პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტას ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის რიგ­გა­რე­შე სა­ერ­თო კრე­ბა­ზე მი­ი­ღეს. კრე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნიკა გი­ლა­ურ­მაც მი­ი­ღო.

გი­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტას და ის ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ იქნა არ­ჩე­უ­ლი. ნიკა გი­ლა­ურ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ჯე­მალ ინა­იშ­ვილს გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის და კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვილს ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

"სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. დი­ა­ლო­გი ბიზ­ნეს­თან - ეს არის ჩვე­ნი დე­ვი­ზი და გვინ­და, ამ სვლით გა­ვაგ­რძე­ლოთ. ამ დი­ა­ლო­გის­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტაა", - აღ­ნიშ­ნა ნიკა გი­ლა­ურ­მა.

ჯე­მალ ინა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას და­დე­ბი­თად წა­ად­გე­ბა. "პა­ლა­ტას ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო და სტრუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ მისი და­ნიშ­ვნა სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტად", - აღ­ნიშ­ნა ინა­იშ­ვილ­მა.

კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას შე­უძ­ლია ბევ­რი სა­სი­კე­თო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით და, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­უძ­ლია ითა­მა­შოს ბიზ­ნეს­სა და მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი პა­რა­ლე­ლუ­რად "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ იმუ­შა­ვებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ყოფილი ფინანსთა მინისტრი, "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სავაჭრო-სამრეწველო პალატის რიგგარეშე საერთო კრებაზე მიიღეს. კრების მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც მიიღო.

გილაურის განცხადებით, ჯემალ ინაიშვილი 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სავაჭრო-სამრეწველო პალატას და ის ამჯერად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ნიკა გილაურმა მადლობა გადაუხადა ჯემალ ინაიშვილს გაწეული სამუშაოსთვის და კახა ბაინდურაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა.

"სავაჭრო პალატას მნიშვნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი. დიალოგი ბიზნესთან - ეს არის ჩვენი დევიზი და გვინდა, ამ სვლით გავაგრძელოთ. ამ დიალოგისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სავაჭრო პალატაა", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, კახა ბაინდურაშვილის გამოცდილება სავაჭრო პალატას დადებითად წაადგება. "პალატას ცვლილებები ელოდება საკანონმდებლო და სტრუქტურული თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მისი დანიშვნა სავაჭრო პალატის პრეზიდენტად", - აღნიშნა ინაიშვილმა.

კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, სავაჭრო პალატას შეუძლია ბევრი სასიკეთო ნაბიჯები გადადგას ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით და, ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში.

კახა ბაინდურაშვილი პარალელურად "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ იმუშავებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ