Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენსიონერი გიორგი ასანიძე გასესხებული ფულის დაბრუნებას ნატრობს...
 პენსიონერი გიორგი ასანიძე გასესხებული ფულის დაბრუნებას ნატრობს...

მი­ნი­დო­სიე:

გი­ორ­გი ასა­ნი­ძე 1975 წლის 30 აგ­ვის­ტოს სა­ჩხე­რე­ში მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, დედა - ძი­რი­თა­დად დი­ა­სახ­ლი­სობ­და და ასე, გა­ჭირ­ვე­ბით ზრდიდ­ნენ 8 შვილს. ბევ­რი ფული არას­დროს ჰქო­ნი­ათ და ამი­ტომ ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე, რაც მშობ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერ­გოთ, - ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლია.

მე­უღ­ლე - თეა კო­ტუა 1977 წლის 15 დე­კემ­ბერს ოჩამ­ჩი­რე­ში და­ი­ბა­და. ერ­თმა­ნე­თი ბორ­ჯომ­ში გა­იც­ნეს და ორ წე­ლი­წად­ში იქორ­წი­ნეს კი­დეც. გი­ორ­გი მა­შინ 20 წლის იყო, თეა კი - 17-ის. 4 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: მა­რი­ა­მი 1996 წლის 9 აგ­ვის­ტოს, ოლიმ­პი­ა­დის და­ხურ­ვის დღეს და­ბა­დე­ბუ­ლა, მომ­დევ­ნო - კახი 2000 წლის ოლიმ­პი­ა­დის და­ხურ­ვის დღეს, ტყუ­პი - საბა და სალი 2003 წელს, ხა­რე­ბას არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი.

11 წელი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში

ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იმი­ტო­მაა, რომ არ ვი­ცით, წინ რა გვე­ლო­დე­ბა, თუმ­ცა არას­დროს შემ­ში­ნე­ბია და ფარ-ხმა­ლი არ და­მიყ­რი­აო, - მი­თხრა სა­უბ­რი­სას გი­ორ­გიმ. ცხოვ­რე­ბის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბულ ეტა­პამ­დე კი მან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ი­ა­რა. ზოგ­ჯერ არ­სე­ბო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მუ­მიც კი არ ჰქო­ნია და ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მარ­ჯვე­ნის იმე­დად იყო...

- 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი სა­ქო­ნელს ია­ფად ვყი­დუ­ლობ­დით და რა­ი­ონ­ში მა­ღა­ზი­ებს ძვი­რად ვა­ბა­რებ­დით. 2-2 ათა­სი მა­ნე­თი დაგ­ვრჩა. სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი და მახ­სოვს, იმ ფუ­ლით რა­ღა­ცე­ბი ვი­ყი­დე, ნა­წი­ლი კი შე­ვი­ნა­ხე - თბი­ლის­ში სა­ვარ­ჯი­შოდ მინ­დო­და წა­მოს­ვლა. ასე რომ, ოდეს­მე თუკი ბიზ­ნეს­ში წა­ვალ, რო­გორ­მე ამა­საც და­ვად­გამ თავს...

- არას­დროს დაგ­ხმა­რე­ბი­ათ ვინ­მე?

- რო­გორ არა?! მე­გობ­რე­ბი, ვინც იმ დროს უფრო შეძ­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში მხარ­ში ამო­მიდ­გა კახი კა­ხი­აშ­ვი­ლი და მისი უზო­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ. ჩემი მწვრთნე­ლიც ხში­რად მეხ­მა­რე­ბო­და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად - მშობ­ლე­ბიც. დიდ შრო­მა­სა და წვა­ლე­ბა­ში გა­მო­იწ­რთო ის "ფო­ლა­დი", რო­მელ­მაც შემ­დეგ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­უძ­ლო (იცი­ნის)... შემ­დეგ იყო წარ­მა­ტე­ბე­ბი სპორ­ტში და სა­ხელ­მწი­ფოს­გან ხელ­ფა­სის სა­ხით ვი­ღებ­დი დახ­მა­რე­ბას. გარ­და ამი­სა, ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ და­მი­ნიშ­ნა გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. წო­დე­ბით კა­პი­ტა­ნი ვარ და 1993-დან 2004 წლამ­დე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ­მი­ის სპორ­ტულ კლუბ­შიც ვმუ­შა­ობ­დი. მოკ­ლედ, რა არ გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ ერთი რა­მის ყო­ველ­თვის მჯე­რო­და - თუ ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მებს კაცი და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მაქ­სი­მუმს გა­ი­ღებს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მა უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის შან­სი...

- და თქვენც გა­გი­მარ­თლათ ბევ­რი წვა­ლე­ბის შემ­დეგ?.. ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ის გრა­ფა, რო­მელ­შიც მთე­ლი თქვე­ნი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბაა ჩა­მოთ­ვლი­ლი, საკ­მა­ოდ "მსუ­ყედ" გა­მო­ი­ყუ­რე­ბა...

- ასეა, თუმ­ცა ზო­გის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც მო­მი­პა­რავს და არც არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია. ბინა, სა­დაც ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობთ, საკ­მა­ოდ დიდი - 190 კვ. მეტ­რია და 2001 წელს შე­ვი­ძი­ნე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ წელს მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი და საკ­მა­ოდ დიდი ჰო­ნო­რა­რი მერ­გო. გარ­და ამი­სა, ერთ-ერთი ბიზ­ნესჯ­გუ­ფის­გან მი­ვი­ღე სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი ჯილ­დო და სწო­რედ ამ თან­ხით მო­ვა­ხერ­ხე ბი­ნის ყიდ­ვა; მარ­თა­ლია, სხვი­სი დახ­მა­რე­ბით, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი შრო­მით.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან კარ­გი შეგ­რძნე­ბა იყო, ხომ?

- ძა­ლი­ან კარ­გი?! კარ­გი კი არა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შეგ­რძნე­ბა მქონ­და: 11 წელი ცოლ-შვილ­თან ერ­თად, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, 20 კვად­რა­ტულ მეტრში ვცხოვ­რობ­დი, ძა­ლი­ან ცუდ პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ გა­ვუ­ძე­ლით... ამის შემ­დეგ ამ­ხე­ლა ბი­ნის ყიდ­ვა, რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო.

- თქვენს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მშე­ნე­ბა­რე ბი­ნაც მოხ­ვდა. ბი­ჭე­ბის­თვის წი­ნას­წარ­ვე ზრუ­ნავთ და მათ­თვის აშე­ნებთ თუ უბი­ნა­ო­ბამ თა­ვის დრო­ზე ისე შე­გა­წუ­ხათ, რომ გინ­დათ, ახლა ბევ­რი სახ­ლი გქონ­დეთ?

- ორი ბიჭი მყავს და რა­ტო­მაც არა?! მშობ­ლის უპირ­ვე­ლე­სი ვალი - შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვაა და თუკი შე­მიძ­ლია, რა­ტომ არ უნდა გა­ვუ­კე­თო მათ ყვე­ლა­ფე­რი?! (დეკ­ლა­რანტს ჭავ­ჭა­ვა­ძის 49-ში აქვს მშე­ნე­ბა­რე ბინა და კი­დევ - შარ­ტა­ვას 43-ში. გარ­და ამი­სა, მის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რო­მე­ლიც 700 კვად­რა­ტულს შე­ად­გენს. - ავტ.). ინ­ვეს­ტორ­მა, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე აშე­ნებს კორ­პუსს, იკის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ აა­შე­ნებს სპორ­ტულ კომ­პლექსს და­ახ­ლო­ე­ბით 3000 კვად­რა­ტულ მეტრ ფარ­თობ­ზე. იქ იქ­ნე­ბა კრი­ვის, ძა­ლოს­ნო­ბი­სა და ფა­რი­კა­ო­ბის დარ­ბა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ვა. მი­წის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის სა­ნაც­ვლოდ კი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბით დავ­კმა­ყო­ფილ­დე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სახ­ლს შარ­ტა­ვა­ზე: ეს არის ცნო­ბი­ლი "ოლიმ­პი­უ­რი ვარ­სკვლა­ვის" ბინა, რო­მე­ლიც ჯილ­დოს სა­ხით მე და ზვი­ა­და­ურს 2004 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გვერ­გო.

- ავ­ტო­მან­ქა­ნა თქვენც გყო­ლი­ათ და თქვენს მე­უღ­ლე­საც. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბია?

- თეას ჰყავ­და ავ­ტო­მან­ქა­ნა "ჰონ­და", რო­მელ­საც კარ­გა ხა­ნია, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი გა­უ­ფუჭ­და და ჯარ­თა­დღა თუ გა­მოდ­გე­ბა, მის გა­კე­თე­ბას აზრი არა აქვს. ამ­ჟა­მად ჩემი "მერ­სე­დე­სით" და­დის, ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში, ცეკ­ვა­სა თუ ფეხ­ბურთზე დაჰ­ყავს და მის­თვის ძნე­ლია უმან­ქა­ნო­ბა. მე კი სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნით ვსარ­გებ­ლობ. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემი მან­ქა­ნა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ვი­ძი­ნე, დღეს­დღე­ო­ბით 12-15 ათას დო­ლა­რამ­დე ეღი­რე­ბა. მან­ქა­ნე­ბი მიყ­ვარს, ბევ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე, ზოგი - სა­კუ­თა­რი ფუ­ლით ნა­ყი­დი და ზო­გიც - ნა­ჩუ­ქა­რი. ახლო მო­მა­ვალ­ში მან­ქა­ნის გა­მოც­ვლას არ ვა­პი­რებ, ალ­ბათ კარ­გა ხანს შემ­რჩე­ბა ეს "მერ­სე­დე­სი"...

"ჩემ­ნა­ი­რი გიჟი ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რნი არი­ან..."

სა­ჩუქ­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბულ დეკ­ლა­რანტს თვი­თო­ნაც უყ­ვარს სხვე­ბის­თვის რა­მის ჩუ­ქე­ბა და სი­ურპრი­ზის მო­წყო­ბა, თუმ­ცა სა­ჩუ­ქარს მისი ფა­სით არას­დროს გან­სა­ზღვრავს. შე­იძ­ლე­ბა, სულ უბ­რა­ლო ნივთმაც კი გა­ა­ხა­როს. პრე­ტენ­ზი­უ­ლი არც მისი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლა. პარ­ლა­მენ­ტა­რი ცხოვ­რობს დე­ვი­ზით - "რა­სა­ცა გას­ცემ, შე­ნია..." და რო­დე­საც ფული აქვს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ხარ­ჯავს კი­დეც. კი­თხვა­ზე, - ქე­ი­ფის შემ­დეგ ფუ­ლის გა­და­სახ­დე­ლად თუ "გი­ჭი­და­ვი­ათ"-მეთ­ქი? (ხომ იცით, ფუ­ლის გა­და­სახ­დე­ლად გა­წევ-გა­მო­წე­ვა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია) - მი­პა­სუ­ხა: ხში­რად მომ­ხდა­რა ასეც, რად­გან ჩემ­ნა­ი­რი "გიჟი" ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რნი არი­ა­ნო. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი დე­პუ­ტა­ტის ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აძ­ლევს, თუმ­ცა ფუ­ლის და­ზოგ­ვაც ეხერ­ხე­ბა, რისი წყა­ლო­ბი­თაც, ნაღ­დი ფული - 5.000 ლარი გა­და­უ­ნა­ხავს.

- ოთხი შვი­ლი და ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს და ფულს უგზო-უკვლოდ ნამ­დვი­ლად არ ვხარ­ჯავ. თა­ნაც, არც ისე დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი ვარ. ყო­ველ­წლი­უ­რად ხელ­ზე 36.000 ლარს ვი­ღებ (ანუ - თვე­ში 3.000 ლარს. - ავტ.); ხელ­ფა­სი­დან სა­ო­ჯა­ხო და­ზღვე­ვის თან­ხაც მექ­ვი­თე­ბა. მე­უღ­ლე არ მუ­შა­ობს, შვი­ლებს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა ხომ უნდა?

- თვი­თონ რო­გო­რი მამა ხართ?

- (იცი­ნის) შვი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვრავს, რო­გო­რი მა­მაც ვარ. ბავ­შვე­ბი რომ არ მიყ­ვარ­დეს, ოთხი შვი­ლი კი არ მე­ყო­ლე­ბო­და.

- დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია - ბან­კში სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თიც - 1.000 ლარი. სხვა შე­მო­სა­ვა­ლიც გაქვთ?

- პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყვე­ლა ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ყო­ველ­თვი­უ­რი 1.000-ლა­რი­ა­ნი პენ­სია და­ე­ნიშ­ნა, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. 25-მდე პენ­სი­ო­ნე­რი ვართ და ეს თან­ხა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უსაშ­ვე­ლოდ დიდი არ უნდა იყოს...

- საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაც მი­გი­ღი­ათ ერთ-ერთი ბიზ­ნესჯ­გუ­ფის ფონ­დი­დან.

- ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, მსა­ხი­ო­ბი თუ მუ­სი­კო­სი იღებს ამ ფონ­დი­დან ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხით ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას. მე 36.000 ლარი მი­ვი­ღე.

- თქვენ თუ გრჩე­ბათ ფული სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად?

- ბევრ ადა­მი­ანს დავ­ხმა­რე­ბი­ვარ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას ვერ გას­წვდე­ბი.

- ფუ­ლის გა­სეს­ხე­ბაც ხში­რად გი­წევთ?

- ოხ, ნე­ტავ მე­ვა­ლე­ე­ბი და­მიბ­რუ­ნებ­დნენ ჩემს ფულს და აღა­რა­ფერს ვჩი­ვი!..

- ესე იგი, აღა­რა­ვინ მო­გა­კი­თხოთ ფუ­ლის სა­სეს­ხებ­ლად, ხომ?.. სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში გა­ა­სეს­ხეთ?

- კი. ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა... ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ გა­ვა­სეს­ხე ფული და ჯე­რაც არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ალ­ბათ არა აქვთ და რა ქნან?! თუ მექ­ნე­ბა, კი­დე­ვაც გა­ვა­სეს­ხებ, რა­ტო­მაც არა?! ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და. ჩემ­მა ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მე­ო­რეს ფული რამ­დენ­ჯერ­მე ასეს­ხა. რო­დე­საც იმან კი­დევ ერთხელ სთხო­ვა, პირ­ველ­მა უპა­სუ­ხა: სახ­ლში ას­ვლა მე­ზა­რე­ბა, ადი, ბა­ლი­შის ქვეშ ხელი შე­ყა­ვი და აი­ღეო. მარ­თლაც წა­ვი­და, მაგ­რამ უკან ხელ­ცა­რი­ე­ლი დაბ­რუნ­და, - ვე­რა­ფე­რი ვი­პო­ვეო. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა უთხრა: ბიჭო, არა­ფე­რი მო­გი­ტა­ნია და რა­ღას იპო­ვი­დიო?! და­ახ­ლო­ე­ბით ასე ვარ მეც. სა­ნამ ვალს არ და­მიბ­რუ­ნე­ბენ, გა­სა­სეს­ხე­ბე­ლი ფუ­ლიც არ მექ­ნე­ბა...

ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში კი ძა­ლო­სან პარ­ლა­მენ­ტარს ყო­ველ­დღე ჯი­ბე­ში თურ­მე ცოტა ფული უდევს. როცა არ გაქვს, ჯი­ბე­ში ბევრ ფულს რო­გორ­ღა ჩა­ი­დე­ბო?! - მი­თხრა და ისიც გუ­ლახ­დი­ლად გა­მიმ­ხი­ლა, რომ დი­ლით 300 ლარი ბან­კო­მა­ტი­დან ამო­ი­ღო, რად­გან სა­ხარ­ჯო თან­ხა აღარ ჰქონ­და... ამა­ზეა ნათ­ქვა­მი - ასე ჩემო მა­ნა­სეო, ხან ისე და ხან ასეო...

ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პენსიონერი გიორგი ასანიძე გასესხებული ფულის დაბრუნებას ნატრობს...

 პენსიონერი გიორგი ასანიძე გასესხებული ფულის დაბრუნებას ნატრობს...

მინიდოსიე:

გიორგი ასანიძე 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა მაღაზიაში მუშაობდა, დედა - ძირითადად დიასახლისობდა და ასე, გაჭირვებით ზრდიდნენ 8 შვილს. ბევრი ფული არასდროს ჰქონიათ და ამიტომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგოთ, - ერთმანეთის სიყვარულია.

მეუღლე - თეა კოტუა 1977 წლის 15 დეკემბერს ოჩამჩირეში დაიბადა. ერთმანეთი ბორჯომში გაიცნეს და ორ წელიწადში იქორწინეს კიდეც. გიორგი მაშინ 20 წლის იყო, თეა კი - 17-ის. 4 შვილი შეეძინათ: მარიამი 1996 წლის 9 აგვისტოს, ოლიმპიადის დახურვის დღეს დაბადებულა, მომდევნო - კახი 2000 წლის ოლიმპიადის დახურვის დღეს, ტყუპი - საბა და სალი 2003 წელს, ხარებას არიან დაბადებული.

11 წელი საერთო საცხოვრებელში

ცხოვრება საინტერესო იმიტომაა, რომ არ ვიცით, წინ რა გველოდება, თუმცა არასდროს შემშინებია და ფარ-ხმალი არ დამიყრიაო, - მითხრა საუბრისას გიორგიმ. ცხოვრების უფრო საინტერესო და წარმატებულ ეტაპამდე კი მან ბევრი გაჭირვება გამოიარა. ზოგჯერ არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმიც კი არ ჰქონია და ყოველთვის საკუთარი თავისა და მარჯვენის იმედად იყო...

- 16 წლის ვიყავი, როდესაც მე და ჩემი დეიდაშვილი საქონელს იაფად ვყიდულობდით და რაიონში მაღაზიებს ძვირად ვაბარებდით. 2-2 ათასი მანეთი დაგვრჩა. სკოლას ვამთავრებდი და მახსოვს, იმ ფულით რაღაცები ვიყიდე, ნაწილი კი შევინახე - თბილისში სავარჯიშოდ მინდოდა წამოსვლა. ასე რომ, ოდესმე თუკი ბიზნესში წავალ, როგორმე ამასაც დავადგამ თავს...

- არასდროს დაგხმარებიათ ვინმე?

- როგორ არა?! მეგობრები, ვინც იმ დროს უფრო შეძლებულად ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში მხარში ამომიდგა კახი კახიაშვილი და მისი უზომოდ მადლობელი ვარ. ჩემი მწვრთნელიც ხშირად მეხმარებოდა, შეძლებისდაგვარად - მშობლებიც. დიდ შრომასა და წვალებაში გამოიწრთო ის "ფოლადი", რომელმაც შემდეგ მაღალ ტემპერატურას გაუძლო (იცინის)... შემდეგ იყო წარმატებები სპორტში და სახელმწიფოსგან ხელფასის სახით ვიღებდი დახმარებას. გარდა ამისა, ერთმა კომპანიამ დამინიშნა გარკვეული თანხა. წოდებით კაპიტანი ვარ და 1993-დან 2004 წლამდე თავდაცვის სამინისტროს არმიის სპორტულ კლუბშიც ვმუშაობდი. მოკლედ, რა არ გადავიტანე, მაგრამ ერთი რამის ყოველთვის მჯეროდა - თუ ძალიან მოინდომებს კაცი და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებს, აუცილებლად მიეცემა უკეთესი ცხოვრების შანსი...

- და თქვენც გაგიმართლათ ბევრი წვალების შემდეგ?.. ქონებრივ დეკლარაციაში ის გრაფა, რომელშიც მთელი თქვენი უძრავ-მოძრავი ქონებაა ჩამოთვლილი, საკმაოდ "მსუყედ" გამოიყურება...

- ასეა, თუმცა ზოგისგან განსხვავებით, არც მომიპარავს და არც არავისთვის წამირთმევია. ბინა, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, საკმაოდ დიდი - 190 კვ. მეტრია და 2001 წელს შევიძინე. მოგეხსენებათ, იმ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და საკმაოდ დიდი ჰონორარი მერგო. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბიზნესჯგუფისგან მივიღე სოლიდური ფულადი ჯილდო და სწორედ ამ თანხით მოვახერხე ბინის ყიდვა; მართალია, სხვისი დახმარებით, მაგრამ საკუთარი შრომით.

- ალბათ ძალიან კარგი შეგრძნება იყო, ხომ?

- ძალიან კარგი?! კარგი კი არა, არაჩვეულებრივი შეგრძნება მქონდა: 11 წელი ცოლ-შვილთან ერთად, საერთო საცხოვრებელში, 20 კვადრატულ მეტრში ვცხოვრობდი, ძალიან ცუდ პირობებში, მაგრამ გავუძელით... ამის შემდეგ ამხელა ბინის ყიდვა, რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო.

- თქვენს დეკლარაციაში რამდენიმე მშენებარე ბინაც მოხვდა. ბიჭებისთვის წინასწარვე ზრუნავთ და მათთვის აშენებთ თუ უბინაობამ თავის დროზე ისე შეგაწუხათ, რომ გინდათ, ახლა ბევრი სახლი გქონდეთ?

- ორი ბიჭი მყავს და რატომაც არა?! მშობლის უპირველესი ვალი - შვილებზე ზრუნვაა და თუკი შემიძლია, რატომ არ უნდა გავუკეთო მათ ყველაფერი?! (დეკლარანტს ჭავჭავაძის 49-ში აქვს მშენებარე ბინა და კიდევ - შარტავას 43-ში. გარდა ამისა, მის სახელზეა გაფორმებული არასაცხოვრებელი ფართობი ჭავჭავაძეზე, რომელიც 700 კვადრატულს შეადგენს. - ავტ.). ინვესტორმა, რომელიც ჭავჭავაძეზე აშენებს კორპუსს, იკისრა ვალდებულება, რომ ააშენებს სპორტულ კომპლექსს დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. იქ იქნება კრივის, ძალოსნობისა და ფარიკაობის დარბაზები, რომლებიც შემდეგ სპორტის ფედერაციის სარგებლობაში გადავა. მიწის გარკვეული ნაწილის სანაცვლოდ კი მესაკუთრეები საცხოვრებელი ფართებით დავკმაყოფილდებით. რაც შეეხება მეორე სახლს შარტავაზე: ეს არის ცნობილი ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" ბინა, რომელიც ჯილდოს სახით მე და ზვიადაურს 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებისთვის გვერგო.

- ავტომანქანა თქვენც გყოლიათ და თქვენს მეუღლესაც. ძვირად ღირებული მანქანებია?

- თეას ჰყავდა ავტომანქანა "ჰონდა", რომელსაც კარგა ხანია, ძვირად ღირებული ნაწილი გაუფუჭდა და ჯართადღა თუ გამოდგება, მის გაკეთებას აზრი არა აქვს. ამჟამად ჩემი "მერსედესით" დადის, ბავშვები სკოლაში, ცეკვასა თუ ფეხბურთზე დაჰყავს და მისთვის ძნელია უმანქანობა. მე კი სამსახურის მანქანით ვსარგებლობ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მანქანა ძვირად ღირებულია. 2008 წლის დეკემბერში შევიძინე, დღესდღეობით 12-15 ათას დოლარამდე ეღირება. მანქანები მიყვარს, ბევრი გამოვიცვალე, ზოგი - საკუთარი ფულით ნაყიდი და ზოგიც - ნაჩუქარი. ახლო მომავალში მანქანის გამოცვლას არ ვაპირებ, ალბათ კარგა ხანს შემრჩება ეს "მერსედესი"...

,,ჩემნაირი გიჟი ქართველები ბევრნი არიან..."

საჩუქრებით განებივრებულ დეკლარანტს თვითონაც უყვარს სხვებისთვის რამის ჩუქება და სიურპრიზის მოწყობა, თუმცა საჩუქარს მისი ფასით არასდროს განსაზღვრავს. შეიძლება, სულ უბრალო ნივთმაც კი გაახაროს. პრეტენზიული არც მისი მეუღლე ყოფილა. პარლამენტარი ცხოვრობს დევიზით - ,,რასაცა გასცემ, შენია..." და როდესაც ფული აქვს, დიდი სიამოვნებით ხარჯავს კიდეც. კითხვაზე, - ქეიფის შემდეგ ფულის გადასახდელად თუ ,,გიჭიდავიათ"-მეთქი? (ხომ იცით, ფულის გადასახდელად გაწევ-გამოწევა ქართველებისთვის დამახასიათებელია) - მიპასუხა: ხშირად მომხდარა ასეც, რადგან ჩემნაირი ,,გიჟი" ქართველები ბევრნი არიანო. ამის საშუალებას კი დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი აძლევს, თუმცა ფულის დაზოგვაც ეხერხება, რისი წყალობითაც, ნაღდი ფული - 5.000 ლარი გადაუნახავს.

- ოთხი შვილი და ბევრი დედმამიშვილი მყავს და ფულს უგზო-უკვლოდ ნამდვილად არ ვხარჯავ. თანაც, არც ისე დიდი ფულის პატრონი ვარ. ყოველწლიურად ხელზე 36.000 ლარს ვიღებ (ანუ - თვეში 3.000 ლარს. - ავტ.); ხელფასიდან საოჯახო დაზღვევის თანხაც მექვითება. მეუღლე არ მუშაობს, შვილებს მოვლა-პატრონობა ხომ უნდა?

- თვითონ როგორი მამა ხართ?

- (იცინის) შვილების რაოდენობა განსაზღვრავს, როგორი მამაც ვარ. ბავშვები რომ არ მიყვარდეს, ოთხი შვილი კი არ მეყოლებოდა.

- დეკლარაციაში მითითებულია - ბანკში საპენსიო ანგარიშზე არსებული ნაშთიც - 1.000 ლარი. სხვა შემოსავალიც გაქვთ?

- პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური 1.000-ლარიანი პენსია დაენიშნა, რაც მისასალმებელია. 25-მდე პენსიონერი ვართ და ეს თანხა სახელმწიფოსთვის უსაშველოდ დიდი არ უნდა იყოს...

- საკმაოდ სოლიდური სოციალური დახმარებაც მიგიღიათ ერთ-ერთი ბიზნესჯგუფის ფონდიდან.

- ყველა წარმატებული სპორტსმენი, მსახიობი თუ მუსიკოსი იღებს ამ ფონდიდან ქველმოქმედების სახით ფულად დახმარებას. მე 36.000 ლარი მივიღე.

- თქვენ თუ გრჩებათ ფული სხვების დასახმარებლად?

- ბევრ ადამიანს დავხმარებივარ, თუმცა სამწუხაროდ, ყველას ვერ გასწვდები.

- ფულის გასესხებაც ხშირად გიწევთ?

- ოხ, ნეტავ მევალეები დამიბრუნებდნენ ჩემს ფულს და აღარაფერს ვჩივი!..

- ესე იგი, აღარავინ მოგაკითხოთ ფულის სასესხებლად, ხომ?.. საახლობლო წრეში გაასესხეთ?

- კი. ხომ იცით, როგორც ხდება... ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავასესხე ფული და ჯერაც არ დაუბრუნებიათ. ალბათ არა აქვთ და რა ქნან?! თუ მექნება, კიდევაც გავასესხებ, რატომაც არა?! ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. ჩემმა ერთმა მეგობარმა მეორეს ფული რამდენჯერმე ასესხა. როდესაც იმან კიდევ ერთხელ სთხოვა, პირველმა უპასუხა: სახლში ასვლა მეზარება, ადი, ბალიშის ქვეშ ხელი შეყავი და აიღეო. მართლაც წავიდა, მაგრამ უკან ხელცარიელი დაბრუნდა, - ვერაფერი ვიპოვეო. ჩემმა მეგობარმა უთხრა: ბიჭო, არაფერი მოგიტანია და რაღას იპოვიდიო?! დაახლოებით ასე ვარ მეც. სანამ ვალს არ დამიბრუნებენ, გასასესხებელი ფულიც არ მექნება...

ვალის დაბრუნების მოლოდინში კი ძალოსან პარლამენტარს ყოველდღე ჯიბეში თურმე ცოტა ფული უდევს. როცა არ გაქვს, ჯიბეში ბევრ ფულს როგორღა ჩაიდებო?! - მითხრა და ისიც გულახდილად გამიმხილა, რომ დილით 300 ლარი ბანკომატიდან ამოიღო, რადგან სახარჯო თანხა აღარ ჰქონდა... ამაზეა ნათქვამი - ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"