გერმანელი ბაყაყის მოკვლისთვის გაასამართლეს

გერმანელი ბაყაყის მოკვლისთვის გაასამართლეს

გერმანიაში, კრეფელდის სასამართლოში, 47 წლის მამაკაცი მეზობლის ბაყაყის მოკვლისთვის გაასამართლეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ბაყაყი საფანტის თოფით მოკლეს.

მოკლული ბაყაყი მამაკაცის მეზობელს, ანდრეას ვან შტრელენს ეკუთვნოდა. მათ შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტია - მამაკაცი მუდმივად უკმაყოფილო იყო იმით, რომ მეზობლის ბაყაყები ღამღამობით ყიყინებდნენ და დაძინებაში ხელს უშლიდნენ.

ბაყაყის გვამი მეპატრონემ გაყინა, პოლიციაში ნივთმტკიცების სახით წარადგინა და მეზობელი საკუთარი ქონების დაზიანებაში დაადანაშაულა. ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა იარაღი ამოიღეს.

გერმანიელი იარაღის უკანონო შენახვისთვის 1500 ევროთი დააჯარიმეს. რაც შეეხება ბაყაყის მოკვლას, მამაკაცს უდანაშაულობის პრეზუმპცია იცავს. სასამართლოზე განაცხადეს, რომ ბაყაყის მოკვლის საქმის გამოძიების გარეშე მამაკაცს განაჩენს ვერ გამოუტანენ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მისთვის ჯარიმა სრულიად საკმარისია.

ბაყაყის მეპატრონემ კი განაცხადა, რომ მის ბაყაყს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა - ის მუნჯი იყო და მეზობელმა უსამართლოდ მოკლა.

მომზადებულია rp-online-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს