მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ აბიტურიენტს შეუძლია გახდეს სტუდენტი?
 რამდენ აბიტურიენტს შეუძლია გახდეს სტუდენტი?

ივ­ლი­სის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, სა­გა­მოც­დო ციებ-ცხე­ლე­ბა პიკს აღ­წევს. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, რო­მელ­საც, თა­ვის დრო­ზე, ამ­დე­ნი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, წელს მეშ­ვი­დედ ტარ­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ექ­სპერტთა აზ­რით, გა­სუ­ლი წლის შე­დე­გე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტექ­ნი­კურ დის­ციპ­ლი­ნებ­ში სა­ვა­ლა­ლო იყო. რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა წელს გა­მოც­დე­ბი? თუ შე­იც­ვა­ლა სა­ერ­თო სუ­რა­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ? - ამ და სხვა კი­თხვე­ბით გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენტს მივ­მარ­თეთ.

- მას შემ­დეგ, რაც სტუ­დენ­ტო­ბის მსურ­ველ­თა სა­ბუ­თე­ბის შე­მო­ტა­ნის პრო­ცე­სი დას­რულ­და, რა სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა, - რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, ფა­კულ­ტე­ტებ­ზეა ყვე­ლა­ზე დიდი კონ­კურ­სი? წელს, როცა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა და უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, მა­თე­მა­ტი­კურ საგ­ნებს მი­ე­ნი­ჭა, თუ გა­ი­ზარ­და, თუნ­დაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა რი­ცხვი, ვინც ამ სპე­ცი­ა­ლო­ბას მი­ა­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა? რა­ტომ იწყე­ბა გა­მოც­დე­ბი სწო­რედ 30 ივ­ნისს და არა 1 ივ­ლისს, რო­გორც გა­სულ წელს?

- აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა წელ­საც, ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეს სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებს, ბიზ­ნე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტებს, თუმ­ცა შე­იც­ვა­ლა სუ­რა­თი იმ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე, სა­დაც მა­თე­მა­ტი­კა და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი ბარ­დე­ბა. კერ­ძოდ, წელს 104 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტა სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვმა (პირ­ვე­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით). 40 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო და ასე­ვე მა­თე­მა­ტი­კა-სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი. წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ ბევ­რმა პე­და­გოგ­მა გა­ი­ა­რა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის რე­გის­ტრა­ცია, აგ­რეთ­ვე მა­გის­ტრო­ბი­სა და საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­მაც, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ორი დღით ადრე და­ი­წყე­ბა.

- სულ რამ­დე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტრირ­და? ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მოც­დო ბა­რა­თე­ბის და­რი­გე­ბა 15 ივ­ნი­სი­დან უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ პრო­ცე­სი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­ი­დო. რა გახ­და მი­ზე­ზი?

- ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია 34 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­ი­ა­რა. სა­გა­მოც­დო ბა­რა­თე­ბის და­რი­გე­ბა კი არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა. 15 ივ­ნი­სი­დან ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო სა­გა­მოც­დო მო­საწ­ვე­ვე­ბის მი­წო­დე­ბა სკო­ლე­ბის, რე­სურსცენ­ტრე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, სა­ი­და­ნაც აპ­ლი­კან­ტებს შე­უძ­ლი­ათ ბა­რა­თე­ბის მი­ღე­ბა.

- სად ჩა­ტარ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი? გა­სულ წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ის ნა­წი­ლი, ვინც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში აბა­რებ­და გა­მოც­დებს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და რო­გორც იქ შექ­მნი­ლი პი­რო­ბე­ბით, ისე ად­გი­ლის სი­შო­რის გამო. წელს რა გა­კეთ­და ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

- ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა იმა­ვე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში, სა­დაც შარ­შან ჩა­ტარ­და: რო­გორც ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­სა და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია, სა­გა­მოც­დო დღე­ებ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ავ­ტო­ბუ­სებს გა­დაჰ­ყავს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე ინ­გლი­სურ ენა­ში სა­გა­მოც­დო სა­კი­თხე­ბი რთუ­ლი იქ­ნე­ბა...

- აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი, თუ მი­იჩ­ნევს, რომ გა­მოც­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი ირ­ღვე­ვა?

- ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის იყო და­ცუ­ლი. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ მისი უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა, შე­უძ­ლია და­წე­როს სა­ა­პე­ლა­ციო გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს.

- რო­დის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი? შარ­შან, გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, ვერ ხერ­ხდე­ბო­და სხვა­დას­ხვა საგ­ნის შე­დე­გე­ბის წი­ნას­წარ დათ­ქმულ ვა­და­ში გა­მო­ცხა­დე­ბა. წელს რა სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა ამ მხრივ? სულ რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა გახ­დე­ბა სტუ­დენ­ტი?

- გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­რი­ღი ამ ეტა­პის­თვის დად­გე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა, გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა იმ ვა­დებ­ში, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ გა­მო­ცხად­დე­ბა. წელს სტუ­დენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 33 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­დე­ბა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რამდენ აბიტურიენტს შეუძლია გახდეს სტუდენტი?

 რამდენ აბიტურიენტს შეუძლია გახდეს სტუდენტი?

ივლისის მოახლოებასთან ერთად, საგამოცდო ციებ-ცხელება პიკს აღწევს. ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელსაც, თავის დროზე, ამდენი ხმაური მოჰყვა, წელს მეშვიდედ ტარდება.

განათლების სისტემის ექსპერტთა აზრით, გასული წლის შედეგები აბიტურიენტების მომზადების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ტექნიკურ დისციპლინებში სავალალო იყო. როგორ და რა პირობებში ჩატარდება წელს გამოცდები? თუ შეიცვალა საერთო სურათი ცვლილებების შემდეგ? - ამ და სხვა კითხვებით გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მივმართეთ.

- მას შემდეგ, რაც სტუდენტობის მსურველთა საბუთების შემოტანის პროცესი დასრულდა, რა სურათი გამოიკვეთა, - რომელ მიმართულებაზე, ფაკულტეტებზეა ყველაზე დიდი კონკურსი? წელს, როცა სახელმწიფო  დაფინანსების წესი შეიცვალა და  უპირატესობა საბუნებისმეტყველო, მათემატიკურ საგნებს მიენიჭა, თუ გაიზარდა, თუნდაც წინა წელთან შედარებით,  იმ აბიტურიენტთა რიცხვი, ვინც ამ სპეციალობას მიანიჭა უპირატესობა? რატომ იწყება გამოცდები სწორედ 30 ივნისს და არა 1 ივლისს, როგორც გასულ წელს?

- აბიტურიენტებმა წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, უპირატესობა მიანიჭეს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებს, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტებს, თუმცა შეიცვალა სურათი იმ ფაკულტეტებზე, სადაც მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები ბარდება. კერძოდ, წელს 104 პროცენტით მოიმატა საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა რიცხვმა (პირველი არჩევანის მიხედვით). 40 პროცენტით გაიზარდა საბუნებისმეტყველო და ასევე მათემატიკა-საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველთა რიცხვი. წელს აბიტურიენტებთან ერთად საკმაოდ ბევრმა პედაგოგმა გაიარა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია, აგრეთვე მაგისტრობისა და საგრანტო კონკურსში მონაწილე სტუდენტებმაც, აქედან გამომდინარე,  ეროვნული გამოცდები  ორი დღით ადრე დაიწყება.

- სულ რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა?  ოფიციალური ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების დარიგება 15 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პროცესი, მოულოდნელად, რამდენიმე დღით გადაიდო. რა გახდა მიზეზი?

- ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 34 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა. საგამოცდო ბარათების დარიგება კი არ შეფერხებულა.  15 ივნისიდან ეტაპობრივად დაიწყო საგამოცდო მოსაწვევების მიწოდება სკოლების, რესურსცენტრებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის, საიდანაც აპლიკანტებს შეუძლიათ ბარათების მიღება.

- სად ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? გასულ წელს აბიტურიენტთა ის ნაწილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შენობაში აბარებდა გამოცდებს, უკმაყოფილებას გამოთქვამდა როგორც  იქ შექმნილი პირობებით, ისე ადგილის სიშორის გამო. წელს რა გაკეთდა ვითარების გასაუმჯობესებლად?

- ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე საგამოცდო ცენტრებში, სადაც შარშან ჩატარდა: როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და აგრარულ უნივერსიტეტში. უკვე მეშვიდე წელია, საგამოცდო დღეებში აბიტურიენტები სპეციალურ ავტობუსებს გადაჰყავს.

- გავრცელებული ინფორმაციით,  ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურ ენაში საგამოცდო  საკითხები რთული იქნება...

- აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

- როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მიიჩნევს, რომ გამოცდის მიმდინარეობისას  დადგენილი წესები ირღვევა?

- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა უფლებები ყოველთვის იყო დაცული. იმ აბიტურიენტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია დაწეროს სააპელაციო განცხადება, რომელსაც სპეციალური კომისია განიხილავს.

- როდის გახდება ცნობილი ეროვნული გამოცდების შედეგები? შარშან, გამოცდების პერიოდში, ვერ ხერხდებოდა  სხვადასხვა საგნის შედეგების წინასწარ დათქმულ ვადაში გამოცხადება. წელს რა სიტუაცია იქნება ამ მხრივ? სულ რამდენი ახალგაზრდა გახდება სტუდენტი?

- გამოცდების შედეგების გამოცხადების თარიღი ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნდება იმ ვადებში, რომელიც წინასწარ გამოცხადდება. წელს სტუდენტი დაახლოებით 33 ათასი აბიტურიენტი გახდება.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"