მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუკიო მისიმა - ხარაკირი მთელი იაპონიის სახელით
იუკიო მისიმა - ხარაკირი მთელი იაპონიის სახელით

იუ­კიო მი­სი­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ია­პო­ნე­ლი მწე­რა­ლია. ია­პო­ნურ კულ­ტუ­რა­სა და თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე, მის წარ­სულ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა მი­სი­მამ არა მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბა მი­უ­ძღვნა ია­პო­ნი­ას, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვიც მსხვერ­პლად შეს­წი­რა.

იუ­კიო მი­სი­მას ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი კი­მი­ტა­კე ხი­რა­ო­კაა. იგი 1925 წლის 14 იან­ვარს და­ი­ბა­და მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის ოჯახ­ში. მა­მა­მი­სი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან მე­გობ­რობ­და, მათ შო­რის ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნო­ბუ­სუ­კე კი­სის­თან. სხვა­თა შო­რის, მი­სი­მას პა­პაც დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო - სამ­ხრეთ სა­ხა­ლი­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­ლდათ.

12 წლამ­დე კი­მი­ტა­კე ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და, რო­მე­ლიც თე­ატ­რი­სა და პრო­ზის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი იყო და ბავ­შვსაც გა­უღ­ვი­ვა ეს სიყ­ვა­რუ­ლი. მი­სი­მას ბავ­შვო­ბი­დან სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით იზ­რდე­ბო­და, ვერ თა­მა­შობ­და მათ­თან ერ­თად და სკო­ლა­საც ხში­რად აც­დენ­და. ამ გან­დე­გი­ლო­ბამ მის მო­მა­ვალ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

მა­მის სურ­ვი­ლის თა­ნახ­მად, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ტო­კი­ოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც გერ­მა­ნულ სა­მარ­თალს სწავ­ლობ­და. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­ი­ტა­ცა გერ­მა­ნულ­მა რო­მან­ტიზ­მმა, თო­მას მა­ნი­სა და ფრიდ­რიხ ნიც­შეს შე­მოქ­მე­დე­ბამ.

1945 წლის 15 აგ­ვის­ტოს ია­პო­ნი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ით წყნარ ოკე­ა­ნე­ზე ომი დას­რულ­და. ამას მოჰ­ყვა თვით­მკვლე­ლო­ბა­თა სე­რია მე­ო­მარ ია­პო­ნელ­თა მხრი­დან. 19 აგ­ვის­ტოს ლე­ი­ტე­ნან­ტმა, წარ­სულ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კოს­მა, მი­სი­მას დიდ­მა მე­გო­ბარ­მა ძე­მეი ხა­სუ­დამ თავი მო­იკ­ლა. 23 ოქ­ტომ­ბერს ტი­ფით გარ­და­იც­ვა­ლა მი­სი­მას 17 წლის და. იმა­ვე პე­რი­ოდს და­ემ­თხვა მო­მა­ვა­ლი მწერ­ლის უიღ­ბლო სიყ­ვა­რუ­ლი.

1946 წელს მი­სი­მამ კა­მა­კუ­რუ­ში ჩა­ა­კი­თხა ია­პო­ნი­ის კლ­ა­სი­კო­სად აღი­ა­რე­ბულ მწე­რალ ია­სუ­ნა­რი კა­ვა­ბა­ტას და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი უჩ­ვე­ნა. კა­ვა­ბა­ტას რე­კო­მენ­და­ცი­ით, სულ მა­ლე მი­სი­მას პა­ტა­რა მო­თხრო­ბა "სი­გა­რე­ტი" და­ი­ბეჭ­და ჟურ­ნალ­ში "ადა­მი­ა­ნი". ასე შე­ვი­და ლი­ტე­რა­ტუ­რის სამ­ყა­რო­ში უფ­რო­სი ოს­ტა­ტის პრო­ტექ­ცი­ით და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნი­ებ­და კა­ვა­ბა­ტას.

1947 წელს მი­სი­მამ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ია­პო­ნი­ის სამ­რეწ­ვე­ლო ბან­კში სცა­და სა­მუ­შა­ოდ მო­წყო­ბა, თუმ­ცა სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო უარი უთხრეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი და მცი­რე ხანს იმ­პე­რა­ტო­რის კა­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, მერე კი მა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­ვი­და. სამ­სა­ხუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობ­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას და მალე აღი­ა­რე­ბაც მი­ი­ღო, რის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაც მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც შე­იც­ვა­ლა. 1958 წელს ცნო­ბი­ლი ია­პო­ნე­ლი ფერმ­წე­რის ია­სუ­სი სუ­გი­ა­მას ქა­ლიშ­ვილ იო­კო­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ნე­ბი­დან ცოტა ხან­ში მისი თა­მა­მი ნა­წე­რე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რე­ბი გა­ის­მა. მე­მარ­ჯვე­ნე რა­დი­კა­ლე­ბი მოკ­ვლი­თაც კი და­ე­მუქრნენ იმის გამო, რომ მი­სი­მა მწე­რალ სი­ტი­რო ფუ­კა­ძა­ვას ემ­ხრო­ბო­და - მის ნო­ვე­ლა­ში "უჩ­ვე­უ­ლო სიზ­მა­რი" აღ­წე­რი­ლია კო­მუ­ნის­ტე­ბის მიერ მემ­კვიდ­რე პრინც აკი­ხი­ტოს სიკ­ვდი­ლი. ამ ნო­ვე­ლას ია­პო­ნი­ა­ში ტე­რაქ­ტიც კი მოჰ­ყვა, რა­საც პრე­სა­ში "ნა­კა­ძი­მას სკან­და­ლი" უწო­დეს. რამ­დე­ნი­მე თვე მი­სი­მა პო­ლი­ცი­ის დაც­ვის თან­ხლე­ბით და­დი­ო­და.

მი­სი­მა იმ პე­რი­ოდ­ში ვარ­ჯიშ­მაც გა­ი­ტა­ცა - ია­პო­ნურ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას ეუფ­ლე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა ია­სუძო მა­სუ­მუ­რას ფილმში "კა­რა­კა­ძე იარო", ცნო­ბი­ლი ია­პო­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის­თვის პო­ზი­რებ­და და სხვაგ­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამ­კვიდ­რებ­და პრე­სა­ში სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის კულტს, გამ­თან­გვე­ლი ვარ­ჯი­შე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბულს და გარ­და­სა­ხულს. იმა­ვე წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლობ­და პატ­რი­ო­ტიზმსა და ია­პო­ნი­ის მო­მა­ვალ­ზე. 1965 წელს და­ი­წე­რა ნო­ვე­ლა "პატ­რი­ო­ტიზ­მი", რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი სწო­რედ ავ­ტო­რია.

მალე მი­სი­მას პატ­რი­ო­ტუ­ლი აზ­რე­ბი კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წა. 1966 წელს ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი გა­იც­ნო და გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ჯგუ­ფი შე­ექ­მნა. ჯერ თვი­თონ ჩა­ი­რი­ცხა თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში და გა­მა­ნად­გუ­რებ­ლის მარ­თვა შე­ის­წავ­ლა, გა­იც­ნო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კი­ე­კა­ცუ ია­მა­მო­ტო და და­წე­რა რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნაშ­რო­მი "ძლი­ე­რი ია­პო­ნი­ის" თე­მა­ზე, რო­მელ­საც აწ­მყო­ში ვე­ღარ ხე­დავ­და. მის ჯგუფს "ფა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა" ერ­ქვა და მას­ში იყო გა­წევ­რე­ბუ­ლი ასე­ვე ია­პო­ნი­ის სტუ­დენ­ტუ­რი ლი­გის წევ­რი მა­სა­კა­ცუ მო­რი­ტა, რო­მელ­საც საკ­ვან­ძო როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა შემ­დგომ მოვ­ლე­ნებ­ში.

1970 წლის 25 ნო­ემ­ბერს, ვე­ლუ­რი აღ­ტკი­ნე­ბით შე­პყრო­ბილ­მა მი­სი­მამ გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის სა­ბა­ბით მო­რი­ტა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევრთან ერ­თად თავ­დაც­ვის ქვე­ი­თი ჯა­რე­ბის ბა­ზას ეს­ტუმ­რა და ბა­ზის მე­თა­უ­რი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. მისი კა­ბი­ნე­ტის აივ­ნი­დან ჯა­რის­კა­ცებს მი­მარ­თა, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ე­წყოთ და ია­პო­ნი­ის­თვის უწინ­დე­ლი დი­დე­ბა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ. თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ მო­წო­დე­ბას რე­აქ­ცია არ მოჰ­ყო­ლია. იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა და დათ­რგუნ­ვილ­მა მი­სი­მამ იქვე, აი­ვან­ზე ჩა­ი­ტა­რა ხა­რა­კი­რი და თავი მო­იკ­ლა. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე თა­ვის რე­დაქ­ტორს გა­უგ­ზავ­ნა რო­მა­ნის "ან­გე­ლო­ზის და­ცე­მის" ტექ­სტი, რო­მე­ლიც მი­სი­მას უკა­ნას­კნელ ნა­წარ­მო­ე­ბად იქცა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

იუკიო მისიმა - ხარაკირი მთელი იაპონიის სახელით

იუკიო მისიმა - ხარაკირი მთელი იაპონიის სახელით

იუკიო მისიმა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და პოპულარული იაპონელი მწერალია. იაპონურ კულტურასა და თავის სამშობლოზე, მის წარსულზე შეყვარებულმა მისიმამ არა მხოლოდ შემოქმედება მიუძღვნა იაპონიას, არამედ საკუთარი თავიც მსხვერპლად შესწირა.

იუკიო მისიმას ნამდვილი სახელი და გვარი კიმიტაკე ხირაოკაა. იგი 1925 წლის 14 იანვარს დაიბადა მსხვილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში. მამამისი ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა და მაღალჩინოსნებთან მეგობრობდა, მათ შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნობუსუკე კისისთან. სხვათა შორის, მისიმას პაპაც დიდ თანამდებობაზე იყო - სამხრეთ სახალინის გუბერნატორი გახლდათ.

12 წლამდე კიმიტაკე ბებიასთან იზრდებოდა, რომელიც თეატრისა და პროზის დიდი მოყვარული იყო და ბავშვსაც გაუღვივა ეს სიყვარული. მისიმას ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და პრაქტიკულად, თანატოლებისგან განცალკევებით იზრდებოდა, ვერ თამაშობდა მათთან ერთად და სკოლასაც ხშირად აცდენდა. ამ განდეგილობამ მის მომავალ მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

მამის სურვილის თანახმად, სკოლის დამთავრების შემდეგ ტოკიოს უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც გერმანულ სამართალს სწავლობდა. იმავე პერიოდში გაიტაცა გერმანულმა რომანტიზმმა, თომას მანისა და ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებამ.

1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიის კაპიტულაციით წყნარ ოკეანეზე ომი დასრულდა. ამას მოჰყვა თვითმკვლელობათა სერია მეომარ იაპონელთა მხრიდან. 19 აგვისტოს ლეიტენანტმა, წარსულში ლიტერატურის კრიტიკოსმა, მისიმას დიდმა მეგობარმა ძემეი ხასუდამ თავი მოიკლა. 23 ოქტომბერს ტიფით გარდაიცვალა მისიმას 17 წლის და. იმავე პერიოდს დაემთხვა მომავალი მწერლის უიღბლო სიყვარული.

1946 წელს მისიმამ კამაკურუში ჩააკითხა იაპონიის კლ­ა­სიკოსად აღიარებულ მწერალ იასუნარი კა­ვაბატას და თავისი პირველი ჩანაწერები უჩვენა. კავაბატას რეკომენდაციით, სულ მა­ლე მისიმას პატარა მოთხრობა "სიგარეტი" დაიბეჭდა ჟურნალში "ადამიანი". ასე შევიდა ლიტერატურის სამყაროში უფროსი ოსტატის პროტექციით და ცხოვრების ბოლომდე დიდი პატივისცემით იხსენიებდა კავაბატას.

1947 წელს მისიმამ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და იაპონიის სამრეწველო ბანკში სცადა სამუშაოდ მოწყობა, თუმცა სუსტი ჯანმრთელობის გამო უარი უთხრეს. მოგვიანებით წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები და მცირე ხანს იმპერატორის კარის სამინისტროში მუშაობდა, მერე კი მამის რეკომენდაციით ფინანსთა სამინისტროში გადავიდა. სამსახურის პარალელურად აქტიურად განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და მალე აღიარებაც მიიღო, რის პარალელურადაც მისი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა. 1958 წელს ცნობილი იაპონელი ფერმწერის იასუსი სუგიამას ქალიშვილ იოკოზე იქორწინა. ქორწინებიდან ცოტა ხანში მისი თამამი ნაწერებით გაღიზიანებული ადამიანების მუქარები გაისმა. მემარჯვენე რადიკალები მოკვლითაც კი დაემუქრნენ იმის გამო, რომ მისიმა მწერალ სიტირო ფუკაძავას ემხრობოდა - მის ნოველაში "უჩვეულო სიზმარი" აღწერილია კომუნისტების მიერ მემკვიდრე პრინც აკიხიტოს სიკვდილი. ამ ნოველას იაპონიაში ტერაქტიც კი მოჰყვა, რასაც პრესაში "ნაკაძიმას სკანდალი" უწოდეს. რამდენიმე თვე მისიმა პოლიციის დაცვის თანხლებით დადიოდა.

მისიმა იმ პერიოდში ვარჯიშმაც გაიტაცა - იაპონურ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა. გარდა ამისა, მთავარი როლი ითამაშა იასუძო მასუმურას ფილმში "კარაკაძე იარო", ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფისთვის პოზირებდა და სხვაგვარი საშუალებებით მიზანმიმართულად ამკვიდრებდა პრესაში საკუთარი სხეულის კულტს, გამთანგველი ვარჯიშებით გაძლიერებულს და გარდასახულს. იმავე წლებში აქტიურად მსჯელობდა პატრიოტიზმსა და იაპონიის მომავალზე. 1965 წელს დაიწერა ნოველა "პატრიოტიზმი", რომლის მთავარი გმირი სწორედ ავტორია.

მალე მისიმას პატრიოტული აზრები კიდევ უფრო დაიხვეწა. 1966 წელს ნაციონალისტური ჟურნალის რედაქტორი გაიცნო და გადაწყვიტა, საკუთარი გასამხედროებული ჯგუფი შეექმნა. ჯერ თვითონ ჩაირიცხა თავდაცვის ძალებში და გამანადგურებლის მართვა შეისწავლა, გაიცნო თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი კიეკაცუ იამამოტო და დაწერა რამდენიმე პუბლიცისტური ნაშრომი "ძლიერი იაპონიის" თემაზე, რომელსაც აწმყოში ვეღარ ხედავდა. მის ჯგუფს "ფარის საზოგადოება" ერქვა და მასში იყო გაწევრებული ასევე იაპონიის სტუდენტური ლიგის წევრი მასაკაცუ მორიტა, რომელსაც საკვანძო როლი უნდა შეესრულებინა შემდგომ მოვლენებში.

1970 წლის 25 ნოემბერს, ველური აღტკინებით შეპყრობილმა მისიმამ გრანდიოზული გეგმა განახორციელა. ოფიციალური ვიზიტის საბაბით მორიტასა და კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად თავდაცვის ქვეითი ჯარების ბაზას ესტუმრა და ბაზის მეთაური მძევლად აიყვანა. მისი კაბინეტის აივნიდან ჯარისკაცებს მიმართა, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და იაპონიისთვის უწინდელი დიდება დაებრუნებინათ. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების თეატრალიზებულ მოწოდებას რეაქცია არ მოჰყოლია. იმედგაცრუებულმა და დათრგუნვილმა მისიმამ იქვე, აივანზე ჩაიტარა ხარაკირი და თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თავის რედაქტორს გაუგზავნა რომანის "ანგელოზის დაცემის" ტექსტი, რომელიც მისიმას უკანასკნელ ნაწარმოებად იქცა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს