პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიელი ჯოვანის საოცარი თავგადასავალი, რომელიც იტალიაში მებრძოლმა ქართველმა პარტიზანმა "კამორას" მეთაურისგან იხსნა
იტალიელი ჯოვანის საოცარი თავგადასავალი, რომელიც იტალიაში მებრძოლმა ქართველმა პარტიზანმა "კამორას" მეთაურისგან იხსნა

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქო­ბუ­ლეთ­ში ერთი ახალ­გაზ­რდა იტა­ლი­ე­ლი წყვი­ლი გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­საც თან ბა­ბუ­აც ახ­ლდა. რო­გორც იტა­ლი­ე­ლებს სჩ­ვე­ვი­ათ, ისი­ნიც სა­ოც­რად ხა­ლი­სი­ა­ნი და ენა­წყლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა­ღა ბა­ბუა უფრო აქ­ტი­უ­რობ­და. მან რუ­სუ­ლი იცო­და და სხვა­თა შო­რის, ქარ­თუ­ლად ალა­პა­რა­კე­ბა­საც ცდი­ლობ­და. სი­ნი­ორ ჯო­ვა­ნი (ასე ერ­ქვა მას) გა­რეგ­ნუ­ლად იმ­დე­ნად ჰგავ­და ჩვე­ნე­ბურს, რომ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ქარ­თუ­ლად მივ­მარ­თე და ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბაც შედ­გა. სი­ნი­ორ ჯო­ვა­ნიმ გა­და­წყვი­ტა, ჩემ­თვის მო­ე­თხრო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ახლა მას თქვენც გი­ამ­ბობთ.

1943-1945 წლებ­ში, ჩრდი­ლო იტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პარ­ტი­ზა­ნულ გა­მოს­ვლებ­ში ქარ­თველ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი იწე­რე­ბო­და, მაგ­რამ ცხა­დია - ტენ­დენ­ცი­უ­რად. მა­გა­ლი­თად, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლის გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო იტა­ლი­ის "წი­თელ ბრი­გა­დებ­ში" (იმ­ხა­ნად ასე ეძახ­დნენ მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ზა­ნე­ბის რაზ­მებს) იბ­რძო­და და სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ იტა­ლი­ის ეროვ­ნულ გმი­რად გა­მო­ა­ცხა­დეს. თუმ­ცა, საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­კო­სე­ბი არა­ფერს ამ­ბობ­დნენ იმა­ზე, რომ იტა­ლი­ა­ში სხვა ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბიც იბ­რძოდ­ნენ, ოღონდ არა "წი­თელ ბრი­გა­დებ­ში", არა­მედ "მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუს­ში", რო­მე­ლიც მე­მარ­ჯვე­ნე მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ძი­რი­თა­დი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­სავ­ლეთ­ში ჰყავ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, II მსოფ­ლიო ომში იტა­ლია გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე გახ­ლდათ. მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს "დუ­ჩეს" (წი­ნამ­ძღოლს) და "იმ­პე­რი­ის მა­მამ­თა­ვარს" უწო­დებ­და, მი­იჩ­ნევ­და, რომ იტა­ლი­ას ძვე­ლი რო­მის იმ­პე­რი­ის დი­დე­ბა უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა და გერ­მა­ნი­ის მხარ­დამ­ხარ სწო­რედ ამი­ტო­მაც იბ­რძო­და. აქვე ვი­ტყვით იმა­საც, რომ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმ­ხა­ნად იტა­ლი­ა­ში უფრო მეტი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე აღ­მოჩ­ნდა და 1943 წელს ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი თა­ვი­სი­ვე პარ­ტი­ის წევ­რებ­მა და­ა­ტუ­სა­ღეს, ჩრდი­ლო იტა­ლი­ის მთებ­ში გა­და­მა­ლეს. დუ­ჩეს მო­ტა­ცე­ბა ჰიტ­ლერ­მა პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო და მის გა­მო­სახ­სნე­ლად იტა­ლი­ა­ში ოტო სკორ­ცე­ნი და ორი სამ­თო ბა­ტა­ლი­ო­ნი გაგ­ზავ­ნა. სკორ­ცე­ნიმ და­ვა­ლე­ბა ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლა - მუ­სო­ლი­ნი ჰიტ­ლერს ჩა­უყ­ვა­ნა, სამ­თო ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი კი იტა­ლი­ის მთი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად და­ტო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნელ მე­ომ­რებს შო­რის ქარ­თვე­ლე­ბიც იყ­ვნენ - ბა­ტა­ლი­ონ "ბერ­გმა­ნის" წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ან­ტი­გერ­მა­ნულ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და კუნ­ძულ ტექ­სელ­ზე, ტყვე­თა ბა­ნაკ­ში გა­დაყ­ვა­ნა­საც გა­და­ურჩნენ.

იტა­ლი­ა­ში მოხ­ვედ­რილ "ბერ­გმა­ნელ­თა" შო­რის იტა­ლი­ელ პარ­ტი­ზან­თა ორი­ვე დაჯ­გუ­ფე­ბამ - მე­მარ­ცხე­ნე "წი­თელ­მა ბრი­გა­დებ­მაც" და მე­მარ­ჯვე­ნე "მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუს­მაც" პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს და მებ­რძო­ლებს იტა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის მხა­რე­ზე გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს: "თქვე­ნი ბრძო­ლა უშე­დე­გოა - ფა­შის­ტე­ბი­სა და ნა­ცის­ტე­ბის დღე­ე­ბი დათ­ვლი­ლია! მო­გი­წო­დებთ, და­ტო­ვოთ ვერ­მახ­ტის რი­გე­ბი და მა­სობ­რი­ვად გად­მოხ­ვი­დეთ ჩვენს მხა­რე­ზე. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­გი­ნარ­ჩუნ­დე­ბათ ღირ­სე­ბა და სი­ცო­ცხლე", - ეწე­რა პროკ­ლა­მა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებ­ზე იყო შედ­გე­ნი­ლი. მო­წო­დე­ბებ­მა მარ­თლაც, უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა და სწო­რედ ასე მოხ­ვდნენ ქარ­თვე­ლე­ბი იტა­ლი­ელ პარ­ტი­ზან­თა რი­გებ­ში. ვგო­ნებ, დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან გა­სა­გე­ბია ის მი­ზე­ზიც, თუ რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა მათი უმე­ტე­სო­ბა "წი­თელ ბრი­გა­დებ­ში" - "ბერ­გმა­ნის" წევ­რე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, თუ მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ზა­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცხა­დია, ბევ­რი იყო ისე­თი ქარ­თვე­ლიც, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, იდე­უ­რი თუ სხვაგ­ვა­რი მო­საზ­რე­ბით, აღარც სურ­და - სწო­რედ ეს ხალ­ხი გა­წევ­რდა "მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუს­ში". აქვე უნდა ით­ქვას, რომ თუკი "წი­თე­ლი ბრი­გა­დე­ბი" ძი­რი­თა­დად, ჩრდი­ლო იტა­ლი­ა­ში მოქ­მე­დებ­დნენ, "მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი" სამ­ხრეთს აკონ­ტრო­ლებ­და და იქ პარ­ტი­ზა­ნებს არა მარ­ტო გერ­მა­ნე­ლებ­თან უწევ­დათ ბრძო­ლა, არა­მედ სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც ქა­ო­სით სარ­გებ­ლობ­დნენ და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც კი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი რე­გი­ო­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბა ისეთ მძი­მე დღე­ში იყო, რომ თუ სი­ნი­ორ ჯო­ვა­ნის სი­ტყვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, - მა­კა­რო­ნი­ა­ნი ლო­ბი­ოც (ეს იტა­ლი­ე­ლი გლე­ხე­ბის საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლია) კი ენატ­რე­ბო­და.

"მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის" პარ­ტი­ზა­ნე­ბი ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­თან ახ­ლოს 1943 წლის და­სას­რულს გა­მოჩ­ნდნენ. იმ­ხა­ნად ქა­ლა­ქის ცენ­ტრს დუ­ჩეს მომ­ხრე­ე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ, ღა­რი­ბულ გა­რე­უ­ბან­ში კი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "კა­მო­რა" ბა­ტო­ნობ­და. დუ­ჩეს მომ­ხრე ფა­შის­ტე­ბი და კრი­მი­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კი მტრობ­დნენ, მაგ­რამ უბ­რა­ლო ნე­ა­პო­ლე­ლებს თა­ნა­ბა­რი სი­სას­ტი­კით აწი­ო­კებ­დნენ. გად­მო­ცე­მით, იმ დროს ნე­ა­პო­ლის ღა­რი­ბულ გა­რე­უბ­ნებ­ში მხო­ლოდ შავ პურს აცხობ­დნენ და თა­ნაც, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, რად­გან ყვე­ლა სა­ცხობს "კა­მო­რას" წევ­რე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ და პრო­დუქ­ცი­ა­საც თა­ვად­ვე, "სან­დო პი­რებ­ზე" ანა­წი­ლებ­დნენ. თუკი ადა­მი­ა­ნი "კა­მო­რას" ნდო­ბით არ სარ­გებ­ლობ­და, მში­ე­რი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ნე­ა­პო­ლე­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი იყ­ვნენ, უვარ­გი­სი შავი პური "კა­მო­რას" ხელ­დას­ხმუ­ლი გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან, ცე­ცხლის ფა­სად შე­ე­ძი­ნათ. ამავდრო­უ­ლად, ფა­შის­ტე­ბის ბრძა­ნე­ბით, ყვე­ლას, ვინც პურს გა­დამ­ყიდ­ვე­ლი­სა­გან შე­ი­ძენ­და, რო­გორც "კრი­მი­ნალ­თა მხარ­დამ­ჭერს", სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მა უნდა გა­და­ე­ხა­და. ჰოდა, ად­გნენ მხი­ა­რუ­ლი ნე­ა­პო­ლე­ლე­ბიც და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­შარ­ჟეს - შე­თხზეს სიმ­ღე­რა, ასე­თი ტექ­სტით: "კა­მო­რა" და დუ­ჩეს ფა­შის­ტე­ბი ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი და­დი­ან და ძარ­ცვა­ვენ სა­წყალ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და გლე­ხებს..."

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ნე­ა­პო­ლის ერთ-ერთ ღა­რი­ბულ გა­რე­უ­ბან­ში, და­ლა­ქი­სა და მრე­ცხა­ვის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში მეშ­ვი­დე ბიჭი და­ი­ბა­და, რო­მელ­საც ჯო­ვა­ნი და­არ­ქვეს. ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლის მამა შინ უქ­მად იჯდა, რად­გა­ნაც "კა­მო­რას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ აა­წყო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პრო­ფე­სი­აც და­ე­ვი­წყე­ბი­ნა. ამ­გვა­რად, ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩვი­ლი ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ფა­შის­ტი გე­ნერ­ლის­თვის, ვინ­მე ჯუ­ლი­ა­ნო მა­ცო­ლას­თვის მი­ეშ­ვი­ლე­ბი­ნა და შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლი­სა­გან ასე გა­და­ერ­ჩი­ნა. ოჯა­ხის უფ­როს­მა მარ­თლაც წა­იყ­ვა­ნა ჩვი­ლი და ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში, გე­ნერ­ლის ვი­ლის ჭიშ­კარ­თან და­ტო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­მე, მისი ცოლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და და ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბას ისე და­თან­ხმდა, ხე­ი­რი­ა­ნად ვერც აღიქ­ვა, რა ხდე­ბო­და.

ერთი სი­ტყვით, ღა­რიბ­მა ნე­ა­პო­ლელ­მა და­ლაქ­მა ჩვი­ლი გე­ნერ­ლის ვი­ლის ჭიშ­კარ­თან და­აწ­ვი­ნა, მერე ზარი და­რე­კა და იქვე და­ი­მა­ლა. ის სა­მა­ლა­ვი­დან მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­მო­ვი­და, როცა და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­ა­ღო კარი მსა­ხურ­მა და აღ­ნავ­ლე­ბუ­ლი ჩვი­ლი ხელ­ში აიყ­ვა­ნა. და­ლაქ­მა ყელ­ში მო­წო­ლილ ბოღ­მას სძლია და ქუ­ჩას აც­რემ­ლე­ბუ­ლი ჩა­უყ­ვა. ჩვილს შიმ­ში­ლით და­ღუპ­ვა აღარ ემუქ­რე­ბო­და, მაგ­რამ მა­მას სინ­დი­სი მა­ინც ქენ­ჯნი­და. ალ­ბათ, რამ­დენ­ჯერ­მე უკან მიბ­რუ­ნე­ბაც და­ა­პი­რა, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვა. მი­ვი­და სახ­ლში და რო­გორც ყო­ველ­თვის, თა­ვის სა­ვარ­ძელ­ში უქ­მად მი­ეგ­დო.

გე­ნე­რალ ჯუ­ლი­ა­ნო მა­ცო­ლას შვი­ლი არ ჰყავ­და და "ღვთის სა­ჩუ­ქარ­მა" ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა. მისი ბრძა­ნე­ბით, ქა­ლაქ­ში მა­შინ­ვე და­ი­წყეს ისე­თი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ძებ­ნა, რო­მელ­საც ძუ­ძუ­თა ბავ­შვი ჰყავ­და - მას პა­ტა­რა ჯო­ვა­ნი უნდა გა­მო­ეკ­ვე­ბა. ბე­დის ირო­ნი­ით, ძი­ძად პა­ტა­რა ჯო­ვა­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა აიყ­ვა­ნეს და სხვა­თა შო­რის, საქ­მე რომ გა­ჩარ­ხუ­ლი­ყო, მა­მამ იც­რუა კი­დეც - ჩემს მე­უღ­ლეს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ორი­ოდ სა­ათ­ში დაგ­ვე­ღუ­პა და რძეც ამი­ტომ აქ­ვსო. ასე გახ­და მისი ცოლი სა­კუ­თა­რი შვი­ლის ძიძა.

ცხა­დია, პა­ტა­რა ჯო­ვა­ნის ამ­ბე­ბი აქ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - გე­ნე­რა­ლი ჯუ­ლი­ა­ნო მა­ცო­ლა პარ­ტი­ზა­ნე­ბი­სა და "კა­მო­რას" წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ იმ ბა­ტა­ლი­ონს ედგა სა­თა­ვე­ში, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად ნე­ა­პოლ­ში იყო ბა­ზი­რე­ბუ­ლი და უაღ­რე­სი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ამის გამო, გე­ნე­რალს ცალ­კე პარ­ტი­ზა­ნე­ბი დას­დევ­დნენ მო­საკ­ლა­ვად, ცალ­კე - კრი­მი­ნა­ლე­ბი. ერთხე­ლაც, "კა­მო­რას" წევ­რე­ბი მის ვი­ლას და­ესხნენ თავს და ჯუ­ლი­ა­ნო მა­ცო­ლას და­შან­ტა­ჟე­ბის მიზ­ნით, პა­წა­წი­ნა ჩვი­ლი გა­ი­ტა­ცეს. იმ დროს გე­ნე­რა­ლი და მისი მე­უღ­ლე სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა კი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ტყვეს, ძი­ძას მოს­დეს შარი - კრი­მი­ნა­ლებს შენ და­უ­კავ­შირ­დე­ბო­დი და ბავ­შვსაც შენ გა­ა­ტა­ცე­ბი­ნებ­დიო. გე­ნე­რალ­მა სა­წყა­ლი ქალი ჯა­რის­კა­ცებს ქა­ლაქ­გა­რეთ გა­აყ­ვა­ნი­ნა და სა­კუ­თა­რი ხე­ლით­ვე გა­ა­თხრე­ვი­ნა საფ­ლა­ვი.

გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ჩვი­ლის დე­დამ აღი­ა­რა, რომ ბავ­შვის ნამ­დვი­ლი მშო­ბე­ლი იყო და ამან მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გა­არ­თუ­ლა - გე­ნე­რა­ლი გა­ცოფ­და, რე­ვოლ­ვე­რი ამო­ი­ღო და ის-ის იყო, უნდა გა­ეს­რო­ლა, რომ სრო­ლის ხმა სულ სხვა მხრი­დან გა­ის­მა. წა­მიც და, გე­ნე­რა­ლი და მისი ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ცე­ლი­ლი­ვით და­ეც­ნენ ძირს, ნა­წა­მებ ქალ­თან კი ვი­ღაც შავგვრე­მა­ნი, ულ­ვა­შა პარ­ტი­ზა­ნი მი­იჭ­რა. ის იტა­ლი­უ­რად კარ­გად ვერც ლა­პა­რა­კობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი იტა­ლი­ურ სა­ხელს - სალ­ვა­ტო­რეს ეძახ­დნენ. რო­გორც მიხ­ვდით, სალ­ვა­ტო­რე ქარ­თვე­ლი იყო და "მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის" ერთ-ერთ ქვე­და­ნა­ყოფს მე­თა­უ­რობ­და.

ნა­წა­მებ­მა ქალ­მა, რაღა თქმა უნდა, პარ­ტი­ზანს დაწ­ვრი­ლე­ბით უამ­ბო სა­კუ­თა­რი ძუ­ძუ­თა ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბი­სა და ჩვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ამ­ბე­ბი. სალ­ვა­ტო­რემ ქალი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ანუ­გე­შა და ბავ­შვის გა­მო­სახ­სნე­ლად ოპე­რა­ცი­აც და­გეგ­მა - პარ­ტი­ზა­ნებს რო­გორ­მე უნდა და­ედ­გი­ნათ, სად ჰყავ­დათ კრი­მი­ნა­ლებს ჩვი­ლი და მერე უხ­მა­უ­როდ უნდა "მო­ე­პა­რათ": "ჩვენ რომ "კა­მო­რას" ქა­ლაქ­ში სრო­ლა ავუ­ტე­ხოთ, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ფა­შის­ტე­ბი ჩა­ე­რე­ვი­ან და ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში ჩაგ­ვეყ­რე­ბა; ამი­ტომ ეს საქ­მე უხ­მა­უ­როდ უნდა გა­კეთ­დეს", - უთხრა ქარ­თველ­მა მე­თა­ურ­მა პარ­ტი­ზა­ნებს.

ბავ­შვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ად­გი­ნეს - "კა­მო­რას" ბოს­მა, რო­გორც კი გე­ნე­რალ ჯუ­ლი­ა­ნო მა­ცო­ლას სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, მა­შინ­ვე გა­და­წყვი­ტა, ჩვი­ლი ეშ­ვი­ლე­ბი­ნა და ყვე­ლა ოჯა­ხის­თა­ვი ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­პა­ტი­ჟა. "მშვი­დო­ბის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის" პარ­ტი­ზან­თა ქვე­და­ნა­ყო­ფის ქარ­თველ მე­თა­ურს ბევ­რი აღარ უფიქ­რია - შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ე­წყო და კრი­მი­ნალ­თა ბოს­თან "ამე­რი­კი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სტუმ­რის" ამ­პლუ­ა­ში წარ­დგა. ამა­ვე დროს, ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც ნათ­ლო­ბა უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, ბე­რის ანა­ფო­რა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ზა­ნი შე­ვი­და. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ფრთხი­ლობ­დნენ და შე­დე­გიც ბრწყინ­ვა­ლე იყო - ბაპ­ტის­ტე­რი­უ­მი­დან (ად­გი­ლი კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც მო­სა­ნათ­ლა­ვი ბავ­შვე­ბი შეჰ­ყავთ) ჩვი­ლი შე­უმ­ჩნევ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს, მის ად­გი­ლას კი თეთ­რე­ულ­ში გახ­ვე­უ­ლი თო­ჯი­ნა და­დეს. ერთი სი­ტყვით, ბავ­შვი იმ დღეს­ვე, ნამ­დვილ მშობ­ლებს და­უბ­რუნ­და და მა­თაც, სა­ერ­თოდ და­ტო­ვეს ნე­ა­პო­ლი - თავი მშობ­ლი­ურ სო­ფელს შე­ა­ფა­რეს და სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩე­ნი­ლი უმ­ცრო­სი შვი­ლი სა­მა­გა­ლი­თოდ აღ­ზარ­დეს. მათ არც ქარ­თვე­ლი პარ­ტი­ზა­ნი და­ვი­წყე­ბი­ათ - ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ის იტა­ლი­ა­ში დარ­ჩა, ნე­ა­პოლ­ში და­სახ­ლდა და ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას სტუმ­რობ­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვის ოჯახს; რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად, იტა­ლი­ურ სა­ხელ­სა და გვარს ატა­რებ­და, მაგ­რამ ახ­ლობ­ლებ­თან ქარ­თვე­ლო­ბას არ მა­ლავ­და.

P.S. ჩემ­მა ენა­წყლი­ან­მა ნაც­ნობ­მა - სი­ნი­ორ ჯო­ვა­ნიმ (რო­გორც მიხ­ვდით, სწო­რედ მას გა­დახ­და ეს ამ­ბა­ვი), სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რაფ­რით გა­იხ­სე­ნა "სალ­ვა­ტო­რეს" ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი, თუმ­ცა მი­თხრა, რომ მას ქარ­თუ­ლა­დაც თით­ქმის ასე­ვე ერ­ქვა (?); ამას­თა­ნა­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ბავ­შვო­ბა­ში ოჯა­ხის მე­გო­ბარ­მა მას მშობ­ლი­ურ ენა­ზე რამ­დე­ნი­მე გა­მოთ­ქმაც კი ას­წავ­ლა. ბუ­ნებ­რი­ვია, და­მა­ინ­ტე­რე­სა, რა გა­მოთ­ქმებს გუ­ლის­ხმობ­და იტა­ლი­ე­ლი ბა­ბუა და მა­ნაც, ნა­ხე­ვა­რი ქო­ბუ­ლე­თის გა­სა­გო­ნად, მჭე­ქა­რე ხმით შე­მოს­ძა­ხა: "ჰაი, შე მა­მა­ძაღ­ლო!" და "როგო კა, ბიჩო!" ამ ყვე­ლა­ფერ­მა გვა­რი­ა­ნად კი გა­მამ­ხი­ა­რუ­ლა, მაგ­რამ სტა­ტი­ის და­წე­რა არც კი მი­ფიქ­რია, რად­გან სი­ნი­ორ ჯო­ვა­ნის მო­ნა­თხრო­ბის და­ჯე­რე­ბა ვე­რაფ­რით შევ­ძე­ლი. ბო­ლოს, ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე, მაგ­რამ არ დამ­თან­ხმდა. სა­მა­გი­ე­როდ, მისი ნა­ამ­ბო­ბის სი­მარ­თლე­ში რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, იტა­ლი­ა­ში შვილს და­უ­რე­კა და სთხო­ვა, - ძვე­ლი სუ­რა­თე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნეო. ფო­ტო­ე­ბი იმა­ვე სა­ღა­მოს, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით მი­ვი­ღე და მათი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე და­მე­წე­რა, რო­გორც სი­ნი­ორ ჯო­ვა­ნიმ მი­ამ­ბო.

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

ავტორი:

იტალიელი ჯოვანის საოცარი თავგადასავალი, რომელიც იტალიაში მებრძოლმა ქართველმა პარტიზანმა "კამორას" მეთაურისგან იხსნა

იტალიელი ჯოვანის საოცარი თავგადასავალი, რომელიც იტალიაში მებრძოლმა ქართველმა პარტიზანმა "კამორას" მეთაურისგან იხსნა

რამდენიმე წლის წინ ქობულეთში ერთი ახალგაზრდა იტალიელი წყვილი გავიცანი, რომელსაც თან ბაბუაც ახლდა. როგორც იტალიელებს სჩვევიათ, ისინიც საოცრად ხალისიანი და ენაწყლიანი ადამიანები იყვნენ, თუმცაღა ბაბუა უფრო აქტიურობდა. მან რუსული იცოდა და სხვათა შორის, ქართულად ალაპარაკებასაც ცდილობდა. სინიორ ჯოვანი (ასე ერქვა მას) გარეგნულად იმდენად ჰგავდა ჩვენებურს, რომ პირველი შეხვედრისას ქართულად მივმართე და ჩვენი ნაცნობობაც შედგა. სინიორ ჯოვანიმ გადაწყვიტა, ჩემთვის მოეთხრო ამბავი, რომელიც ძალიან მომეწონა და ახლა მას თქვენც გიამბობთ.

1943-1945 წლებში, ჩრდილო იტალიაში მიმდინარე პარტიზანულ გამოსვლებში ქართველთა მონაწილეობაზე საბჭოთა ისტორიოგრაფიაში საკმაოდ ბევრი იწერებოდა, მაგრამ ცხადია - ტენდენციურად. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია ფორე მოსულიშვილის გმირობის ამბავი, რომელიც ჩრდილო იტალიის "წითელ ბრიგადებში" (იმხანად ასე ეძახდნენ მემარცხენე პარტიზანების რაზმებს) იბრძოდა და სიკვდილის შემდეგ იტალიის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. თუმცა, საბჭოთა ისტორიკოსები არაფერს ამბობდნენ იმაზე, რომ იტალიაში სხვა ქართველი გმირებიც იბრძოდნენ, ოღონდ არა "წითელ ბრიგადებში", არამედ "მშვიდობის მოხალისეთა კორპუსში", რომელიც მემარჯვენე მიმართულებისა იყო და შესაბამისად, ძირითადი მხარდამჭერები დასავლეთში ჰყავდა.

როგორც ცნობილია, II მსოფლიო ომში იტალია გერმანიის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე გახლდათ. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ბენიტო მუსოლინი, რომელიც საკუთარ თავს "დუჩეს" (წინამძღოლს) და "იმპერიის მამამთავარს" უწოდებდა, მიიჩნევდა, რომ იტალიას ძველი რომის იმპერიის დიდება უნდა დაებრუნებინა და გერმანიის მხარდამხარ სწორედ ამიტომაც იბრძოდა. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ნაცისტური გერმანიისგან განსხვავებით, იმხანად იტალიაში უფრო მეტი საღად მოაზროვნე აღმოჩნდა და 1943 წელს ბენიტო მუსოლინი თავისივე პარტიის წევრებმა დაატუსაღეს, ჩრდილო იტალიის მთებში გადამალეს. დუჩეს მოტაცება ჰიტლერმა პირად შეურაცხყოფად მიიღო და მის გამოსახსნელად იტალიაში ოტო სკორცენი და ორი სამთო ბატალიონი გაგზავნა. სკორცენიმ დავალება ბრწყინვალედ შეასრულა - მუსოლინი ჰიტლერს ჩაუყვანა, სამთო ბატალიონები კი იტალიის მთიანი ტერიტორიების გასაკონტროლებლად დატოვა. აღსანიშნავია, რომ გერმანელ მეომრებს შორის ქართველებიც იყვნენ - ბატალიონ "ბერგმანის" წევრები, რომლებიც ანტიგერმანულ შეთქმულებაში არ მონაწილეობდნენ და კუნძულ ტექსელზე, ტყვეთა ბანაკში გადაყვანასაც გადაურჩნენ.

იტალიაში მოხვედრილ "ბერგმანელთა" შორის იტალიელ პარტიზანთა ორივე დაჯგუფებამ - მემარცხენე "წითელმა ბრიგადებმაც" და მემარჯვენე "მშვიდობის მოხალისეთა კორპუსმაც" პროკლამაციები გაავრცელეს და მებრძოლებს იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდეს: "თქვენი ბრძოლა უშედეგოა - ფაშისტებისა და ნაცისტების დღეები დათვლილია! მოგიწოდებთ, დატოვოთ ვერმახტის რიგები და მასობრივად გადმოხვიდეთ ჩვენს მხარეზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგინარჩუნდებათ ღირსება და სიცოცხლე", - ეწერა პროკლამაციაში, რომელიც გერმანულ და რუსულ ენებზე იყო შედგენილი. მოწოდებებმა მართლაც, უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა და სწორედ ასე მოხვდნენ ქართველები იტალიელ პარტიზანთა რიგებში. ვგონებ, დღევანდელი გადასახედიდან გასაგებია ის მიზეზიც, თუ რატომ აღმოჩნდა მათი უმეტესობა "წითელ ბრიგადებში" - "ბერგმანის" წევრები მიიჩნევდნენ, რომ ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება გაუჭირდებოდათ, თუ მემარჯვენე პარტიზანებთან თანამშრომლობაზე დათანხმდებოდნენ.

მიუხედავად ამისა, ცხადია, ბევრი იყო ისეთი ქართველიც, რომელსაც საბჭოთა კავშირში დაბრუნება, იდეური თუ სხვაგვარი მოსაზრებით, აღარც სურდა - სწორედ ეს ხალხი გაწევრდა "მშვიდობის მოხალისეთა კორპუსში". აქვე უნდა ითქვას, რომ თუკი "წითელი ბრიგადები" ძირითადად, ჩრდილო იტალიაში მოქმედებდნენ, "მშვიდობის მოხალისეთა კორპუსი" სამხრეთს აკონტროლებდა და იქ პარტიზანებს არა მარტო გერმანელებთან უწევდათ ბრძოლა, არამედ სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებასთანაც, რომლებიც ქაოსით სარგებლობდნენ და მოსახლეობის დაშინებას ცდილობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ იტალიაში, რომელიც ამჟამადაც კი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, მოსახლეობა ისეთ მძიმე დღეში იყო, რომ თუ სინიორ ჯოვანის სიტყვებს მოვიშველიებთ, - მაკარონიანი ლობიოც (ეს იტალიელი გლეხების საყვარელი საჭმელია) კი ენატრებოდა.

"მშვიდობის მოხალისეთა კორპუსის" პარტიზანები ქალაქ ნეაპოლთან ახლოს 1943 წლის დასასრულს გამოჩნდნენ. იმხანად ქალაქის ცენტრს დუჩეს მომხრეები აკონტროლებდნენ, ღარიბულ გარეუბანში კი კრიმინალური დაჯგუფება "კამორა" ბატონობდა. დუჩეს მომხრე ფაშისტები და კრიმინალები ერთმანეთს კი მტრობდნენ, მაგრამ უბრალო ნეაპოლელებს თანაბარი სისასტიკით აწიოკებდნენ. გადმოცემით, იმ დროს ნეაპოლის ღარიბულ გარეუბნებში მხოლოდ შავ პურს აცხობდნენ და თანაც, ძალიან იშვიათად, რადგან ყველა საცხობს "კამორას" წევრები აკონტროლებდნენ და პროდუქციასაც თავადვე, "სანდო პირებზე" ანაწილებდნენ. თუკი ადამიანი "კამორას" ნდობით არ სარგებლობდა, მშიერი უნდა დარჩენილიყო. ნეაპოლელები იძულებულნი იყვნენ, უვარგისი შავი პური "კამორას" ხელდასხმული გადამყიდველებისგან, ცეცხლის ფასად შეეძინათ. ამავდროულად, ფაშისტების ბრძანებით, ყველას, ვინც პურს გადამყიდველისაგან შეიძენდა, როგორც "კრიმინალთა მხარდამჭერს", სოლიდური ჯარიმა უნდა გადაეხადა. ჰოდა, ადგნენ მხიარული ნეაპოლელებიც და ეს ყველაფერი გააშარჟეს - შეთხზეს სიმღერა, ასეთი ტექსტით: "კამორა" და დუჩეს ფაშისტები ხელიხელჩაკიდებული დადიან და ძარცვავენ საწყალ მოქალაქეებსა და გლეხებს..."

ერთ მშვენიერ დღეს, ნეაპოლის ერთ-ერთ ღარიბულ გარეუბანში, დალაქისა და მრეცხავის მრავალშვილიან ოჯახში მეშვიდე ბიჭი დაიბადა, რომელსაც ჯოვანი დაარქვეს. ახალდაბადებულის მამა შინ უქმად იჯდა, რადგანაც "კამორასთან" ურთიერთობა ვერ ააწყო და იძულებული გახდა, პროფესიაც დაევიწყებინა. ამგვარად, ოჯახმა გადაწყვიტა, ჩვილი ერთ-ერთი ცნობილი ფაშისტი გენერლისთვის, ვინმე ჯულიანო მაცოლასთვის მიეშვილებინა და შიმშილით სიკვდილისაგან ასე გადაერჩინა. ოჯახის უფროსმა მართლაც წაიყვანა ჩვილი და ნეაპოლის ცენტრში, გენერლის ვილის ჭიშკართან დატოვა. აღსანიშნავია, რომ თურმე, მისი ცოლი მშობიარობის შემდეგ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და ბავშვის გაშვილებას ისე დათანხმდა, ხეირიანად ვერც აღიქვა, რა ხდებოდა.

ერთი სიტყვით, ღარიბმა ნეაპოლელმა დალაქმა ჩვილი გენერლის ვილის ჭიშკართან დააწვინა, მერე ზარი დარეკა და იქვე დაიმალა. ის სამალავიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, როცა დაინახა, როგორ გააღო კარი მსახურმა და აღნავლებული ჩვილი ხელში აიყვანა. დალაქმა ყელში მოწოლილ ბოღმას სძლია და ქუჩას აცრემლებული ჩაუყვა. ჩვილს შიმშილით დაღუპვა აღარ ემუქრებოდა, მაგრამ მამას სინდისი მაინც ქენჯნიდა. ალბათ, რამდენჯერმე უკან მიბრუნებაც დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. მივიდა სახლში და როგორც ყოველთვის, თავის სავარძელში უქმად მიეგდო.

გენერალ ჯულიანო მაცოლას შვილი არ ჰყავდა და "ღვთის საჩუქარმა" ძალიან გაახარა. მისი ბრძანებით, ქალაქში მაშინვე დაიწყეს ისეთი ახალგაზრდა ქალის ძებნა, რომელსაც ძუძუთა ბავშვი ჰყავდა - მას პატარა ჯოვანი უნდა გამოეკვება. ბედის ირონიით, ძიძად პატარა ჯოვანის ბიოლოგიური დედა აიყვანეს და სხვათა შორის, საქმე რომ გაჩარხულიყო, მამამ იცრუა კიდეც - ჩემს მეუღლეს გოგონა შეეძინა, მაგრამ ორიოდ საათში დაგვეღუპა და რძეც ამიტომ აქვსო. ასე გახდა მისი ცოლი საკუთარი შვილის ძიძა.

ცხადია, პატარა ჯოვანის ამბები აქ არ დასრულებულა - გენერალი ჯულიანო მაცოლა პარტიზანებისა და "კამორას" წინააღმდეგ მებრძოლ იმ ბატალიონს ედგა სათავეში, რომელიც იმხანად ნეაპოლში იყო ბაზირებული და უაღრესი სისასტიკით გამოირჩეოდა. ამის გამო, გენერალს ცალკე პარტიზანები დასდევდნენ მოსაკლავად, ცალკე - კრიმინალები. ერთხელაც, "კამორას" წევრები მის ვილას დაესხნენ თავს და ჯულიანო მაცოლას დაშანტაჟების მიზნით, პაწაწინა ჩვილი გაიტაცეს. იმ დროს გენერალი და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ, შინ დაბრუნებულებმა კი, როდესაც ყველაფერი შეიტყვეს, ძიძას მოსდეს შარი - კრიმინალებს შენ დაუკავშირდებოდი და ბავშვსაც შენ გაატაცებინებდიო. გენერალმა საწყალი ქალი ჯარისკაცებს ქალაქგარეთ გააყვანინა და საკუთარი ხელითვე გაათხრევინა საფლავი.

გაშვილებული ჩვილის დედამ აღიარა, რომ ბავშვის ნამდვილი მშობელი იყო და ამან მდგომარეობა უფრო გაართულა - გენერალი გაცოფდა, რევოლვერი ამოიღო და ის-ის იყო, უნდა გაესროლა, რომ სროლის ხმა სულ სხვა მხრიდან გაისმა. წამიც და, გენერალი და მისი ჯარისკაცები მოცელილივით დაეცნენ ძირს, ნაწამებ ქალთან კი ვიღაც შავგვრემანი, ულვაშა პარტიზანი მიიჭრა. ის იტალიურად კარგად ვერც ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ თანამებრძოლები იტალიურ სახელს - სალვატორეს ეძახდნენ. როგორც მიხვდით, სალვატორე ქართველი იყო და "მშვიდობის მოხალისეთა კორპუსის" ერთ-ერთ ქვედანაყოფს მეთაურობდა.

ნაწამებმა ქალმა, რაღა თქმა უნდა, პარტიზანს დაწვრილებით უამბო საკუთარი ძუძუთა ბავშვის გაშვილებისა და ჩვილის გატაცების ამბები. სალვატორემ ქალი შეძლებისდაგვარად ანუგეშა და ბავშვის გამოსახსნელად ოპერაციაც დაგეგმა - პარტიზანებს როგორმე უნდა დაედგინათ, სად ჰყავდათ კრიმინალებს ჩვილი და მერე უხმაუროდ უნდა "მოეპარათ": "ჩვენ რომ "კამორას" ქალაქში სროლა ავუტეხოთ, დაპირისპირებაში ფაშისტები ჩაერევიან და ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება; ამიტომ ეს საქმე უხმაუროდ უნდა გაკეთდეს", - უთხრა ქართველმა მეთაურმა პარტიზანებს.

ბავშვის ადგილსამყოფელი სრულიად მოულოდნელად დაადგინეს - "კამორას" ბოსმა, როგორც კი გენერალ ჯულიანო მაცოლას სიკვდილის ამბავი შეიტყო, მაშინვე გადაწყვიტა, ჩვილი ეშვილებინა და ყველა ოჯახისთავი ნათლობის ცერემონიალზე დაპატიჟა. "მშვიდობის მოხალისეთა კორპუსის" პარტიზანთა ქვედანაყოფის ქართველ მეთაურს ბევრი აღარ უფიქრია - შესაბამისად გამოეწყო და კრიმინალთა ბოსთან "ამერიკიდან გამოგზავნილი სტუმრის" ამპლუაში წარდგა. ამავე დროს, ეკლესიაში, სადაც ნათლობა უნდა გამართულიყო, ბერის ანაფორაში გამოწყობილი რამდენიმე პარტიზანი შევიდა. ყველანი ძალიან ფრთხილობდნენ და შედეგიც ბრწყინვალე იყო - ბაპტისტერიუმიდან (ადგილი კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც მოსანათლავი ბავშვები შეჰყავთ) ჩვილი შეუმჩნევლად გამოიყვანეს, მის ადგილას კი თეთრეულში გახვეული თოჯინა დადეს. ერთი სიტყვით, ბავშვი იმ დღესვე, ნამდვილ მშობლებს დაუბრუნდა და მათაც, საერთოდ დატოვეს ნეაპოლი - თავი მშობლიურ სოფელს შეაფარეს და სასწაულით გადარჩენილი უმცროსი შვილი სამაგალითოდ აღზარდეს. მათ არც ქართველი პარტიზანი დავიწყებიათ - ომის დამთავრების შემდეგ ის იტალიაში დარჩა, ნეაპოლში დასახლდა და ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობდა გადარჩენილი ბავშვის ოჯახს; რასაკვირველია, უკვე ოფიციალურად, იტალიურ სახელსა და გვარს ატარებდა, მაგრამ ახლობლებთან ქართველობას არ მალავდა.

P.S. ჩემმა ენაწყლიანმა ნაცნობმა - სინიორ ჯოვანიმ (როგორც მიხვდით, სწორედ მას გადახდა ეს ამბავი), სამწუხაროდ, ვერაფრით გაიხსენა "სალვატორეს" ქართული სახელი, თუმცა მითხრა, რომ მას ქართულადაც თითქმის ასევე ერქვა (?); ამასთანავე აღნიშნა, რომ ბავშვობაში ოჯახის მეგობარმა მას მშობლიურ ენაზე რამდენიმე გამოთქმაც კი ასწავლა. ბუნებრივია, დამაინტერესა, რა გამოთქმებს გულისხმობდა იტალიელი ბაბუა და მანაც, ნახევარი ქობულეთის გასაგონად, მჭექარე ხმით შემოსძახა: "ჰაი, შე მამაძაღლო!" და "როგო კა, ბიჩო!" ამ ყველაფერმა გვარიანად კი გამამხიარულა, მაგრამ სტატიის დაწერა არც კი მიფიქრია, რადგან სინიორ ჯოვანის მონათხრობის დაჯერება ვერაფრით შევძელი. ბოლოს, ინტერვიუ ვთხოვე, მაგრამ არ დამთანხმდა. სამაგიეროდ, მისი ნაამბობის სიმართლეში რომ დავრწმუნებულიყავი, იტალიაში შვილს დაურეკა და სთხოვა, - ძველი სურათები გამომიგზავნეო. ფოტოები იმავე საღამოს, ელექტრონული ფოსტით მივიღე და მათი დათვალიერების შემდეგ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი ისე დამეწერა, როგორც სინიორ ჯოვანიმ მიამბო.

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აპირებს თუ არა მაღლაფერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას? - რას წერს "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი

ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა