სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი ოჩიაური: "ბუღაძე დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს”
გოგი ოჩიაური: "ბუღაძე დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს”

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა­გან ბევ­რს ახ­სოვს უზარ­მა­ზა­რი პანო, სა­ხელ­წო­დე­ბით "მიწა ქარ­თუ­ლი", რო­მე­ლიც პირ­ველ კორ­პუსს ამ­შვე­ნებ­და. მისი ავ­ტო­რი ფერმ­წე­რი კოკი მა­ხა­რა­ძე გახ­ლდათ. რო­გორც გვი­თხრეს, პანო რექ­ტო­რის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ეწი­რე­ბა", რად­გა­ნაც მისი დე­მონ­ტა­ჟი იგეგ­მე­ბა.

ფე­რი­დე მა­ნა­გა­ძე, კოკი მა­ხა­რა­ძის მე­უღ­ლე, მხატ­ვა­რი: კო­კიმ "მიწა ქარ­თუ­ლის" პირ­ვე­ლი ვერ­სია 1967 წელს შე­ას­რუ­ლა. ეს უზარ­მა­ზა­რი ტილო სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ფი­ნეს, მის სა­ნა­ხა­ვად უამ­რა­ვი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, მათ შო­რის - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აც. ტი­ლოს ყუ­რა­დღე­ბით და­აც­ქერ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს­თან ვი­ღაც მი­ვი­და და მწე­რალ­მა ანიშ­ნა, ხელს ნუ შე­მიშ­ლი­თო. კარ­გა ხნის მერე კო­კის მი­უ­ახ­ლოვ­და და უთხრა: "ძა­ლი­ან კარ­გია". ის ტი­ლო­ში ჩა­დე­ბულ­მა ეროვ­ნულ­მა სულ­მა და თე­მა­ტი­კამ მო­ხიბ­ლა...

1978 წელს ქარ­თუ­ლი ენის და­სა­ცა­ვად ხალ­ხი რომ გა­მო­ვი­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა და­ვით ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა სთხო­ვა კო­კის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­თან და­ე­ხა­ტა "მიწა ქარ­თუ­ლი", მსგავ­სი იმი­სა, ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში რომ ინა­ხე­ბო­და. ასე შე­იქ­მნა "მიწა ქარ­თუ­ლის" მე­ო­რე ვერ­სია, ოდ­ნავ შეც­ვლი­ლი, მაგ­რამ მას­შტა­ბუ­რი.

მიშა მა­ხა­რა­ძე, კოკი მა­ხა­რა­ძის შვი­ლი: - ცოტა ხნის წინ შე­ვი­ტყვეთ, რომ თურ­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "მიწა ქარ­თუ­ლის" დე­მონ­ტა­ჟი და­უ­გეგ­მავთ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­რექ­ტორ და­ვით ჩო­მა­ხი­ძეს შევ­ხვდით. მას წა­მოს­ცდა, გერ­მა­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა გვი­თხრა, ეს პანო უნდა მოვხსნა­თო. არა­და, იქ­ვეა გია ბუ­ღა­ძის გა­უ­გე­ბა­რი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც ევ­რო­რე­მონტს ხელს რა­ტომ­ღაც არ უშ­ლის. მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­მა­ჩე­მის პანო არ მო­უ­ვი­დათ თვალ­ში? ამათ ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა მხო­ლოდ აგ­რო­კულ­ტუ­რის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ჰგო­ნი­ათ. რა დროს სი­მინ­დი და ბრო­წე­უ­ლი­აო, გა­ი­ძა­ხი­ან ჯი­უ­ტად!

ჩვენ ავუხ­სე­ნით ბა­ტონ ჩო­მა­ხი­ძეს, რომ "მიწა ქარ­თუ­ლი" ისე­თი მა­სა­ლი­თაა შექ­მნი­ლი, რომ დე­მონ­ტა­ჟი აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ზი­ა­ნებს. ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზეთ თხე­ლი კედ­ლის ქვეშ, ე.წ. სარ­კო­ფაგ­ში" მო­თავ­სე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, წლე­ბის გას­ვლის შემ­დეგ სარ­კო­ფაგს ახ­დი­ან და პანო აღ­მო­ჩე­ნად იქ­ცე­ვა. თით­ქოს ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ვი­თან­ხმეთ, მაგ­რამ გა­ვი­და ხანი და ისევ შე­მოგ­ვით­ვა­ლეს, პა­ნოს დე­მონ­ტა­ჟი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ჯობს წა­ი­ღო­თო.

ამათ აღარც "მიწა ქარ­თუ­ლი" უნ­დათ და აღარც არა­ფე­რი ქარ­თუ­ლი.

გოგი ოჩი­ა­უ­რი, მო­ქან­და­კე: სუ­რათ­მა "მიწა ქარ­თუ­ლი" თა­ვის დრო­ზე სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა კონ­ცეფ­ცია ფერ­წე­რა­ში და არა მარ­ტო ფერ­წე­რა­ში, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ში და ა.შ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტი­ლოა კო­კის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. იქ­ნებ და­ფიქ­რდეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და შე­იც­ვა­ლოს აზრი. იმას აღარ ამ­ბო­ბენ, რით ცვლი­ან? ვე­ღარ უძ­ლე­ბენ ქარ­თუ­ლი სუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფი­გუ­რე­ბის ყუ­რე­ბას თუ რა ხდე­ბა?

- თა­ნა­მედ­რო­ვე არ არი­სო, ასე აუხ­სნი­ათ მი­ზე­ზი კოკი მა­ხა­რა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის.

- რას ჰქვია თა­ნა­მედ­რო­ვე? ალ­ბათ, თა­ნა­მედ­რო­ვე არის ბუ­ღა­ძე, რო­მე­ლიც დალ­ტო­ნი­კია, ფერს ვერ ხე­დავს და ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებს, გა­ა­თახ­სი­რა ძეგ­ლე­ბი. გთხოვთ, გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ, რა­საც გე­უბ­ნე­ბით... ნე­ფერ­ტი­ტის ქან­და­კე­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე თუ "მონა ლიზა"? გახ­სოვ­დეთ, ხე­ლოვ­ნე­ბა არ ძველ­დე­ბა! ძველ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მოდა, წყო­ბი­ლე­ბა, რექ­ტო­რი, რო­მელ­საც დღეს თუ ხვალ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნი­ან, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბიც მი­დი­ან და მო­დი­ან, ხე­ლოვ­ნე­ბა კი მა­რა­დი­უ­ლია. არა­ვინ გა­ბე­დოს ამ ნა­მუ­შევ­რის­თვის ხე­ლის ხლე­ბა!..

ჩვენ ვცა­დეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა და კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბა, მათ კი პა­სუ­ხი წე­რი­ლო­ბით გად­მოგ­ვცეს (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის რე­კონ­სტრუქ­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­ის­ვა სა­კი­თხი, რამ­დე­ნი­მე სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შის პირ­ვან­დელ ად­გილ­ზე და­ტო­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს ეს სა­კი­თხე­ბი და გა­და­წყვი­ტეს:

სა­აქ­ტო დარ­ბა­ზის ვეს­ტი­ბი­უ­ლის ერთ კე­დელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჰო­რე­ლი­ე­ფი (მო­ქან­და­კე ელ­გუ­ჯა ამა­შუ­კე­ლი) დარ­ჩეს პირ­ვან­დელ ად­გილ­ზე, ხოლო კოკი მა­ხა­რა­ძის პანო, რო­მე­ლიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ჰო­რე­ლი­ე­ფის მო­პირ­და­პი­რე კე­დელ­ზეა, ჩა­მო­იხ­სნას. არის მო­საზ­რე­ბა, რომ მის ნაც­ვლად კე­დელ­ზე მხატ­ვრუ­ლად ამო­იკ­ვე­თოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფუ­ძემ­დებ­ლის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სი­ის შე­სა­ხებ. ამით კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად და­უ­კავ­შირ­დეს ერ­თმა­ნეთს ცენ­ტრა­ლუ­რი ვეს­ტი­ბი­უ­ლის კედ­ლე­ბი და კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვას ხაზი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ღვაწლს ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

კოკი მა­ხა­რა­ძის პანო კი სხვა­გან გან­თავ­სდეს (არ და­უ­ზუს­ტე­ბი­ათ, სად უნდა გან­თავ­სდეს. - ავტ.) სხვა­თა შო­რის, ამა­ვე სხდო­მა­ზე გა­და­წყდა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი კი­ბის არა­ელ­ში, მთა­ვარ კე­დელ­ზე რუს­თა­ვე­ლის ბა­რე­ლი­ე­ფის ნაც­ვლად გან­თავ­სდეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გერ­ბი, ხოლო რუს­თა­ვე­ლის ბა­რე­ლი­ეფ­მა და­ამ­შვე­ნოს მე­სა­მე სარ­თუ­ლის ერთ-ერთი დარ­ბა­ზი, რო­მელ­საც რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა. რექ­ტო­რის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან პირ­ველ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და ქარ­თულ მეც­ნი­ე­რე­ბას­თან.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­მა წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბა "ქარ­თუ ჯგუფს", რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­მონ­ტო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მონ­ტე­ბულ კორ­პუს­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა არა­ერ­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი, ქარ­თუ­ლი დაზ­გუ­რი ფერ­წე­რის, გრა­ფი­კი­სა და ქან­და­კე­ბის ნი­მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მუ­ზე­უ­მის ფონ­დებ­ში".

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რე­მონტს (რო­გორც სხვა ბევრ ეროვ­ნულ საქ­მეს) "ქარ­თუ ჯგუ­ფი" აფი­ნან­სებს. რის შემ­დე­გაც "ქარ­თუ ჯგუ­ფის" პრეს­სამ­სა­ხურს და­ვუ­კავ­შირ­დით. მათ გან­გვი­მარ­ტეს, რომ მათი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის ჩა­მო­იხ­სნე­ბა თუ არა პანო და დას­ძი­ნეს, რომ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ბა­ტო­ნი კოკი მა­ხა­რა­ძის მემ­კვიდ­რე­ე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის თე­მაა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი მზად არი­ან მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პა­ნოს კონ­სერ­ვა­ცი­ი­სა თუ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში.

"მიწა ქარ­თუ­ლი"

"მიწა ქარ­თუ­ლი" სავ­სეა სიმ­ბო­ლი­კე­ბით და მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფი­გუ­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს ჩვე­ნი ერის წარ­სულს, აწ­მყოს და მო­მა­ვალს. სულ სხვა­დას­ხვა ტი­პა­ჟია გა­მო­სა­ხუ­ლი. მათი ოდ­ნავ მწუ­ხა­რე სა­ხე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე მი­უ­თი­თებს, გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბრძე­ნი მო­ხუ­ცი თით­ქოს გვაფრ­თხი­ლებს, ეროვ­ნულ ფეს­ვებს არ უნდა მოს­წყდე­თო, წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ფი­გუ­რა კი ქა­ლის კულტსა თუ ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს.

ქალს წელ­ზე აქვს შე­მორ­ტყმუ­ლი სა­ო­ცა­რი სარ­ტყე­ლი, რაც ჩემი აზ­რით, სის­პე­ტა­კის და სიწ­მინ­დის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­ცაა. მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის, ბა­რა­ქი­ა­ნო­ბის, შე­ფა­რუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი ეს ფერ­წე­რუ­ლი ნი­მუ­ში. მწი­ფე ბრო­წე­უ­ლებ­სა და სი­მინ­დთან ერ­თად გა­მო­სა­ხუ­ლი ეკალ­ბარ­დი ჩვე­ნის­თა­ნა პა­ტა­რა, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის­თვის ძნე­ლად სა­ვალ გზა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს.

ეკა ასა­თი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გოგი ოჩიაური: "ბუღაძე დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს”

გოგი ოჩიაური: "ბუღაძე დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან ბევრს ახსოვს უზარმაზარი პანო, სახელწოდებით "მიწა ქართული", რომელიც პირველ კორპუსს ამშვენებდა. მისი ავტორი ფერმწერი კოკი მახარაძე გახლდათ. როგორც გვითხრეს, პანო რექტორის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას "ეწირება", რადგანაც მისი დემონტაჟი იგეგმება.

ფერიდე მანაგაძე, კოკი მახარაძის მეუღლე, მხატვარი: კოკიმ "მიწა ქართულის" პირველი ვერსია 1967 წელს შეასრულა. ეს უზარმაზარი ტილო სამხატვრო გალერეაში გამოფინეს, მის სანახავად უამრავი სახელოვანი ადამიანი მოვიდა, მათ შორის - კონსტანტინე გამსახურდიაც. ტილოს ყურადღებით დააცქერდა. რამდენიმე წუთში ბატონ კონსტანტინესთან ვიღაც მივიდა და მწერალმა ანიშნა, ხელს ნუ შემიშლითო. კარგა ხნის მერე კოკის მიუახლოვდა და უთხრა: "ძალიან კარგია". ის ტილოში ჩადებულმა ეროვნულმა სულმა და თემატიკამ მოხიბლა...

1978 წელს ქართული ენის დასაცავად ხალხი რომ გამოვიდა, უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩხიკვიშვილმა სთხოვა კოკის, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზთან დაეხატა "მიწა ქართული", მსგავსი იმისა, ეროვნულ მუზეუმში რომ ინახებოდა. ასე შეიქმნა "მიწა ქართულის" მეორე ვერსია, ოდნავ შეცვლილი, მაგრამ მასშტაბური.

მიშა მახარაძე, კოკი მახარაძის შვილი: - ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ თურმე უნივერსიტეტში "მიწა ქართულის" დემონტაჟი დაუგეგმავთ.

უნივერსიტეტში პრორექტორ დავით ჩომახიძეს შევხვდით. მას წამოსცდა, გერმანელმა დიზაინერმა გვითხრა, ეს პანო უნდა მოვხსნათო. არადა, იქვეა გია ბუღაძის გაუგებარი ფილოსოფიური ნამუშევარი, რომელიც ევრორემონტს ხელს რატომღაც არ უშლის. მაინცდამაინც მამაჩემის პანო არ მოუვიდათ თვალში? ამათ ეროვნული სიმბოლიკა მხოლოდ აგროკულტურის მანიშნებელი ჰგონიათ. რა დროს სიმინდი და ბროწეულიაო, გაიძახიან ჯიუტად!

ჩვენ ავუხსენით ბატონ ჩომახიძეს, რომ "მიწა ქართული" ისეთი მასალითაა შექმნილი, რომ დემონტაჟი აუცილებლად დააზიანებს. ამიტომ შევთავაზეთ თხელი კედლის ქვეშ, ე.წ. სარკოფაგში" მოთავსება. დარწმუნებული ვართ, წლების გასვლის შემდეგ სარკოფაგს ახდიან და პანო აღმოჩენად იქცევა. თითქოს ამ წინადადებაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დავითანხმეთ, მაგრამ გავიდა ხანი და ისევ შემოგვითვალეს, პანოს დემონტაჟი აუცილებელია და ჯობს წაიღოთო.

ამათ აღარც "მიწა ქართული" უნდათ და აღარც არაფერი ქართული.

გოგი ოჩიაური, მოქანდაკე: სურათმა "მიწა ქართული" თავის დროზე სრულიად შეცვალა კონცეფცია ფერწერაში და არა მარტო ფერწერაში, მსოფლმხედველობაში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტილოა კოკის შემოქმედებაში. იქნებ დაფიქრდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და შეიცვალოს აზრი. იმას აღარ ამბობენ, რით ცვლიან? ვეღარ უძლებენ ქართული სულის გამომხატველი ფიგურების ყურებას თუ რა ხდება?

- თანამედროვე არ არისო, ასე აუხსნიათ მიზეზი კოკი მახარაძის ოჯახის წევრებისთვის.

- რას ჰქვია თანამედროვე? ალბათ, თანამედროვე არის ბუღაძე, რომელიც დალტონიკია, ფერს ვერ ხედავს და ყველაფერს აფუჭებს, გაათახსირა ძეგლები. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ, რასაც გეუბნებით... ნეფერტიტის ქანდაკებაა თანამედროვე თუ "მონა ლიზა"? გახსოვდეთ, ხელოვნება არ ძველდება! ძველდება ყველაფერი, მოდა, წყობილება, რექტორი, რომელსაც დღეს თუ ხვალ თანამდებობიდან მოხსნიან, ჩინოვნიკებიც მიდიან და მოდიან, ხელოვნება კი მარადიულია. არავინ გაბედოს ამ ნამუშევრისთვის ხელის ხლება!..

ჩვენ ვცადეთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და კომენტარის მოპოვება, მათ კი პასუხი წერილობით გადმოგვცეს (სტილი დაცულია):

"უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესში დაისვა საკითხი, რამდენიმე სახვითი ხელოვნების ნიმუშის პირვანდელ ადგილზე დატოვების მიზანშეწონილობის თაობაზე. გასული წლის ბოლოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს ეს საკითხები და გადაწყვიტეს:

სააქტო დარბაზის ვესტიბიულის ერთ კედელზე განთავსებული ივანე ჯავახიშვილის ჰორელიეფი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი) დარჩეს პირვანდელ ადგილზე, ხოლო კოკი მახარაძის პანო, რომელიც ჯავახიშვილის ჰორელიეფის მოპირდაპირე კედელზეა, ჩამოიხსნას. არის მოსაზრება, რომ მის ნაცვლად კედელზე მხატვრულად ამოიკვეთოს უნივერსიტეტის ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის გამონათქვამი პირველი ქართული უნივერსიტეტის მისიის შესახებ. ამით კონცეპტუალურად დაუკავშირდეს ერთმანეთს ცენტრალური ვესტიბიულის კედლები და კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ქართული საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება-განვითარების საქმეში.

კოკი მახარაძის პანო კი სხვაგან განთავსდეს (არ დაუზუსტებიათ, სად უნდა განთავსდეს. - ავტ.) სხვათა შორის, ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ ცენტრალური კიბის არაელში, მთავარ კედელზე რუსთაველის ბარელიეფის ნაცვლად განთავსდეს უნივერსიტეტის გერბი, ხოლო რუსთაველის ბარელიეფმა დაამშვენოს მესამე სართულის ერთ-ერთი დარბაზი, რომელსაც რუსთაველის სახელი მიენიჭება. რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან სახელგანთქმული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დაკავშირებული არიან პირველ ქართულ უნივერსიტეტთან და ქართულ მეცნიერებასთან.

ამ გადაწყვეტილების შესახებ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა წერილობით აცნობა "ქართუ ჯგუფს", რომლის დახმარებითაც მიმდინარეობს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. უნივერსიტეტის გარემონტებულ კორპუსში წარმოდგენილი იქნება არაერთი ხელოვნების ნაწარმოები, ქართული დაზგური ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც დაცულია უნივერსიტეტის მუზეუმის ფონდებში".

როგორც შევიტყვეთ, უნივერსიტეტში რემონტს (როგორც სხვა ბევრ ეროვნულ საქმეს) "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს. რის შემდეგაც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურს დავუკავშირდით. მათ განგვიმარტეს, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის ჩამოიხსნება თუ არა პანო და დასძინეს, რომ ეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და ბატონი კოკი მახარაძის მემკვიდრეების მოლაპარაკების თემაა, რის შემდეგაც ისინი მზად არიან მიიღონ მონაწილეობა პანოს კონსერვაციისა თუ სხვა გადაწყვეტილების დაფინანსებაში.

"მიწა ქართული"

"მიწა ქართული" სავსეა სიმბოლიკებით და მასზე გამოსახული ფიგურები ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ერის წარსულს, აწმყოს და მომავალს. სულ სხვადასხვა ტიპაჟია გამოსახული. მათი ოდნავ მწუხარე სახეები საქართველოს ისტორიაზე მიუთითებს, გზის მაჩვენებელი ბრძენი მოხუცი თითქოს გვაფრთხილებს, ეროვნულ ფესვებს არ უნდა მოსწყდეთო, წინა პლანზე წამოწეული ახალგაზრდა ქალის ფიგურა კი ქალის კულტსა თუ ღვთისმშობლის წილხვედრობაზე მიგვანიშნებს.

ქალს წელზე აქვს შემორტყმული საოცარი სარტყელი, რაც ჩემი აზრით, სისპეტაკის და სიწმინდის გამოხატულებაცაა. მიწათმოქმედების, ბარაქიანობის, შეფარული ქრისტიანული სიმბოლოებითაა დატვირთული ეს ფერწერული ნიმუში. მწიფე ბროწეულებსა და სიმინდთან ერთად გამოსახული ეკალბარდი ჩვენისთანა პატარა, მართლმადიდებელი ქვეყნისთვის ძნელად სავალ გზაზე მიგვანიშნებს.

ეკა ასათიანი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"