სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

რუს­თავ­ში გი­ურ­ზამ ძაღ­ლი დაკბი­ნა. რო­გორც "ინფო რუს­თა­ვი" წერს, შემ­თხვე­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მე­ტი­სის ჯი­შის ძაღლს პატ­რონ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში, ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. რო­გორც კლი­ნი­კის ვე­ტე­რი­ნარ­მა გი­ორ­გი ხმა­ლა­ძემ "ინფო რუს­თავს" გა­ნუ­ცხა­და, 3-4 სა­ა­თი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შემ­თხვე­ვა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და. ვე­ტე­რი­ნა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღლს ჩა­უ­ტა­რეს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ის უკვე რუს­თავ­ში დაბ­რუნ­და.

მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ჭე­რი­ლი ქვე­წარ­მავ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 80-ს შე­ად­გენს. ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მა­ში" სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტან ლომ­ჟა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­წლი­უ­რად 400-ზე მეტ ქვე­წარ­მა­ვალს იჭერს, რის შემ­დე­გაც მათ უსაფრ­თხო არე­ალ­ზე უშ­ვებს.

შხა­მი­ან გვე­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გი­ურ­ზაა. გვე­ლი აგ­რე­სი­ას უშუ­ა­ლოდ საფრ­თხი­სას ავ­ლენს. ადა­მი­ანს თავს პირ­ვე­ლი არ ეს­ხმის და მხო­ლოდ მა­შინ კბენს, თუ გა­აბ­რა­ზეს, მა­გა­ლი­თად, შემ­თხვე­ვით ფეხი წა­მოჰ­კრეს ან და­ად­გეს.

თუ სად­მე გველს გა­და­ე­ყა­რეთ:

1. ნუ აჰ­ყვე­ბით პა­ნი­კას - თქვენ­მა მღელ­ვა­რე­ბამ შე­საძ­ლოა ისიც აა­ფო­რი­ა­ქოს და გი­კ­ბი­ნოთ;

2. ერი­დეთ აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბას;

3. არ მი­უ­ახ­ლოვ­დეთ და არ სცა­დოთ მისი მოკ­ვლა ან და­ჭე­რა.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ შხა­მი­ა­ნი გვე­ლი?

შხა­მი­ა­ნი გვე­ლის ნაკ­ბენ ად­გი­ლას ორი მსხვი­ლი ნა­ჩხვლე­ტი რჩე­ბა, ხოლო უშ­ხა­მო გვე­ლის ნაკ­ბენ ად­გი­ლას - მრა­ვა­ლი წვრი­ლი წერ­ტი­ლი.

შხა­მი­ა­ნი გვე­ლის კბე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ იწყე­ბა ტკი­ვი­ლი და წვა, ეს ად­გი­ლი წით­ლდე­ბა, სივ­დე­ბა, კან­ქვეშ ჩნდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი. 20-40 წუ­თის შემ­დეგ იწყე­ბა პირ­ღე­ბი­ნე­ბა, კრუნ­ჩხვა, ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა, შე­საძ­ლოა, და­ზი­ან­დეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი (გული, თირკმე­ლი, ღვიძ­ლი, ელენ­თა). ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია გვე­ლის ჯიშ­ზე, წე­ლი­წა­დის დრო­ზე, დაკ­ბე­ნი­ლის ასაკ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და კბე­ნის ად­გილ­ზე.

მა­გა­ლი­თად, როცა ნაკ­ბე­ნი თავ­ზე ან კი­სერ­ზეა, ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­ცი­ლე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე კი­დუ­რე­ბის დაკ­ბე­ნი­სას.

ზო­გა­დი სიმპტო­მე­ბი: ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ნაკ­ბე­ნის ად­გი­ლას; შე­შუ­პე­ბა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა; მხედ­ვე­ლო­ბი­სა და გო­ნე­ბის და­ბინ­დვა; სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი; ძი­ლად მი­ვარ­დნა ან აღ­გზნე­ბა; კრუნ­ჩხვა, ას­ფიქ­სია; ოფ­ლი­ა­ნო­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ნერ­წყვდე­ნა.

ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვლინ­დე­ბა დღის ბო­ლოს.

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი:

გახ­სოვ­დეთ: გვე­ლე­ბი იმ ად­გი­ლებს ეტა­ნე­ბი­ან, სა­დაც ბევ­რი მღრღნე­ლი და ბა­ყა­ყია.

1. იმ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვე­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, ჩა­იც­ვით მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი.

2. ერი­დეთ მა­ღალ ბა­ლახ­სა და თხრი­ლებს.

3. ღა­მით ისარ­გებ­ლეთ ფარ­ნით. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ გვე­ლე­ბი თბილ ღა­მე­ებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ.

4. მი­წა­ზე ნუ დაწ­ვე­ბით, რად­გან გველს ადა­მი­ა­ნის სით­ბო იზი­დავს.

5. ღა­მეს ნუ გა­ა­თევთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში, ფუ­ღუ­რო­ი­ა­ნი ხის, დამ­პა­ლი კუნ­ძის ახ­ლოს.

6. თუ გა­მოღ­ვი­ძე­ბულ­მა სა­წოლ­ში გვე­ლი და­ი­ნა­ხეთ, ნუ გა­ა­კე­თებთ მკვეთრ მოძ­რა­ო­ბებს, და­ე­ლო­დეთ მის წას­ვლას.

7. სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლას აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­ღეთ შრა­ტი.

რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ გველ­მა დაგვგეს­ლა

ნაკ­ბე­ნი სას­წრა­ფოდ ჩა­მო­ი­ბა­ნეთ ცივი წყლი­თა და სა­რე­ცხი საპ­ნით. სა­სურ­ვე­ლია, ეს რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნით გა­კეთ­დეს. ჭრი­ლო­ბა სწრა­ფად გა­იმ­შრა­ლეთ, და­ი­ფა­რეთ სტე­რი­ლუ­რი ბინ­ტი და შე­იხ­ვი­ეთ. მი­ი­ღეთ დიდი ოდე­ნო­ბით სი­თხე: ჩაი, ყავა. არ გა­ე­კა­როთ სპირ­ტი­ან სას­მელს.

სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ კლი­ნი­კას, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წე­ვენ - გა­გი­კე­თე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ან­ტი­დოტს ან­ტი­გი­ურ­ზინს ან გვე­ლის შხა­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ვა­ლენ­ტურ შრატს.

არ შე­იძ­ლე­ბა: ნაკ­ბე­ნი­დან სის­ხლის გა­მო­წო­ვა; ნაკ­ბე­ნის მოწ­ვა; დამ­ჟან­გვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა; ლახ­ტის და­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

 საინტერესოა რომელ ქალაქში რომელ კლინიკას უნდა მიმართოს პაციენტმა ,სადაც ანტიგიურზა აქვთ?, მე ამ მხრივ ცოტა პესიმისტური ინფორმაცია მაქვს, 

Giorgi sixarulidze
116

ყველა ნაცი ასეთია ! 

შხამიანი და გველია ! 

სანაცეთი სიბნელეა !

ბოროტი და საშიშია !

ყველა ნაცი ქალი-კაცი ! 

საქართველოს მოძულეა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი და როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა. როგორც "ინფო რუსთავი" წერს, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პირველადი დახმარება მეტისის ჯიშის ძაღლს პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკის ვეტერინარმა გიორგი ხმალაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა. ვეტერინარის ინფორმაციით, ძაღლს ჩაუტარეს მკურნალობის კურსი და ის უკვე რუსთავში დაბრუნდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ დაჭერილი ქვეწარმავლების რაოდენობა 80-ს შეადგენს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" სააგენტოს დირექტორმა ვახტან ლომჟარიამ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო ყოველწლიურად 400-ზე მეტ ქვეწარმავალს იჭერს, რის შემდეგაც მათ უსაფრთხო არეალზე უშვებს.

შხამიან გველებს შორის საქართველოში ყველაზე საშიში გიურზაა. გველი აგრესიას უშუალოდ საფრთხისას ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზეს, მაგალითად, შემთხვევით ფეხი წამოჰკრეს ან დაადგეს.

თუ სადმე გველს გადაეყარეთ:

1. ნუ აჰყვებით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;

2. ერიდეთ აქტიურ მოქმედებას;

3. არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?

შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამო გველის ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი.

შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ტკივილი და წვა, ეს ადგილი წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ იწყება პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზიანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). ბევრი რამ დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე.

მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურების დაკბენისას.

ზოგადი სიმპტომები: ძლიერი ტკივილი ნაკბენის ადგილას; შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება; მხედველობისა და გონების დაბინდვა; სისხლჩაქცევები; ძილად მივარდნა ან აღგზნება; კრუნჩხვა, ასფიქსია; ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.

ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად ვლინდება დღის ბოლოს.

როგორ დავიცვათ თავი:

გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.

1. იმ ადგილებში სიარულისას, სადაც, სავარაუდოდ, გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2. ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.

3. ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.

4. მიწაზე ნუ დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.

5. ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.

6. თუ გამოღვიძებულმა საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ მის წასვლას.

7. სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიღეთ შრატი.

როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა

ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხი საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთათმანით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გაიმშრალეთ, დაიფარეთ სტერილური ბინტი და შეიხვიეთ. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ - გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტურ შრატს.

არ შეიძლება: ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა; ნაკბენის მოწვა; დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება; ლახტის დადება.

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან