გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი საკუთარი შოუს ბოლო გადაცემის სტუმარი თავად იქნება. ოპრასთან დაახლოებული პირის თქმით, უინფრიზე უკეთეს სტუმარს ბოლო გადაცემისთვის ვერ ინატრებდნენ. კარიერის მანძილზე უინფრის მსოფლიოში უამრავი ცნობილი სტუმარი ჰყავდა და ბოლო შოუში, ალბათ, საკუთარ თავზე საუბრის გარდა, ამ თემაზე საუბარსაც დაუთმობს დროს. გარდა ამისა, ოპრას ბოლო გადაცემაში შოუს რამდენიმე მისთვის საყვარელი ეპიზოდიც გავა.
უკვე ცნობილია სტუმართა სია, რომლებსაც უინფრი ბოლო გადაცემაში მოიწვევს: ჰოლივუდის ვარსკვლავები - ტომ ჰენკსი, უილ სმიტი, ტომ კრუზი, ჰიუ ჯეკმანი, ტელეწამყვანი - ჯეიმი ფოქსი და სკეტჩების შემსრულებელი ჯერი სეინფილდი, რომელიც ოპრას ახლო მეგობარია.
რაც შეეხება მომღერლებს, უინფრიმ არჩევანი ბეიონსეზე, ჯეიზიზე, რიანაზე, მერი ჯეი ბლაიჯზე, აშერსა და პატი ლაბელზე შეაჩერა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ოპრა უინფრის შოუს"ფინალური გადაცემის გარშემო დიდი ინტერესია, "დიალოგის დედოფლად" წოდებული წამყვანის ბოლო გადაცემა ეთერში 25 მაისს გავა.
მომზადებულია www.popeater.com-ის მიხედვით.