მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოჭ­ში მედ­ვე­დევ­მა და ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ვერც ერთ სა­კი­თხზე ვერ შეძ­ლეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის მოს­ვლის შემ­დეგ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ორი­ვე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბი გა­ზის სა­კი­თხზე და­პი­რის­პი­რე­ბი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

გა­ზე­თის გან­მარ­ტე­ბით, კი­ე­ვი რუ­სე­თის­გან გაზ­ზე ფასი დაკ­ლე­ბას მო­ი­თხოვს, მოს­კო­ვი მზა­დაა დათ­მო­ბებ­ზე წა­ვი­დეს, მაგ­რამ გაზ­სა­დე­ნის მი­ღე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში მი­ერ­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ. "მოს­კოვ­სკი ნო­ვოს­ტი" აღ­ნიშ­ნავს, რომ პარტნი­ო­რებ­ზე ზე­წო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტად უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იუ­ლია ტო­მო­შენ­კოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გა­ნი­ხი­ლავს.

კი­ე­ვი ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს რუ­სე­თი­დან უკ­რა­ი­ნის გავ­ლით გა­ზის ტრან­ზიტ­ზე 2009 წელს "გა­ზპ­რომ­სა" და "ნაფ­ტო­გაზს" შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის დროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. კი­ე­ვი მოს­კო­ვი­სა­გან სწო­რედ ამ კონ­ტრაქ­ტის გა­და­ხედ­ვას მო­ი­თხოვს.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე თავს არი­დებს რუ­სეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. უკ­რა­ი­ნა არ არის მზად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს რო­გორც "გა­ზპ­რო­მი­სა" და ნაფ­ტო­გა­ზის" გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, ისე გა­ერ­თი­ან­დეს სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში, რო­მელ­შიც რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სია და ყა­ზა­ხე­თი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მე­ტიც, უკ­რა­ი­ნამ ევ­რო­კავ­შირ­თან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვაჭ­რო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, სოჭში მედვედევმა და იანუკოვიჩმა ვერც ერთ საკითხზე ვერ შეძლეს მოლაპარაკება. გამოცემის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი დასრულებულია, ორივე ქვეყნის მთავრობები გაზის საკითხზე დაპირისპირებისათვის ემზადებიან.

გაზეთის განმარტებით, კიევი რუსეთისგან გაზზე ფასი დაკლებას მოითხოვს, მოსკოვი მზადაა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ გაზსადენის მიღებისა და უკრაინის საბაჟო კავშირში მიერთების სანაცვლოდ. "მოსკოვსკი ნოვოსტი" აღნიშნავს, რომ პარტნიორებზე ზეწოლის ინსტრუმენტად უკრაინის ხელისუფლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტომოშენკოს სასამართლო პროცესს განიხილავს.

კიევი ყოფილ პრემიერ-მინისტრს რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე 2009 წელს "გაზპრომსა" და "ნაფტოგაზს" შორის გაფორმებული კონტრაქტის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. კიევი მოსკოვისაგან სწორედ ამ კონტრაქტის გადახედვას მოითხოვს.

ამასთან, უკრაინული მხარე თავს არიდებს რუსეთთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელებას. უკრაინა არ არის მზად მონაწილეობა მიიღოს როგორც "გაზპრომისა" და ნაფტოგაზის" გაერთიანებაში, ისე გაერთიანდეს საბაჟო კავშირში, რომელშიც რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი არიან გაერთიანებული. მეტიც, უკრაინამ ევროკავშირთან დაიწყო მოლაპარაკებები ვაჭრობის თავისუფალი ზონის შექმნის თაობაზე.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა