პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორხე ლუის ბორხესის ფანტაზიები და ავანგარდები
ხორხე ლუის ბორხესის ფანტაზიები და ავანგარდები

არ­გენ­ტი­ნე­ლი პრო­ზა­ი­კო­სი, პო­ე­ტი და პუბ­ლი­ცის­ტი, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვი­სი ლა­კო­ნი­უ­რი პრო­ზა­უ­ლი ფან­ტა­ზი­ე­ბით არის ცნო­ბი­ლი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ნიღ­ბავს ფუნ­და­მენ­ტურ ფი­ლო­სო­ფი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბებს ან სუ­ლაც სა­თავ­გა­და­სავ­ლო, დე­ტექ­ტი­უ­რი ამ­ბე­ბის ფორ­მას იღებს. ბორ­ხე­სი 1920-იან წლებ­ში ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში ავან­გარ­დიზ­მის ერთ-ერთ ფუ­ძემ­დებ­ლად იქცა.

ბორ­ხე­სი 1899 წლის 24 აგ­ვის­ტოს ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში და­ი­ბა­და. მისი სრუ­ლი სა­ხე­ლი ხორ­ხე ფრან­სის­კო ისი­დო­რო ლუის ბორ­ხეს ასე­ვე­დოა, თუმ­ცა არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ით, ამ გრძე­ლი სა­ხე­ლით არას­დროს უსარ­გებ­ლია. მა­მის მხრი­დან ბორ­ხესს ეს­პა­ნუ­რი და ირ­ლან­დი­უ­რი ფეს­ვე­ბი ჰქონ­და, დედა კი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახს ეკუთ­ვნო­და. თვი­თონ ბორ­ხე­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის ძარ­ღვებ­ში ბას­კუ­რი, ან­და­ლუ­ზი­უ­რი, ებ­რა­უ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი და ნორ­მან­დი­უ­ლი სის­ხლი ჩქეფ­და. სახ­ლში ინ­გლი­სუ­რად და ეს­პა­ნუ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ. ათი წლის ბორ­ხეს­მა უკვე ისე იცო­და ორი­ვე ენა, რომ ოს­კარ უა­ილ­დის ზღა­პა­რი "ბედ­ნი­ე­რი პრინ­ცი" ეს­პა­ნუ­რად თარ­გმნა.

თვი­თონ ასე აღ­წე­რა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ბი­ჯე­ბა: "ბავ­შვო­ბი­დან, როცა მა­მა­ჩე­მი დაბრმავ­და, ოჯახ­ში უსი­ტყვოდ ივა­რა­უ­დე­ბო­და, რომ მე მო­მი­წევ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო მა­მას არ მი­ე­ცა. ეს თით­ქოს თა­ვის­თა­ვად უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ყვე­ლა ელო­და, რომ მე მწე­რა­ლი გა­მო­ვი­დო­დი. ექ­ვსი თუ შვი­დი წლი­სამ და­ვი­წყე წერა".

1918 წელს ხორ­ხე ეს­პა­ნეთ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ულტრა­ის­ტებს შე­უ­ერ­თდა - პო­ე­ტე­ბის ავან­გარ­დულ ჯგუფს. 1919 წელს ეს­პა­ნურ ჟურ­ნალ "სა­ბერ­ძნეთ­ში" მისი პირ­ვე­ლი ლექ­სი გა­მოქ­ვეყ­ნდა. არ­გენ­ტი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ულტრა­ის­ტუ­ლი ლექ­სე­ბი და­წე­რა ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ზე. უკვე ად­რე­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ბრწყი­ნავ­და ერუ­დი­ცი­ით, ენე­ბი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის ცოდ­ნით, ოს­ტა­ტუ­რად ფლობ­და სი­ტყვას.

თან­და­თა­ნო­ბით ბორ­ხე­სი პო­ე­ზი­ას ჩა­მოს­ცილ­და და "ფან­ტა­ზი­უ­რი" პრო­ზის წერა და­ი­წყო. მისი სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბე­ბი შე­ვი­და სხვა­დას­ხვა კრე­ბულ­ში. მის მო­თხრო­ბებ­ში აღ­წე­რი­ლია ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის ბრძო­ლა ქა­ოს­თან, მო­გო­ნე­ბებ­თან, პი­როვ­ნე­ბის სწრაფ­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის­კენ, ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის რღვე­ვა და ა.შ.

1937-1946 წლებ­ში ბორ­ხე­სი ბიბ­ლი­ო­თე­კა­რად მუ­შა­ობ­და, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ცხრა სა­შინ­ლად უბე­დურ წლად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და, თუმ­ცა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა მისი პირ­ვე­ლი შე­დევ­რე­ბი. 1946 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პე­რო­ნის მოს­ვლის შემ­დეგ ბორ­ხე­სი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან გა­ა­ძე­ვეს. მარ­თა­ლია, ბედ­მა ისევ მი­იყ­ვა­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კამ­დე - 1955 წელს არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს, თუმ­ცა იმ დრო­ის­თვის უკვე უსი­ნათ­ლო იყო. დი­რექ­ტო­რის პოს­ტი 1973 წლამ­დე ეკა­ვა.

ბორ­ხე­სი 1986 წლის 14 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა ჟე­ნე­ვა­ში და ჟე­ნე­ვის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს, ჟან კალ­ვი­ნის სი­ახ­ლო­ვეს.

2008 წელს ლი­სა­ბონ­ში ბორ­ხე­სის ძეგლი გა­იხ­სნა. კომ­პო­ზი­ცია მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ლი­ტე­რა­ტო­რის ფე­დე­რი­კო ბრუ­კის ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით არის შექ­მნი­ლი და ავ­ტო­რის აზ­რით, ღრმად სიმ­ბო­ლუ­რია. გრა­ნი­ტის მო­ნო­ლით­ში ბორ­ხე­სის ბრინ­ჯა­ოს ხე­ლის­გუ­ლია ამოკ­ვე­თი­ლი. ეს თვით შე­მოქ­მე­დი­სა და მისი პო­ე­ტუ­რი სუ­ლის სიმ­ბო­ლოა..

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ხორხე ლუის ბორხესის ფანტაზიები და ავანგარდები

ხორხე ლუის ბორხესის ფანტაზიები და ავანგარდები

არგენტინელი პროზაიკოსი, პოეტი და პუბლიცისტი, პირველ რიგში, თავისი ლაკონიური პროზაული ფანტაზიებით არის ცნობილი, რომლებიც ხშირად ნიღბავს ფუნდამენტურ ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობებს ან სულაც სათავგადასავლო, დეტექტიური ამბების ფორმას იღებს. ბორხესი 1920-იან წლებში ესპანურენოვან ლათინოამერიკულ პოეზიაში ავანგარდიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად იქცა.

ბორხესი 1899 წლის 24 აგვისტოს ბუენოს-აირესში დაიბადა. მისი სრული სახელი ხორხე ფრანსისკო ისიდორო ლუის ბორხეს ასევედოა, თუმცა არგენტინული ტრადიციით, ამ გრძელი სახელით არასდროს უსარგებლია. მამის მხრიდან ბორხესს ესპანური და ირლანდიური ფესვები ჰქონდა, დედა კი პორტუგალიელი ებრაელების ოჯახს ეკუთვნოდა. თვითონ ბორხესი ამტკიცებდა, რომ მის ძარღვებში ბასკური, ანდალუზიური, ებრაული, ინგლისური, პორტუგალიური და ნორმანდიული სისხლი ჩქეფდა. სახლში ინგლისურად და ესპანურად ლაპარაკობდნენ. ათი წლის ბორხესმა უკვე ისე იცოდა ორივე ენა, რომ ოსკარ უაილდის ზღაპარი "ბედნიერი პრინცი" ესპანურად თარგმნა.

თვითონ ასე აღწერა ლიტერატურაში შებიჯება: "ბავშვობიდან, როცა მამაჩემი დაბრმავდა, ოჯახში უსიტყვოდ ივარაუდებოდა, რომ მე მომიწევდა ლიტერატურაში იმის განხორციელება, რის საშუალებაც გარემოებათა გამო მამას არ მიეცა. ეს თითქოს თა­ვისთავად უნდა მომხდარიყო. ყველა ელოდა, რომ მე მწერალი გამოვიდოდი. ექვსი თუ შვიდი წლისამ დავიწყე წერა".

1918 წელს ხორხე ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც ულტრაისტებს შეუერთდა - პოეტების ავანგარდულ ჯგუფს. 1919 წელს ესპანურ ჟურნალ "საბერძნეთში" მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა. არგენტინაში დაბრუნებულმა ულტრაისტული ლექსები დაწერა ბუენოს-აირესზე. უკვე ადრეულ ნაწარმოებებში ბრწყინავდა ერუდიციით, ენებისა და ფილოსოფიის ცოდნით, ოსტატურად ფლობდა სიტყვას.

თანდათანობით ბორხესი პოეზიას ჩამოსცილდა და "ფანტაზიური" პროზის წერა დაიწყო. მისი საუკეთესო მოთხრობები შევიდა სხვადასხვა კრებულში. მის მოთხრობებში აღწერილია ადამიანის ინტელექტის ბრძოლა ქაოსთან, მოგონებებთან, პიროვნების სწრაფვა საკუთარი თავის შეცნობისკენ, ავტორიტეტების რღვევა და ა.შ.

1937-1946 წლებში ბორხესი ბიბლიოთეკარად მუშაობდა, რასაც მოგვიანებით "ცხრა საშინლად უბედურ წლად" მოიხსენიებდა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა მისი პირველი შედევრები. 1946 წელს ხელისუფლებაში პერონის მოსვლის შემდეგ ბორხესი ბიბლიოთეკიდან გააძევეს. მართალია, ბედმა ისევ მიიყვანა ბიბლიოთეკამდე - 1955 წელს არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს, თუმცა იმ დროისთვის უკვე უსინათლო იყო. დირექტორის პოსტი 1973 წლამდე ეკავა.

ბორხესი 1986 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ჟენევაში და ჟენევის სასაფლაოზე დაკრძალეს, ჟან კალვინის სიახლოვეს.

2008 წელს ლისაბონში ბორხესის ძეგლი გაიხსნა. კომპოზიცია მისი თანამემამულე ლიტერატორის ფედერიკო ბრუკის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი და ავტორის აზრით, ღრმად სიმბოლურია. გრანიტის მონოლითში ბორხესის ბრინჯაოს ხელისგულია ამოკვეთილი. ეს თვით შემოქმედისა და მისი პოეტური სულის სიმბოლოა..

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს