მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარს არასასურველი "ჩვენების შეჭმა" აიძულეს
პატიმარს არასასურველი "ჩვენების შეჭმა" აიძულეს

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი გლ­და­ნის #8 სა­პყრო­ბი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პა­ტი­მარ მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

პა­ტი­მარ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველს მის­წე­რა, რომ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ვი­ან - გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­თაც კი და­ე­მუქრნენ და აი­ძუ­ლეს, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სათ­ვის მო­ე­თხო­ვა, საქ­მე შე­ე­წყვი­ტა. ად­ვო­კა­ტე­ბის, ლექ­სო არ­ქა­ნი­ა­სა და ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. ისი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სთხო­ვენ პა­ტიმ­რის სას­წრა­ფოდ გა­დაყ­ვა­ნას სხვა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი: - გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად აწა­მეს პა­ტი­მა­რი მალ­ხაზ არ­ქა­ნია. მან ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­წე­რა ჩვე­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აი­ძუ­ლეს, ეს ჩვე­ნე­ბა შე­ე­ჭა­მა. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და­ა­წე­რი­ნა მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისევ შე­ვიდ­ნენ არ­ქა­ნი­ას­თან, გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მის შე­წყვე­ტა სურ­და. ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, რა იყო მი­ზე­ზი, უპა­სუ­ხა, რომ სას­ტი­კად ცე­მეს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­ე­მუქრნენ და ძა­ლით მო­ა­წე­რი­ნეს ხელი ჩვე­ნე­ბა­ზე, თით­ქოს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა ძალ­და­ტა­ნე­ბით და­ა­წე­რი­ნეს.

- მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას ად­ვო­კატს, ლექ­სო არ­ქა­ნი­ას რას ერ­ჩი­ან?

- რო­დე­საც პა­ტი­მარს აი­ძუ­ლებ და­წე­როს, ად­ვო­კა­ტის ზე­წო­ლით დავ­წე­რე ასე­თი ჩვე­ნე­ბაო, გა­მო­დის, რომ ამით ბრალს სდებ მას. რო­გორც ჩანს, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რას სჭირ­დე­ბა ად­ვო­კა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ადა­მი­ანს აწა­მე­ბენ და დამ­ნა­შა­ვე­ნი რომ არ და­სა­ჯონ, საქ­მეს ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს ად­ვო­კატ­მა აი­ძუ­ლა, სიც­რუე და­ე­წე­რა.

- სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა თა­ვის ან­გა­რიშ­ში ილა­პა­რა­კა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­სა და პა­ტი­მარ­თა გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მო­იყ­ვა­ნა პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ კი ყვე­ლა­ფერ ამას?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე ცი­ხე­ე­ბის უფ­რო­სე­ბი­ა­ნად საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე უნდა იჯ­დეს, მაგ­რამ ისევ მი­ნის­ტრია. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ ამა­ზე ად­ვო­კატ­თა კორ­პუ­სი დიდი ხა­ნია ვლა­პა­რა­კობთ. ვიდ­რე ეს ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მი იარ­სე­ბებს თა­ვი­სი სა­დამ­სჯე­ლო აპა­რა­ტით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­მეს მი­ვაღ­წი­ოთ.

- მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას დას, ნი­ნოს და­უ­რე­კა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და ჩემ­ზე უთხრა, რომ მე ვარ ინ­ტრი­გა­ნი ად­ვო­კა­ტი და იძუ­ლე­ბით და­ვა­წე­რი­ნე პა­ტი­მარს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც მან მის­ცა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს. თან და­ი­მუქ­რა, სა­კად­რის პა­სუხს მოვ­თხოვ­თო.

- ის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მალ­ხაზ­მა მის­ცა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს, თვა­ლით არ მი­ნა­ხავს. ამ პა­ტი­მარ­მა გა­ბე­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რაც ხდე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს კი გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, რაც მო­ე­ლო­და, სათ­ქმე­ლი თქვა, თუმ­ცა ბო­ლომ­დე ვერ გა­უძ­ლო ზე­წო­ლას და ძალ­და­ტა­ნე­ბით და­ა­წე­რი­ნეს, რომ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ზე საქ­მის წარ­მო­ე­ბა შე­წყვე­ტი­ლი­ყო.

- ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის შემ­დეგ რა ხდე­ბა პა­ტიმ­რის თავს და რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა მისი დაც­ვა?

- მო­ვუ­წო­დე ყვე­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, შევ­ხვდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, უცხო­ე­ლებს, ვემ­ზა­დე­ბით მივ­მარ­თოთ გა­ე­როს, ევ­რო­კავ­შირს და წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა და ვი­თხოვ საქ­მე­ზე წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბას. მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ას სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია, ამი­ტომ ვი­თხოვ მის გა­დაყ­ვა­ნას სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამის შემ­დეგ უნდა გა­ტარ­დეს ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

პატიმარს არასასურველი "ჩვენების შეჭმა" აიძულეს

პატიმარს არასასურველი "ჩვენების შეჭმა" აიძულეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გლდანის #8 საპყრობილის ადმინისტრაციას პატიმარ მალხაზ არქანიაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

პატიმარმა სახალხო დამცველს მისწერა, რომ ამ დაწესებულების თანამშრომლები არაადამიანურად ექცევიან - გაუპატიურებითაც კი დაემუქრნენ და აიძულეს, სახალხო დამცველისათვის მოეთხოვა, საქმე შეეწყვიტა. ადვოკატების, ლექსო არქანიასა და ზაზა ხატიაშვილის თქმით, პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ პატიმრის სასწრაფოდ გადაყვანას სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ზაზა ხატიაშვილი: - გლდანის მე-8 საპყრობილეში არაადამიანურად აწამეს პატიმარი მალხაზ არქანია. მან ეს ყველაფერი აღწერა ჩვენებაში, მაგრამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აიძულეს, ეს ჩვენება შეეჭამა. სახალხო დამცველმა ახსნა-განმარტება დააწერინა მალხაზ არქანიას, მაგრამ როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები ისევ შევიდნენ არქანიასთან, განაცხადა, რომ საქმის შეწყვეტა სურდა. ადვოკატის კითხვაზე, რა იყო მიზეზი, უპასუხა, რომ სასტიკად ცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ და ძალით მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე, თითქოს ახსნა-განმარტება ძალდატანებით დააწერინეს.

- მალხაზ არქანიას ადვოკატს, ლექსო არქანიას რას ერჩიან?

- როდესაც პატიმარს აიძულებ დაწეროს, ადვოკატის ზეწოლით დავწერე ასეთი ჩვენებაო, გამოდის, რომ ამით ბრალს სდებ მას. როგორც ჩანს, ეს პროკურატურას სჭირდება ადვოკატის წინააღმდეგ. ადამიანს აწამებენ და დამნაშავენი რომ არ დასაჯონ, საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ადვოკატმა აიძულა, სიცრუე დაეწერა.

- სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ილაპარაკა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ დარღვევებსა და პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე. მოიყვანა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. გაითვალისწინებენ კი ყველაფერ ამას?

- საქართველოში არსებული სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის პირობებში ეს გამორიცხულია. ხათუნა კალმახელიძე ციხეების უფროსებიანად საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს, მაგრამ ისევ  მინისტრია. სახალხო დამცველის მიერ ასეთი დარღვევების გახმაურება, მისასალმებელია, მაგრამ ამაზე ადვოკატთა კორპუსი დიდი ხანია ვლაპარაკობთ. ვიდრე ეს ფაშისტური რეჟიმი იარსებებს თავისი სადამსჯელო აპარატით, გამორიცხულია, რამეს მივაღწიოთ.

- მალხაზ არქანიას დას, ნინოს დაურეკა გამომძიებელმა და ჩემზე უთხრა, რომ მე ვარ ინტრიგანი ადვოკატი და იძულებით დავაწერინე პატიმარს ახსნა-განმარტება, რომელიც მან მისცა სახალხო დამცველის აპარატს. თან დაიმუქრა, საკადრის პასუხს მოვთხოვთო.

- ის ჩვენება, რომელიც მალხაზმა მისცა სახალხო დამცველის აპარატს, თვალით არ მინახავს. ამ პატიმარმა გაბედა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება პენიტენციურ სისტემაში, კონკრეტულად, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში. ეს კი გმირობის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რაც მოელოდა, სათქმელი თქვა, თუმცა ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ძალდატანებით დააწერინეს, რომ ახსნა-განმარტებაზე საქმის წარმოება შეწყვეტილიყო.

- ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ რა ხდება პატიმრის თავს და რა საშუალებებით შეიძლება მისი დაცვა?

- მოვუწოდე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, შევხვდი საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენლობას, უცხოელებს, ვემზადებით მივმართოთ გაეროს, ევროკავშირს და წითელი ჯვრის ორგანიზაციას. პროკურატურაში შევიტანე განცხადება და ვითხოვ საქმეზე წარმოების დაწყებას. მალხაზ არქანიას სიცოცხლე საფრთხეშია, ამიტომ ვითხოვ მის გადაყვანას სხვა დაწესებულებაში. ამის შემდეგ უნდა გატარდეს ყველა ღონისძიება, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ