ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახის კიდევ ერთ მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახის კიდევ ერთ მძღოლს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ივანე ჩიღვინაძის მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად.

სასამართლოს ინფორმაციით, "ჩიღვინაძემ ჩაიდინა, ასევე, ჯამრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ჩედენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას".

"2011 წლის 25 მაისს, ივანე ჩიღვინაძე მონაწილეობას ღებულობდა თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სანქციონირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული ვადის გასვლისას იმყოფებოდნენ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეობას ღებულობდნენ არასანქციონირებულ აქციაში, მათი მიმართულებით წასული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვაზე აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის ივანე ჩიღვინაძემ, მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია. ივანე ჩიღვინაძე სხვა პირებთან ერთად ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ თეთრი ფერის "ტოიოტა-ლენდკრუიზერის" მარკის ავტომანქანაში და მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმართულებით გაემართა. აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომლები იდგნენ, რომლებმაც ივანე ჩიღვინაძეს ხელის მოძრაობით ანიშნეს, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა და მათ კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჩიღვინაძემ ნათლად დაინახა პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნა ის არ დაემორჩილა მათ, საგრძნობლად მოუმატა მანქანის სიჩქარეს და ზემოაღნიშნული ავტომანქანით პოლიციელების კორიდორში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს დაეჯახა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ივანე ჩიღვინაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გიორგი დათიაშვილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ავტომანქანის შეჯახების შედეგად გიორგი დათიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს ინფორმაციით, "საქმის არსებითად განხილვისას ივანე ჩიღვინაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულ იქნა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ვიდეო მასალით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ჩიღვინაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ივანე ჩიღვინაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის "ტოიოტა-ლენდკრუიზერის" მარკის ავტომანქანა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ