სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთო, კოტე "მეხუთე ელემენტი" და "შერბურული ქოლგები"
ქეთო, კოტე "მეხუთე ელემენტი" და "შერბურული ქოლგები"

ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი დას­წრე­ბა­ზეა. ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი და­მე­წე­რა: ნე­ტავ ამ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ღა­ლა­ტედ შე­რა­ცხილ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ან თა­მარ გვერდწი­თე­ლის რუ­სეთ­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ნამ­ღე­რი ბა­თუ­მის პი­ა­ცას "შერ­ბუ­რულ ქოლ­გებ­თან" ერ­თად თუ მო­უხ­დე­ბა-მეთ­ქი? მაგ­რამ და­მას­წრეს, თან ვინ - გოგი გვა­ხა­რი­ამ, რო­მელ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვის ბლოგ­ზე. ამი­ტომ ამის მეტს ამ სა­კი­თხზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი, უბ­რა­ლოდ, ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჩემ­მა ბა­თუ­მელ­მა მე­გო­ბარ­მა მი­ამ­ბო: ას­ლა­ნის დროს ოპე­რა­ში რე­მონ­ტი მი­დი­ო­და თურ­მე, ხომ გახ­სოვთ, ას­ლან აბა­ში­ძეს რო­გორ უყ­ვარ­და ოპე­რა, მთლად მი­შა­სა­ვით ვერა, მაგ­რამ არც ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბად. თა­ნაც, ისიც ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­და და ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, ამი­ტო­მაც რე­მონტს დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თურ­მე თვალს და ყო­ველ­დღე და­დი­ო­და ოპე­რის შე­ნო­ბა­ში.

ერთხე­ლაც მი­სუ­ლა, "პრა­რა­ბი" გა­მო­უ­ძა­ხე­ბია და უკი­თხავს, რას ატყობ, აკუს­ტი­კა რო­გო­რი იქ­ნე­ბაო? ნა­მე­ტა­ნი დაბ­ნე­უ­ლა ის სა­წყა­ლი "პრა­რა­ბი" და უპა­სუ­ხია: აკუს­ტი­კა ამ წუ­თას არ გვაქვს, მაგ­რამ არ არის პრობ­ლე­მა, თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ვი­ტან­თო. ას­ლა­ნი კი გა­იქ­ცა აჭა­რი­დან, მაგ­რამ ის "პრა­რა­ბი", ალ­ბათ, ისევ აქ უნდა იყოს, რას იტყვით?.. აბა, იმის გა­რე­შე რო­გორ ჩა­ივ­ლი­და ბა­თუ­მის ოპე­რის გა­ნახ­ლე­ბა. ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ოპე­რა "ქეთო და კო­ტეც" გა­ა­მი­უ­ზიკ­ლეს. არ მი­ნა­ხავს და სპექ­ტაკლზე ვერც ავს ვი­ტყვი და ვერც კარ­გს, ერთი კია - პრე­მი­ე­რის მერე იმ ჩემს ბა­თუ­მელ მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კე - რო­გორ მო­გე­წო­ნა სპექ­ტაკ­ლი-მეთ­ქი? სი­ცი­ლით მი­პა­სუ­ხა, ჩემი აზრი რა სა­კი­თხა­ვია, გა­და­რე­უ­ლია მთე­ლი დუ­ნია - რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს უწყი­ნა­რი ქარ­თუ­ლი ოპე­რის "მე­ხუ­თე ელე­მენ­ტად" ქცე­ვაო. სა­ვა­რა­უ­დოდ, "ალის და ნი­ნოს" შე­მოქ­მე­დი თა­მარ კვე­სი­ტა­ძის შექ­მნი­ლი კოს­მო­სუ­რი კოს­ტი­უ­მე­ბი იგუ­ლის­ხმა, რომ­ლის ტა­რე­ბა რე­პე­ტი­ცი­ა­ზეც კი გვა­რი­ა­ნად უჭირ­დათ მსა­ხი­ო­ბებს.

ჰო, გა­და­რე­უ­ლი მარ­თლა ბევ­რი ვნა­ხეთ, მაგ­რამ ერთი ადა­მი­ა­ნუ­რი აზრი ვერ მო­ვის­მი­ნე მი­ლი­ო­ნე­ბად ღი­რე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, მომ­კა­ლით და არ მჯე­რა არც მა­გის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რო­ბის, არც "ახა­ლი ჟან­რის" და­ბა­დე­ბის და არც იმის, რომ ამ სპექ­ტაკ­ლით და­ი­წყე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბა. მჯე­რა, რომ პრე­ზი­დენ­ტი გულ­წრფე­ლად იყო აღ­ტა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბო­ლოს და ბო­ლოს, როცა ყვე­ლა­ფე­რი იცი და ყვე­ლა­ფე­რი გეს­მის, შე­იძ­ლე­ბა ცოტა გა­და­ი­ღა­ლო კი­დეც.

როცა ჩვე­ნი პო­ლი­ტე­ლი­ტა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ბო­მონ­დი ბა­თუმ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი "რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბით" ირ­თობ­და თავს, თბი­ლის­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი დევ­ნი­ლი ოჯა­ხი გა­მო­ყა­რეს სა­ცხოვ­რებ­ლი­დან. ქვეყ­ნი­სა და კულ­ტუ­რის აღორ­ძი­ნე­ბა რო­გორ არ უნდა გი­ხა­რო­დეს კაცს, მაგ­რამ რო­დე­საც იმ დევ­ნი­ლე­ბის გა­წა­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა, მე ჩემი სი­ხა­რუ­ლი­სა მრცხვე­ნია, სხვი­სი არ ვიცი.

პ.ს. ჩემი მე­ზობ­ლის ხუთი წლის ბიჭ­მა, რო­მე­ლიც ბა­თუ­მუ­რი წყლით მო­ი­წამ­ლა და რამ­დე­ნი­მე დღე ენ­ტე­რო­ვირუ­სით იტან­ჯე­ბო­და, მა­მას ჰკი­თხა თურ­მე: მა­მი­კო, თუ იცი, ვირუ­სიც რუ­სი­აო.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქეთო, კოტე "მეხუთე ელემენტი" და "შერბურული ქოლგები"

ქეთო, კოტე "მეხუთე ელემენტი" და "შერბურული ქოლგები"

ამ ქვეყანაში ყველაფერი დასწრებაზეა. ბათუმში დატრიალებული საკონცერტო ქარიშხლის შემდეგ ვაპირებდი დამეწერა: ნეტავ ამ ჩვენი ხელისუფლების მიერ მოღალატედ შერაცხილმა პაატა ბურჭულაძემ როგორ მოახერხა რეაბილიტაცია, ან თამარ გვერდწითელის რუსეთზე დიდი სიყვარულით ნამღერი ბათუმის პიაცას "შერბურულ ქოლგებთან" ერთად თუ მოუხდება-მეთქი? მაგრამ დამასწრეს, თან ვინ - გოგი გვახარიამ, რომელმაც არაჩვეულებრივი სტატია გამოაქვეყნა თავის ბლოგზე. ამიტომ ამის მეტს ამ საკითხზე აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა მიამბო: ასლანის დროს ოპერაში რემონტი მიდიოდა თურმე, ხომ გახსოვთ, ასლან აბაშიძეს როგორ უყვარდა ოპერა, მთლად მიშასავით ვერა, მაგრამ არც ძალიან ნაკლებად. თანაც, ისიც ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი იცოდა, ამიტომაც რემონტს დიდი ყურადღებით ადევნებდა თურმე თვალს და ყოველდღე დადიოდა ოპერის შენობაში.

ერთხელაც მისულა, "პრარაბი" გამოუძახებია და უკითხავს, რას ატყობ, აკუსტიკა როგორი იქნებაო? ნამეტანი დაბნეულა ის საწყალი "პრარაბი" და უპასუხია: აკუსტიკა ამ წუთას არ გვაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, თურქეთიდან ჩამოვიტანთო. ასლანი კი გაიქცა აჭარიდან, მაგრამ ის "პრარაბი", ალბათ, ისევ აქ უნდა იყოს, რას იტყვით?.. აბა, იმის გარეშე როგორ ჩაივლიდა ბათუმის ოპერის განახლება. ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეც" გაამიუზიკლეს. არ მინახავს და სპექტაკლზე ვერც ავს ვიტყვი და ვერც კარგს, ერთი კია - პრემიერის მერე იმ ჩემს ბათუმელ მეგობარს დავურეკე - როგორ მოგეწონა სპექტაკლი-მეთქი? სიცილით მიპასუხა, ჩემი აზრი რა საკითხავია, გადარეულია მთელი დუნია - როგორ მოახერხეს უწყინარი ქართული ოპერის "მეხუთე ელემენტად" ქცევაო. სავარაუდოდ, "ალის და ნინოს" შემოქმედი თამარ კვესიტაძის შექმნილი კოსმოსური კოსტიუმები იგულისხმა, რომლის ტარება რეპეტიციაზეც კი გვარიანად უჭირდათ მსახიობებს.

ჰო, გადარეული მართლა ბევრი ვნახეთ, მაგრამ ერთი ადამიანური აზრი ვერ მოვისმინე მილიონებად ღირებულ სანახაობაზე, მომკალით და არ მჯერა არც მაგის რევოლუციურობის, არც "ახალი ჟანრის" დაბადების და არც იმის, რომ ამ სპექტაკლით დაიწყება ქართული კულტურის აღორძინება. მჯერა, რომ პრეზიდენტი გულწრფელად იყო აღტაცებული, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როცა ყველაფერი იცი და ყველაფერი გესმის, შეიძლება ცოტა გადაიღალო კიდეც.

როცა ჩვენი პოლიტელიტა და "ნაციონალური" ბომონდი ბათუმში მუსიკალური "რევოლუციებით" ირთობდა თავს, თბილისში კიდევ რამდენიმე ათეული დევნილი ოჯახი გამოყარეს საცხოვრებლიდან. ქვეყნისა და კულტურის აღორძინება როგორ არ უნდა გიხაროდეს კაცს, მაგრამ როდესაც იმ დევნილების გაწამებული სახეები მახსენდება, მე ჩემი სიხარულისა მრცხვენია, სხვისი არ ვიცი.

პ.ს. ჩემი მეზობლის ხუთი წლის ბიჭმა, რომელიც ბათუმური წყლით მოიწამლა და რამდენიმე დღე ენტეროვირუსით იტანჯებოდა, მამას ჰკითხა თურმე: მამიკო, თუ იცი, ვირუსიც რუსიაო.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება