კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის" შსს-ს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის" შსს-ს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტური საქმიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი შინაარსის წერილზე ხელმოწერები სასტუმრო "რედისონში" კოალიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთდა. წერილზე ხელისმომწერნი შსს-ს სთხოვენ ასევე, 26 მაისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას და დაზიანებული ან ჩამორთმეული აპარატურის კომპენსაციას.

შეხვედრაზე აჩვენეს სტუდია ,,მონიტორისა" და ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" მიერ გადაღებული 20-წუთიანი ფილმი, რომელშიც 26 მაისის ღამეს დაზარალებული ჟურნალისტები საკუთარ ისტორიებს ყვებიან.

შეხვედრას მედიის წარმომადგენლების გარდა პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შორის იყო ასევე საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისათვის" 11 ორგანიზაციას აერთიანებს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები