მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ჯავახიშვილი - ისევ ქართული ენის შესახებ
მიხეილ ჯავახიშვილი - ისევ ქართული ენის შესახებ

ჭირი და­უ­მა­ლა­ვი სჯო­ბი­აო. ეს ჭი­რიც ჩვე­ნი ძვე­ლი ნაც­ნო­ბია, თით­ქმის ნაჩ­ვე­ვი და გა­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი ენის ამ­ღვრე­ვი­სა და და­მა­ხინ­ჯე­ბის შე­სა­ხებ მო­გახ­სე­ნებთ. ეს სა­გა­ნი გაც­ვე­თი­ლი და თავ­მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი ჭირ-ვა­რამ­ნი და სატ­კი­ვარ­ნიც დაძ­ველ­დნენ.

ყვე­ლას ბავ­შვო­ბი­დან­ვე გვახ­სოვს ამ სა­გან­ზე ჩი­ვი­ლი და ზრუნ­ვა, მაგ­რამ ჩვე­ნი დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენა ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მი­სა და დაწ­მენ­დის მა­გი­ერ უა­რე­სად და­ა­ვად­და და ატა­ლახ­და. ისიც გვახ­სოვს, რომ ერთ დროს გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლებს თი­თებ­ზე ჩა­მოთ­ვლი­დით ხოლ­მე. ეხლა კი ან­გა­რი­ში აგ­ვე­რია და სათ­ვა­ლა­ვი დაგ­ვე­კარ­გა. გვახ­სოვს "დრო­ე­ბის", "ივე­რი­ის", "მო­ამ­ბეს" და "ცნო­ბის ფურ­ცე­ლის" ქარ­თუ­ლი, ეხლა კი - "ქარ­თუ­ლი სი­ტყვის" ერთი წე­რი­ლის ავ­ტო­რი­სა არ იყოს, ნა­წერ­ზე ად­ვი­ლად გა­მო­იც­ნობთ დამ­წე­რის და­ბა­დე­ბის კუ­თხეს. ამ მხრივ ჩვენ­ში უსა­ზღვრო თა­ვი­სუფ­ლე­ბა დამ­ყარ­და. აღა­რა­ფერს ერი­დე­ბი­ან და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში თა­მა­მად სწე­რენ: "ლა­ფატ­კა", "ფლა­გი", "სი­როს­ტი", "ტუ­მა­ნი" და სხვ. არ ვა­ჭარ­ბებ, ეს სი­ტყვე­ბი მე თვი­თონ წა­მი­კი­თხია და იმა­ვე დროს გამ­ხსე­ნე­ბია, რომ თითო ასეთ სი­ტყვას ჩვენ შეგ­ვიძ­ლი­ან ორი და სამი ქარ­თუ­ლი და­ვახ­ვედ­როთ.

უკან აღა­რა­ვინ იხე­დე­ბა. ცო­ტა­ო­დე­ნი ცოდ­ნა ენის კა­ნო­ნე­ბი­სა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ აღა­რა­ვის მი­აჩ­ნია.

წიგ­ნის ფურ­ცე­ლი სუს­ტი ანა­რეკ­ლია იმ უბად­რუკ სუ­რა­თი­სა, რო­მელ­საც ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე წა­ა­წყდე­ბით დღე­ვან­დელ ოჯახ­ში, ქუ­ჩა­ში და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. ამ დღე­ებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში გახ­ლდით. ერთ დარ­ბაზ­ში ნამ­დვი­ლი სე­ტყვა მო­დი­ო­და ასე­თის სი­ტყვე­ბი­სა: "ჟე­ნოტ­დე­ლი", "ჩის­ტკა", "სოკ­რაშ­ჩე­ნიე", "უბორ­კა", "ბირ­ჟა ტრუ­და", "სატ­რუ­დ­ნი­კი", "მეს­ტკო­მი", "სოვ­რა­ბოტ­ნი­კი", "ზე­მოტ­დე­ლი", "სანტრუ­დი" და ათა­სი ამის­თა­ნა ნა­რე­ვი, გა­უ­გე­ბა­რი და გონ­ჯი.

ასე ლა­პა­რა­კობ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი. ასე­თი­ვე ამ­ბე­ბი ხდე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ისევ ქარ­თვე­ლე­ბი ოფლში იწუ­რე­ბი­ან ქარ­თუ­ლის წე­რით. გე­გო­ნე­ბათ, წი­ნან­დელ გიმ­ნა­ზი­ე­ლებს ლა­თი­ნურს ან ბერ­ძნულს აწე­რი­ნე­ბე­ნო.

ან კი რა საკ­ვირ­ვე­ლია! და­ი­ა­რეთ რო­მე­ლი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და და­ე­ლა­პა­რა­კეთ თა­ნამ­შრომ­ლებს ქარ­თუ­ლად. იშ­ვი­ა­თად მი­ი­ღებთ პა­სუხს ქარ­თუ­ლად­ვე. და­უგ­დეთ ყური ამ ხალ­ხის ენას: ნამ­დვი­ლი ვო­ლა­პი­უ­კი, ჟარ­გო­ნი, უშ­ნოდ ნა­რე­ვი და ნამ­ყნო­ბი, უმგვა­ნო. ამ ჯუ­რის ხალ­ხმა ხე­ი­რი­ა­ნად არც ქარ­თუ­ლი იცის, არც რუ­სუ­ლი, თვი­თონ­ვე რომ შე­იგ­ნონ თა­ვი­ან­თი უე­ნო­ბა და მო­ის­მი­ნონ თა­ვი­ან­თი რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ან სულ და­მუნჯდე­ბოდ­ნენ, ან თა­ვი­დან­ვე და­ი­წყებ­დნენ ენის შეს­წავ­ლას. უცებ რომ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა წა­მო­ი­წი­ონ და ყური უგ­დონ დღე­ვან­დელ ქარ­თულს, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უკან­ვე ჩასცვივ­დე­ბი­ან საფ­ლა­ვებ­ში.

აი, ასე­თი ჰიბ­რი­დე­ბი არი­ან, რომ ქარ­თულ ენას და კულ­ტუ­რას უმ­ზა­დე­ბენ ლა­თი­ნურ და ირ­ლან­დი­ურ ენე­ბის ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარ­ხა­ვენ ჩვე­ნი ხალ­ხის ცო­ცხალ ენას - მე­ტად მდი­დარს, მოქ­ნილს, ფე­რადსა და ხმო­ვანს.

რას გვიშ­ვე­ლის მარ­ტო საქ­მის წარ­მო­ე­ბა ქარ­თუ­ლად?! კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია დღე­საც ლა­თი­ნურ ენა­ზე აწარ­მო­ებს წირ­ვას და მი­წერ-მო­წე­რას, მაგ­რამ ეს ენა მა­ინც მკვდა­რია. ნუთუ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ვდეს ენა შო­თა­სი, ილი­ა­სი, აკა­კის და ვა­ჟა­სი? და­უ­ჯე­რე­ბე­ლია! მაგ­რამ გო­ნე­ბა და რე­ა­ლო­ბა მა­ინც თა­ვი­სას გა­ი­ძა­ხი­ან და მრის­ხა­ნე მუ­ქა­რას გვით­ვლი­ან.

თევ­ზი თა­ვი­დან აყ­როლ­დე­ბაო. სწო­რედ ჩვენს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა­ზეა ნათ­ქვა­მი. იგი ჩე­მუ­ლობს ხალ­ხის მე­თა­უ­რო­ბას და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მა­ინც, გახ­რწნა და გა­დაგ­ვა­რე­ბა­შიც მას­ვე ეკუთ­ვნის პირ­ვე­ლო­ბა და სხვებ­ზე ადრე იმან უნდა და­ი­წყოს ზრუნ­ვა სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­კურ­ნე­ბა­ზე.

ზოგ­ნი ამ სნე­უ­ლე­ბას უი­მე­დოთ შეს­ცქე­რი­ან, მე კი მა­გონ­დე­ბა ერთი მა­გა­ლი­თი: 1905-1906 წლებ­ში, სულ ორი­ო­დე წე­ლი­წად­ში ყვე­ლა სომ­ხე­ბი თა­ვი­ანთ დე­და­ე­ნა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ (ბა­რა­ქა­ლა იმათ!)

რო­გორ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი? სულ უბ­რა­ლოდ: მო­ინ­დო­მეს და შე­ას­რუ­ლეს, ხალ­ხის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბამ, უკ­ვდა­ვე­ბის ალ­ღომ და სი­ცო­ცხლის წყურ­ვილ­მა ასი წლის ნა­შე­ნი ზღუ­დე­ნი გა­და­ლა­ხა და თა­ვი­სი ენით ამე­ტყველ­და.

არც ჩვე­ნა გვაქვს სხვა გზა, გარ­და ასე­თი­ვე ნე­ბის­ყო­ფის, და­ჟი­ნე­ბის, შეგ­ნე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის წყურ­ვი­ლი­სა.

ყვე­ლამ თვი­თონ­ვე უნდა იზ­რუ­ნოს თა­ვის თავ­სა და ოჯახ­ზე.

1924 წლის 25 მა­ი­სი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მიხეილ ჯავახიშვილი - ისევ ქართული ენის შესახებ

მიხეილ ჯავახიშვილი - ისევ ქართული ენის შესახებ

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული. ქართული ენის ამღვრევისა და დამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.

ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე. ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს "დროების", "ივერიის", "მოამბეს" და "ცნობის ფურცელის" ქართული, ეხლა კი - "ქართული სიტყვის" ერთი წერილის ავტორისა არ იყოს, ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟურნალ-გაზეთებში თამამად სწერენ: "ლაფატკა", "ფლაგი", "სიროსტი", "ტუმანი" და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.

უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.

წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: "ჟენოტდელი", "ჩისტკა", "სოკრაშჩენიე", "უბორკა", "ბირჟა ტრუდა", "სატრუდნიკი", "მესტკომი", "სოვრაბოტნიკი", "ზემოტდელი", "სანტრუდი" და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.

ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.

ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.

აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.

რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.

თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელიგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.

ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)

როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.

არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.

ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე.

1924 წლის 25 მაისი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს