არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მომღერალი რიკი მარტინი ქალის ახალი პომადის პრომო-აქციაში ჩაერთვება. კოსმეტიკურ საშუალება, რომელსაც ცნობილი კომპანია MAC-ი გამოუშვებს, მომღერლის სახელს მიიღებს, თავად მარტინი კი კომპანიის სახე გახდება.
რიკი მარტინთან ერთად სარეკლამო კამპანიაში რეპერი ნიკი მინაჟიც ჩაერთვება. ახალი პომადის სრული სახელწოდება იქნება - Viva Glam Ricky ან Viva Glam Nicki.
უახლოეს მომავალში მაიამიში სარეკლამო ფოტოსესიის გადაღებები დაიწყება. უცნობია, მოუწევს თუ არა სარეკლამო რგოლის გადაღების დროს რიკის ტუჩების შეღებვა. კოსმეტიკური ნაწარმის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აივ-ინფექციასთან და შიდს-თან ბრძოლას მოხმარდება.
მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.