით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატს ძლიერი ქარიშხალი "ჰარვი"დაატყდა თავს, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია. შტატის 50 ოლქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. 350 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ დანგრეულის აღდგენას წლები დასჭირდება.

ნგრევა და უბედურება ქარიშხლის ბუნებრივი შედეგია, უცნაური მხოლოდ ის არის, რატომ ნათლავენ ოკეანიდან მოვარდნილ ამ "მონსტრებს" კაცობრიობის ნაზი და მშვენიერი არსებების სახელებით.

როგორც აღმოჩნდა, ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს. ომამდე კი გრიგალებსაც  ისე არქმევდნენ სახელებს, როგორც ქალაქებსა და კონტინენტებს. მაგალითად, 1825 წლის 26 ივლისს წმინდა ანნას ხსენების დღეს პუერტო-რიკოს გრიგალმა გადაუარა, რომელსაც წმინდანის სახელი "სანტა ანნა"დაარქვეს, ხოლო 1828 წლის 13 სექტემბერს მოსულ გრიგალს, იმავე საბაბით - "სან ხოსე" უწოდეს. სხვათა შორის, 48 წლის შემდეგ, ისევ 13 სექტემბერს "სან ხოსე" კვლავ მობრუნდა და ერთხელ კიდევ დააქცია პუერტო-რიკოს სანაპირო.

მეტეოროლოგიური სამსახურების ჩამოყალიბების დღიდან პრაქტიკაში შემოვიდა ტაიფუნებისა და გრიგალებისათვის სპეციალური ნომრების მინიჭება. ეს წესი მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მეტეოროლოგებმა მცირედ შეცვალეს და გრიგალებისთვის თავიანთი ცოლებისა და შეყვარებულთა სახელების დარქმევა დაიწყეს. ამ ტრადიციამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ 1960 წელს სპეციალური კომისიის მიერ ლათინური ალფავიტის მიხედვით ჩამოწერილი ქალთა სახელების სიაც შედგა, რომლის მიხედვით, მოვარდნილ გრიგალებს სახელს თანმიმდევრობით დაარქმევდნენ.

სიაში სულ ალფავიტის 21 ასო დატოვეს, დანარჩენი ამოიღეს, ვინაიდან მათზე იშვიათად იწყება ქალთა სახელები. დაწესდა ექვსწლიანი ციკლი, თითოეული წლისათვის განკუთვნილი სახელების კომპლექტით. ყოველი 6 წლის თავზე ათვლა თავიდან იწყება. 1979 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ამერიკის მეტეოსამსახურთან შეთანხმებით, სახელთა ჩამონათვალში მამაკაცის სახელებიც ჩართო.

თუმცა, სახელთა შერქმევის პრინციპი ვერ აღმოჩნდა სრულყოფილი. მაგალითად, 2005 წელს მოვარდნილი გრიგალების რაოდენობამ 21-ს გადააჭარბა და სპეციალისტები იძულებული გახდნენ, ბერძნული ალფავიტისთვის მიემართათ. ასე ამოვარდა ტაიფუნები - "ალფა" და "ბეტა."

წელს ამერიკის კონტინენტს 20 გრიგალი უკვე დაატყდა თავს, შესაბამისად, დარჩენილია ერთადერთი სახელი - ვილმა. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც კომისიამ ესა თუ ის სახელი სიიდან სამუდამოდ ამოშალა, ვინაიდან მათი ხსენება ძალზე უარყოფით ასოციაციებს აღუძრავდა ადამიანებს. ასეთი ბედი ერგო "კატრინას"(შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ძლიერ გრიგალს). სწორედ ამ სახელწოდების გრიგალმა 2005 წელს მიწის პირიდან აღგავა ახალი ორლეანი. 2007 წელს სიიდან ამოვარდნენ ასევე დინი, ფელიქსი და ნოელი. დღემდე "შერისხულთა" რიცხვში სულ 70 სახელია.

მსოფლიოში გრიგალებისათვის სახელის შერჩევის სხვა მეთოდებიც არის ცნობილი. ცნობილი ავსტრალიელი მეტეოროლოგი კლემენტ როგი გრიგალებს ქვეყნის პარლამენტის იმ დეპუტატთა სახელებს არქმევდა, რომლებიც მეტეროლოგიური კვლევებისათვის თანხების გამოყოფის წინააღმდეგ გამოდიოდა პარლამენტში.

ბუნებრივი კატაკლიზმებით ცნობილ იაპონიაში კი კატეგორიულად აკრძალეს გრიგალებისათვის ქალთა სახელის შერქმევა. ეს ბუნებრივიცაა - მათთვის ქალი სინაზისა და თავშეკავებულობის სიმბოლოა.

დავით შალიკაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს