პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვტრაბახობთ: საქართველო სამოთხეა, უფალმა გვაჩუქა ქართველებსო... ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა?!" - ოტია იოსელიანის სიტყვის ძალა და ანდერძად ქცეული სიმართლე
"ვტრაბახობთ: საქართველო სამოთხეა, უფალმა გვაჩუქა ქართველებსო... ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა?!" - ოტია იოსელიანის სიტყვის ძალა და ანდერძად ქცეული სიმართლე

შე­იძ­ლე­ბა, ეს ბოლო ინ­ტერ­ვი­უც იყო, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტს მას­თან ჩა­უ­წე­რია. და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა მინ­დო­და, ვუ­თხა­რი კი­დე­ვაც, რომ დიდი პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის, ამი­სი უფ­ლე­ბა და სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­და... ოტია იო­სე­ლი­ა­ნი არ იყო არც რი­გი­თი მწე­რა­ლი და არც - რი­გი­თი ქარ­თვე­ლი.

ბე­დის დიდ სა­ჩუქ­რად მი­ვიჩ­ნევ, რომ არა­სო­დეს მე­უბ­ნე­ბო­და შეხ­ვედ­რა­ზე უარს და თა­ვის­თან ახ­ლო­ბე­ლი­ვით მე­პა­ტი­ჟე­ბო­და... ერთი თვეც აღარ უცო­ცხლია ამ სა­უბ­რის შემ­დეგ - 2011 წლის 16 ივ­ნისს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვე­ლა­პა­რა­კე, 14 ივ­ლისს აღეს­რუ­ლა... ბო­ლოს იმ დღეს ვე­ლა­პა­რა­კე, როცა 81 წლის გახ­და...

ოტია იო­სე­ლი­ან­თან რომ მი­მეს­ვლე­ბო­და, ამით ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი ამ ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნის, რომ შე­ეძ­ლო სა­ა­თე­ბი და­ეთ­მო ჩემ­თვის და ყვე­ლა კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი მი­მე­ღო. თუ რო­მე­ლი­მე კი­თხვა არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, მის­თვის ჩვე­უ­ლი პირ­და­პი­რო­ბით მე­ტყო­და: - ეგ სი­სუ­ლე­ლე სა­ი­დან მო­გი­ვი­და თავ­ში... ჭკვი­ა­ნი ქალი რომ მგო­ნი­ხარ, ამი­ტომ გე­ლა­პა­რა­კე­ბი ამ­დენს!

არა­სო­დეს მწყინ­და მისი შე­ნიშ­ვნე­ბი. პი­რი­ქით, ყუ­რა­დღე­ბით ვის­მენ­დი, ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი და ვხვდე­ბო­დი, რომ ის ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი იყო. მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს კი არ აფა­სებ­და სწო­რად, თით­ქოს ნა­თელ­მხილ­ვე­ლო­ბის უნა­რიც ჰქონ­და და რა­საც იტყო­და, სწო­რედ ისე აე­წყო­ბო­და და მოხ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. როცა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვკი­თხავ­დი, - ასე ზუს­ტად რო­გორ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეთ, ბა­ტო­ნო ოტია, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა-მეთ­ქი?! - ხელს სი­ნა­ნუ­ლით ჩა­იქ­ნევ­და:

- გა­დამ­რევ შენ, რად უნდა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმას, რომ თუ ორს ორს მი­უ­მა­ტებ, ყო­ველ­თვის ოთხს მი­ი­ღებ, არც მეტს და არც ნაკ­ლებს... არც წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ვარ, არც გულთმი­სა­ნი და არც ბრძენ­თა ბრძე­ნი. ქარ­თვე­ლი ვარ, ჩემი ქვე­ყა­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი მიყ­ვარს - მიწა, ცა, წყა­ლი და რაც მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნე­ბი... ღმერ­თის მწამს და მე­ში­ნია, რად­გან ვიცი, მას ვე­რა­ვინ მო­ა­ტყუ­ებს და მის მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი. რომ ვტრა­ბა­ხობთ - სა­ქარ­თვე­ლო სა­მო­თხეა, უფალს თა­ვის­თვის ჰქონ­და შე­გუ­ლე­ბუ­ლი და ის გვა­ჩუ­ქა ქარ­თვე­ლებ­სო - ასე და­ვუ­ფა­სეთ, რომ ჯო­ჯო­ხე­თად ვაქ­ცი­ეთ აქა­უ­რო­ბა და პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს მო­ვუ­წყვეთ კუპ­რით სავ­სე, ცოდ­ვით ადუ­ღე­ბუ­ლი ყოფა?!

სა­მო­თხე­ში არც პური ჭირს, არც წყა­ლი და არც სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტია... ჩვენ ერ­თმა­ნე­თი რომ აღარ გვიყ­ვარს და თუ სა­კუ­თა­რი ცოლ-შვი­ლი მა­ძღა­რი გვყავს, სხვის დამ­შე­ულ მო­ხუცს და ბავ­შვს რომ ვერ ვამ­ჩნევთ, ესაა სიყ­ვა­რუ­ლი?!.

უმა­დუ­რი არ გე­გო­ნოთ, მარა - არ მინ­და, არც გატ­კი­ცი­ნე­ბუ­ლი გზა და მით უფრო, 2 პარ­ლა­მენ­ტი ამ­დე­ნი გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის­თვის, თუ მო­ხუცს პენ­სია არ ექნა და უწამ­ლო­ბით მო­მიკ­ვდა, ბავ­შვს რძე ვერ და­ვა­ლე­ვი­ნე და და­მი­ჭლექ­და... სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში კი მა­სობ­რი­ვად შიმ­ში­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი და ამას გვა­პა­ტი­ებს ღმერ­თი?! ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი სხვის ბე­ბერს და მო­მა­ვალს უვ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დახ­ვე­წი­ლი, მათი შვი­ლე­ბი აქ უდე­დოდ იზ­რდე­ბი­ან და გი­ნა­ხავთ თქვენ სად­მე, უდე­დოდ გაზ­რდილ ადა­მი­ანს არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი არ ტან­ჯავ­დეს?!

...რე­ფორ­მე­ბიო, რომ გა­ი­ძა­ხით, რად მინ­და მე ამე­რი­კე­ლი­სა და რუ­სის ნას­წავ­ლე­ბი უნარ-ჩვე­ვე­ბი თუ რა­ცხა უბე­დუ­რო­ბა, რო­მელ­საც კა­პი­კის სა­ღი­რა­ლი არა აქვს ჩემს ტრა­დი­ცი­ას­თან, მო­რალ­თან და ის­ტო­რი­ას­თან შე­და­რე­ბით?!. გული მწყდე­ბა, რომ ვკვდე­ბი და წაღ­მა მოტ­რი­ა­ლე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ვერ მე­ვეს­წა­რი - ისევ ამე­რი­კე­ლის და რუ­სის ხე­ლის და ნე­ბის შემ­ყუ­რე­ე­ბი ვართ და იმ­დე­ნი ღირ­სე­ბაც არ გაგ­ვაჩ­ნია, რომ რუსს ჩვე­ნი მიწა და წყა­ლი არ მივ­ყი­დოთ და მერე გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლებ­მა ამე­რი­კუ­ლი პუ­რის სა­მა­თხოვ­როდ არ გე­ვიშ­ვი­როთ ხელი...

მწერ­ლის ნივ­თე­ბი მის მშობ­ლი­ურ სახ­ლში, გვიშ­ტიბ­ში

- რა დროს სიკ­ვდილ­ზე ფიქ­რია, ბა­ტო­ნო ოტია (მა­ინც ვცა­დე მისი გამ­ხნე­ვე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­სტრი­ი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის მო­რი­გი კურ­სი ჩა­ი­ტა­რა, მარ­თლა არ იყო კარ­გად და არც მის ხმას ჰქონ­და ძვე­ლე­ბუ­რად ფო­ლა­დის სიმ­ტკი­ცე)?!

- სიკ­ვდილ­ზე ფიქ­რი სიბ­რძნის ნი­შა­ნია და ეს ჩემ­ზე ჭკვი­ან­მა კაც­მა თქვა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ... ადრე 81 წლის კაცი უსაშ­ვე­ლოდ დი-ი-დი მე­გო­ნა. გავ­ხდი თა­ვად ამ­ხე­ლა და ისევ ბოვ­შის შემ­რჩა გუ­ლიც, სუ­ლიც და გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაც... სი­ცო­ცხლე კი­დევ მე­ტად შე­მიყ­ვარ­და და არც იმას ვმა­ლავ, რომ არ მინ­და სიკ­ვდი­ლი - გული მწყდე­ბა აქო­უ­რო­ბა­ზე... ვი­თომ ბევ­რი გა­ვა­კე­თე, მარა ორი იმ­დე­ნი დამ­რჩა გა­სა­კე­თე­ბე­ლი და და­სა­წე­რი... ახალ­გაზ­რდა რომ ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა, დრო უსას­რუ­ლო იყო და ბევ­რის მოს­წრე­ბა შე­მეძ­ლო... შენ რა­ტომ ფლან­გავ დროს, რამ­დე­ნი ხა­ნია, არც ჟურ­ნალ­ში და არც გა­ზეთ­ში არა­ფე­რი წა­მი­კი­თხავს შენი?! - მი­საყ­ვე­დუ­რა უცებ და გა­მი­ხარ­და, რომ პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან ჩემი "გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა" ისეთ­მა ბუმ­ბე­რაზ­მა ადა­მი­ან­მა შე­ამ­ჩნია, რო­გო­რიც ოტია იო­სე­ლი­ა­ნია...

- დედა და­მე­ღუ­პა, ბა­ტო­ნო ოტია, მა­ნამ­დე ცოტა ხანს ია­ვად­მყო­ფა და... დედა ვის არ და­უ­კარ­გავს, მაგ­რამ ასე მგო­ნია, ჩემ­სა­ვით არა­ვის დაკ­ლე­ბია მშო­ბე­ლი. მარ­თლა კარ­გი დედა მყავ­და (მი­წყდე­ბა ხმა)...

- გუ­ლით ვი­ზი­ა­რებ შენს მწუ­ხა­რე­ბას... რას იზამ, ასეა ეს წუ­თი­სო­ფე­ლი, მშო­ბე­ლი უნდა წე­ვი­დეს და შვი­ლი უნდა დარ­ჩეს. ღმერ­თმა ნუ ქნას, პი­რი­ქით მოხ­დეს... კაი გოგო ხარ შენ, ასე რომ გა­ნიც­დი უდე­დო­ბას და უფ­რო­სის გა­რე­შე დარ­ჩე­ნას... რაც უნდა ჭკვი­ა­ნი იყოს ადა­მი­ა­ნი, უფ­რო­სის ნათ­ქვამს რომ მი­უგ­დებს ყურს და გე­ით­ვა­ლის­წი­ნებს, თა­ვის საქ­მე­საც წაღ­მა წე­იყ­ვანს და ქვეყ­ნი­სა­საც... ჩვენს ქვე­ყა­ნას რომ ასე უჭირს, ამი­სი ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისი­ცაა, რომ უფ­რო­სი ხალ­ხის "ჩა­რე­ცხვა" მე­ინ­დო­მა ახალ­მა თა­ო­ბამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ისეთ ხალ­ხს ჩა­აკ­მენ­დი­ნეს ხმა, ოქ­როს ფასი რომ ადევს მათ სი­ტყვას და გა­მოც­დი­ლე­ბას. სა­ძირ­კვლის გა­რე­შე ინ­დო­მეს ახა­ლი სახ­ლის აშე­ნე­ბა და ამი­ტომ ინ­გრე­ვა გო­უ­მაგ­რე­ბე­ლი კედ­ლე­ბი. არც რუ­სის სას­წავ­ლე­ბე­ლი გვქონ­და რამე ქარ­თვე­ლებს და არც - უის­ტო­რიო ამე­რი­კე­ლე­ბის, მეტი ჭკუა და ღირ­სე­ბა რომ გვქო­ნო­და, მე­ტად რომ გვყვა­რე­ბო­და და შუ­რით დაბრმა­ვე­ბუ­ლებს არ წაგ­ვექ­ცია ერ­თმა­ნე­თი, კვან­ტის და­დე­ბით არ დაგ­ვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენ­ზე ჭკვი­ა­ნი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბის­თვის...

ოტი­ას სახ­ლის ეზო, სა­დაც მწე­რა­ლი დაკ­რძა­ლეს, მისი სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად...

- ხე­დავთ, ბა­ტო­ნო ოტია, ახ­ლან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ რჩე­უ­ლებს, ქვეყ­ნის ბედ-იღ­ბალს რომ წაღ­მა შე­მო­ატ­რი­ა­ლე­ბენ?!

- არ მის­მენ თუ რა გე­მარ­თე­ბა - რას გე­უბ­ნე­ბი, აპა, ამ­დე­ნი ხა­ნია - გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბის ჩა­ქოლ­ვა­ში რომ გა­ვა­ტა­რეთ სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ქარ­თვე­ლებ­მა, იმი­ტომ მე­ვე­დით ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე და დავ­ღუ­პეთ ქვე­ყა­ნა...

- ვი­თომ მარ­თლა აღარ გვეშ­ვე­ლე­ბა რამე?!

- მე ცო­ცხა­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვლო­ცუ­ლობ­დი და იმ ქვეყ­ნი­და­ნაც არ მო­ვაკ­ლებ ლოც­ვას, თუ ეს საკ­მა­რი­სი იქნა... კმა­რა ახლა, დე­ვი­ღა­ლე! - მი­თხრა მერე და მივ­ხვდი მარ­თლა ცუ­დად იყო, თო­რემ სხვა დროს არა­სო­დეს უხ­სე­ნე­ბია დაღ­ლა...

P.S. თუ წე­რას ვაგ­რძე­ლებ და ვბე­დავ, ეს, პირ­ველ რიგ­ში, ბა­ტო­ნი ოტი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა - რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩემი ნო­ვე­ლე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ მო­მე­ფე­რა და მი­თხრა: "ამ გლა­ხავ-გლა­ხავ­ში" კი გის­წავ­ლია წერა!" - ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი შე­ფა­სე­ბა და სტი­მუ­ლი იყო, რის­თვი­საც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მისი...

ღმერ­თმა ნა­თელ­ში გამ­ყო­ფოთ, დიდო ადა­მი­ა­ნო, ძა­ლი­ან დაგ­ვაკ­ლდე­ბით და მოგ­ვე­ნატ­რე­ბით!..

ინგა ჯა­ყე­ლი, ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან, 2011 წელი

ავტორი:

"ვტრაბახობთ: საქართველო სამოთხეა, უფალმა გვაჩუქა ქართველებსო... ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა?!" - ოტია იოსელიანის სიტყვის ძალა და ანდერძად ქცეული სიმართლე

"ვტრაბახობთ: საქართველო სამოთხეა, უფალმა გვაჩუქა ქართველებსო... ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა?!" - ოტია იოსელიანის სიტყვის ძალა და ანდერძად ქცეული სიმართლე

შეიძლება, ეს ბოლო ინტერვიუც იყო, რომელიც ჟურნალისტს მასთან ჩაუწერია. დაბადების დღის მილოცვა მინდოდა, ვუთხარი კიდევაც, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის, ამისი უფლება და საშუალება რომ მქონდა... ოტია იოსელიანი არ იყო არც რიგითი მწერალი და არც - რიგითი ქართველი.

ბედის დიდ საჩუქრად მივიჩნევ, რომ არასოდეს მეუბნებოდა შეხვედრაზე უარს და თავისთან ახლობელივით მეპატიჟებოდა... ერთი თვეც აღარ უცოცხლია ამ საუბრის შემდეგ - 2011 წლის 16 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე ველაპარაკე, 14 ივლისს აღესრულა... ბოლოს იმ დღეს ველაპარაკე, როცა 81 წლის გახდა...

ოტია იოსელიანთან რომ მიმესვლებოდა, ამით ყოველთვის ვამაყობდი და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები ამ ბუმბერაზი ადამიანის, რომ შეეძლო საათები დაეთმო ჩემთვის და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიმეღო. თუ რომელიმე კითხვა არ მოეწონებოდა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით მეტყოდა: - ეგ სისულელე საიდან მოგივიდა თავში... ჭკვიანი ქალი რომ მგონიხარ, ამიტომ გელაპარაკები ამდენს!

არასოდეს მწყინდა მისი შენიშვნები. პირიქით, ყურადღებით ვისმენდი, ვაანალიზებდი და ვხვდებოდი, რომ ის ყოველთვის მართალი იყო. მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს კი არ აფასებდა სწორად, თითქოს ნათელმხილველობის უნარიც ჰქონდა და რასაც იტყოდა, სწორედ ისე აეწყობოდა და მოხდებოდა ყველაფერი. როცა გაოგნებული ვკითხავდი, - ასე ზუსტად როგორ იწინასწარმეტყველეთ, ბატონო ოტია, მოვლენების განვითარება-მეთქი?! - ხელს სინანულით ჩაიქნევდა:

- გადამრევ შენ, რად უნდა წინასწარმეტყველება იმას, რომ თუ ორს ორს მიუმატებ, ყოველთვის ოთხს მიიღებ, არც მეტს და არც ნაკლებს... არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთა ბრძენი. ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მიყვარს - მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები... ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რომ ვტრაბახობთ - საქართველო სამოთხეა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა ქართველებსო - ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა და პირველ რიგში, საკუთარ თავს მოვუწყვეთ კუპრით სავსე, ცოდვით ადუღებული ყოფა?!

სამოთხეში არც პური ჭირს, არც წყალი და არც სიყვარულის დეფიციტია... ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი ცოლ-შვილი მაძღარი გვყავს, სხვის დამშეულ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვამჩნევთ, ესაა სიყვარული?!.

უმადური არ გეგონოთ, მარა - არ მინდა, არც გატკიცინებული გზა და მით უფრო, 2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის, თუ მოხუცს პენსია არ ექნა და უწამლობით მომიკვდა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა... საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში კი მასობრივად შიმშილობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას გვაპატიებს ღმერთი?! ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის საზღვარგარეთ გადახვეწილი, მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს?!

...რეფორმებიო, რომ გაიძახით, რად მინდა მე ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები თუ რაცხა უბედურობა, რომელსაც კაპიკის საღირალი არა აქვს ჩემს ტრადიციასთან, მორალთან და ისტორიასთან შედარებით?!. გული მწყდება, რომ ვკვდები და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვერ მევესწარი - ისევ ამერიკელის და რუსის ხელის და ნების შემყურეები ვართ და იმდენი ღირსებაც არ გაგვაჩნია, რომ რუსს ჩვენი მიწა და წყალი არ მივყიდოთ და მერე გაზარმაცებულებმა ამერიკული პურის სამათხოვროდ არ გევიშვიროთ ხელი...

მწერლის ნივთები მის მშობლიურ სახლში, გვიშტიბში

- რა დროს სიკვდილზე ფიქრია, ბატონო ოტია (მაინც ვცადე მისი გამხნევება, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიიდან ახალი დაბრუნებული, სადაც ქიმიოთერაპიის მორიგი კურსი ჩაიტარა, მართლა არ იყო კარგად და არც მის ხმას ჰქონდა ძველებურად ფოლადის სიმტკიცე)?!

- სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ... ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დი-ი-დი მეგონა. გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც... სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი - გული მწყდება აქოურობაზე... ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი... ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო... შენ რატომ ფლანგავ დროს, რამდენი ხანია, არც ჟურნალში და არც გაზეთში არაფერი წამიკითხავს შენი?! - მისაყვედურა უცებ და გამიხარდა, რომ პრესის ფურცლებიდან ჩემი "გაუჩინარება" ისეთმა ბუმბერაზმა ადამიანმა შეამჩნია, როგორიც ოტია იოსელიანია...

- დედა დამეღუპა, ბატონო ოტია, მანამდე ცოტა ხანს იავადმყოფა და... დედა ვის არ დაუკარგავს, მაგრამ ასე მგონია, ჩემსავით არავის დაკლებია მშობელი. მართლა კარგი დედა მყავდა (მიწყდება ხმა)...

- გულით ვიზიარებ შენს მწუხარებას... რას იზამ, ასეა ეს წუთისოფელი, მშობელი უნდა წევიდეს და შვილი უნდა დარჩეს. ღმერთმა ნუ ქნას, პირიქით მოხდეს... კაი გოგო ხარ შენ, ასე რომ განიცდი უდედობას და უფროსის გარეშე დარჩენას... რაც უნდა ჭკვიანი იყოს ადამიანი, უფროსის ნათქვამს რომ მიუგდებს ყურს და გეითვალისწინებს, თავის საქმესაც წაღმა წეიყვანს და ქვეყნისასაც... ჩვენს ქვეყანას რომ ასე უჭირს, ამისი ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ უფროსი ხალხის "ჩარეცხვა" მეინდომა ახალმა თაობამ და ხელისუფლებამ. ისეთ ხალხს ჩააკმენდინეს ხმა, ოქროს ფასი რომ ადევს მათ სიტყვას და გამოცდილებას. საძირკვლის გარეშე ინდომეს ახალი სახლის აშენება და ამიტომ ინგრევა გოუმაგრებელი კედლები. არც რუსის სასწავლებელი გვქონდა რამე ქართველებს და არც - უისტორიო ამერიკელების, მეტი ჭკუა და ღირსება რომ გვქონოდა, მეტად რომ გვყვარებოდა და შურით დაბრმავებულებს არ წაგვექცია ერთმანეთი, კვანტის დადებით არ დაგვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენზე ჭკვიანისა და გამორჩეულებისთვის...

ოტიას სახლის ეზო, სადაც მწერალი დაკრძალეს, მისი სურვილის შესაბამისად...

- ხედავთ, ბატონო ოტია, ახლანდელ საქართველოში იმ რჩეულებს, ქვეყნის ბედ-იღბალს რომ წაღმა შემოატრიალებენ?!

- არ მისმენ თუ რა გემართება - რას გეუბნები, აპა, ამდენი ხანია - გამორჩეულების ჩაქოლვაში რომ გავატარეთ საუკუნეები ქართველებმა, იმიტომ მევედით ამ მდგომარეობამდე და დავღუპეთ ქვეყანა...

- ვითომ მართლა აღარ გვეშველება რამე?!

- მე ცოცხალიც საქართველოსთვის ვლოცულობდი და იმ ქვეყნიდანაც არ მოვაკლებ ლოცვას, თუ ეს საკმარისი იქნა... კმარა ახლა, დევიღალე! - მითხრა მერე და მივხვდი მართლა ცუდად იყო, თორემ სხვა დროს არასოდეს უხსენებია დაღლა...

P.S. თუ წერას ვაგრძელებ და ვბედავ, ეს, პირველ რიგში, ბატონი ოტიას დამსახურებაა - რამდენიმე წლის წინ, ჩემი ნოველების წაკითხვის შემდეგ მომეფერა და მითხრა: "ამ გლახავ-გლახავში" კი გისწავლია წერა!" - ეს ჩემთვის უდიდესი შეფასება და სტიმული იყო, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი...

ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, დიდო ადამიანო, ძალიან დაგვაკლდებით და მოგვენატრებით!..

ინგა ჯაყელი, ჟურნალ "გზის" არქივიდან, 2011 წელი

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე