პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინეს ბეჭედი და არჩევანი ორ შორენას შორის
კონსტანტინეს ბეჭედი და არჩევანი ორ შორენას შორის

"ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო არ იქ­ნე­ბა არც კუ­რორ­ტი და არც რეს­ტო­რა­ნი, რო­მელ­შიც უცხო­ე­ლე­ბი მოვ­ლენ, დატ­კბე­ბი­ან ჩვე­ნის ამა­გი­თა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით და წავ­ლენ!" - ეს სი­ტყვე­ბი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კოს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­საც 15 მა­ისს 118 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და.

"გამ­სა­ხურ­დია ეპო­ქა­თა ჭი­დი­ლი­სა და მსხვრე­ვის მიჯ­ნა­ზე ცხოვ­რობ­და და მისი ქმნი­ლე­ბე­ბი, ისე­ვე რო­გორც ია­ვარ­ქმნი­ლი კოლ­ხუ­რი კოშ­კი, დღემ­დე რჩე­ბა გა­უ­ტე­ხე­ლი ქარ­თუ­ლი სუ­ლის სიმ­ბო­ლოდ. "ხე­ლოვ­ნე­ბაა თა­ვად უკ­ვდა­ვე­ბა, მხო­ლოდ ოს­ტატს ვერ ეწე­ვა სიკ­ვდი­ლი", - ამ­ბობ­და მწე­რა­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლო­ვან­თა უკ­ვდავ­ყო­ფას შე­ა­ლია, რო­მე­ლიც მარ­თლაც ითხოვს "გუ­ლის სის­ხლს". კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პი­როვ­ნე­ბა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებ­ზე იუ­რის­ტი ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მოგ­ვი­თხრო­ბენ.

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის ვაჟი: - ფილმ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ზე" მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე მამა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პი­რა­დად არ იც­ნობ­და. იმ პე­რი­ო­დის­თვის მა­მას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში ის­ტო­რი­უ­ლი თე­მა­ტი­კის არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლი ჰქონ­და დად­გმუ­ლი: "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი", "მეფე ერეკ­ლე", "გმირ­თა ვა­რა­მი" და სხვა. რო­გორც ჩანს, ბა­ტონ­მა კონ­სტან­ტი­ნემ ამი­ტო­მაც შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე. ერთ დღეს ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა დოდო ან­თა­ძემ და­ი­ბა­რა და უთხრა:

კონ­სტან­ტი­ნემ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ჩვენს თე­ატ­რში და­იდ­გას მისი რო­მა­ნი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" და რე­ჟის­ო­რად შენ გა­სა­ხე­ლებ­სო, თუმ­ცა, მი­ზეზ­თა გამო, ეს დად­გმა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და. მცი­რე ხნის შემ­დეგ, როცა ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "კოლ­ხურ კოშკში" ეს­ტუმ­რა, მათ შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი გა­ი­მარ­თა:

"- ვახ­ტანგ, შენ იმი­ტომ და­გა­სა­ხე­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია გიყ­ვარს, პა­ტივს სცემ ჩვენს წარ­სულს. მაშ, გი­გა­ნა რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა? რა ვქნათ?

- კი­ნო­ფილ­მი გა­ვა­კე­თოთ".

ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე ჯერ გა­რინ­დე­ბუ­ლა, შემ­დეგ უთ­ქვამს:

"- მომ­წონს ეს აზრი!" - კვლავ კარ­გა ხანს გა­ი­რინ­და, შემ­დეგ კი დინ­ჯად და მტკი­ცედ წარ­მოთ­ქვა: სცე­ნარს მე დავ­წერ". სა­ბო­ლო­ოდ კი ფილ­მის სცე­ნა­რი მა­მამ და ბა­ტონ­მა კონ­სტან­ტი­ნემ ერ­თად შექ­მნეს.

"დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას" 2 წე­ლი­წადს იღებ­დნენ, ფილ­მი 1970 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რან­ზე. გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე ხში­რად ამ­ბო­ბენ, ცივი, კუშ­ტი კაცი იყოო, მე ვი­ტყო­დი, უფრო, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ იყო მკაც­რი. მა­მას არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს, შინ სა­დად ეცვა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, სა­უ­ბარ­ში უშუ­ა­ლო იყოო. იმ­ხა­ნად, ამ­გვა­რი მას­შტა­ბუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბა ძალ­ზე რთუ­ლი იყო, დიდ თან­ხებს, მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას ითხოვ­და. თუ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბო­და ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნეს უთან­ხმებ­დნენ. ერთხელ გა­და­ღე­ბე­ბი­სას მამა და დევი აბა­ში­ძე, ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ლი­ძა­ვა­ში, აგა­რაკ­ზე ეს­ტუმრნენ. დე­დოფ­ლის როლ­ზე ერთი მსა­ხი­ო­ბის მე­ო­რით შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ესა­უბრნენ, ასე­ვე, კი­ნო­ფილმში, ავა­ზე­ბის ვე­ფხვე­ბით შეც­ვლის ნე­ბარ­თვა სთხო­ვეს, რა­ზეც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას უპა­სუ­ხია:

- "ამ საქ­მის უფა­ლი თქვენ ბრძან­დე­ბით. ისე მო­ი­ქე­ცით, რო­გორც სა­ჭი­როდ სთვლით".

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" ძალ­ზე მო­ე­წო­ნა, ფილ­მის პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, მან თი­თი­დან ვერ­ცხლის ბე­ჭე­დი წა­იძ­რო და მა­მას უსახ­სოვ­რა, უთხრა, ძვე­ლი, სპარ­სუ­ლი ბე­ჭე­დი­აო.. ბე­ჭედ­ზე ლო­მია გა­მო­სა­ხუ­ლი, მის კი­დე­ებ­ზე კი, ან­თე­ბუ­ლი მაშ­ხა­ლა. ერთ-ერ­თმა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნემ მი­თხრა: შაჰ-აბა­სის დრო­ის უნდა იყოს, ლომი ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა, შა­ჰის გერ­ბებ­ზე სწო­რედ ლომი იყო გა­მო­სა­ხუ­ლიო. მამა ამ ბე­ჭედს მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს იკე­თებ­და.

ამ ბე­ჭედ­თან ერთი უც­ნა­უ­რი ის­ტო­რია არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გან­ვაგ­რძე მუ­შა­ო­ბა კი­ნოს­ცე­ნარ­ზე ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის შე­სა­ხებ, დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა შე­ვის­წავ­ლე, გა­ვი­თა­ვი­სე, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შაჰ-აბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბის, დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვა გა­მი­ჭირ­და. ფიქ­რში მა­თენ­დე­ბო­და, თან ამ ბე­ჭედს ვუ­ყუ­რებ­დი, მერე თით­ზე წა­მო­ვიც­ვი და... ბე­ჭედ­მა თით­ქოს ინ­ფორ­მა­ცია გად­მომ­ცა, წერა და­ვი­წყე. მის­ტი­კის­გან ნამ­დვი­ლად შორს ვარ, მაგ­რამ, მერ­წმუ­ნეთ, ასე იყო. გა­ვი­ფიქ­რე: ეგებ მარ­თლაც შაჰ-აბას I-ის ნა­ქო­ნია? თვალ­წინ ნათ­ლად წარ­მო­მიდ­გა მისი გა­ო­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა: მან აღად­გი­ნა ირა­ნის ძლი­ე­რე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მხე­დარ­თმთა­ვა­რი იყო, მაგ­რამ ამა­ვე დროს და­უნ­დო­ბე­ლი, ავზნი­ა­ნი...

კონ­სტან­ტი­ნეს ნა­ჩუ­ქარ ბე­ჭედს მარ­თლა სა­ო­ცა­რი ძალა აქვს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ეს ბე­ჭე­დი კონ­სტან­ტი­ნეს ნა­ქო­ნია. დიდ მწე­რალ­სა და ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს სხვა, არა­ნაკ­ლებ მას­შტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მაც ჰქონ­დათ - "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" ეკ­რან­ზე გა­ცო­ცხლე­ბა. კონ­სტან­ტი­ნემ "კოლ­ხურ კოშკში" მი­სულ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს უთხრა: და­ი­წყე მუ­შა­ო­ბა ფილმზე, ნუ აგ­ვი­ა­ნე­ბო, დახ­მა­რე­ბა­საც დაჰ­პირ­და, მაგ­რამ, ვე­ღარ მო­ეს­წრო.

"40 წლის შემ­დე­გაც არ მა­ვი­წყდე­ბა მწერ­ლის გა­ყი­ნუ­ლი მზე­რა"

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი: - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი მწერ­ლო­ბის მწვერ­ვა­ლია, დი­დოს­ტა­ტი... შო­რე­ნას მხატ­ვრუ­ლი სახე "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­დან" კი მის ბრწყინ­ვა­ლე გმირ­თა შო­რი­საც გა­მო­ირ­ჩე­ვა. იგი ქარ­თვე­ლი ქა­ლის გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სა­ხეა, ისე­ვე რო­გორც "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი". ამ ფილმში თა­მა­ში, მით უმე­ტეს, შო­რე­ნას როლ­ზე ჩემი დამ­ტკი­ცე­ბა მარ­თლაც ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი იყო. იმ­ხა­ნად 26 წლის ვი­ყა­ვი, უკვე ორი ვა­ჟიშ­ვი­ლი მყავ­და. ერთ-ერთ ბან­კეტ­ზე მე და ჩემი მე­უღ­ლე რე­ჟი­სორ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით სუფ­რას­თან. მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი "ქეთო და კო­ტეს" ავ­ტო­რი ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას" იღებ­და და ბა­ტონ ვახ­ტანგს კი­თხვე­ბი და­ა­ყა­რეს. ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ვინ შე­ას­რუ­ლებ­და ფილმში მთა­ვარ რო­ლებს... აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და სა­უ­ბარ­ში მეც ჩა­ვერ­თე...

ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი მე­ტად დინ­ჯი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მარ­თლაც ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კაცი იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთ-ერთი კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა: მოდი, ლა­ლის ვკი­თხოთ, ჩემი და მისი აზ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვაო... შემ­დეგ მას რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვამ­ჩნიე დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გამ­ჭო­ლი მზე­რა, ეს არ იყო მა­მა­კა­ცის აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მზე­რა. ამის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ შო­რე­ნას როლ­ზე უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ქალი გა­სინ­ჯეს, მსა­ხი­ო­ბე­ბიც და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჩვენს ოჯახ­ში ტე­ლე­ფო­ნის ზარი გა­ის­მა, - ბა­ტო­ნი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი მე და ჩემს მე­უღ­ლეს, თე­მურ ბა­დუ­რაშ­ვილს ფილმ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვის ბან­კეტ­ზე გვე­პა­ტი­ჟე­ბო­და სას­ტუმ­რო "ივე­რი­ის" რეს­ტო­რან­ში. გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით. ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე, მისი მე­უღ­ლე მი­რან­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, მე და ჩემი მე­უღ­ლე...

როცა სა­უ­ბა­რი "შო­რე­ნას" რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­ზე ჩა­მო­ვარ­და, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს მი­უბ­რუნ­და და უთხრა: შო­რე­ნას ნუ ეძებ, შო­რე­ნა აქ ზისო. სუფ­რას­თან მან­დი­ლოს­ნე­ბი მარ­ტო მე და ქალ­ბა­ტო­ნი მი­რან­და ვი­ყა­ვით. ცხა­დია, ძალ­ზე და­ვი­ბე­ნი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად (მით უმე­ტეს, რომ უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან სულ "კო­წია" მეს­მო­და) კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ასე მივ­მარ­თე: ბა­ტო­ნო კო­წია, თქვენს შო­რე­ნას ოქ­როს­ფე­რი თმა და ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს, მე კი სა­პი­რის­პი­რო გა­რეგ­ნო­ბი­სა ვარ-მეთ­ქი. ახ­ლაც, 40 წლის შემ­დეგ არ მა­ვი­წყდე­ბა მწერ­ლის გა­ყი­ნუ­ლი მზე­რა: მე კო­წია არა ვარ, კონ­სტან­ტი­ნე ვარო! დღეს, როცა ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რა უთხრა მა­შინ ბა­ტონ­მა კონ­სტან­ტი­ნემ ფილ­მის რე­ჟი­სორს:

ლა­ლი­ში არის ის, რაც შო­რე­ნა­ში მთა­ვა­რია: იგი მთლი­ა­ნად ბიბ­ლი­უ­რი­აო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­ტონ ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს ვკი­თხე, რა ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში-მეთ­ქი, მან ასე ამიხ­სნა: ანუ მას­შტა­ბი, მთლი­ა­ნო­ბა და მა­რა­დი­უ­ლო­ბა, ის, რაც დრო­ის ცვლი­ლე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბაო... თუმ­ცა არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის დღე, როცა შო­რე­ნას როლ­ზე სინ­ჯის გა­და­სა­ღე­ბად კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში წა­ვე­დი, წამ­ყვა ჩემი მე­გო­ბა­რი ლალა ურუ­შა­ძე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. როცა იქ მი­ვე­დი, ვარ­დი­სა­ხარ­ზე ლე­ი­ლა აბა­ში­ძეს სინ­ჯავ­დნენ, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი იყო. ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, რე­ჟი­სო­რი ახალ-ახალ კადრს ითხოვ­და... მე კი მღელ­ვა­რე­ბამ სულ გა­და­მი­ა­რა... როცა სინ­ჯი დას­რულ­და, ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი ჩემი თა­მა­შით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა კი სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს უნდა ეთ­ქვა, სა­დაც ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ. ორი კან­დი­და­ტუ­რა გა­ვი­და: ჩემი და მსა­ხი­ობ რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძი­სა, რო­მე­ლიც ქერა და ცის­ფერ­თვა­ლა იყო. ბა­ტონ­მა კონ­სტან­ტი­ნემ, ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილ­მა და სხვებ­მაც, მხა­რი მე და­მი­ჭი­რეს, რად­გან ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და.

ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე ფილ­მის გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას ნა­ხუ­ლობ­და, ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვილს დიდ პა­ტივს სცემ­და და შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში დი­დად არ ერე­ო­და, თა­ვის აზრს კი ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და. მის­თვის მთა­ვა­რი იყო, ტექ­სტი არ და­კარ­გუ­ლი­ყო. პირ­ველ სე­რი­ა­ში პა­ტა­რა შვე­ლი რომ დას­დევს შო­რე­ნას, ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნეს შვე­ლი იყო, რო­მელ­საც ის თა­ვი­სი ხე­ლით აჭ­მევ­და და "კოლ­ხუ­რი კოშ­კის" სხვა ბი­ნად­რებს არც აკა­რებ­და, მარ­ტო მე მომ­ცა უფ­ლე­ბა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი და შვე­ლის­თვის მეჭ­მია, ისიც მო­მეჩ­ვია, ამი­ტომ კადრში სულ უკან დამსდევს. როცა მწე­რალს ეკი­თხე­ბოდ­ნენ:

რა ნიშ­ნით აარ­ჩი­ეთ ლა­ლიო, იგი ჩვე­უ­ლი პირ­და­პი­რო­ბით პა­სუ­ხობ­და: არ ჰგავს თა­ნა­მედ­რო­ვე თხებ­სო... ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ხომ გახ­სოვს, კონ­სტან­ტი­ნეს "ცის­ფე­რი გაქვს თვა­ლე­ბი და თა­ვად ჰგავ­ხარ ზღვას" - ანუ ეს არის შო­რე­ნას ხა­სი­ათ­ში მთა­ვა­რი - ის არის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ აზ­ვირთდა, აბორგდა, ზღვა­სა­ვით ყვე­ლა­ფერს წა­ლე­კავს, ეს ქალი ბე­დავს და უჯანყდე­ბა მეფე გი­ორ­გის, ცდი­ლობს, დიდი ხე­ლო­ვა­ნი არ­სა­კი­ძე თა­ვის ჭკუ­ა­ზე ატა­როს, ანუ ამ სამ­კუ­თხედ­ში შო­რე­ნამ ტოლი არ უნდა და­უ­დოს მე­ფე­სა და სვე­ტი­ცხოვ­ლის აღმშე­ნე­ბელს. მარ­თლაც, შო­რე­ნას ეკ­რა­ნულ­მა სა­ხემ დროს გა­უძ­ლო, სხვა­თა შო­რის, სა­ხე­ლი - შო­რე­ნა, ამ ფილ­მის მერე გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მე­ო­რე ახალ­შო­ბილს შო­რე­ნა და­არ­ქვეს...

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კონსტანტინეს ბეჭედი და არჩევანი ორ შორენას შორის

კონსტანტინეს ბეჭედი და არჩევანი ორ შორენას შორის

"ამიერიდან საქართველო არ იქნება არც კურორტი და არც რესტორანი, რომელშიც უცხოელები მოვლენ, დატკბებიან ჩვენის ამაგითა და სტუმართმოყვარეობით და წავლენ!" - ეს სიტყვები ქართული ლიტერატურის კლასიკოს კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის, რომელსაც 15 მაისს 118 წელი შეუსრულდებოდა.

"გამსახურდია ეპოქათა ჭიდილისა და მსხვრევის მიჯნაზე ცხოვრობდა და  მისი ქმნილებები, ისევე როგორც იავარქმნილი კოლხური კოშკი, დღემდე რჩება გაუტეხელი ქართული სულის სიმბოლოდ. "ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი", - ამბობდა მწერალი და მთელი ცხოვრება ხელოვანთა უკვდავყოფას შეალია, რომელიც მართლაც ითხოვს "გულის სისხლს". კონსტანტინე გამსახურდიას პიროვნებასა  და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ეპიზოდებზე იურისტი ირაკლი ტაბლიაშვილი და მსახიობი ლალი ბადურაშვილი მოგვითხრობენ.

ირაკლი ტაბლიაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილის ვაჟი: - ფილმ "დიდოსტატის მარჯვენაზე" მუშაობის დაწყებამდე მამა კონსტანტინე გამსახურდიას პირადად არ იცნობდა. იმ პერიოდისთვის მამას მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში ისტორიული თემატიკის არაერთი სპექტაკლი ჰქონდა დადგმული: "დავით აღმაშენებელი", "მეფე ერეკლე", "გმირთა ვარამი" და სხვა. როგორც ჩანს, ბატონმა კონსტანტინემ ამიტომაც შეაჩერა არჩევანი მასზე. ერთ დღეს ვახტანგ ტაბლიაშვილი რუსთაველის თეატრის დირექტორმა დოდო ანთაძემ დაიბარა და უთხრა:

კონსტანტინემ გამოთქვა სურვილი, ჩვენს თეატრში დაიდგას მისი რომანი "დიდოსტატის მარჯვენა" და რეჟისორად შენ გასახელებსო, თუმცა, მიზეზთა გამო, ეს დადგმა ვერ განხორციელდა. მცირე ხნის შემდეგ, როცა ვახტანგ ტაბლიაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას "კოლხურ კოშკში" ესტუმრა, მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

"- ვახტანგ, შენ იმიტომ დაგასახელე, საქართველოს ისტორია გიყვარს, პატივს სცემ ჩვენს წარსულს. მაშ, გიგანა რუსთაველის თეატრმა? რა ვქნათ?

- კინოფილმი გავაკეთოთ".

ბატონი კონსტანტინე ჯერ გარინდებულა, შემდეგ უთქვამს:

"- მომწონს ეს აზრი!" - კვლავ კარგა ხანს გაირინდა, შემდეგ კი დინჯად და მტკიცედ წარმოთქვა: სცენარს მე დავწერ". საბოლოოდ კი ფილმის სცენარი მამამ და ბატონმა კონსტანტინემ ერთად შექმნეს.

"დიდოსტატის მარჯვენას" 2 წელიწადს იღებდნენ, ფილმი 1970 წელს გამოვიდა ეკრანზე. გამსახურდიაზე ხშირად ამბობენ, ცივი, კუშტი კაცი იყოო, მე ვიტყოდი, უფრო, საკუთარი თავის მიმართ იყო მკაცრი. მამას არაერთხელ აღუნიშნავს, შინ სადად ეცვა და ურთიერთობაში, საუბარში უშუალო იყოო. იმხანად, ამგვარი მასშტაბური ფილმის გადაღება ძალზე რთული იყო, დიდ თანხებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ითხოვდა. თუ მუშაობის პროცესში რაიმე ცვლილება მოხდებოდა ბატონ კონსტანტინეს უთანხმებდნენ. ერთხელ გადაღებებისას მამა და დევი აბაშიძე, ფილმის მეორე რეჟისორი, კონსტანტინე გამსახურდიას ლიძავაში, აგარაკზე ესტუმრნენ. დედოფლის როლზე ერთი მსახიობის მეორით შეცვლის საჭიროებაზე ესაუბრნენ, ასევე, კინოფილმში, ავაზების ვეფხვებით შეცვლის ნებართვა სთხოვეს, რაზეც კონსტანტინე გამსახურდიას უპასუხია:

- "ამ საქმის უფალი თქვენ ბრძანდებით. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ სთვლით".

კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" ძალზე მოეწონა, ფილმის პრემიერის შემდეგ, მან თითიდან ვერცხლის ბეჭედი წაიძრო და მამას უსახსოვრა, უთხრა, ძველი, სპარსული ბეჭედიაო.. ბეჭედზე ლომია გამოსახული, მის კიდეებზე კი, ანთებული მაშხალა. ერთ-ერთმა ხელოვნებათმცოდნემ მითხრა: შაჰ-აბასის დროის უნდა იყოს, ლომი ძლიერების სიმბოლოა, შაჰის გერბებზე სწორედ ლომი იყო გამოსახულიო. მამა ამ ბეჭედს მხოლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს იკეთებდა.

ამ ბეჭედთან ერთი უცნაური ისტორია არის დაკავშირებული. მამის გარდაცვალების შემდეგ, განვაგრძე მუშაობა კინოსცენარზე ქეთევან წამებულის შესახებ, დიდი ისტორიული მასალა შევისწავლე, გავითავისე, მიუხედავად ამისა, შაჰ-აბასთან დაკავშირებული ეპიზოდების, დიალოგის გამართვა გამიჭირდა. ფიქრში მათენდებოდა, თან ამ ბეჭედს ვუყურებდი, მერე თითზე წამოვიცვი და... ბეჭედმა თითქოს ინფორმაცია გადმომცა, წერა დავიწყე. მისტიკისგან ნამდვილად შორს ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, ასე იყო. გავიფიქრე: ეგებ მართლაც შაჰ-აბას I-ის ნაქონია? თვალწინ ნათლად წარმომიდგა მისი გაორებული პიროვნება: მან აღადგინა ირანის ძლიერება, ბრწყინვალე ორგანიზატორი, მხედართმთავარი იყო, მაგრამ ამავე დროს დაუნდობელი, ავზნიანი...

კონსტანტინეს ნაჩუქარ ბეჭედს მართლა საოცარი ძალა აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ბეჭედი კონსტანტინეს ნაქონია. დიდ მწერალსა და ვახტანგ ტაბლიაშვილს სხვა, არანაკლებ მასშტაბური ერთობლივი გეგმაც ჰქონდათ - "დავით აღმაშენებლის" ეკრანზე გაცოცხლება. კონსტანტინემ "კოლხურ კოშკში" მისულ ვახტანგ ტაბლიაშვილს უთხრა: დაიწყე მუშაობა ფილმზე, ნუ აგვიანებო, დახმარებასაც დაჰპირდა, მაგრამ, ვეღარ მოესწრო.

"40 წლის შემდეგაც არ მავიწყდება მწერლის გაყინული მზერა"

ლალი ბადურაშვილი: - კონსტანტინე გამსახურდია ქართული კლასიკური მწერლობის მწვერვალია, დიდოსტატი... შორენას მხატვრული სახე "დიდოსტატის მარჯვენადან" კი მის ბრწყინვალე გმირთა შორისაც გამოირჩევა. იგი ქართველი ქალის განზოგადებული სახეა, ისევე როგორც "ოთარაანთ ქვრივი". ამ ფილმში თამაში, მით უმეტეს, შორენას როლზე ჩემი დამტკიცება მართლაც ბედის საჩუქარი იყო. იმხანად 26 წლის ვიყავი, უკვე ორი ვაჟიშვილი მყავდა. ერთ-ერთ ბანკეტზე მე და ჩემი მეუღლე რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან ერთად აღმოვჩნდით სუფრასთან. მთელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ ლეგენდარული "ქეთო და კოტეს" ავტორი ვახტანგ ტაბლიაშვილი "დიდოსტატის მარჯვენას" იღებდა და ბატონ ვახტანგს კითხვები დააყარეს. ეკითხებოდნენ, ვინ შეასრულებდა ფილმში მთავარ როლებს... აქტიური ადამიანი ვარ და საუბარში მეც ჩავერთე...

ბატონი ვახტანგი მეტად დინჯი, თავდაჯერებული, მართლაც ენციკლოპედიური განათლების კაცი იყო. მოულოდნელად, ერთ-ერთი კითხვას ასე უპასუხა: მოდი, ლალის ვკითხოთ, ჩემი და მისი აზრები ერთმანეთს ემთხვევაო... შემდეგ მას რამდენჯერმე შევამჩნიე დაკვირვებული, გამჭოლი მზერა, ეს არ იყო მამაკაცის აღტაცებული მზერა. ამის შემდეგ ქალაქში ვრცელდებოდა ხმები, რომ შორენას როლზე უამრავი ლამაზი ქალი გასინჯეს, მსახიობებიც და არაპროფესიონალებიც... ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ოჯახში ტელეფონის ზარი გაისმა, - ბატონი ტაბლიაშვილი მე და ჩემს მეუღლეს, თემურ ბადურაშვილს ფილმ "დიდოსტატის მარჯვენას" შემოქმედებითი კოლექტივის ბანკეტზე გვეპატიჟებოდა სასტუმრო "ივერიის" რესტორანში. გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიყავით. ბატონი კონსტანტინე, მისი მეუღლე მირანდა ფალავანდიშვილი, მე და ჩემი მეუღლე...

როცა საუბარი "შორენას" როლის შემსრულებელზე ჩამოვარდა, კონსტანტინე გამსახურდია ვახტანგ ტაბლიაშვილს მიუბრუნდა და უთხრა: შორენას ნუ ეძებ, შორენა აქ ზისო. სუფრასთან მანდილოსნები მარტო მე და ქალბატონი მირანდა ვიყავით. ცხადია, ძალზე დავიბენი და მოულოდნელად (მით უმეტეს, რომ უფროსი თაობისგან სულ "კოწია" მესმოდა) კონსტანტინე გამსახურდიას ასე მივმართე: ბატონო კოწია, თქვენს შორენას ოქროსფერი თმა და ცისფერი თვალები აქვს, მე კი საპირისპირო გარეგნობისა ვარ-მეთქი. ახლაც, 40 წლის შემდეგ არ მავიწყდება მწერლის გაყინული მზერა: მე კოწია არა ვარ, კონსტანტინე ვარო! დღეს, როცა ამდენი წელი გავიდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რა უთხრა მაშინ ბატონმა კონსტანტინემ ფილმის რეჟისორს:

ლალიში არის ის, რაც შორენაში მთავარია: იგი მთლიანად ბიბლიურიაო. მოგვიანებით, ბატონ ვახტანგ ტაბლიაშვილს ვკითხე, რა ჰქონდა მხედველობაში-მეთქი, მან ასე ამიხსნა: ანუ მასშტაბი, მთლიანობა და მარადიულობა, ის, რაც დროის ცვლილებას არ ექვემდებარებაო... თუმცა არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა შორენას როლზე სინჯის გადასაღებად კინოსტუდიაში წავედი, წამყვა ჩემი მეგობარი ლალა ურუშაძე, უნივერსიტეტის პროფესორი. როცა იქ მივედი, ვარდისახარზე ლეილა აბაშიძეს სინჯავდნენ, რომელიც მაშინ უკვე კინოვარსკვლავი იყო. ქალბატონი ლეილა ძალიან ნერვიულობდა, რეჟისორი ახალ-ახალ კადრს ითხოვდა... მე კი მღელვარებამ სულ გადამიარა... როცა სინჯი დასრულდა, ბატონი ვახტანგი ჩემი თამაშით კმაყოფილი დარჩა, გადამწყვეტი სიტყვა კი სამხატვრო საბჭოს უნდა ეთქვა, სადაც ცნობილი მწერლები შედიოდნენ. ორი კანდიდატურა გავიდა: ჩემი და მსახიობ რუსუდან კიკნაძისა, რომელიც ქერა და ცისფერთვალა იყო. ბატონმა კონსტანტინემ, ვახტანგ ტაბლიაშვილმა და სხვებმაც, მხარი მე დამიჭირეს, რადგან ქართული გარეგნობა მქონდა.

ბატონი კონსტანტინე ფილმის გადაღებულ მასალას ნახულობდა, ვახტანგ ტაბლიაშვილს დიდ პატივს სცემდა და შემოქმედებით პროცესში დიდად არ ერეოდა, თავის აზრს კი ყოველთვის გამოხატავდა. მისთვის მთავარი იყო, ტექსტი არ დაკარგულიყო. პირველ სერიაში პატარა შველი რომ დასდევს შორენას, ბატონი კონსტანტინეს შველი იყო, რომელსაც ის თავისი ხელით აჭმევდა და "კოლხური კოშკის" სხვა ბინადრებს არც აკარებდა, მარტო მე მომცა უფლება, მივსულიყავი და შველისთვის მეჭმია, ისიც მომეჩვია, ამიტომ კადრში სულ უკან დამსდევს. როცა მწერალს ეკითხებოდნენ:

რა ნიშნით აარჩიეთ ლალიო, იგი ჩვეული პირდაპირობით პასუხობდა: არ ჰგავს თანამედროვე თხებსო... ვახტანგ ტაბლიაშვილი სულ მეუბნებოდა, ხომ გახსოვს, კონსტანტინეს "ცისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას" - ანუ ეს არის შორენას ხასიათში მთავარი - ის არის გაწონასწორებული, მაგრამ თუ აზვირთდა, აბორგდა, ზღვასავით ყველაფერს წალეკავს, ეს ქალი ბედავს და უჯანყდება მეფე გიორგის, ცდილობს, დიდი ხელოვანი არსაკიძე თავის ჭკუაზე ატაროს, ანუ ამ სამკუთხედში შორენამ ტოლი არ უნდა დაუდოს მეფესა და სვეტიცხოვლის აღმშენებელს. მართლაც, შორენას ეკრანულმა სახემ დროს გაუძლო, სხვათა შორის, სახელი - შორენა, ამ ფილმის მერე გახდა პოპულარული. საქართველოში ყველა მეორე ახალშობილს შორენა დაარქვეს...

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს