პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური ეკონომიკური პროგნოზი''!
"ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური ეკონომიკური პროგნოზი''!

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აპ­რილ­ში ინფლა­ცია (ფა­სე­ბის მა­ტე­ბა) შემ­ცირ­და და 0,1% შე­ად­გი­ნა. რაც მთა­ვა­რია, "საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში 3,1%-ით შემ­ცირ­და ფა­სე­ბი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სფე­რო­ში - სა­ტე­ლე­ფო­ნო, სა­ტე­ლეგ­რა­ფო და სა­ტე­ლე­ფაქ­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ფა­სე­ბი შემ­ცირ­და ჯან­დაც­ვის სფე­რო­შიც, კონ­კრე­ტუ­ლად კი წამ­ლე­ბი 1,3%-ით გა­ი­აფ­და. რო­გორც ჩანს, ინფლა­ცი­აც ამის გამო შემ­ცირ­და, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თა და იმ­პორ­ტი­ორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ვანო მთვრა­ლაშ­ვილ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა - იმის გამო, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფას­მა და­იკ­ლო, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი გა­ი­აფ­დე­ბა.

რა კავ­ში­რია ამ ორ გან­ცხა­დე­ბას შო­რის? ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "საქსტა­ტის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბა წი­ნას­წარ ხომ არ "და­ა­ა­ნონ­სა"? მშვი­დი, უწყი­ნა­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­ნო­ზი პირ­და­პირპრო­პორ­ცი­ულ კავ­შირ­ში ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნელ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან? მო­ტი­ვი გა­სა­გე­ბია - პო­ლიტ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ელი­ტა მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნა­საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბას ბენ­ზი­ნის გა­ი­ა­ფე­ბით უხ­შობს. ამ კი­თხვე­ბით "ვერ­სია" ექ­სპერტს ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში, პრო­ფე­სორ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ინფლა­ცი­ას თვე­ე­ბი­სა და დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით ზო­მა­ვენ. ინფლა­ცი­ის ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­სათ­ვლე­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ფის­კა­ლუ­რი წელი დამ­თავ­რდეს. და­ვე­ლო­დოთ წლის ბო­ლოს, თუმ­ცა ისე­დაც ნა­თე­ლია, რომ წლი­უ­რი ინფლა­ცია მა­ინც ორ­ნიშ­ნა, 10%-ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. 2008-2009 წლებ­ში 10%-ზე მეტი იყო ინფლა­ცია, ახლა კი, იან­ვარ­ში ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და, რაც ვფიქ­რობ, გა­მო­უც­დე­ლო­ბით მო­უ­ვი­დათ, თო­რემ ლა­ტენ­ტუ­რად, ნელ-ნელა, მცო­ცა­ვად რომ გაზ­რდი­ლი­ყო, თქვენ ვერც კი შე­ამ­ჩნევ­დით.

აპ­რილ­ში ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე კი სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ არა­ვინ აკე­თებს კო­მენ­ტარს იმა­ზე, რომ რეს­ტორ­ნებ­ში, ადრე ერთი კაცი, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ლარს იხ­დი­და, ახლა კი, მი­ნი­მუმ, 60-70 ლა­რია სა­ჭი­რო. ეს რა, ინფლა­ცია არ არის? ამას არ ით­ვლი­ან, რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ტებს ვით­ვლით, რო­მე­ლიც უღა­რი­ბეს ფე­ნებს ურტყამს.

ასე რომ, მო­დით, ვი­სუბ­როთ სულ სხვა რა­მე­ზე - მა­გა­ლი­თად, ჯი­ბე­ში ახლა რომ 100 ლარი გაქვთ, შარ­შან რამ­დე­ნის ყიდ­ვა შე­გეძ­ლოთ ამ 100 ლა­რით და ახლა რამ­დე­ნის ყიდ­ვა შე­გიძ­ლი­ათ? აი, ეს არის სა­ინ­ტე­რე­სო, სა­შუ­ა­ლოდ, წლე­ვან­დე­ლი 100 ლარი, შარ­შან­დელ 60 ლარს უდ­რის, მაგ­რამ ვნა­ხოთ, წლის ბო­ლოს რა იქ­ნე­ბა.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, აპ­რი­ლის ინფლა­ცია მარტთან შე­და­რე­ბით იმი­ტომ შემ­ცირ­და, რომ კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ფა­სე­ბი შემ­ცირ­და. დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი, რო­მე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­და­სა­ხა­დი შემ­ცირ­და, მაგ­რამ ვერ გა­ვიხ­სე­ნე...

- ვერ გა­იხ­სე­ნეთ, რად­გან არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა და არა მგო­ნია, ასე იყოს. სხვა­თა შო­რის, არც ამ ციფ­რე­ბის მჯე­რა. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ "საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცია ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბაა და არა რე­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­ნო­ზი, ამი­ტომ ნუ და­ვეყ­რდნო­ბით ამ ციფ­რებს, წლის ბო­ლომ­დე თუ არ მო­ვიც­დით, ნა­ხე­ვა­რი წლის ბო­ლოს მა­ინც და­ვე­ლო­დოთ. 

- პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა რაღა სა­ჭი­როა, თვი­დან თვემ­დე რომ დავ­მშვიდ­დეთ?

- შე­საძ­ლოა, სწო­რი­ცაა ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა, არ ვამ­ტყუ­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი სფე­რო გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ერ­თმა­ნეთ­თან. ეკო­ნო­მი­კა­ზე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მოქ­მე­დებს ხალ­ხის ში­ნა­გა­ნი შფო­თი, შიში. ახლა რე­ვო­ლუ­ცი­ის ეში­ნი­ათ და გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ ხალ­ხის და­სა­წყნა­რებ­ლად, ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ალ­ბათ, სა­ჭი­როა. ჩვენ კი ეს გან­ცხა­დე­ბა მი­ვი­ღოთ, რო­გორც ტენ­დენ­ცია და არა, რო­გორც უტყუ­ა­რი, რე­ა­ლუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

- რე­ა­ლუ­რი და უტყუ­ა­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ის არის, რაც უკვე ბრძა­ნეთ - წლე­ვან­დე­ლი 100 ლარი შარ­შან­დელ 60 ლარს უდ­რის, ყო­ველ-დღი­უ­რად ძვირ­დე­ბა პრო­დუქ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა, ანუ ფა­სე­ბის კლე­ბა, ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია.

- მო­დით, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა­ტომ ძვირ­დე­ბა პრო­დუქ­ტე­ბი. ჩვენს სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლათ­ში ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქ­ცი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ალ­ბათ, 10%-ით. ყვე­ლა­ფე­რი შე­მოგ­ვაქვს უცხო­ე­თი­დან, მათ შო­რის, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბიც და თა­ნაც ისე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ხორ­ცი, კვერ­ცხი, პო­მი­დო­რი, კარ­ტო­ფი­ლი, ყუ­რძე­ნი. აბა, მიბ­რძან­დით "გუდ­ვილ­ში" და სცა­დეთ ქარ­თუ­ლი ყუ­რძნის ყიდ­ვა, ვერ­სად ნა­ხავთ. ეს იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი პატ­რი­ო­ტე­ბი არ არი­ან, სტა­ლი­ნის დროს მათ და­ი­ჭერ­დნენ, რო­გორც ხალ­ხის მტრებს. ახლა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის დროს, მთავ­რო­ბამ ხელი უნდა შე­უ­წყოს ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის აღორ­ძი­ნე­ბას, თო­რემ ასე ორ­მო­ში გა­დავ­ვარ­დე­ბით. 

ფა­სე­ბის ზრდას სამი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი აქვს, პირ­ვე­ლი - ჩვე­ნი მე­წარ­მე­ე­ბი 10%-იან მო­გე­ბას არ კმარ­დე­ბი­ან და ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან რო­დე­საც კრე­დი­ტი 20%-ად აქვს აღე­ბუ­ლი, რა ქნას? იმის გამო, რომ სა­კუ­თა­რი 20% უნდა, მი­ნი­მა­ლუ­რი მო­გე­ბა 50% მა­ინც უნდა იყოს მა­შინ, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში 5-6%-იან მო­გე­ბას ჯერ­დე­ბი­ან. ეს იმი­ტომ, რომ 1-2%-იან და ზოგ­ჯერ უპ­რო­ცენ­ტო სეს­ხებს, ანუ მოკ­ლე­ვა­დი­ან კრე­დი­ტებ­საც იღე­ბენ. მე­ო­რე - ჩვე­ნი მე­წარ­მე­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ იც­ნო­ბენ ნედ­ლე­უ­ლის ბა­ზარს, ისი­ნი მხო­ლოდ იმას ყი­დუ­ლო­ბენ, რა­საც შო­უ­ლო­ბენ. ამის გამო ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, სუ­პერ­მარ­კეტ­ში დღეს ნა­ხავთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ხვალ აღარ დაგ­ხვდე­ბათ. ეს არამ­დგრა­დო­ბა სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა რა­ღაც პრო­დუქტს და უნდა, რომ სულ ის შე­ი­ძი­ნოს.

მე­სა­მე გა­რე­მო­ე­ბა კი სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­რი­გე­ბე­ბია და ეს სამი გა­რე­მო­ე­ბა ფა­სებ­ზე მოქ­მე­დებს. ყვე­ლა­ზე უფრო კი მოქ­მე­დებს იმ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ნედ­ლე­უ­ლის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, იმ­პორ­ტი­ორს რომ გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა, ვნა­ხავ, რო­გო­რი ფა­სე­ბია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე და თუ კლე­ბის ტენ­დენ­ცი­აა, მეც შე­ვამ­ცი­რებ ფა­სებს, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­არ­თმევ­დნენ ლი­ცენ­ზი­ას. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, ჩვე­უ­ლებ­რივ, ასეთ ბაზ­რებ­ზე ფი­უ­ჩერ­სუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი იდე­ბა, რო­დე­საც კონ­ტრაქტს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­სით დებ და ნა­წარმს 15-20-27 თვის შემ­დეგ იღებ. ასე­თი ნორ­მა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის პი­რო­ბებ­ში, დღეს რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბი გაძ­ვირ­დე­ბა, შე­დე­გი 27 თვე­ში უნდა იგ­რძნო. ჩვენ­თან ასე არ ხდე­ბა და იცით, რა­ტომ? იმი­ტომ, რომ იდი­ო­ტუ­რი კა­ნო­ნი გვაქვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ფი­უ­ჩერ­სუ­ლი ვაჭ­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, ესაა ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა.

- ვფიქ­რობ, უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტის მომსწრე­ნი ვართ, რად­გან ამ კვი­რა­ში, შე­საძ­ლოა, ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი გა­ი­აფ­დეს, დიდი ხა­ნია, ასე­თი გან­ცხა­დე­ბა არ მო­მის­მე­ნია და ეს რას ნიშ­ნავს?

- არ არის უპ­რე­ცე­დენ­ტო, ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ად­რეც მო­მის­მე­ნია და და­წე­უ­ლი ფა­სე­ბიც მი­ნა­ხავს 2002-2003 წლებ­ში, რო­დე­საც მარ­ტო ვებ­რძო­დი იმ­პორ­ტი­ო­რებს და ვაჩ­ვე­ნებ­დი, რომ ნედ­ლი ნავ­თო­ბის ფასი 30%-ს შე­ად­გენს ფა­სის სტრუქ­ტუ­რა­ში. რო­გორც გი­თხა­რით, და­წე­უ­ლი ფა­სე­ბი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ 30 თეთ­რით გაძ­ვი­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ 2-3 თეთ­რით გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, საქსტა­ტი­სა და ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში ხომ არ არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვარ­წმუ­ნებს, რომ ინფლა­ცია შემ­ცირ­და და ამის მა­გა­ლი­თი, შე­საძ­ლოა, გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი იყოს?

- არ ვიცი, მაგ­რამ ლო­გი­კა გვარ­წმუ­ნებს, რომ დიახ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გან­ვი­ხი­ლოთ. ზუს­ტად და გა­დაჭ­რით ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ასე­თი ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია.

- ეკო­ნო­მის­ტე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ინფლა­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ეკო­ნო­მი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა და ამის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ რა­ტომ არის ჩვენ­თან ეს თემა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი?

- მარ­თა­ლია, პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გე­ტყვით, რა ხდე­ბა და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში და რა­ტომ არ არის იქ ინფლა­ცია პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი. იმი­ტომ, რომ რო­გორც კი ინფლა­ცია ფიქ­სირ­დე­ბა, მა­შინ­ვე მა­ტუ­ლობს ხელ­ფა­სი. იქ პროფ­კავ­ში­რე­ბი იმი­ტომ მარ­თა­ვენ გა­ფიც­ვებს, რომ წინა თვის 3-5 ევ­როს დაბ­რუ­ნე­ბა­საც კი ითხო­ვენ. მათი ხელ­ფა­სი სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლათ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე უფრო მა­ღა­ლია, ამი­ტომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბის პა­ტა­რა, 1-2%-იანი ზრდა, რო­დე­საც ინფლა­ცი­ის დონე, მაქ­სი­მუმ, 4%-ია წე­ლი­წად­ში, მათ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე არა­ვი­თარ ზე­გავ­ლე­ნას არ ახ­დენს. რო­დე­საც შენი ხელ­ფა­სი სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თის ქვე­ვით, ან მის ზღვარ­ზეა, ინფლა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მტ-კივ­ნე­უ­ლია, ამი­ტომ არის ეს თემა პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი, არ­სე­ბობს მე­ო­რე მი­ზე­ზიც - რო­დე­საც ეკო­ნო­მი­კა გა­მარ­თუ­ლია და მარ­თლაც შერ­წყმუ­ლია გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­თან, მა­შინ ინფლა­ცი­ას გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი იწ­ვევს.

ინფლა­ცი­ის გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის მე­სა­მე მი­ზე­ზი ის არის, რომ ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს პროფ­კავ­ში­რი. პროფ­კავ­ში­რი აპო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და რო­დე­საც ის აწყობს გა­ფიც­ვას მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, ის არ მო­ი­თხოვს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­თა­ვე­ში მოს­ვლას. ვი­ნა­ი­დან, ეს ად­გი­ლი ცა­რი­ე­ლია, ამას ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი იკა­ვე­ბენ, მერე, რო­დე­საც ისი­ნი მოვ­ლენ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში, მათ წი­ნა­აღ­მდეგ იგი­ვე აგორ­დე­ბა და ესაა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე. ზუს­ტად ამ ლო­ზუნ­გე­ბით მოხ­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და ამი­ტომ პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამ მთავ­რო­ბას, თუკი მდგრა­დო­ბა უნ­დო­და, ხელი უნდა შე­ე­წყო პროფ­კავ­ში­რე­ბის შექ­მნის­თვის.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ხომ არ­სე­ბობს?

- ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყო­ველ­გვარ რე­ი­ტინგს და იმიჯს მოკ­ლე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ისი­ნი არ­სე­ბო­ბენ თა­ვის­თვის, პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ფიც­ვა გი­ნა­ხავთ სად­მე? მთავ­რო­ბა და პროფ­კავ­ში­რე­ბი სინ­ქრო­ნუ­ლად მუ­შა­ო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ისი­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი უნდა იყ­ვნენ.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

"ინ­ფორ­მა­ცია ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბაა და არა რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­ნო­ზი"!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური ეკონომიკური პროგნოზი''!

"ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური ეკონომიკური პროგნოზი''!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, აპრილში ინფლაცია (ფასების მატება) შემცირდა და 0,1% შეადგინა. რაც მთავარია, "საქსტატის'' ინფორმაციით, ამავე პერიოდში 3,1%-ით შემცირდა ფასები კავშირგაბმულობის სფეროში - სატელეფონო, სატელეგრაფო და სატელეფაქსო მომსახურებაზე. ფასები შემცირდა ჯანდაცვის სფეროშიც, კონკრეტულად კი წამლები 1,3%-ით გაიაფდა. როგორც ჩანს, ინფლაციაც ამის გამო შემცირდა, მაგრამ პარალელურად, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვანო მთვრალაშვილმა უპრეცედენტო განცხადება გაავრცელა - იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა დაიკლო, მიმდინარე კვირაში ბენზინი და დიზელი გაიაფდება.

რა კავშირია ამ ორ განცხადებას შორის? ხელისუფლებამ "საქსტატის'' ოფიციალური განცხადებით, საწვავის გაიაფება წინასწარ ხომ არ "დააანონსა''? მშვიდი, უწყინარი და სოციალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგნოზი პირდაპირპროპორციულ კავშირში ხომ არ არის მოსალოდნელ საპროტესტო აქციებთან? მოტივი გასაგებია - პოლიტ-ეკონომიკური ელიტა მოსახლეობას წინასაპროტესტო განწყობას ბენზინის გაიაფებით უხშობს. ამ კითხვებით "ვერსია'' ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, პროფესორ სანდრო თვალჭრელიძეს დაუკავშირდა:

- არ მიყვარს, როდესაც ინფლაციას თვეებისა და დღეების მიხედვით ზომავენ. ინფლაციის ნორმალურად გამოსათვლელად, აუცილებელია, ფისკალური წელი დამთავრდეს. დაველოდოთ წლის ბოლოს, თუმცა ისედაც ნათელია, რომ წლიური ინფლაცია მაინც ორნიშნა, 10%-ზე გაცილებით მაღალი იქნება. 2008-2009 წლებში 10%-ზე მეტი იყო ინფლაცია, ახლა კი, იანვარში ნახტომისებური მატება დაფიქსირდა, რაც ვფიქრობ, გამოუცდელობით მოუვიდათ, თორემ ლატენტურად, ნელ-ნელა, მცოცავად რომ გაზრდილიყო, თქვენ ვერც კი შეამჩნევდით.

აპრილში ინფლაციის შემცირებაზე კი საუბრობენ, მაგრამ არავინ აკეთებს კომენტარს იმაზე, რომ რესტორნებში, ადრე ერთი კაცი, დაახლოებით, 30 ლარს იხდიდა, ახლა კი, მინიმუმ, 60-70 ლარია საჭირო. ეს რა, ინფლაცია არ არის? ამას არ ითვლიან, რატომღაც მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტებს ვითვლით, რომელიც უღარიბეს ფენებს ურტყამს.

ასე რომ, მოდით, ვისუბროთ სულ სხვა რამეზე - მაგალითად, ჯიბეში ახლა რომ 100 ლარი გაქვთ, შარშან რამდენის ყიდვა შეგეძლოთ ამ 100 ლარით და ახლა რამდენის ყიდვა შეგიძლიათ? აი, ეს არის საინტერესო, საშუალოდ, წლევანდელი 100 ლარი, შარშანდელ 60 ლარს უდრის, მაგრამ ვნახოთ, წლის ბოლოს რა იქნება.

- ბატონო სანდრო, აპრილის ინფლაცია მარტთან შედარებით იმიტომ შემცირდა, რომ კავშირგაბმულობის ფასები შემცირდა. დიდხანს ვფიქრობდი, რომელი სატელეფონო გადასახადი შემცირდა, მაგრამ ვერ გავიხსენე...

- ვერ გაიხსენეთ, რადგან არ შემცირებულა და არა მგონია, ასე იყოს. სხვათა შორის, არც ამ ციფრების მჯერა. მეჩვენება, რომ "საქსტატის'' ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური, ეკონომიკური პროგნოზი, ამიტომ ნუ დავეყრდნობით ამ ციფრებს, წლის ბოლომდე თუ არ მოვიცდით, ნახევარი წლის ბოლოს მაინც დაველოდოთ. 

- პოლიტიკური განცხადება რაღა საჭიროა, თვიდან თვემდე რომ დავმშვიდდეთ?

- შესაძლოა, სწორიცაა ამ ტიპის პოლიტიკური განცხადება, არ ვამტყუნებ ხელისუფლებას, რადგან სოციალური და ეკონომიკური სფერო გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ეკონომიკაზე საკმაოდ მნიშვნელოვნად მოქმედებს ხალხის შინაგანი შფოთი, შიში. ახლა რევოლუციის ეშინიათ და გაჩერებულები არიან, ამიტომ ხალხის დასაწყნარებლად, ასეთი პოლიტიკური განცხადებები, ალბათ, საჭიროა. ჩვენ კი ეს განცხადება მივიღოთ, როგორც ტენდენცია და არა, როგორც უტყუარი, რეალური ჭეშმარიტება.

- რეალური და უტყუარი ჭეშმარიტება ის არის, რაც უკვე ბრძანეთ - წლევანდელი 100 ლარი შარშანდელ 60 ლარს უდრის, ყოველ-დღიურად ძვირდება პროდუქტები, შესაბამისად, ინფლაციის შემცირება, ანუ ფასების კლება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

- მოდით, გავაანალიზოთ, რატომ ძვირდება პროდუქტები. ჩვენს სამომხმარებლო კალათში ადგილობრივ პროდუქციაზე დამოკიდებულები ვართ, ალბათ, 10%-ით. ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან, მათ შორის, კვების პროდუქტებიც და თანაც ისეთი ტრადიციული პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, კვერცხი, პომიდორი, კარტოფილი, ყურძენი. აბა, მიბრძანდით "გუდვილში'' და სცადეთ ქართული ყურძნის ყიდვა, ვერსად ნახავთ. ეს იმპორტიორები პატრიოტები არ არიან, სტალინის დროს მათ დაიჭერდნენ, როგორც ხალხის მტრებს. ახლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დროს, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აღორძინებას, თორემ ასე ორმოში გადავვარდებით. 

ფასების ზრდას სამი ძირითადი მიზეზი აქვს, პირველი - ჩვენი მეწარმეები 10%-იან მოგებას არ კმარდებიან და ეს გასაგებიცაა, რადგან როდესაც კრედიტი 20%-ად აქვს აღებული, რა ქნას? იმის გამო, რომ საკუთარი 20% უნდა, მინიმალური მოგება 50% მაინც უნდა იყოს მაშინ, როდესაც უცხოეთში 5-6%-იან მოგებას ჯერდებიან. ეს იმიტომ, რომ 1-2%-იან და ზოგჯერ უპროცენტო სესხებს, ანუ მოკლევადიან კრედიტებსაც იღებენ. მეორე - ჩვენი მეწარმეები აბსოლუტურად არ იცნობენ ნედლეულის ბაზარს, ისინი მხოლოდ იმას ყიდულობენ, რასაც შოულობენ. ამის გამო ასეთი სიტუაციაა, სუპერმარკეტში დღეს ნახავთ პროდუქტს, რომელიც ხვალ აღარ დაგხვდებათ. ეს არამდგრადობა საცალო ვაჭრობისთვის დამღუპველია, რადგან ადამიანი ეჩვევა რაღაც პროდუქტს და უნდა, რომ სულ ის შეიძინოს.

მესამე გარემოება კი სხვადასხვა ტიპის გარიგებებია და ეს სამი გარემოება ფასებზე მოქმედებს. ყველაზე უფრო კი მოქმედებს იმ ინსტრუმენტების აბსოლუტური გამოუყენებლობა, რომელიც ნედლეულის ბაზარზე არსებობს. მაგალითად, ნებისმიერ ქვეყანაში, იმპორტიორს რომ განეცხადებინა, ვნახავ, როგორი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე და თუ კლების ტენდენციაა, მეც შევამცირებ ფასებს, აუცილებლად ჩამოართმევდნენ ლიცენზიას. მიზეზი მარტივია, ჩვეულებრივ, ასეთ ბაზრებზე ფიუჩერსული კონტრაქტები იდება, როდესაც კონტრაქტს ფიქსირებული ფასით დებ და ნაწარმს 15-20-27 თვის შემდეგ იღებ. ასეთი ნორმალური ბიზნესის პირობებში, დღეს რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი გაძვირდება, შედეგი 27 თვეში უნდა იგრძნო. ჩვენთან ასე არ ხდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იდიოტური კანონი გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ფიუჩერსული ვაჭრობა აკრძალულია, ესაა ძირითადი პრობლემა.

- ვფიქრობ, უპრეცედენტო ფაქტის მომსწრენი ვართ, რადგან ამ კვირაში, შესაძლოა, ბენზინი და დიზელი გაიაფდეს, დიდი ხანია, ასეთი განცხადება არ მომისმენია და ეს რას ნიშნავს?

- არ არის უპრეცედენტო, ასეთი განცხადება ადრეც მომისმენია და დაწეული ფასებიც მინახავს 2002-2003 წლებში, როდესაც მარტო ვებრძოდი იმპორტიორებს და ვაჩვენებდი, რომ ნედლი ნავთობის ფასი 30%-ს შეადგენს ფასის სტრუქტურაში. როგორც გითხარით, დაწეული ფასები მინახავს, მაგრამ 30 თეთრით გაძვირებული და მხოლოდ 2-3 თეთრით გაიაფებული.

- ბატონო სანდრო, საქსტატისა და ვანო მთვრალაშვილის განცხადებები ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ინფლაცია შემცირდა და ამის მაგალითი, შესაძლოა, გაიაფებული ბენზინი და დიზელი იყოს?

- არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა გვარწმუნებს, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია ასეთი შესაძლებლობაც განვიხილოთ. ზუსტად და გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ურთიერთკავშირის ალბათობა მაღალია.

- ეკონომისტები ხშირად მეუბნებიან, რომ ინფლაცია ჩვეულებრივი, ეკონომიკური მოვლენაა და ამის პოლიტიზირება არ შეიძლება, მაშინ რატომ არის ჩვენთან ეს თემა პოლიტიზირებული?

- მართალია, პოლიტიზირება არ შეიძლება, მაგრამ გეტყვით, რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში და რატომ არ არის იქ ინფლაცია პოლიტიზირებული. იმიტომ, რომ როგორც კი ინფლაცია ფიქსირდება, მაშინვე მატულობს ხელფასი. იქ პროფკავშირები იმიტომ მართავენ გაფიცვებს, რომ წინა თვის 3-5 ევროს დაბრუნებასაც კი ითხოვენ. მათი ხელფასი სამომხმარებლო კალათზე რამდენჯერმე უფრო მაღალია, ამიტომ სამომხმარებლო ფასების პატარა, 1-2%-იანი ზრდა, როდესაც ინფლაციის დონე, მაქსიმუმ, 4%-ია წელიწადში, მათ სოციალურ მდგომარეობაზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს. როდესაც შენი ხელფასი სამომხმარებლო კალათის ქვევით, ან მის ზღვარზეა, ინფლაცია სოციალურად ძალიან მტ-კივნეულია, ამიტომ არის ეს თემა პოლიტიზირებული, არსებობს მეორე მიზეზიც - როდესაც ეკონომიკა გამართულია და მართლაც შერწყმულია გლობალურ პროცესებთან, მაშინ ინფლაციას გლობალური პროცესები იწვევს.

ინფლაციის გლობალური პოლიტიზირების მესამე მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან არ არსებობს პროფკავშირი. პროფკავშირი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და როდესაც ის აწყობს გაფიცვას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ის არ მოითხოვს სხვა პოლიტიკური ძალის სათავეში მოსვლას. ვინაიდან, ეს ადგილი ცარიელია, ამას ოპოზიციური პარტიები იკავებენ, მერე, როდესაც ისინი მოვლენ ძალაუფლებაში, მათ წინააღმდეგ იგივე აგორდება და ესაა აბსოლუტურად მოჯადოებული წრე. ზუსტად ამ ლოზუნგებით მოხდა "ვარდების რევოლუცია'' და ამიტომ პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა ამ მთავრობას, თუკი მდგრადობა უნდოდა, ხელი უნდა შეეწყო პროფკავშირების შექმნისთვის.

- ბატონო სანდრო, პროფკავშირების გაერთიანება ხომ არსებობს?

- ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ რეიტინგს და იმიჯს მოკლებული ორგანიზაცია. ისინი არსებობენ თავისთვის, პროფკავშირების გაფიცვა გინახავთ სადმე? მთავრობა და პროფკავშირები სინქრონულად მუშაობენ, სინამდვილეში კი ისინი ოპონენტები უნდა იყვნენ.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

"ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური ეკონომიკური პროგნოზი''!

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ