პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაშკინს სურს, დირექტორებზე გადატეხოს ჯოხი"
 "შაშკინს სურს, დირექტორებზე გადატეხოს ჯოხი"

"როცა თქვენ წიგ­ნებს უს­ხე­დით, ოროს­ნე­ბი, ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის წა­ქე­ზე­ბით, მი­ტინ­გებს მარ­თავ­დნენ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე... ქარ­თულ სკო­ლა­სა და, სა­ერ­თოდ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ პრო­ცე­სებ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო გო­გუ­ა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- გა­ნათ­ლე­ბის ე.წ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მის შე­დე­გად სკო­ლამ და­კარ­გა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სი და ფუნ­ქცია, რად­გან ატეს­ტატს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ფასი აღარ ჰქონ­და. ჩაშ­ლი­ლი იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ იღებ­დნენ სა­ფუძ­ვლი­ან ცოდ­ნას, ტრი­მესტრე­ბის შე­მო­ღე­ბამ სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მხრივ შექ­მნი­ლი ისე­დაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე, რო­მე­ლიც კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს - აი, ამ გა­რე­მო­ე­ბა­თა თა­ი­გულ­მა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო.

დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მაგ­რამ მისი ნა­ბი­ჯე­ბი ისე­თი­ვე არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი იყო, რო­გო­რიც მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი­სა. შაშ­კინ­მა მიზ­ნის მიღ­წე­ვა არა კომ­პე­ტენ­ცი­ის (რო­მე­ლიც აშ­კა­რად არ ჰყოფ­ნის), არა­მედ სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის გზით გა­და­წყვი­ტა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ის სა­კუ­თარ სამ­ფლო­ბე­ლოდ მი­იჩ­ნევს და გა­მუდ­მე­ბით ეძებს, ვინ და­სა­ჯოს, რო­გორ ჩა­ნერ­გოს პე­და­გო­გებ­ში შიში.

- სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზა­ნი სწო­რედ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, სწავ­ლე­ბის დო­ნი­სა და სკო­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა იყო.

- მი­ზა­ნი ამ გზით ვერ მი­იღ­წე­ვა. გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვართ, მაგ­რამ გა­მოც­დე­ბი მას შემ­დეგ უნდა და­ი­ნიშ­ნოს, როცა სა­ხელ­მწი­ფო შეძ­ლებს, მოს­წავ­ლეს სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა მის­ცეს. ცხა­დია, სა­ვა­ლა­ლოა, როცა მოს­წავ­ლეს ცოდ­ნა არა აქვს, მაგ­რამ ამა­ში, უპირ­ვე­ლე­სად, სა­ხელ­მწი­ფოა დამ­ნა­შა­ვე. გა­მოც­დებ­მა კი არ უნდა გან­სა­ზღვროს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნდა იყოს გა­მარ­თუ­ლი - შე­იქ­მნას მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, ას­წავ­ლონ კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა პე­და­გო­გებ­მა.

ერთ წე­ლი­წად­ში ისე­თი საგ­ნე­ბის სწავ­ლა, რო­გო­რიც არის ფი­ზი­კა, ქი­მია თუ ბი­ო­ლო­გია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისი­ნი საკ­მა­ოდ რთუ­ლი, ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბია. როცა შაშ­კინ­მა გა­მოს­ცა სრუ­ლი­ად ვო­ლუნ­ტა­რის­ტუ­ლი ბრძა­ნე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­სა­ხებ, ამით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე წელს ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ მაია მი­მი­ნოშ­ვილ­სა და შაშ­კინ-სე­ფერ­თე­ლა­ძის გუნდს შო­რის..

- ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, ერთი მხრივ, იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა შაშ­კი­ნის ეს ბრძა­ნე­ბა, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ცდი­ლობ­და, მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დონე გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. შე­ად­გი­ნეს იმ სირ­თუ­ლის ტეს­ტე­ბი, რა დო­ნე­ზეც არის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ამის გამო, სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­ში მი­ვი­ღეთ უმარ­ტი­ვე­სი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ცოდ­ნას ვე­რაფ­რით ამოწ­მებს. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა­ში იყო ამ­გვა­რი ტეს­ტი: ცა­რი­ე­ლი ჭიქა უფრო დიდი ძა­ლით აწ­ვე­ბა მა­გი­დას თუ სავ­სე? რა­ზეა ლა­პა­რა­კი ამის შემ­დეგ?

გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლი ნა­კა­დის კი­თხვე­ბი მე­ორ­დე­ბო­და მე­ო­რე-მე­სა­მე ნა­კად­ში და ა. შ. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ შაშ­კინ­მა სა­ზე­ი­მოდ გა­ნა­ცხა­და: გა­მოც­დებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი ამაღ­ლდა, ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ვას­წო­რე­თო, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და პი­არ­ზე გათ­ვლი­ლი შე­ფა­სე­ბა იყო. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის და­დე­ბი­თი მხა­რე იყო ის, რომ ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სის­ტე­მამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვა, რაც გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ხოლო გა­მოც­დის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია - ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბა - ვერ შე­ას­რუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბას, და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­გვა­რი დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, მით უმე­ტეს, რომ მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი ერთ-ერთი კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რია ამ სფე­რო­ში.

- მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ გა­მოც­დებ­ზე 6000 მოს­წავ­ლე ჩა­იჭ­რა, მი­ნის­ტრმა შაშ­კინ­მა სკო­ლე­ბის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ებს მკაც­რად მოს­თხო­ვა, და­ა­ყე­ნონ დი­რექ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი..

- შაშ­კი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ებს სხვა­გან ეძებს და ახლა უნდა, ჯოხი სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­ზე გა­და­ტე­ხოს. ეს გა­მოც­დე­ბი ისე­თი დო­ნის რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­გო­რიც ნამ­დვი­ლი გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი უნდა იყოს, მოს­წავ­ლე­თა 70 პრო­ცენ­ტი ჩა­იჭ­რე­ბო­და. 6000-მა მოს­წავ­ლემ ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, ხოლო 4000 სა­ერ­თოდ არ გა­მო­ცხად­და გა­მოც­და­ზე, რად­გან დი­რექ­ტო­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ თუ მათი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­იჭ­რე­ბოდ­ნენ, შაშ­კი­ნი მკაც­რად დას­ჯი­და, რაც მოხ­და კი­დეც. განა შე­იძ­ლე­ბა ამ­გვარ ატ­მოს­ფე­რო­ში ნორ­მა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა?!

ან რა შე­დეგს მო­ი­ტანს დი­რექ­ტო­რე­ბის შეც­ვლა? ეს მხო­ლოდ მოს­წავ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იმუ­შა­ვებს, მო­მა­ვალ წელს კი­დევ მეტ და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის ახალ­გაზ­რდას გა­უშ­ვე­ბენ სკო­ლე­ბი­დან, დი­რექ­ტო­რე­ბი რომ არ და­ი­სა­ჯონ. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნო­ნი "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ "თუ მი­ნის­ტრმა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მო­ი­თხო­ვა დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა" და სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა დი­რექ­ტო­რი, მა­შინ მას სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს.

შემ­დეგ კი, მი­ნის­ტრი­სა­ვე ბრძა­ნე­ბით, ახა­ლი სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბი ინიშ­ნე­ბა და ამ­გვარ ვი­თა­რე­ბა­ში, გაყ­ვი­რი­ან: ხე­დავთ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს რამ­ხე­ლა უფ­ლე­ბე­ბი მი­ვა­ნი­ჭე­თო?! შაშ­კი­ნი ამ­ბობს, - კა­ნო­ნის 35-ე მუხ­ლით ვა­ყე­ნებ დი­რექ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, რად­გან ისი­ნი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზეო, მა­შინ რა­ტომ­ღა შე­დის სკო­ლებ­ში გე­ნინ­სპექ­ცია, რომ ისი­ნი უფრო მე­ტად და­ი­სა­ჯონ? რე­ა­ლუ­რად კი დღეს სკო­ლა­ში შექ­მნილ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ყო­ფილ მი­ნის­ტრ კახა ლო­მა­ი­ა­სა და ამ­ჟა­მინ­დელ მი­ნის­ტრ შაშ­კინს ეკის­რე­ბა, რო­მელ­მაც ასე მო­უმ­ზა­დებ­ლად და­ნიშ­ნა გა­მოც­დე­ბი, ახლა კი თვალ­ში ნა­ცარს გვაყ­რის.

- 30 ივ­ნისს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა. რით ახ­სნით, რომ მი­უ­ხე­და­ვად და­ფი­ნან­სე­ბის წე­სის შეც­ვლი­სა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა კვლავ სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებს, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტებს მი­ა­ნი­ჭეს?

- კარ­გია, რომ და­ფი­ნან­სე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ მარ­ტო ის, ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ უფა­სო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა, ახალ­გაზ­რდის მო­მა­ვალს არ გან­სა­ზღვრავს, მას და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა სჭირ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კარ­გად ხე­და­ვენ, რა დღე­ში არი­ან დღეს მეც­ნი­ე­რე­ბი, და ცხა­დია, მო­ტი­ვა­ცია არა აქვთ, გაჰ­ყვნენ მათ გზას.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"შაშკინს სურს, დირექტორებზე გადატეხოს ჯოხი"

 "შაშკინს სურს, დირექტორებზე გადატეხოს ჯოხი"

"როცა თქვენ წიგნებს უსხედით, ოროსნები, ზოგიერთი პოლიტიკოსის წაქეზებით, მიტინგებს მართავდნენ საატესტატო გამოცდების წინააღმდეგ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა წარმატებულ მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრაზე... ქართულ სკოლასა და, საერთოდ, განათლების სისტემაში მიმდინარე რთულ პროცესებზე პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე გვესაუბრება.

- განათლების ე.წ. წარმატებული რეფორმის შედეგად სკოლამ დაკარგა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ფუნქცია, რადგან ატესტატს არანაირი მნიშვნელობა, ფასი აღარ ჰქონდა. ჩაშლილი იყო სასწავლო პროცესი, მოსწავლეები ვერ იღებდნენ საფუძვლიან ცოდნას, ტრიმესტრების  შემოღებამ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მხრივ შექმნილი ისედაც  კატასტროფული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, აღარაფერს ვამბობ სახელმძღვანელოებზე, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს - აი, ამ გარემოებათა თაიგულმა უმძიმესი შედეგი გამოიღო.

დიმიტრი შაშკინმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნისთანავე, რამდენიმე ცვლილება განახორციელა, მაგრამ მისი ნაბიჯები ისეთივე არაკომპეტენტური იყო, როგორიც მისი წინამორბედებისა. შაშკინმა მიზნის მიღწევა არა კომპეტენციის (რომელიც აშკარად არ ჰყოფნის), არამედ სადამსჯელო ოპერაციების გზით გადაწყვიტა. განათლების სისტემას ის საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევს და გამუდმებით ეძებს, ვინ დასაჯოს, როგორ ჩანერგოს პედაგოგებში შიში.

- საატესტატო გამოცდების ჩატარების მიზანი სწორედ შექმნილი ვითარების გამოსწორება, სწავლების დონისა და სკოლის ავტორიტეტის ამაღლება იყო.

- მიზანი ამ გზით ვერ მიიღწევა. გამოცდების ჩატარების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ  გამოცდები მას შემდეგ უნდა დაინიშნოს, როცა სახელმწიფო შეძლებს, მოსწავლეს სათანადო ცოდნა მისცეს. ცხადია, სავალალოა, როცა მოსწავლეს ცოდნა არა აქვს, მაგრამ ამაში, უპირველესად, სახელმწიფოა დამნაშავე. გამოცდებმა კი არ უნდა განსაზღვროს სწავლების ხარისხი, სასწავლო პროცესი უნდა იყოს გამართული - შეიქმნას მაღალპროფესიული ეროვნული სასწავლო გეგმები, სახელმძღვანელოები, ასწავლონ კვალიფიციურმა პედაგოგებმა.

ერთ წელიწადში ისეთი საგნების სწავლა, როგორიც არის ფიზიკა, ქიმია თუ ბიოლოგია, შეუძლებელია, ისინი საკმაოდ რთული, ურთიერთდაკავშირებული დისციპლინებია. როცა შაშკინმა გამოსცა სრულიად ვოლუნტარისტული ბრძანება საატესტატო გამოცდების შესახებ, ამით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო გამოცდების ეროვნული ცენტრი.

- გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდების მიმდინარე წელს ჩატარების თაობაზე დაპირისპირება იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილსა და შაშკინ-სეფერთელაძის გუნდს შორის..

- ეროვნული ცენტრი, ერთი მხრივ, იძულებული იყო, შეესრულებინა შაშკინის ეს ბრძანება, ხოლო მეორე მხრივ, ცდილობდა, მოსწავლეთა ცოდნის დონე გაეთვალისწინებინა. შეადგინეს იმ სირთულის ტესტები,  რა დონეზეც არის სასწავლო პროცესი. ამის გამო, საბუნებისმეტყველო საგნებში მივიღეთ უმარტივესი საკითხები, რომელიც ცოდნას ვერაფრით ამოწმებს.  მაგალითად, ფიზიკაში იყო ამგვარი ტესტი: ცარიელი ჭიქა უფრო  დიდი ძალით აწვება მაგიდას თუ სავსე? რაზეა ლაპარაკი ამის შემდეგ?

გარდა ამისა, პირველი ნაკადის კითხვები მეორდებოდა მეორე-მესამე ნაკადში და ა. შ. ამ ყველაფრის შემდეგ შაშკინმა საზეიმოდ განაცხადა: გამოცდებმა გვიჩვენა, რომ სასწავლო პროცესის ხარისხი ამაღლდა, ხარვეზები გამოვასწორეთო, რაც არასერიოზული და პიარზე გათვლილი შეფასება იყო. ჩატარებული გამოცდის დადებითი მხარე იყო ის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, სისტემამ გამართულად იმუშავა, რაც გამოცდების ცენტრის დამსახურებაა, ხოლო გამოცდის მთავარი ფუნქცია - ცოდნის შემოწმება - ვერ შეასრულა. რაც შეეხება დაპირისპირებას, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით, შესაძლებელია ამგვარი დასკვნის გამოტანა, მით უმეტეს, რომ მაია მიმინოშვილი ერთ-ერთი კომპეტენტური პირია ამ სფეროში.

- მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გამოცდებზე 6000 მოსწავლე ჩაიჭრა, მინისტრმა შაშკინმა სკოლების სამეურვეო საბჭოებს მკაცრად მოსთხოვა, დააყენონ დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი..

- შაშკინი დამნაშავეებს სხვაგან ეძებს და ახლა უნდა, ჯოხი სკოლის დირექტორებზე გადატეხოს. ეს გამოცდები ისეთი დონის რომ ყოფილიყო, როგორიც ნამდვილი გამოსაშვები გამოცდები უნდა იყოს, მოსწავლეთა 70 პროცენტი ჩაიჭრებოდა. 6000-მა მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა, ხოლო 4000 საერთოდ არ გამოცხადდა გამოცდაზე, რადგან დირექტორებმა იცოდნენ, რომ თუ მათი მოსწავლეები ჩაიჭრებოდნენ, შაშკინი მკაცრად დასჯიდა, რაც მოხდა კიდეც. განა შეიძლება ამგვარ ატმოსფეროში ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვა?!

ან რა შედეგს მოიტანს დირექტორების შეცვლა? ეს მხოლოდ მოსწავლის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, მომავალ წელს კიდევ  მეტ დაბალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდას გაუშვებენ სკოლებიდან, დირექტორები რომ არ დაისაჯონ. სამწუხაროდ, კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" იძლევა იმის საშუალებას, რომ "თუ მინისტრმა დასაბუთებულად მოითხოვა დირექტორის გათავისუფლება" და სკოლის სამეურვეო საბჭომ არ გაათავისუფლა დირექტორი, მაშინ მას სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლება აქვს.

შემდეგ კი, მინისტრისავე ბრძანებით, ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევნები ინიშნება და ამგვარ ვითარებაში, გაყვირიან: ხედავთ, სამეურვეო საბჭოს რამხელა უფლებები მივანიჭეთო?! შაშკინი ამბობს, - კანონის 35-ე მუხლით ვაყენებ დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხს, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელი სასწავლო პროცესზეო, მაშინ რატომღა შედის სკოლებში გენინსპექცია, რომ ისინი უფრო მეტად დაისაჯონ? რეალურად კი დღეს სკოლაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, უპირველესად, ყოფილ მინისტრ კახა ლომაიასა და ამჟამინდელ მინისტრ შაშკინს ეკისრება, რომელმაც ასე მოუმზადებლად დანიშნა გამოცდები, ახლა კი თვალში ნაცარს გვაყრის.

- 30 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. რით ახსნით, რომ  მიუხედავად  დაფინანსების წესის შეცვლისა, აბიტურიენტებმა უპირატესობა კვლავ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებს,  ეკონომიკის ფაკულტეტებს მიანიჭეს?

- კარგია, რომ დაფინანსების წესი შეიცვალა, მაგრამ მარტო ის, ფასიანი იქნება თუ უფასო ფაკულტეტზე სწავლა, ახალგაზრდის მომავალს არ განსაზღვრავს, მას დასაქმების პერსპექტივა სჭირდება. აბიტურიენტები კარგად ხედავენ, რა დღეში არიან დღეს მეცნიერები, და ცხადია, მოტივაცია არა აქვთ, გაჰყვნენ მათ გზას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"