პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო - კავკასიის კუბა
 საქართველო -  კავკასიის კუბა

blogs.voanews.com

მოდი მო­ვი­ცი­ლოთ თა­ვი­დან აგ­ვის­ტოს მო­წყე­ნი­ლო­ბა და თა­მა­შით გო­ნე­ბა გა­ვი­ვარ­ჯი­შოთ. მოდი, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ბა­ზა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლია… კავ­კა­სი­ის კუ­ბაა. ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის, იმის­თვი­საც, რო­მე­ლიც კა­რი­ბის ზღვა­შია და იმის­თვი­საც, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ა­შია, ჩრდი­ლო­ე­ლი კო­ლო­სის ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მაა.

ეს ჩრდი­ლო­უ­რი იმ­პე­რია უკვე დიდი ხა­ნია ერე­ვა… თა­ვად აირ­ჩი­ეთ პა­სუ­ხი შემ­დე­გი ვა­რი­ან­ტე­ბი­დან: ა) მა­მა­ცი სა­ქარ­თვე­ლოს ბ) ჰე­რო­ი­კუ­ლი კუ­ბის საქ­მე­ებ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის თა­ნახ­მად, რა­საც ზურგს მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფია უმაგ­რებს (კავ­კა­სი­ის ქედი, თუ ფლო­რი­დის ყურე), ორი­ვე ქვეყ­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე მე­ზობ­ლის­გან სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის­თვის იბ­რძვის. რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე 32-ჯერ მე­ტია. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა კუ­ბი­სას 28-ჯერ სჭარ­ბობს.

იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა და­იც­ვას, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და გამ­ჭრი­ა­ხი ლი­დე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბედი მჭიდ­როდ და­უ­კავ­ში­რონ შო­რე­ულ სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფო­ებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი მოგ­ზა­უ­რი ჯორჯ ბუ­შის ქუ­ჩას გა­ივ­ლის, სა­დაც ბილ­ბორ­დზე 43-ე პრე­ზი­დენ­ტის გა­ღი­მე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი. მე­ზო­ბე­ლი ქუჩა ჯონ შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხელს ატა­რებს, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი თა­ვა­დი­სას, რო­მელ­მაც შემ­დეგ აშშ-ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის სტა­ტუსს მი­აღ­წია. ქა­ლა­ქის გა­დაღ­მა აშშ-ის დიდი სა­ელ­ჩო გა­და­ჭი­მუ­ლა ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის, ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ვა­ჟის, ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის სა­ხე­ლი ჰქვია. ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, სტე­რო­ი­დებ­ზე გაზ­რდი­ლი აშშ-ის სა­ელ­ჩო, რო­მელ­შიც 400 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, ნამ­დვი­ლად ბევ­რად უფრო დი­დია, ვიდ­რე აშშ-ის მი­სი­ე­ბი ხორ­ვა­ტი­ა­ში ან ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, ანუ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქმის იმ­დე­ნი­ვეა, რამ­დე­ნიც სა­ქარ­თვე­ლო­ში - და­ახ­ლო­ე­ბით 4.4 მი­ლი­ო­ნი. რუ­სებ­მა შე­იძ­ლე­ბა ეს ახა­ლი შე­ნო­ბა ჰა­ვა­ნა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ ვერ­სი­ად მი­იჩ­ნი­ონ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩო ჰა­ვა­ნა­ში კი ერთ დროს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა იყო - ოც­სარ­თუ­ლი­ა­ნი.

თბი­ლის­ში ამე­რი­კუ­ლი სა­ელ­ჩოს ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ის კონ­ტრო­ლია. ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო 15 ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას შო­რის, ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რე­ცი­პი­ენ­ტია. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ვა­შინგტონ­მა თა­ვის ახალ­გაზ­რდა მო­კავ­ში­რე­ზე თბი­ლის­ში კონ­ტრო­ლი და­კარ­გა და მან რუ­სე­თის მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებს შე­უ­ტია. ეს სი­უხ­ვე, ძი­რი­თა­დად, მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის კომ­პენ­სა­ცი­აა.

ის­ტო­რი­კო­სებ­მა შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ლე­ლე­ბიც კი მო­ძებ­ნონ რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ომის განმვა­ლო­ბა­ში, თბი­ლის­სა და აშშ-ის შო­რის გა­მარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­მო­წე­რა­ში და მოს­კო­ვი­სა და ჰა­ვა­ნას მი­მო­წე­რას შო­რის, 1962 წლის კუ­ბის სა­რა­კე­ტო კრი­ზი­სის დროს. ახლა უკვე ცნო­ბი­ლია, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი საბ­ჭო­თა პრე­მი­ე­რი ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი ცდი­ლობ­და შე­ე­კა­ვე­ბი­ნა მისი აგ­რე­სი­უ­ლი ლა­თი­ნი მო­კავ­ში­რე ფი­დელ კას­ტრო.

ზნე­კე­თილ ამე­რი­კელ­თა მთე­ლი თა­ო­ბე­ბი ცდი­ლობ­დნენ კუ­ბა­ში კას­ტროს რე­ჟიმს მის­წვდო­მოდ­ნენ. რო­გორც სჩანს, ისი­ნი უგულ­ვე­ბელ­ყოფ­დნენ იმ ფაქტს, რომ ანტი-ამე­რი­კა­ნიზ­მი ის საყ­რდე­ნია, რო­მე­ლიც ზურგს უმაგ­რებ­და ძმე­ბი კას­ტრო­ე­ბის მმარ­თვე­ლო­ბას. ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი "ნორ­მა­ლუ­რია" და მაკ­დო­ნალ­დის დრო­შე­ბის მომ­რავ­ლე­ბა ჰა­ვა­ნა­ში, ალ­ბათ კას­ტროს რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია.

პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის საყ­რდე­ნი სვე­ტიც რუ­სო­ფო­ბი­აა. გა­სულ წელს ქარ­თულ ქა­ლა­ქებ­ში მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის მე­მო­რი­ა­ლე­ბი ან აა­ფეთ­ქეს, ან აი­ღეს. ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში აიკ­რძა­ლა საბ­ჭო­თა სიმ­ბო­ლი­კა, იმ ხი­დებ­ზეც კი, სა­დაც რკი­ნის გი­სო­სებ­ში ხუთ­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვია ამოტვიფ­რუ­ლი.

თბი­ლი­სის მთა­ვარ ქუ­ჩა­ზე, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მია - კუ­ბა­ში იან­კე­ბის იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მუ­ზე­უ­მის სარ­კი­სე­ბუ­რი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ანა­რეკ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "მო­თხოვ­ნის დე­ფი­ცი­ტის" გამო რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი იხუ­რე­ბა, რუ­სუ­ლი ენა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რა­დი­ო­ში და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აბ­რებ­ზე, მკაც­რად იზღუ­დე­ბა.

ამი­ტომ პოსტ-საბ­ჭო­თა ქარ­თვე­ლე­ბი, ისი­ნი ვინც 35 წელ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, რუ­სუ­ლად ცუ­დად ლა­პა­რა­კო­ბენ. ერთ დღე­საც, რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­დგე­ბა და ქარ­თვე­ლე­ბი ისევ გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან ჩრდი­ლო­ე­თით, მათ დიდი გა­ჭირ­ვე­ბა ელით რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ თა­ვის ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, მათი რა­ო­დე­ნო­ბა კი 500 000-ს აღ­წევს.

იმის ნაც­ვლად, რომ მე­ზობ­ლე­ბის ენა ის­წავ­ლონ, თბი­ლის­მა სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა და­ა­ვა­ლა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კელ და ბრი­ტა­ნელ მას­წავ­ლებ­ლებს მთე­ლი ქვეყ­ნის (რო­მე­ლიც ფარ­თო­ბი ირ­ლან­დი­ის ტო­ლია) სოფ­ლებ­ში აგ­ზავ­ნი­ან. მარ­თა­ლია ინ­გლი­სუ­რი ლა­მა­ზი ენაა, მაგ­რამ უახ­ლო­ე­სი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა ბრი­ტა­ნე­თია და მას სა­ქარ­თვე­ლო­დან 3 000 კი­ლო­მეტ­რი აშო­რებს.

რუ­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­ზობ­ლის­თვის და ტუ­რის­ტის­თვის, თურ­ქე­ბის გარ­და დღე­საც ლინგვა ფრან­კაა.

პა­რა­ლე­ლურ ლინგვის­ტურ ანო­მა­ლი­ას ად­ვი­ლად გა­და­ეყ­რე­ბით კუ­ბა­ში, სა­დაც 40-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გი რუ­სუ­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ და სულ არ იცი­ან ინ­გლი­სუ­რი. თუ სა­მე­ზობ­ლოს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბა გა­მო­სა­დე­გი არ უნდა იყოს.

იმ დროს რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი (იგი­ვე კუ­ბე­ლე­ბი) ჩი­ვი­ან სას­ტი­კი მე­ზობ­ლის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო სა­ვაჭ­რო ემ­ბარ­გოს გამო, ისი­ნი რო­გორც სჩანს, ძა­ლი­ა­ნაც არ ჩქა­რო­ბენ ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბა­ში, მა­ღალ სარ­თულ­ზე, თბი­ლის­ში, მე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს, კა­ნა­და­ში გაწ­ვრთნილ ვერა ქო­ბა­ლი­ას ვე­ლა­პა­რა­კე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის გა­ყიდ­ვა რუ­სეთ­ში, ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მთა­ვარ ბა­ზარ­ზე არ შე­უძ­ლია.

მი­ნის­ტრი ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი თვა­ლე­ბით შე­მომ­ცქე­რის. ის პარ­ტი­ულ ხაზს მიჰ­ყვე­ბა და ამ­ბობს, რომ რუ­სუ­ლი ემ­ბარ­გო რე­ა­ლუ­რად კარ­გი რამ იყო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის­თვის, რომ მათ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს მარ­კი­რე­ბა და ღვი­ნის ხა­რის­ხი ევ­რო­პის კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბამ­დე აიყ­ვა­ნეს.

რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე დიდ მო­გე­ბა­ში მე დავ­რჩი. თბი­ლი­სის სუ­პერ­მარ­კეტ­ში მი­სულ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი თეთ­რი, მშრა­ლი ღვი­ნის ექ­ვსი ბოთ­ლი ვი­ყი­დე მოს­კოვ­ში წა­სა­ღე­ბად და 50 დო­ლა­რის ქარ­თუ­ლი ექ­ვი­ვა­ლენ­ტი გა­და­ვი­ხა­დე.

მოს­კოვ­ში სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდე­ბოდ­ნენ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ვაჭ­რო რა­ო­დე­ნო­ბას. აქ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ერთი ბოთ­ლი ევ­რო­პუ­ლი ღვი­ნო 20 დო­ლა­რი ღირს. რეს­ტორ­ნებ­ში იგი­ვე პრო­დუქ­ტის პა­წა­წი­ნა ულუ­ფას ჭი­ქით 12 დო­ლა­რად მო­გარ­თმე­ვენ.

კუ­ბა­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ქა­რიზ­მა­ტუ­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი თა­ვის შარმ­სა და ქა­რიზ­მას სტუმ­რად ჩა­მო­სულ უცხო­ე­ლებ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი მა­გი­ის­თვის იყე­ნე­ბენ.

მა­შინ, რო­დე­საც ფი­დე­ლი სტუმ­რად ჩა­სულ ევ­რო­პე­ლებ­სა და კა­ნა­დე­ლებს ჰა­ვა­ნუ­რი სი­გა­რე­ბის კო­ლო­ფით ხვდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს "მიშა" სა­ა­კაშ­ვი­ლი იმი­თაა ცნო­ბი­ლი, რომ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი დი­ლით ვერ­ტმფრე­ნით სა­თხი­ლა­მუ­როდ მიჰ­ყავს კავ­კა­სი­ის მთებ­ში, ხოლო შუა დღეს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე - სა­ცუ­რა­ოდ.

შუ­ა­ლედ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დერ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­სავ­ლუ­რი იტა­ლი­უ­რი კერ­ძი და ღვი­ნო შე­მოგ­თა­ვა­ზოთ.

ნიუ-იორკში დახ­ვე­წი­ლი, მშვე­ნი­ე­რი ამე­რი­კუ­ლით მო­ლა­პა­რა­კე მიშა ამე­რი­კელ კონ­გრეს­მე­ნებ­სა და ტე­ლე­კო­რეს­პონ­დენ­ტებს თავს ისე აგ­რძნო­ბი­ნებს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში. მისი გულ­წრფე­ლი თავ­დას­ხმა რუ­სულ ექ­სპან­სი­ო­ნიზ­მზე მუ­სი­კა­სა­ვით ჩა­ეს­მის ამე­რი­კელ­თა იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ცივი ომის ეპო­ქი­დან მო­დი­ან.

იმა­ვე ინ­ტო­ნა­ცი­ა­ში, ფი­დელ კას­ტრო დეკ­ლა­რი­რებს ამე­რი­კელ­თა მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ანკლავ­ზე გუ­ან­ტა­ნა­მო­ში ან იმა­ზე, თუ რო­გო­რი მარ­ცხი გა­ნი­ცა­დეს ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რით მოქ­მედ­მა ჯა­რებ­მა Bahia de los Cochinos-ისა­ზე თავ­დას­ხმი­სას. მისი ეს მო­ნა­თხრო­ბი იმ ლა­თი­ნო-ამე­რი­კე­ლებს აღელ­ვებს, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლად ამე­რი­კე­ლე­ბის­გან თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნო­ბენ.

იქ სა­დაც კას­ტრო თა­ვის ლა­თი­ნურ ქა­რიზ­მას იყე­ნებს გრინ­გო­ე­ბის და­სა­ჯაბ­ნად, სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თულ სიმ­კვირ­ცხლეს მი­მარ­თავს რუ­სე­თის სლა­ვი ლი­დე­რე­ბის და­საჩ­რდი­ლად, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სეთ­მა იო­ლად მო­ი­გო რე­ა­ლუ­რი, მაგ­რამ სა­ზარ­ლად და­მარ­ცხდა PR ომში. დღეს უკვე ჩრდი­ლო-სამ­ხრე­თუ­ლი მტრო­ბა პი­რად ხა­სი­ათს ატა­რებს.

ომის მსვლე­ლო­ბი­სას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ პრე­ზი­დენტს ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბით და­კი­დებ­და. თა­ვის მხრივ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა პუ­ტინს "ლი­ლი­პუ­ტი­ნი" უწო­და, რუსი ლი­დე­რის მოკ­რძა­ლე­ბულ სი­მაღ­ლე­ზე მი­ნიშ­ნე­ბით.

გა­სულ კვი­რას ქარ­თვე­ლი და რუსი რე­პორ­ტი­ო­რე­ბის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, პრე­ზი­დენ­ტმა მედ­ვე­დევ­მა არად ჩა­აგ­დო თა­ვი­სი ხა­ლი­სი­ა­ნი კო­ლე­გა და მას აბე­ზა­რი უწო­და.

რუს­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ არას­დროს ჩა­მო­არ­თმევს ხელს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ომის და­წყე­ბის გამო და და­ი­ფი­ცა: "მე მას ამას არას­დროს ვა­პა­ტი­ებ, არას­დროს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, თუმ­ცა ხან­და­ხან სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ზე ის ცდი­ლობს თვა­ლი ჩა­მი­პა­ჭუ­ნოს".

8 აგ­ვის­ტოს ომის წლის­თავ­ზე ამ გან­ცხა­დე­ბებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც, სერ­გეი ლავ­რო­ვიც შე­უ­ერ­თდა და ქარ­თველ ლი­დერს "პა­თო­ლო­გი და ანო­მა­ლი­უ­რი" უწო­და. შემ­დეგ რუ­სე­თის უმაღ­ლეს­მა დიპ­ლო­მატ­მა ქარ­თვე­ლის დე­და­საც მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის "აშ­კა­რად ძა­ლი­ან ცუ­და­დაა გაზ­რდი­ლი".

ბავ­შვე­ბი­ვით ერ­თმა­ნე­თის ძა­გე­ბა ნაც­ნო­ბია და­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­შიც. ამე­რი­კე­ლი კა­რი­კა­ტუ­რის­ტის, ჯულს ეი­ფე­რის კლა­სი­კურ ნა­ხატ­ზე ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი 8 ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი ორმწკრი­ვად. ყვე­ლა პრე­ზი­დენტს ერთი წარ­წე­რა ახ­ლავს: "ფი­დელ კას­ტრო ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას წავა".

მაგ­რამ ფი­დელ კას­ტრო სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის სტა­ტუს­ში ისე დიდ­ხანს დარ­ჩა, რომ თით­ქმის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დის მე­ფო­ბის წლებს გა­და­ა­ჭარ­ბა. იმის გამო, რომ რუ­სე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა არაა, მას მო­მა­ვალ­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვა პრე­ზი­დენ­ტი არ ეყო­ლე­ბა. ბევრ ანა­ლი­ტი­კოსს სწამს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პუ­ტი­ნი მო­მა­ვალ წელს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა და სა­თა­ვეს და­უ­დებს თა­ვის 25 წლი­ან მმარ­თვე­ლო­ბას რუ­სეთ­ში.

სამ­ხრე­თის სა­ზღვრებ­ზე, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა მი­ბა­ძოს თა­ვის მო­სის­ხლე მტერს. მან 2013 წლის იან­ვრის­თვის, იმ მო­მენ­ტის­თვის, რო­დე­საც მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა ამო­ი­წუ­რე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა შექ­მნა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლა­ბა­მო­სი­ლე­ბა­ნი გა­ნამ­ტკი­ცა. ქარ­თველ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა მშვე­ნივ­რად მი­ბა­ძოს პუ­ტინს: გა­მო­იც­ვა­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

თუ იმ ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის სა­ხე­ლებს გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ­ლებ­მაც 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­დან ვერ მო­ი­ცი­ლეს ფი­დელ კას­ტრო, გა­მო­დის რომ ჩვენ მი­შას და ვლა­დის შოუს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი ვნა­ხეთ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს და კუ­ბას უამ­რა­ვი კი­ლო­მეტ­რი აშო­რებს, ასე რომ თა­მა­ში დამ­თავ­რე­ბუ­ლია.

ჯე­იმს ბრუ­კი

ForeignPress

საქართველო - კავკასიის კუბა

 საქართველო -  კავკასიის კუბა

blogs.voanews.com

მოდი მოვიცილოთ თავიდან აგვისტოს მოწყენილობა და თამაშით გონება გავივარჯიშოთ. მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატიული საქართველო, სადაც ბაზარი თავისუფალია… კავკასიის კუბაა. ორივე ქვეყნისთვის, იმისთვისაც, რომელიც კარიბის ზღვაშია და იმისთვისაც, რომელიც კავკასიაშია, ჩრდილოელი კოლოსის ნომერ პირველი პრობლემაა.

ეს ჩრდილოური იმპერია უკვე დიდი ხანია ერევა… თავად აირჩიეთ პასუხი შემდეგი ვარიანტებიდან: ა) მამაცი საქართველოს ბ) ჰეროიკული კუბის საქმეებში.

ოფიციალური ნარატივების თანახმად, რასაც ზურგს მხოლოდ გეოგრაფია უმაგრებს (კავკასიის ქედი, თუ ფლორიდის ყურე), ორივე ქვეყნის ნაციონალური ლიდერი ძალაუფლების მოყვარე მეზობლისგან საკუთარი კულტურისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის იბრძვის. რუსეთის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე 32-ჯერ მეტია. შეერთებული შტატების მოსახლეობა კუბისას 28-ჯერ სჭარბობს.

იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვას, ქარიზმატული და გამჭრიახი ლიდერები ცდილობენ საკუთარი ქვეყნის ბედი მჭიდროდ დაუკავშირონ შორეულ სუპერსახელმწიფოებს.

საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისისკენ მიმავალი მოგზაური ჯორჯ ბუშის ქუჩას გაივლის, სადაც ბილბორდზე 43-ე პრეზიდენტის გაღიმებული პორტრეტია აღბეჭდილი. მეზობელი ქუჩა ჯონ შალიკაშვილის სახელს ატარებს, წარმოშობით ქართველი თავადისას, რომელმაც შემდეგ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის სტატუსს მიაღწია. ქალაქის გადაღმა აშშ-ის დიდი საელჩო გადაჭიმულა ქუჩაზე, რომელსაც ამერიკელი ქორეოგრაფის, ქართველი კომპოზიტორის ვაჟის, ჯორჯ ბალანჩინის სახელი ჰქვია. ამ პატარა ქვეყნისთვის, სტეროიდებზე გაზრდილი აშშ-ის საელჩო, რომელშიც 400 ადამიანი მუშაობს, ნამდვილად ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ის მისიები ხორვატიაში ან ახალ ზელანდიაში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც საქართველოში - დაახლოებით 4.4 მილიონი. რუსებმა შეიძლება ეს ახალი შენობა ჰავანაში საბჭოთა კავშირის საელჩოს ჰორიზონტალურ ვერსიად მიიჩნიონ. საბჭოთა კავშირის საელჩო ჰავანაში კი ერთ დროს ყველაზე მაღალი შენობა იყო - ოცსართულიანი.

თბილისში ამერიკული საელჩოს ძირითადი ფუნქცია საქართველოში ამერიკული დახმარების დისტრიბუციის კონტროლია. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, საქართველო 15 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, ამერიკული დახმარების ყველაზე დიდი რეციპიენტია. 2008 წლის აგვისტოში ვაშინგტონმა თავის ახალგაზრდა მოკავშირეზე თბილისში კონტროლი დაკარგა და მან რუსეთის მშვიდობისმყოფელებს შეუტია. ეს სიუხვე, ძირითადად, მაშინ მიღებული ზარალის კომპენსაციაა.

ისტორიკოსებმა შეიძლება პარალელებიც კი მოძებნონ რუსულ-ქართული ომის განმვალობაში, თბილისსა და აშშ-ის შორის გამართულ დიპლომატიურ მიმოწერაში და მოსკოვისა და ჰავანას მიმოწერას შორის, 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმჟამინდელი საბჭოთა პრემიერი ნიკიტა ხრუშჩოვი ცდილობდა შეეკავებინა მისი აგრესიული ლათინი მოკავშირე ფიდელ კასტრო.

ზნეკეთილ ამერიკელთა მთელი თაობები ცდილობდნენ კუბაში კასტროს რეჟიმს მისწვდომოდნენ. როგორც სჩანს, ისინი უგულვებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ანტი-ამერიკანიზმი ის საყრდენია, რომელიც ზურგს უმაგრებდა ძმები კასტროების მმართველობას. ყოველდღიური ურთიერთობები ”ნორმალურია” და მაკდონალდის დროშების მომრავლება ჰავანაში, ალბათ კასტროს რეჟიმის დასასრულის დასაწყისის მომასწავებელია.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საყრდენი სვეტიც რუსოფობიაა. გასულ წელს ქართულ ქალაქებში მეორე მსოფლიოს ომის მემორიალები ან ააფეთქეს, ან აიღეს. ახალი კანონმდებლობით საჯარო სივრცეებში აიკრძალა საბჭოთა სიმბოლიკა, იმ ხიდებზეც კი, სადაც რკინის გისოსებში ხუთქიმიანი ვარსკვლავია ამოტვიფრული.

თბილისის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმია - კუბაში იანკების იმპერიალიზმისადმი მიძღვნილი მუზეუმის სარკისებური იდეოლოგიური ანარეკლი.

საქართველოში ”მოთხოვნის დეფიციტის” გამო რუსულენოვანი სკოლები იხურება, რუსული ენა ტელევიზიებში, რადიოში და საჯარო სივრცეში აბრებზე, მკაცრად იზღუდება.

ამიტომ პოსტ-საბჭოთა ქართველები, ისინი ვინც 35 წელზე ახალგაზრდები არიან, რუსულად ცუდად ლაპარაკობენ. ერთ დღესაც, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება და ქართველები ისევ გაემგზავრებიან ჩრდილოეთით, მათ დიდი გაჭირვება ელით რუსეთში მცხოვრებ თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან კომუნიკაციისას, მათი რაოდენობა კი 500 000-ს აღწევს.

იმის ნაცვლად, რომ მეზობლების ენა ისწავლონ, თბილისმა სკოლის ყველა მოსწავლეს ინგლისურის სწავლა დაავალა. საგანმანათლებლო ინსტიტუტები ახალგაზრდა ამერიკელ და ბრიტანელ მასწავლებლებს მთელი ქვეყნის (რომელიც ფართობი ირლანდიის ტოლია) სოფლებში აგზავნიან. მართალია ინგლისური ლამაზი ენაა, მაგრამ უახლოესი ინგლისურენოვანი ქვეყანა ბრიტანეთია და მას საქართველოდან 3 000 კილომეტრი აშორებს.

რუსული საქართველოს ყველა მეზობლისთვის და ტურისტისთვის, თურქების გარდა დღესაც ლინგვა ფრანკაა.

პარალელურ ლინგვისტურ ანომალიას ადვილად გადაეყრებით კუბაში, სადაც 40-ს გადაცილებული ადამიანები კარგი რუსულით ლაპარაკობენ და სულ არ იციან ინგლისური. თუ სამეზობლოს გავითვალისწინებით, ამგვარი ვითარება გამოსადეგი არ უნდა იყოს.

იმ დროს როდესაც ქართველები (იგივე კუბელები) ჩივიან სასტიკი მეზობლის მიერ დაწესებული უსამართლო სავაჭრო ემბარგოს გამო, ისინი როგორც სჩანს, ძალიანაც არ ჩქარობენ ამ საკითხის მოგვარებას. საქართველოს სამთავრობო შენობაში, მაღალ სართულზე, თბილისში, მე საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, კანადაში გაწვრთნილ ვერა ქობალიას ველაპარაკები იმის შესახებ, რომ საქართველოს თავისი ცნობილი ღვინისა და მინერალური წყლების გაყიდვა რუსეთში, ისტორიულად ჩამოყალიბებულ მთავარ ბაზარზე არ შეუძლია.

მინისტრი ლაჟვარდოვანი თვალებით შემომცქერის. ის პარტიულ ხაზს მიჰყვება და ამბობს, რომ რუსული ემბარგო რეალურად კარგი რამ იყო ქართული ღვინისთვის, რომ მათ გააუმჯობესეს მარკირება და ღვინის ხარისხი ევროპის კავშირის სტანდარტებამდე აიყვანეს.

რეალურად ყველაზე დიდ მოგებაში მე დავრჩი. თბილისის სუპერმარკეტში მისულმა შესანიშნავი თეთრი, მშრალი ღვინის ექვსი ბოთლი ვიყიდე მოსკოვში წასაღებად და 50 დოლარის ქართული ექვივალენტი გადავიხადე.

მოსკოვში სიხარულით შეხვდებოდნენ ქართული ღვინის სავაჭრო რაოდენობას. აქ სუპერმარკეტებში მესამეხარისხოვანი ერთი ბოთლი ევროპული ღვინო 20 დოლარი ღირს. რესტორნებში იგივე პროდუქტის პაწაწინა ულუფას ჭიქით 12 დოლარად მოგართმევენ.

კუბაშიც და საქართველოშიც ქარიზმატული პრეზიდენტები თავის შარმსა და ქარიზმას სტუმრად ჩამოსულ უცხოელებთან პოლიტიკური მაგიისთვის იყენებენ.

მაშინ, როდესაც ფიდელი სტუმრად ჩასულ ევროპელებსა და კანადელებს ჰავანური სიგარების კოლოფით ხვდება, საქართველოს ”მიშა” სააკაშვილი იმითაა ცნობილი, რომ უცხოელი სტუმრები დილით ვერტმფრენით სათხილამუროდ მიჰყავს კავკასიის მთებში, ხოლო შუა დღეს შავი ზღვის სანაპიროზე - საცურაოდ.

შუალედში კი საქართველოს ლიდერმა შეიძლება საუკეთესო აღმოსავლური იტალიური კერძი და ღვინო შემოგთავაზოთ.

ნიუ-იორკში დახვეწილი, მშვენიერი ამერიკულით მოლაპარაკე მიშა ამერიკელ კონგრესმენებსა და ტელეკორესპონდენტებს თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში. მისი გულწრფელი თავდასხმა რუსულ ექსპანსიონიზმზე მუსიკასავით ჩაესმის ამერიკელთა იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ცივი ომის ეპოქიდან მოდიან.

იმავე ინტონაციაში, ფიდელ კასტრო დეკლარირებს ამერიკელთა მიერ კონტროლირებად ანკლავზე გუანტანამოში ან იმაზე, თუ როგორი მარცხი განიცადეს ამერიკის მხარდაჭერით მოქმედმა ჯარებმა Bahia de los Cochinos-ისაზე თავდასხმისას. მისი ეს მონათხრობი იმ ლათინო-ამერიკელებს აღელვებს, რომლებიც ისტორიულად ამერიკელებისგან თავს დამცირებულად გრძნობენ.

იქ სადაც კასტრო თავის ლათინურ ქარიზმას იყენებს გრინგოების დასაჯაბნად, სააკაშვილი ქართულ სიმკვირცხლეს მიმართავს რუსეთის სლავი ლიდერების დასაჩრდილად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა იოლად მოიგო რეალური, მაგრამ საზარლად დამარცხდა PR ომში. დღეს უკვე ჩრდილო-სამხრეთული მტრობა პირად ხასიათს ატარებს.

ომის მსვლელობისას, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველ პრეზიდენტს ინტიმური ადგილებით დაკიდებდა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პუტინს ”ლილიპუტინი” უწოდა, რუსი ლიდერის მოკრძალებულ სიმაღლეზე მინიშნებით.

გასულ კვირას ქართველი და რუსი რეპორტიორებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მედვედევმა არად ჩააგდო თავისი ხალისიანი კოლეგა და მას აბეზარი უწოდა.

რუსმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასდროს ჩამოართმევს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილს ომის დაწყების გამო და დაიფიცა: ”მე მას ამას არასდროს ვაპატიებ, არასდროს დაველაპარაკები, თუმცა ხანდახან სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე ის ცდილობს თვალი ჩამიპაჭუნოს”.

8 აგვისტოს ომის წლისთავზე ამ განცხადებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, სერგეი ლავროვიც შეუერთდა და ქართველ ლიდერს ”პათოლოგი და ანომალიური” უწოდა. შემდეგ რუსეთის უმაღლესმა დიპლომატმა ქართველის დედასაც მიაყენა შეურაცხყოფა და განაცხადა, რომ ის ”აშკარად ძალიან ცუდადაა გაზრდილი”.

ბავშვებივით ერთმანეთის ძაგება ნაცნობია დასავლეთ ნახევარსფეროშიც. ამერიკელი კარიკატურისტის, ჯულს ეიფერის კლასიკურ ნახატზე ეიზენჰაუერიდან დაწყებული 8 ამერიკელი პრეზიდენტია გამოსახული ორმწკრივად. ყველა პრეზიდენტს ერთი წარწერა ახლავს: ”ფიდელ კასტრო ჩემი პრეზიდენტობისას წავა”.

მაგრამ ფიდელ კასტრო სახელმწიფოს მეთაურის სტატუსში ისე დიდხანს დარჩა, რომ თითქმის დედოფალი ელისაბედის მეფობის წლებს გადააჭარბა. იმის გამო, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არაა, მას მომავალში ბევრი სხვადასხვა პრეზიდენტი არ ეყოლება. ბევრ ანალიტიკოსს სწამს, რომ პრემიერ-მინისტრი პუტინი მომავალ წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდება და სათავეს დაუდებს თავის 25 წლიან მმართველობას რუსეთში.

სამხრეთის საზღვრებზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაძლოა მიბაძოს თავის მოსისხლე მტერს. მან 2013 წლის იანვრისთვის, იმ მომენტისთვის, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შექმნა და პრემიერ-მინისტრის უფლაბამოსილებანი განამტკიცა. ქართველმა პრეზიდენტმა შეიძლება მშვენივრად მიბაძოს პუტინს: გამოიცვალოს თანამდებობა, მაგრამ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

თუ იმ ამერიკელი პრეზიდენტების სახელებს გავიხსენებთ, რომლებმაც 50 წლის განმავლობაში თავიდან ვერ მოიცილეს ფიდელ კასტრო, გამოდის რომ ჩვენ მიშას და ვლადის შოუს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ვნახეთ, მაგრამ საქართველოს და კუბას უამრავი კილომეტრი აშორებს, ასე რომ თამაში დამთავრებულია.

ჯეიმს ბრუკი

ForeignPress

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა