სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი დეტალები გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან - რა კავშირი აქვს ანუკი არეშიძეს გენერალთან
უცნობი დეტალები გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან - რა კავშირი აქვს ანუკი არეშიძეს გენერალთან

30 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ძეგლი და­იდ­გა. ძეგლის დად­გმა მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­ი­თხო­ვა და ის მი­სი­ვე სა­ხე­ლო­ბის სკვერ­ში გახ­სნეს. თუმ­ცა ძეგლის იერ­სა­ხეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოყ­ვა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი კრი­ტი­კურ­ლი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა.

"ვერ გა­ი­გებ სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნის სახე თუა! სირ­ცხვი­ლია, რო­გორც დად­გეს ისე მო­ა­შო­რონ და სა­სა­ცი­ლოს ნუ ხდი­ან ამ ადა­მი­ანს!"

"სა­მარ­ცხვი­ნო ძეგლია"

"იქ­ნე­ბა გაგ­ვა­გე­ბი­ნონ რა ფი­გუ­რაა ეს?", - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს გე­ნერ­ლის ცხოვ­რე­ბი­დან.

გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი - პა­რა­დოქ­სუ­ლი დრო­ის გე­ნე­რა­ლი. კაცი, რო­მელ­საც რუ­სეთ-ია­პო­ნი­ის ომში გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის ასუ­ლე­ბი უხ­ვევ­დნენ ჭრი­ლო­ბას (ქა­ლიშ­ვი­ლიც იმ­პე­რა­ტორ­მა მო­უ­ნათ­ლა), ხოლო სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბის­თვის დახ­ვრი­ტეს - ასე­თი იყო 1937 წელს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბის სიკ­ვდი­ლის ფორ­მა...

თუმ­ცა ეს უკვე ნაც­ნო­ბი თე­მაა და მა­მაც გე­ნე­რალ­ზე ჩვენ აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი გვაქვს მო­სა­ყო­ლი, რისი მო­თხრო­ბის­თვის მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებთ ქალ­ბა­ტონ მე­დეა მა­მუ­ლაშ­ვილს, - ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კას­პში, სო­ფელ სა­სი­რეთ­ში, გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხელს და მის ნა­სახ­ლარს (ახლა უკვე მუ­ზე­უმს) თავს დას­ტრი­ა­ლებს.

* * *

- მარ­ტო მე არა, მთელ­მა სო­ფელ­მა მო­ინ­დო­მა, მაზ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლის­თვის და სახ­ლის­თვის მი­მე­ხე­და, - ის ჩვე­ნე­ბუ­რი იყო. სა­სი­რე­თელ­თა რძა­ლი ვარ, როცა აქ დავ­სახ­ლდი, ერთი ლა­მა­ზი სახ­ლი შე­ვამ­ჩნიე, მი­თხრეს, - ეგ ისე­თი კა­ცის სახ­ლია, ჩვენს მხა­რეს კი არა, ქვე­ყა­ნა­საც სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ რომ ეღირ­სე­ბაო. მა­შინ გა­ვი­გე პირ­ვე­ლად მაზ­ნი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი...

ხუთი შვი­ლის პატ­რო­ნი რას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ყვე­ლა საქ­მეს გვერ­დზე გა­დავ­დებ­დი და სი­ცო­ცხლეს მისი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას შევ­წი­რავ­დი, მაგ­რამ არც სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ვი­დო­და - მისი გვა­რის ნა­ფუ­ძარ­ზე მა­შინ კაცი აღარ ჩან­და. სო­ფელ­ში კი მაზ­ნი­აშ­ვილ­ზე სი­ტყვას რომ ჩა­მო­ვაგ­დებ­დი, ქუდს იხ­დიდ­ნენ - ხალ­ხს მისი დიდი სი­კე­თე ახ­სოვ­და. ვერც იმას ვი­ფიქ­რებ­დი, თუ წლე­ბის შემ­დეგ მისი შთა­მო­მავ­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ და მათ­თვის მა­მა­პა­პე­უ­ლი სახ­ლის კა­რის შე­ღე­ბაც თა­ვად მო­მი­წევ­და.

გე­ნერ­ლის ოთხი შვი­ლი­დან მხო­ლოდ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლის, ანე­ტას შთა­მო­მავ­ლე­ბი გა­დარ­ჩნენ, თუმ­ცა ახლა გე­ნერ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უკვე მაზ­ნი­აშ­ვი­ლის შვი­ლო­ბი­ლის - შვე­დი სო­ფი­ოს შთა­მო­მავ­ლე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ (?!). გე­ნე­რალ­მა ეს ობო­ლი გო­გო­ნა პე­ტერ­ბურ­გში იშ­ვი­ლა და 5 წლი­სა სა­სი­რეთ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა. სხვა­თა შო­რის, მაზ­ნი­აშ­ვი­ლის შვი­ლო­ბი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, კახი კა­ლა­ძის მე­უღ­ლე, ანუ­კი არე­ში­ძეა.

* * *

აზ­ნა­ურ და­ვით გლურ­ჯი­ძეს ოთხი ქალი და ერ­თა­დერ­თი ვაჟი ჰყავ­და - ფრი­დო­ნი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო საქ­მის შე­სას­წავ­ლად გაგ­ზავ­ნა პე­ტერ­ბურგს - მა­შინ ეს სა­უ­კე­თე­სო კა­რი­ე­რა იყო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ოფი­ცერ­მა ფრი­დონ გლურ­ჯი­ძემ სო­ფელ­ში სტუმ­რად ოფი­ცე­რი ივან მაზ­ნე­ვი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. მაზ­ნევს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და ფრი­დო­ნის და, ქრის­ტი­ნე და მე­გო­ბარს შე­ე­ვედ­რა, - თუ შენს დას მო­მა­თხო­ვებ, მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვო და შენს სო­ფელ­ში დავ­სახ­ლდეო.

მოკ­ლედ, ქრის­ტი­ნემ მაზ­ნევს სამ­სა­ხუ­რი კი არა, მოს­კოვ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მაზ­ნე­ვოს მა­მუ­ლიც და­ა­ვი­წყა. მე­ტიც, გა­ქარ­თველ­და და შვი­ლე­ბი მაზ­ნი­აშ­ვი­ლად და­წე­რა. გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვილს სამ­ხედ­რო ნიჭი მა­მის­გან გა­და­ე­ცა. პა­ტა­რა გი­ორ­გი დე­ი­დებ­მა გა­ზარ­დეს. მათ უქ­ცი­ეს "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და "ბიბ­ლია" სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბად...

* * *

სა­სი­რე­თის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია გე­ნერ­ლის, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლის აშე­ნე­ბუ­ლია. ამ ად­გილ­ზე შარ­ვა­ში­ძე­ე­ბის ძვალთშე­სა­ლა­გი პა­ტა­რა ბა­ზი­ლი­კა მდგა­რა... რუ­სეთ-ია­პო­ნი­ის ომში დაჭ­რილ გე­ნე­რალს და­უ­ჩო­ქია და უფ­ლის­თვის უთხო­ვია, ოღონდ ჩემი სამ­შობ­ლოს­თვის თვა­ლი ერთხელ შე­მავ­ლე­ბი­ნე, შენს სა­დი­დებ­ლად ტა­ძარს ავა­გე­ბო. ამ ომში მაზ­ნი­აშ­ვი­ლი­ვით მა­მა­ცუ­რად არა­ვის უბ­რძო­ლია. "გა­და­ე­ცით მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად ოქ­როს ხმა­ლი", - უბ­რძა­ნე­ბია რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორს და მაზ­ნი­აშ­ვილ­თან, ლა­ზა­რეთ­ში ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წმინ­და გი­ორ­გის ჯვა­რი თა­ვად­ვე მი­უბ­ნე­ვია მკერ­დზე. როცა დაჭ­რი­ლი ფეხ­ზე დად­გა, სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და, ტა­ძა­რი ააგო და მრა­ვალ­შვი­ლი­ან გლე­ხებს სა­მო­სახ­ლო ად­გი­ლი და სა­შე­ნი მა­სა­ლაც მის­ცა.

ობ­ლებ­სა და ავად­მყო­ფე­ბის ხომ პატ­რო­ნობ­და და თავს ევ­ლე­ბო­და. ერთი ადი­უ­ტან­ტი ჰყავ­და, გვა­რად ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი - დე­დი­სერ­თა ყო­ფი­ლა და მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბი­სას დე­და­მი­სი ფე­ხებ­ში ჩა­ვარ­დნია მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელს, - შვილს ომში მო­მიკ­ლა­ვენ, მი­შუ­ამ­დგომ­ლე გე­ნე­რალ­თან, ადი­უ­ტან­ტად მი­ი­ღო­სო. გე­ნე­რალს ადი­უ­ტან­ტე­ბის მეტი რა ჰყავ­და, მაგ­რამ ბიჭი შე­ე­ცო­და და შინ წა­იყ­ვა­ნა. სწო­რედ ამ ბიჭ­მა მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად გე­ნერ­ლის შვი­ლო­ბი­ლი, შვე­დი გო­გო­ნა, სო­ფიო, რო­მე­ლიც ხუთი წლი­სა ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი ჩა­იყ­ვა­ნა ჯე­რაც უცოლ­შვი­ლო გე­ნე­რალ­მა სა­სი­რეთ­ში.

მერე კი სუ­ლიც არ ენა­ნე­ბო­და მის­თვის, მა­ში­ნაც კი, როცა და­ო­ჯახ­და და 4 შვი­ლიც შე­ე­ძი­ნა. როცა 13 წლის სო­ფიო ადი­უ­ტან­ტთან ერ­თად გა­ი­პა­რა, გული ეტ­კი­ნა, გა­ე­ბუ­ტა კი­დეც, მაგ­რამ მალე გული მო­უბ­რუნ­და და მზით­ვიც მი­უ­ტა­ნა. სწო­რედ ამ სო­ფი­ო­ზე ამ­ბობს ანუ­კა არე­ში­ძე, - ჩემი დიდი ბე­ბია მაზ­ნი­აშ­ვი­ლის შვი­ლო­ბი­ლი კი არა, ნამ­დვი­ლი შვი­ლი იყოო. თურ­მე ოჯახ­ში დღემ­დე აქვთ მისი ნამ­ზით­ვი შე­მო­ნა­ხუ­ლი. ასეა თუ ისე, ეს ამ­ბა­ვი ახლა არც ისე ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვია, მით უფრო, რომ გა­მოჩ­ნდნენ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ნამ­დვი­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბიც - მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ანე­ტას შთა­მო­მავ­ლე­ბი.

* * *

ანე­ტას ორი შვი­ლი ჰყო­ლია - თე­ი­მუ­რა­ზი და გი­ორ­გი. მა­მი­სა და ძმის დახ­ვრე­ტის შემ­დეგ ანე­ტა შვი­ლე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და.

მერე გა­ვი­და დრო, თე­ი­მუ­რაზ­სა და გი­ორ­გის ბი­ჭე­ბი შე­ე­ძი­ნათ, ამ ბი­ჭებს კი­დევ, - ბი­ჭე­ბი - მი­რი­ა­ნი, თე­ი­მუ­რა­ზი, ლუკა და და­ვით დე­გე­ლა­ძე­ე­ბი.

ყვე­ლა მათ­გა­ნი სკო­ლებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლეა.

თე­ი­მუ­რაზს სკო­ლა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მაც და­უ­წე­რია, - მინ­და სა­ქარ­თვე­ლო იყოს ისე­თი ძლი­ე­რი და ერ­თი­ა­ნი, რო­გო­რიც ჩემს დიდ პა­პას, გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვილს უნ­დო­დაო.

მათ ძარ­ღვებ­ში ხომ იმ კა­ცის სის­ხლი ჩქეფს, ვინც მში­ერ-ტიტ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­თა და შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით თურ­ქებს გუ­რია და აჭა­რა გა­მოჰ­გლი­ჯა.

P.S. სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად ანუ­კი არე­ში­ძის დე­დას, ნინო ჭუმ­ბუ­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით: - სო­ფიო მაზ­ნი­აშ­ვი­ლი ჩემი მე­უღ­ლის, მი­ხე­ი­ლის დიდი ბე­ბია იყო დე­დის მხრი­დან. ხოლო ჩემი დე­დამ­თი­ლი, ლა­რი­სა - სო­ფი­ოს შვი­ლიშ­ვი­ლი. ლა­რი­სა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ხში­რად გვიყ­ვე­ბო­და დიდი გე­ნერ­ლის ამ­ბებს. ისიც კი ახ­სოვ­და, მა­ლუ­ლად რო­გორ მო­დი­ო­და საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის მიერ დევ­ნი­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი შვი­ლის (სო­ფი­ოს) მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. სო­ფიო კი, - მამა მო­ვი­დაო და სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბო­და.

ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ სო­ფიო მაზ­ნი­აშ­ვი­ლის შვი­ლო­ბი­ლი კი არა, შე­საძ­ლოა გე­ნერ­ლის ღვიძ­ლი შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი მე­უღ­ლე და ანუ­კიც მის შთა­მო­მავ­ლე­ბად თვლი­ან თავს და ამით ამა­ყო­ბენ.

ეთერ ერა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უცნობი დეტალები გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან - რა კავშირი აქვს ანუკი არეშიძეს გენერალთან

უცნობი დეტალები გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებიდან - რა კავშირი აქვს ანუკი არეშიძეს გენერალთან

30 ნოემბერს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გენერალ მაზნიაშვილის ძეგლი დაიდგა. ძეგლის დადგმა მოსახლეობამ მოითხოვა და ის მისივე სახელობის სკვერში გახსნეს. თუმცა ძეგლის იერსახეს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოყვა. სოციალურ ქსელებში არაერთი კრიტიკურლი კომენტარი დაიწერა.

"ვერ გაიგებ საერთოდ ადამიანის სახე თუა! სირცხვილია, როგორც დადგეს ისე მოაშორონ და სასაცილოს ნუ ხდიან ამ ადამიანს!"

"სამარცხვინო ძეგლია"

"იქნება გაგვაგებინონ რა ფიგურაა ეს?", - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს გენერლის ცხოვრებიდან.

გიორგი მაზნიაშვილი - პარადოქსული დროის გენერალი. კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის რუსეთის იმპერატორის ასულები უხვევდნენ ჭრილობას (ქალიშვილიც იმპერატორმა მოუნათლა), ხოლო საკუთარი სამშობლოსთვის გამოჩენილი მამაცობისთვის დახვრიტეს - ასეთი იყო 1937 წელს დაპატიმრებულების სიკვდილის ფორმა...

თუმცა ეს უკვე ნაცნობი თემაა და მამაც გენერალზე ჩვენ აქამდე უცნობი დეტალები გვაქვს მოსაყოლი, რისი მოთხრობისთვის მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მედეა მამულაშვილს, - ადამიანს, რომელიც კასპში, სოფელ სასირეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელს და მის ნასახლარს (ახლა უკვე მუზეუმს) თავს დასტრიალებს.

*  *  *

- მარტო მე არა, მთელმა სოფელმა მოინდომა, მაზნიაშვილის სახელისთვის და სახლისთვის მიმეხედა, - ის ჩვენებური იყო. სასირეთელთა რძალი ვარ,  როცა აქ დავსახლდი, ერთი ლამაზი სახლი შევამჩნიე, მითხრეს, - ეგ ისეთი კაცის სახლია, ჩვენს მხარეს კი არა, ქვეყანასაც საუკუნეში ერთხელ რომ ეღირსებაო. მაშინ გავიგე პირველად მაზნიაშვილის სახელი...

ხუთი შვილის პატრონი რას ვიფიქრებდი, თუ ყველა საქმეს გვერდზე გადავდებდი და სიცოცხლეს მისი ცხოვრების ისტორიის შესწავლას შევწირავდი, მაგრამ არც სხვანაირად გამოვიდოდა - მისი გვარის ნაფუძარზე მაშინ კაცი აღარ ჩანდა. სოფელში კი მაზნიაშვილზე სიტყვას რომ ჩამოვაგდებდი, ქუდს იხდიდნენ - ხალხს მისი დიდი სიკეთე ახსოვდა. ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ წლების შემდეგ მისი შთამომავლებიც გამოჩნდებოდნენ და მათთვის მამაპაპეული სახლის კარის შეღებაც თავად მომიწევდა.

გენერლის ოთხი შვილიდან მხოლოდ ერთი ქალიშვილის, ანეტას შთამომავლები გადარჩნენ, თუმცა ახლა გენერლის მემკვიდრეობაზე უკვე მაზნიაშვილის შვილობილის - შვედი  სოფიოს შთამომავლებიც ალაპარაკდნენ (?!). გენერალმა ეს ობოლი გოგონა პეტერბურგში იშვილა და 5 წლისა სასირეთში ჩამოიყვანა. სხვათა შორის, მაზნიაშვილის შვილობილის შთამომავალი, არც მეტი, არც ნაკლები, კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძეა.

*  *  *

აზნაურ დავით გლურჯიძეს ოთხი ქალი და ერთადერთი ვაჟი ჰყავდა - ფრიდონი, რომელიც სამხედრო საქმის შესასწავლად გაგზავნა პეტერბურგს - მაშინ ეს საუკეთესო კარიერა იყო. ერთ მშვენიერ დღეს ოფიცერმა ფრიდონ გლურჯიძემ სოფელში სტუმრად ოფიცერი ივან მაზნევი ჩამოიყვანა. მაზნევს დანახვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა ფრიდონის და, ქრისტინე და მეგობარს შეევედრა, - თუ შენს დას მომათხოვებ, მზად ვარ, ყველაფერი მივატოვო და შენს სოფელში დავსახლდეო.

მოკლედ, ქრისტინემ მაზნევს სამსახური კი არა, მოსკოვთან ახლოს მდებარე მაზნევოს მამულიც დაავიწყა. მეტიც,  გაქართველდა და შვილები მაზნიაშვილად დაწერა.  გიორგი მაზნიაშვილს სამხედრო ნიჭი მამისგან გადაეცა. პატარა გიორგი დეიდებმა გაზარდეს. მათ უქციეს "ვეფხისტყაოსანი" და "ბიბლია" სამაგიდო წიგნებად...

*  *  *

სასირეთის წმინდა გიორგის ეკლესია გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის აშენებულია. ამ ადგილზე შარვაშიძეების ძვალთშესალაგი პატარა ბაზილიკა მდგარა... რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილ გენერალს დაუჩოქია და უფლისთვის უთხოვია, ოღონდ ჩემი სამშობლოსთვის თვალი ერთხელ შემავლებინე, შენს სადიდებლად ტაძარს ავაგებო. ამ ომში მაზნიაშვილივით მამაცურად არავის უბრძოლია. "გადაეცით მადლიერების ნიშნად ოქროს ხმალი", - უბრძანებია რუსეთის იმპერატორს და მაზნიაშვილთან, ლაზარეთში ქალიშვილები გაუგზავნია. მოგვიანებით წმინდა გიორგის ჯვარი თავადვე მიუბნევია მკერდზე. როცა დაჭრილი ფეხზე დადგა, სოფელში ჩამოვიდა, ტაძარი ააგო და მრავალშვილიან გლეხებს სამოსახლო ადგილი და საშენი მასალაც მისცა.

ობლებსა და ავადმყოფების ხომ პატრონობდა და თავს ევლებოდა. ერთი ადიუტანტი ჰყავდა, გვარად ბაინდურაშვილი - დედისერთა ყოფილა და მსოფლიო ომის დაწყებისას დედამისი ფეხებში ჩავარდნია მაზნიაშვილის ახლობელს, - შვილს ომში მომიკლავენ, მიშუამდგომლე გენერალთან, ადიუტანტად მიიღოსო. გენერალს ადიუტანტების მეტი რა ჰყავდა, მაგრამ ბიჭი შეეცოდა და  შინ წაიყვანა. სწორედ ამ ბიჭმა მოიყვანა ცოლად გენერლის შვილობილი, შვედი გოგონა, სოფიო, რომელიც ხუთი წლისა ხელში ატატებული ჩაიყვანა ჯერაც უცოლშვილო გენერალმა სასირეთში.

მერე კი სულიც არ ენანებოდა მისთვის, მაშინაც კი, როცა დაოჯახდა და 4 შვილიც შეეძინა. როცა 13 წლის სოფიო ადიუტანტთან ერთად გაიპარა, გული ეტკინა,  გაებუტა კიდეც, მაგრამ მალე გული მოუბრუნდა და  მზითვიც მიუტანა. სწორედ ამ სოფიოზე ამბობს  ანუკა არეშიძე, - ჩემი დიდი ბებია მაზნიაშვილის შვილობილი კი არა, ნამდვილი შვილი იყოო. თურმე ოჯახში დღემდე აქვთ მისი ნამზითვი შემონახული. ასეა თუ ისე, ეს ამბავი ახლა არც ისე ძნელი გასარკვევია, მით უფრო, რომ გამოჩნდნენ მაზნიაშვილის ნამდვილი მემკვიდრეებიც - მისი ქალიშვილის, ანეტას შთამომავლები.

*  *  *

ანეტას ორი შვილი ჰყოლია - თეიმურაზი და გიორგი.  მამისა და ძმის დახვრეტის შემდეგ ანეტა შვილების წარმომავლობას საგულდაგულოდ მალავდა.

მერე გავიდა დრო, თეიმურაზსა და გიორგის ბიჭები შეეძინათ, ამ ბიჭებს კიდევ, - ბიჭები - მირიანი, თეიმურაზი, ლუკა და დავით დეგელაძეები.

ყველა მათგანი სკოლებში გამორჩეული მოსწავლეა.

თეიმურაზს სკოლაში თავისუფალი თემაც დაუწერია, - მინდა საქართველო იყოს ისეთი ძლიერი და ერთიანი, როგორიც ჩემს დიდ პაპას, გიორგი მაზნიაშვილს უნდოდაო.

მათ ძარღვებში ხომ იმ კაცის სისხლი ჩქეფს, ვინც მშიერ-ტიტველი ჯარისკაცებითა და შიშველი ხელებით თურქებს გურია და აჭარა გამოჰგლიჯა.

P.S. სიტუაციაში გასარკვევად ანუკი არეშიძის დედას, ნინო ჭუმბურიძეს დავუკავშირდით: - სოფიო მაზნიაშვილი ჩემი მეუღლის, მიხეილის დიდი ბებია იყო დედის მხრიდან. ხოლო ჩემი დედამთილი, ლარისა - სოფიოს შვილიშვილი. ლარისა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ხშირად გვიყვებოდა დიდი გენერლის ამბებს. ისიც კი ახსოვდა, მალულად როგორ მოდიოდა საბჭოთა წყობილების მიერ დევნილი მაზნიაშვილი შვილის (სოფიოს) მოსანახულებლად. სოფიო კი, - მამა მოვიდაო და სიხარულით ეგებებოდა.

ძალიან გაგვიჭირდება იმის დამტკიცება, რომ სოფიო მაზნიაშვილის შვილობილი კი არა, შესაძლოა გენერლის ღვიძლი შვილი ყოფილიყო. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ჩემი მეუღლე და ანუკიც მის შთამომავლებად თვლიან თავს და ამით ამაყობენ.

ეთერ ერაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - “თქვენს განსაკუთრებულ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ"

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა