პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
B7 - კონცეპტუალური სარბოლი ელექტრომობილი 500 კმ/სთ სიჩქარით
B7 - კონცეპტუალური სარბოლი ელექტრომობილი 500 კმ/სთ სიჩქარით

თუ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას მი­ვა­დევ­ნებთ თვალს, ად­ვი­ლად და­ვას­კვნით, რომ ამ ტი­პის მან­ქა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად შე­მო­ვა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ვიდ­რე ადრე გვე­გო­ნა. ეს პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია და რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სულ უფრო იკ­რებს ძა­ლას და ტემპს.

თით­ქმის ყვე­ლა ავ­ტო­კომ­პა­ნია, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მო­დე­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ძა­ლურ და­ნად­გა­რად ელექტროძ­რავს ირ­ჩევს, ბევ­რი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე უკვე მი­ლი­არ­დებს ხარ­ჯავს, რამ­დე­ნი­მემ კი უკვე და­ი­წყო ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა და რამ­დე­ნი­მე კი ამას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ა­კე­თებს. ვი­თარ­დე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

მაგ­რამ ამ ბა­ზარ­ზე მუშ­ტრის სა­ხით, ჯერ მეტ­წი­ლად კომ­პა­ნი­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი არ ჩქა­რო­ბენ და ამი­სათ­ვის ბევ­რი მი­ზე­ზი აქვთ. ამ მი­ზე­ზე­ბი­დან, ერთ-ერთი მთა­ვა­რი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია. თუმ­ცა, ბა­ზა­რი ამ მხრი­ვაც ვი­თარ­დე­ბა, რა­შიც თა­ვი­სი წვლი­ლი, ენ­თუ­ზი­ას­ტებ­საც შე­აქვთ.

ერთ-ერთი ასე­თი ენ­თუ­ზი­ასტთა­გა­ნია ავ­სტრა­ლი­ე­ლი ფი­ლიპ ტე­ჯერსკი, რო­მელ­მაც სარ­ბო­ლი სუ­პერ ელექტრო­მო­ბი­ლის კონ­ცე­პცია შე­ი­მუ­შა­ვა, სა­ხე­ლად B7 და იქად­ნის, რომ ამ მან­ქა­ნით, წარ­მო­უდ­გე­ნელ სიჩ­ქა­რეს - 500 კმ/სთ-ს მი­აღ­წევს. და თუ ეს შეძ­ლო, თქმა არ უნდა, ამით ელექტრო­მო­ბი­ლებს დი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­უ­წევს. თა­ვად პრო­ექ­ტის ავ­ტო­რიც ამას ამ­ბობს - ამ მან­ქა­ნის შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იმის დამ­ტკი­ცე­ბაა, რომ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს სწრა­ფი და დი­ნა­მი­უ­რი და მისი მარ­თვით მძღოლ­მა შე­იძ­ლე­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო­სო.

თა­ვი­სი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­ზა­ი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, ტა­ჯერსკიმ შთა­გო­ნე­ბა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­გან მი­ი­ღო, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი აე­რო­დი­ნა­მი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა კი მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სწო­რედ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით უნდა მი­აღ­წი­ოს B7-ის სიჩ­ქა­რემ წარ­მო­უდ­გე­ნელ ზღვარს.

ტა­ჯერსკის მთა­ვა­რი ინო­ვა­ცია ისაა, რომ აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის ნაც­ვლად, ის სუ­პერ­კონ­დენ­სა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებს. ენერ­გი­ის ასე­თი დამ­გრო­ვებ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ისი­ნი ლი­თი­უმ-იო­ნურ აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ზე (რომ­ლებ­საც ამ­ჟა­მად ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ ელექტრო­მო­ბი­ლებ­სა და ჰიბ­რი­დებ­ში) პა­ტა­რე­ბი­ცაა, მსუ­ბუ­ქიც და ტე­ვა­დიც. კონ­დნ­სა­ტო­რე­ბი ენერ­გი­ით ოთხ ელექტროძ­რავს მო­ა­მა­რა­გებს, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი "თა­ვის" ერთ ბორ­ბალს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მოძ­რა­ო­ბი­სას კონ­დენ­სა­ტო­რე­ბის და­მუხ­ტვის­თვის, ავ­ტო­მო­ბილს ასე­ვე გა­აჩ­ნია V8 ში­დაწ­ვის ძრა­ვი­სა და გე­ნე­რა­ტო­რის ტან­დე­მი. ეს ძრა­ვი შე­კუმ­შულ აირ­ზე იმუ­შა­ვებს და მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ექ­ნე­ბა ბორ­ბლებ­თან.

ავ­ტო­მო­ბილ­ში მხო­ლოდ ორი ად­გი­ლია. ამას­თან, მგზავ­რის სა­ვარ­ძე­ლი მძღო­ლი­სას უკა­ნაა მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ვარ­ძლე­ბის ამ­გვა­რი გან­ლა­გე­ბა ბოლო ხანს ერ­თგვარ მო­დად იქცა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლის აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რად ოპ­ტი­მა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სა­ლონს საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვის სან­თლის ფორ­მა აქვს. და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბი­სას, მისი ნა­წი­ლობ­რივ გახ­სნა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე ამის გა­კე­თე­ბა არ ღირს.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

B7 - კონცეპტუალური სარბოლი ელექტრომობილი 500 კმ/სთ სიჩქარით

B7 - კონცეპტუალური სარბოლი ელექტრომობილი 500 კმ/სთ სიჩქარით

თუ ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას მივადევნებთ თვალს, ადვილად დავასკვნით, რომ ამ ტიპის მანქანები გაცილებით სწრაფად შემოვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე ადრე გვეგონა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, სულ უფრო იკრებს ძალას და ტემპს.

თითქმის ყველა ავტოკომპანია, კონცეპტუალურ მოდელებზე მუშაობისას, ძალურ დანადგარად ელექტროძრავს ირჩევს, ბევრი ელექტრომობილების შემუშავებაზე უკვე მილიარდებს ხარჯავს, რამდენიმემ კი უკვე დაიწყო ასეთი ავტომობილების გაყიდვა და რამდენიმე კი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ვითარდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

მაგრამ ამ ბაზარზე მუშტრის სახით, ჯერ მეტწილად კომპანიები და სახელმწიფოები გვევლინებიან. მოქალაქეები კი არ ჩქარობენ და ამისათვის ბევრი მიზეზი აქვთ. ამ მიზეზებიდან, ერთ-ერთი მთავარი ელექტრომობილების შეზღუდული შესაძლებლობებია. თუმცა, ბაზარი ამ მხრივაც ვითარდება, რაშიც თავისი წვლილი, ენთუზიასტებსაც შეაქვთ.

ერთ-ერთი ასეთი ენთუზიასტთაგანია ავსტრალიელი ფილიპ ტეჯერსკი, რომელმაც სარბოლი სუპერ ელექტრომობილის კონცეპცია შეიმუშავა, სახელად B7 და იქადნის, რომ ამ მანქანით, წარმოუდგენელ სიჩქარეს - 500 კმ/სთ-ს მიაღწევს. და თუ ეს შეძლო, თქმა არ უნდა, ამით ელექტრომობილებს დი პოპულარიზაციას გაუწევს. თავად პროექტის ავტორიც ამას ამბობს - ამ მანქანის შექმნის მთავარი მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ ელექტრომობილებიც შეიძლება იყოს სწრაფი და დინამიური და მისი მართვით მძღოლმა შეიძლება დიდი სიამოვნება მიიღოსო.

თავისი კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინის შემუშავებისას, ტაჯერსკიმ შთაგონება სამხედრო თვითმფრინავებისგან მიიღო, რომლებიც ძალიან დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევიან. აღჭურვილობა კი მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. სწორედ ამ ტექნოლოგიების წყალობით უნდა მიაღწიოს B7-ის სიჩქარემ წარმოუდგენელ ზღვარს.

ტაჯერსკის მთავარი ინოვაცია ისაა, რომ აკუმულატორების ნაცვლად, ის სუპერკონდენსატორების გამოყენებას აპირებს. ენერგიის ასეთი დამგროვებლების უპირატესობა ისაა, რომ ისინი ლითიუმ-იონურ აკუმულატორებზე (რომლებსაც ამჟამად ფართოდ იყენებენ ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებში) პატარებიცაა, მსუბუქიც და ტევადიც. კონდნსატორები ენერგიით ოთხ ელექტროძრავს მოამარაგებს, რომელთაგან თითოეული „თავის“ ერთ ბორბალს მოემსახურება.

მოძრაობისას კონდენსატორების დამუხტვისთვის, ავტომობილს ასევე გააჩნია V8 შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი. ეს ძრავი შეკუმშულ აირზე იმუშავებს და მას არანაირი კავშირი არ ექნება ბორბლებთან.

ავტომობილში მხოლოდ ორი ადგილია. ამასთან, მგზავრის სავარძელი მძღოლისას უკანაა მოთავსებული. სავარძლების ამგვარი განლაგება ბოლო ხანს ერთგვარ მოდად იქცა, თუმცა ფაქტია, რომ ეს ავტომობილის აეროდინამიკურად ოპტიმალური დიზაინის შემუშავების საშუალებას იძლევა. სალონს საბრძოლო თვითმფრინავის სანთლის ფორმა აქვს. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, მისი ნაწილობრივ გახსნა შეიძლება, თუმცა მაღალ სიჩქარეზე ამის გაკეთება არ ღირს.

იხილეთ ბმული

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)